თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალის გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. "სამოსელი პირველის" სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელი ჭაბუკის დომენიკოს ტიპური ამბავია, რომელზეც დიდად იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან მრავალი ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ცხოვრების წიგნი".
Guram Dochanashvili (Georgian: გურამ დოჩანაშვილი) (born March 26, 1939) was a Georgian prose writer, a historian by profession, who has been popular for his short stories since the 1970s.
Dochanashvili was born in Tbilisi, the capital of then-Soviet Georgia. Having graduated from the Tbilisi State University in 1962, he worked for the Institute of History, Archaeology and Ethnography, and participated in several archaeological expeditions from 1962 to 1975. He then managed the prose section of the literary magazine Mnatobi from 1975 to 1985. Since 1985, he has been a director-in-chief of the Gruziya-film studio.
Dochanashvili debuted as a writer in 1961. He was immediately noted for his rejection of the Soviet literary dogmas of Social Realism, and his dissident views. Since then, he has published dozens of stories and novellas which won him a nationwide acclaim for their fairy-tale lightness and invention.[1] His most popular work is the 1975 novel The First Garment (სამოსელი პირველი) based on the Holy Bible and story of the War of Canudos in the 19th-century Brazil.
10 წელი იქნება არ ჩამიხედია... მანამდე, პირველი წაკითხვის მერე ხან თავიდან ბოლომდე, ხან ისე, შიგადაშიგ - ძალიან ხშირად. და აი, როცა მეგობარმა მითხრა რამე ქართული წიგნი მირჩიე, რა წავიკითხოო, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა და სამოსელი პირველი უკონკურენტოდ მომეჩვენა... და რადგან მხოლოდ ეს უკანასკნელი მქონდა სახლში, წამოვუღე. ასე 30-40-წუთიანი მგზავრობისას მეც გადავავლე თვალი კიდევ ერთხელ და ჰოი საოცრებავ, სულ სხვა რამე აღმოჩნდა. აგიხსნით.
მგონი ბერძენიშვილმა ახსენა რომელიღაც ლექციაში, რო კომპოზიტორი-მსმენელი და ავტორი-მკითხველი ლოგიკური ანალოგია არააო, მკითხველი მუსიკალური ნაწარმოების შემსრულებელს უფრო შეესაბამებაო. ვეთანხმები და უფრო შორსაც წავალ - ვთვლი, რომ ნაწარმოები კითხვის დროს იქმნება და ავტორისა და მკითხველის ერთობლივ ნაშრომს წარმოადგენს. შესაბამისად, ორი ადამიანის წაკითხული "სამოსელი პირველი" სხვადასხვა ნაწარმოებია. მეტიც - ერთი და იმავე ადამიანის სხვადასხვა დროს წაკითხული წიგნი ორი სხვადასხვა წიგნია. ოღონდ, თან ერთი და იგივე, მარა ამაზე ეხლა არ გვინდა.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 10-15 წლის წინ ეს ჩემი საყვარელი წიგნი იყო, აბსოლუტურად უკონკურენტო (მერე და მერე კი მაგრად გაიზარდა კონკურენცია), მაინც ბევრი რამე იყო გაუგებარი. კი, ზედაპირულად თითქოს რაღაცას ვხვდებოდი, სხვების აზრიც ვიცოდი, ობიექტურად აღიარებულ ფაქტებსაც არ ვემალებოდი - რო ბიბლიური თემატიკა, უძღები შვილის დაბრუნება, რო მარადიული წრებრუნვა და ა.შ. მარა ეს ისე იყო, მხოლოდ გონებით, ამ ყველაფრის არსის ჩაწვდომა არ გამომდიოდა. სულ იყო შეკითხვებიც, რომლებზეც პასუხები ან არ მქონდა, ან არსებულები არ მაკმაყოფილებდა - რატომ ულაწუნებდნენ, მაინც რატომ უნდა დაეტოვებინა ერთი დრაჰკანი მაინც (ბოლო-ბოლო ხო არ დატოვა და მაინც დაბრუნდა), ვინაა მამა, რა არის სამოსელი პირველი და... კი იცით, მოკლედ.
