Jump to ratings and reviews
Rate this book

მარტის მამალი

Rate this book
"ოთარ ჭილაძის რომანში - "მარტის მამალი", ასახულია ყმაწვილი კაცის ცხოვრება, რომელსაც მძიმე სულიერი ტრავმა მიაყენა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რისი მოწმეც უნებურად გახდა. ამ შემთხვევამ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დაუტოვა და აქედან დაიწყო მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება.

მწერალი აგრძელებს თავის ჩვეულ ხელწერას - რომანი ხასიათდება ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლებითა და ექსპრესიული თხრობით".

458 pages, Hardcover

First published January 1, 1991

10 people are currently reading
228 people want to read

About the author

Otar Chiladze

29 books180 followers
Otar Chiladze (ოთარ ჭილაძე) was a Georgian writer who played a prominent role in the resurrection of the Georgian prose in the post-Stalin era. His novels characteristically fuse Sumerian and Hellenic mythology with the predicaments of a modern Georgian intellectual.

Chiladze was born in Sighnaghi, a town in Kakheti, the easternmost province of then-Soviet Georgia. He graduated from the Tbilisi State University with a degree in journalism in 1956. His works, primary poetry, first appeared in the 1950s. At the same time, Chiladze engaged in literary journalism, working for leading magazines in Tbilisi. He gained popularity with his series of lengthy, atmospheric novels, such as A Man Was Going Down the Road (1972–3), "Everyone That Findeth Me" (1976), "Avelum" (1995), and others. He was a chief editor of the literary magazine Mnatobi since 1997. Chiladze also published several collections of poems and plays. He was awarded Shota Rustaveli Prize in 1983 and State Prize of Georgia in 1993.[1]

Chiladze died after a long illness in October 2009 and was buried at the Mtatsminda Pantheon in Tbilisi, where some of the most prominent writers, artists, scholars, and national heroes of Georgia are buried..[2] His elder brother Tamaz Chiladze is also a writer.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
68 (65%)
4 stars
29 (27%)
3 stars
6 (5%)
2 stars
1 (<1%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
January 10, 2025
,,რასაც შენი ნებით დათმობ, ვერასოდეს დაიბრუნებ”

,,დამმარხეს და მიწაზე დავდივარ. იცი რატომ? იმიტომ, რომ ვერ დამაჯერეს, ჩემი მოკვლის უფლება რომ ჰქონდათ. მთავარი კი ესაა. ტყვია კი არ კლავს, არამედ უფლება”

დავიწყებ იმით, რომ ჭილაძეს ქართველ მარკესს უწოდებენ, სრულიად ვალიდურად თურმე, სრულიად ჭეშმარიტად. ნობელი რომ არ აქვს ამ კაცს, ამასთან დაკავშირებით უწინ მოსაზრება არ მქონდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, მე რომ შანსი მქონდეს, კაი ათ კაცს წავართმევდი ნობელს და გარდაცვლილ ჭილაძეს მივცემდი :)

მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა შესამჩნევ ზეგავლენას განიცდის იმროინდელი მსოფლიო ლიტერატურული ტენდენციების, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინოდ, ყველაზე მკაფიოდ, მოდერნისტული პროზის მთავარი ნიშნები, რომლებიც ამ უკანასკნელის განსაკუთრებულ ხასიათსა და მეტად მნიშვნელოვან ადგილს განაპირობებს ლიტერატურის ისტორიაში, აისახა ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში - მარტის მამალი არის მითოსური და ბიბლიური აზროვნების აღორძინების დიდებული ნიმუში, რომელშიც შემოდის სუბიექტური დრო, სუბიექტურო წარსული, ობიექტურ გარემოსთან დამოუკიდებელი ინდივიდის სოციალიზაციისა და ჭიდილის მომენტი და ყველაზე მთავარი - დროითი და სივრცითი საზღვრების ნგრევა ადამიანის, როგორც ცნობიერისა და არაცნობიერის მპყრობელობაზე პრეტენზიის მქონე ერთადერთი არსების, გონებაში, რომელიც არაპროგნოზირებადი და მოწყვლადია განსაკუთრებით ახალგაზრდობაში იმდენად, რამდენადაც, როგორც ოთარი აღნიშნავს და როგორც ყველას მოგვეხსენება, ადამიანის ღირებულებათა სისტემა, ჩარჩო, რომელსაც მერე მისი ყოველი შემდგონი ნაბიჯი მეტად ან ნაკლებად უნდა ეფუძნებოდეს, ფორმირდება ყრმობის იმ პერიოდში, რომელიც ნაწარმოებში სულ ერთთვიანი საწოლზე მიჯაჭვულობის ჟამს აღიწერება და გადაფასდება.

