Jump to ratings and reviews
Rate this book

შენი თავგადასავალი

Rate this book
აკა მორჩილაძის ეს რომანი რამდენიმე წლის წინ დაიწერა და 1999 წელს გაგრძელებებით იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთში.

244 pages

First published January 1, 2010

11 people are currently reading
182 people want to read

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
49 (40%)
4 stars
34 (27%)
3 stars
25 (20%)
2 stars
9 (7%)
1 star
5 (4%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Mindia Arabuli.
Author 2 books74 followers
August 4, 2016
აკა მორჩილაძე არის ძალიან, ძალიან კარგი ავტორი. მცირე გამონაკლისებით, წიგნების უმეტესობა აქვს შედგენილი უნიკალური მორჩილაძისეული კოლორიტით, რომელიც ხან მე19 საუკუნის თბილისის ფონზე იხსნება, ხან ოთხმოცდაათიანების რომანტიკას გადმოსცემს მკითხველს, მაგრამ ეს რომანტიკა არა ქუჩურ გაგებებზეა ორიენტირებული, როგორც ამ პერიოდის ქართული პროზის ნიმუშების უმეტესობა, არამედ ისევდაისევ მორჩილაძის კოლორიტითვე იკვებება. ასეთი წიგნია "შენი თავგადასავალი". წიგნის კითხვისას გარკვეულ მომენტებს ფილმის კადრივით აღიქვამ, ნახევრად ფანტასტიკური, ჰალუცინაციებზე აგებული პოსტმოდერნული ნაშრომი, რომელიც მკითხველში სახალისო განწყობის პარალელურად, სრულად მოულოდნელად, უეცარი ეპიზოდებით აუხსნელ ნოსტალგიას იწვევს. არა დროის, არა ადგილის ნოსტალგიას, არამედ რაღაც ფიქტიური მოვლენის. ეს რომანი ემიჯნება საქართველოს "სამშობლოსებრ" კლასიკურ, სკოლაში ნასწავლ ფორმულას და ცნება "სამშობლო" მოჰყავს უფრო ახლოს, ხდის უფრო გასაგებს, პათოსისა და გადამეტებული ემოციის გარეშე. ამ წიგნში სამშობლო არა სალოცავი ხატია, რომლის წინაშეც დითირამბები უნდა იმღერო, არამედ პატარა, მყუდრო ადგილი. მთავარი პერსონაჟის - პირობითი ემიგრანტის ჰალუცინაციები კი წარმოსახვითი ოდისეა, რომლის მიზანიც ამ სიმყუდროვის აღდგენაა. და რაკი რეალურ სამყაროში ეს ვერ ხერხდება, მთელი მოქმედება პირობით-ილუზორულ სამყაროში ინაცვლებს.
Profile Image for Ilia Tchanturia.
Author 2 books51 followers
April 6, 2020
მოგელანდებითო, როგორც იმ ლეგენდარულ კადრში ამბობს ბატონი გურამი, ისეთ მოლანდებად გადაიქცევა თავისი სამშობლო შუაგულ ლონდონში სოხუმელი იაზონის მოცემული აბის კაიფში მყოფი პეტრე ჯაფარიძისთვის.

მომნატრებია აკა.
Profile Image for Ezekia.
204 reviews9 followers
Read
August 30, 2022
შენი თავგადასავალი, ჰალუცინაციებში დანახული თბილისი და შენიშვნების გრძელი რიგი.
195 reviews3 followers
September 9, 2025
მიუხედავად იმისა, რომ აკა მორჩილაძეს ჩემსავით ფეხბურთი უყვარს და თან ისტორიკოსია და ისტორია ჩემთვის ყველაზე საყვარელი საგანი იყო სკოლაში, მის შემოქმედებას ვერ ვამუღამებ და ვერ ვკაიფობ მისი წიგნებით.