ხოდა იმ ნახევარსაათიანი გადათვალიერებლით ყველაფერი დალაგდა, გაირკვა და კითხვებს პასუხები გაეცა. ეხლა, რომ ჩამოვაყალიბო პრობლემა კი არაა, მარა ალბათ ისეთივე რაღაც იქნება, რაც ჩემთვის 15 წლის წინ არსებული ზედაპირული ცნებები და კონცეფციები. თანაც ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ "სამოსელ პირველს", არამედ ისეთი revelations (როგორაა ქართულად?) მქონდა ზოგადად მწერლობის ფენომენის შესახებ, რომ, საერთოდ ცალკე თემაა. მაგრამ რაღაცას მაინც დავწერ - მთავარი კითხვა, რაც გამიჩნდა იყო - "კი, მარა საიდან იცის ეს ყველაფერი დოჩანაშვილმა, იქნება სულ სხვა რამის თქმა უნდოდა?". და პასუხიც მარტივია, უფრო სწორად შეკითხვა ხდება სასაცილო, როცა ხვდები, რომ ყველა ერთნი ვართ, ყველას ერთი მამა გვყავს და ყველანი სულ მივდივართ და ვუბრუნდებით ნამდვილ "მე"-ს, ან გვინდა მაინც რომ დავუბრუნდეთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არაა მხოლოდ "ბიბლიური" თემა - ეს საერთოდ ყოფიერებისა და სულიერი განვითარების ამბავია, ნებისმიერი რელიგიური ან ათეისტი ადამიანისთვის ყველაზე ნაცნობი და ყველაზე ღრმა. რა თქმა უნდა ბიბლიურიცაა, მარა ზუსტად იგივეზეა ყურანიც, ვედებიც, საჰიბიც, იმევეს ასწავლიან ბუდისტებიც, ოშოც, შოპენაუერიც, იგივეზე ფიქრობდნენ დეკარტი და ნიცშე - მარადიული წრებრუნვა (სამსარა), დაბრუნება მამასთან ან საკუთარ თავთან (ნირვანა, სამადჰი), სამოსელი პირველი (ეგო, თავისი გონებითა და მოგონებებით), ლამაზ-ქალაქი და კამორა vs კანუდოსი (ბრძოლა გონებასა და გულს შორის), საბოლოო გამეფება საკუთარ გულსა და გონებაზე (ნადვილი ყოფიერების არსის შეცნობა) და თანმხლები სიზმრები და ილუზიები - ცნობიერ-ქვეცნობიერ-არაცნობიერი... და ყველა ადამიანის აი იმ ყველაზე ყველაზე ყველაზე მთავარ მომენტში უდიდესი, ყოვლისმომცველი შიში და ამ შიშის მერეც მარადიული ეჭვი: "ნუთუ ყოველივე... ნუთუ ყოველივე ეს?"
... ეხლა რაც შეეხება ლიტერატურულ მხარეს - ვიღაცის განხილვაში მოვკარი თვალი ისეთ ფრაზას, რომ ბოლომდე თუ გაუძლებთ გაწელილ თხრობასო თუ რაღაც მასეთს და, მესმის, რომ ინდივიდუალურია აღქმა, მაგრამ ჩემთვის, პირველიდან დაწყებული ყველა წაკითხვა ახლიდან წაკითხვა იყო, წიგნთან გატარებული თითოეული წამი სავსე იყო ეიფორიით და იმის გაცნობიერებით, რომ აი როგორი ბედნიერი ვარ ეს წიგნი რომ არსებობს. არასოდეს მინდოდა დამთავრებულიყო და არც დამთავრდა! მერე პესონაჟები - ვინც გინდა აიღე, გვეგვეთი დაწყებული და ბეტანკურით დამთავრებული? მერე საერთოდ "სამოსელი პირველის" სამყარო - ფლორა და ფაუნაც კი თავის იირკოლა ჩით და კაატინგით. მერე სტრიქონებს შორის ნამდვილი პოეტური რითმები? ოჰოჰოჰოჰო! არა რა - ბრავო დოჩანაშვილს, ბრავისიმო!