მთავარო პერსონაჟი, ნიკო, ბიჭია, რომელიც ბავშვობის ბორკილების ნაადრევად გამწყვეტავი, მამის ხატების უკან მომტოვებელი და ამ ხატებასთან მებრძოლი, ჰამლეტისა და ოიდიპოსის სულისკვეთებით ერთნაირად აღსავსე და დედის მონატრების სურვილმოძალებული, რასაც აუცილებლად ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი მასკულინური არსებობის დამადასტურებელი არგუმენტების მოძიების ჟინი, ბათუმიდან სიღნაღში მოდის - ის დროა, ყველა სადღაც რომ გადაიხვეწა, ოღონდ ჭილაძესთან ეს გადახვეწა გონებრივ მოგზაურობას ნიშნავს, დროითო სიმბოლიზმით გამოიხატება და არა უშუალოდ გასაჭირს გარიდებას, ვინაიდან ფიზიკურ ბარიერებზე მეტად ღირებულია ის მომენტები, რომლებიც შემთხვევით ეფინებიან ჩვენი აზროვნების ფასადებს და განსაზღვრავენ ჩვენს ემოციათა კონდიციას.

ძაღლები ყეფენ და მამლები ყივიან - ორივე ცას მიმართავს და ორივეს დილა მოჰყავს. მარტის, გაზაფხულის მამალია მთავარი პერსონაჟი, რომელიც ლოგინზე მიწოლილი ხელმეორედ უნდა დაიბადოს და იმ ისტორიების მოყოლის პარალელურად, რომლებიც იმდროინდელი ქართული სოციო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფონის განსამარტავად მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ავტორი ახერხებს შვილის დედასთან დაბრუნებას - დედა არა როგორც მავანთა მიერ ბიოლოგიური სწრფავის ობიექტად მიჩნეული, არამედ როგორც ჭეშმარიტების ფენომენი, ანუ საკუთარ თავთან დაბრუნება.

აქვე ოთარის ლექსი, რომელიც ნიკოს მახსენებს -

“ახლა დღეა გრძელი
და ძნელია ლოდინი
ზღვის ნაპირი ცხელი
მთენთავს როგორც ლოგინი

მდუმარე ვარ ისე
თითქოს წარღვნას გადავრჩი
და ტკაცუნობს სიცხე
გარინდებულ ბალახში”.

ძალიან მიყვარს ნიკო, ძალიან, ძალიან. გენიალური ნამუშევარია.

ვზივარ ასე, ეკლესიაში პირველად შესული ბავშვივით, გაურკვევლობის, ვნებისა და სიამოვნების არეულობაში და ვფიქრობ კაცზე, რომელსაც ვუწოდე ღმერთი, მაგრამ ღმერთთან ბოდიში, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ჭილაძე ღმერთი არაა - ჭილაძე თუ ღმერთია, იგი უცილობლად სამოთხიდან გამოძევებული და ადამიანების მრავალათასიან მატარებელთა რელსებზე მდგონი მოხუცი უნდა იყოს, თუ არადა ის არის ადამიანი, რადგან ადამიანური უნდა გამოსცადო, ეს რომ დაწერო.

არ არსებობს ქართულ მწერლობაში ჭილაძეზე ახლო ავტორი ჩემთვის.

,, და თითქოს ვიღაც იდგა ბაქანზე,
ვიღაც ძალიან ძვირფასი ჩემთვის
და არ ვიცოდი, რომ ჩუმად მეთქვა
ან დამეყვირა მისი სახელი”
Profile Image for Guki King.
2 reviews10 followers
September 6, 2012
მამლები კი ყივიან, მაგრამ ცას ბზარი არ უჩნდება......
Profile Image for Namig Karimov.
5 reviews
May 22, 2020
Əsəri oxuyub tam dərinliyi ilə anlamaq daha doğrusu vurğulanan problemlərin ağrılarını hiss etmək üçün ya Qafqazlı olmalısan ya da Qafqaz ölkələrindən birində bir müddət yaşamaq lazımdır. Yəni bu regionun özünəməxsus problemlərindən biri "mütləq ki" səni də həyatın hansısa bir anında sınağa çəkməyi bacarmışdır. Başda Niko olmaq ilə baba, nənə, xala obrazlarını ya özümüzdə ya da ətrafımızdakı insanlarda axtarıb tapa bilərik. Nikonun xəyal dünyasında yaratdığı rəngarəng obrazları tapmaq oxucunun öz səriştəsindən aslıdır. Əsər bəzən bizi uşaqlığımıza aparıb xoş nostalji hisslər yaşadır bəzən isə gələcəyimizi bizə göstərərək dərdimizə dərd qatır. Nəhayətində Qafqaz insanının kimlik axtarışını onun problemləri üzərindən uzun uzadı ifadələri ilə anlatmağa çalışan yazıçı bəzən o qədər dərin və düşündürücü mövzulara toxunur ki, bir ara özünüzü fikrə dalmış və hansı səhifədə olduğunuzu unutmuş şəkildə tapa bilərsiniz.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.