ვაღიარებ, რომ თანამედროვეების საუკეთესო ქართველი მწერალია და ორი ძალიან მაგარი წიგნი აქვს დაწერილი, მაგრამ, ჩემი აზრით სწორედ მანდ ჩანს თანამედროვე ქართული ლიტერატურის არც ისე მაღალი დონე - აკაზე უკეთესი რომ არ გვყავს.

ამ წიგნის წაკითხვას არც ვაპირებდი, მაგრამ ერთ-ერთ სოცქსეშლი ერთი აკას ფანის ქება-დიდებას წავაწყდი და წამძლია მაინც :დ


რა შეიძლება ითქვას- ქართული ლიტერატურაში ალბათ ყველაზე პოსტმოდერნისტული ტექსტია, თავისი აბსურდულობით და საოცრად არეულ-დარეული ისტორიებით, ანუ ისეთივე არეულ-დარეულია, როგორიც ჩვენი ქვეყანა აგერ უკვე 30 წელზე მეტია.


აკას რაც აქვს წაკითხული და უყვარს და რა ფილმებიც იყო მის თაობაში პოპულარული ყველაფერი შემოყარა ამ წიგნში და მაგრად აზილ-დაზილა; ასევე დაუმატა ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისი სიამაყით და ჭრილობებით და მისი თაობის თავგადასავლად აქცია, რომელიც ერთი კაი მოღწეულზე მოსული ზმანებაა :დ


დიდი არაფერი ტექსტია და ზოგადად მიკვრის, რომ როცა შეგიძლია რამე ღირებული დაწერო და იმ თაობის წარმომადგენელი ხარ, რომელსაც უშვალოთ შეეხო ვითომ სამოქალაქო ომი და აფხაზეთი ომი, მაგ ორ დიდი ჭრილობას არ ეკარები და ასეთი რაღაცებს წერ... ან თუნდაც 90-იანი წლების კარგად გააზრების საშუალება რომ მისცეს ახალგაზრდა მკითხველს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს.

ძაან ერთფეროვანი მწერალია აკა, არადა ნიჭი აქვს, რომ ეგ თემები კარგად განავრცოს, რაც ზემოთ ვახსენე.
18 reviews
February 7, 2025
წიგნი, რომლის კითხვის დროსაც გამიჩნდა კითხვა ,, ეს რა არის" უდავოდ აკა მორჩილაძის ,, შენი თავგადასავალია"
Profile Image for Geørge.
95 reviews
October 18, 2015
"ეს თბილისია, ძმებო, თბილისი! მშობელ მიწაში მიდგას ფესვები და აღარაფრისა მეშინია. ჩემი ლამაზი და მშვიდი მოხუცები. არსად ასე არ მღერიან მოხუცები, არსად ასე არ უკრავენ. მხოლოდ მოსკოვში... ისევ მოსკოვი. მოსკოვი, კრემლი. თბილისის თავზე ფრიალებს ჩითის ნიფხავთა სერპანტინი. ეს თოკი მოსწყვეტია ავლაბარში ბოძს. ამიტომაც ფრიალებს აგრე ამაყად. მამაკაცის ჩითის ნიფხავთა მშვენიერი ცეკვები ცაში. გაუმარჯოს ნიფხვოსან რესპუბლიკას! მაგრამ ცაში დარხეული სილამაზეები რას მიეხმარება მიწაზე? დიახ, ბღავიან მოხდენილი ქარიშხლები ცათა შინა, იგრე ბღავიან რომ სულაც არ არის ბღავილი, არამედ ხმანი ჩვენს განთქმულ ბანთა და ტენორთა, მაგრამ ეს იქ, მაღლა... იმღერებ, რატო არ იმღერებ? სიმღერის მეტი რა დაგრჩენია."

მშვენიერი საკითხავი წიგნია.
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
October 24, 2016
მშვენიერი საკითხავია, და არა მხოლოდ მშვენიერი.
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.