ვულოცავ ყველა მისალოცს, თანაც არა მარტო პირველად წაკითხვას - იმიტორო ეს წიგნი ბევრი სხვა მსგავსების გარდა იმითიც გავს კაი გემრიელ ფსიქოდელიურ ტრიპს, რომ ყოველი ჯერი პირველივითაა ;)
რა გვსურს ხშირად გზააბნეულ ადამიანებს, იცით?-უსიერი ტყიდან ვრცელ ტრამალზე გასლა,უსასრულობაში ცქერა და თავისუფლების შეგრძნებით ტკბობა.იქ არაფერი დაგვხვდება ჰაერისა და ხრიოკი მიწის გარდა,მაგრამ თავისუფლები ვიქნებით,მაინც! "-თავისუფალი ხარ,ზე? -არა." და დოჩანაშვილმა ბიბლიური გზა გაგვატარა თავის გმირებთან ერთად. თითოეული მათგანი ისეთი რეალური და ცოცხალია,შეუძლებელია,წიგნის დახურვით მათი დავიწყება შეძლო.ეს მთელი სამყაროა... არცერთი პერსონაჟი არ იმეორებს მეორის ხასიათის რომელიმე შტრიხს,არცერთი არ ჰგავს დანარჩენებს და პირიქით.ყველა უნიკალურია:მამიდან დაწყებული ედმონდო ბეტანკურამდე. ადამიანის ცნობას გასწალიან,გესმით?-ყელგან მათ ძებნას დაიწყებთ: შინ,გარეთ,საკუთარ თავშიც. აქ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ღრმად ჩაგრჩებათ გონებაში და მოგინდებათ,არასდროს დასრულდეს დომენიკოს გზა,თუმცაღა იცით,გარდაუვალია.ვერ შეელევით ყველაზე საღად მოაზროვნე ალექსანდროს, რომელიც ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობებისთვის იღწვის. თვით დუილიოსაც ვერ შეელევით, თუმცაღა ზიზღის გამომწვევია მისი უადგილო, პათეთიკური მსჯელობანი. ცხოვრება მოგწყურდებათ, ადგილის ძებნას დაიწყებთ, ბევრ ახალს აღმოაჩენთ საკუთარ თავში და გული არ დაგწყდეთ ანა-მარია თუ ვერ იქენით,თუნდაც ტერეზა-ნამდვილი ქალი. მე პატრიციაც მიყვარს-"სულელი ქალი"... გახსოვდეთ, სადღაც მაღლა, ყოველთის არის მამა. "სად არის მამა!? აბა,სად არის?! მამაშენი არ არსებობს,არა,არა,არა!"-არ დაიჯეროთ,სულ ტყუილია. დიდი ტვირთი კი გვაწევს ადამიანებს,მაგრამ ღირს იმ აღმართზე ასატანად, რომლის ბოლოშიც გველოდება ის,ყველანაირს რომ მიგვიღებს და შეგვიყვარებს თუ გული გვექნა წრფელი. და სამოსელი პირველი იყო სიტყვა და სიტყვა იყო თავად ღმერთი! მაშ, წინ მისალოცნო! აგე,ლტოლვილიც მოვიდა...
აბა, რომელს აღმოგიჩენიათ მიჩინიო? რომელს წაგიკითხავთ და გულგრილი დაუტოვებიხართ კანუდოსის ამბებს „სამოსელ პირველში“? ერთი მუჭა სერტანიდან აყრილი ვაკეიროები, ხუმრობა რომ თავის ადგილას იცოდნენ, მუშაობა თავის ადგილას და ბრძოლა - ბრძოლად, რომელს არ შეგიქიათ ჟინისა და თავისუფლებისკენ ლტოლვის გამო? რომელს არ გითქვამთ გულში ან ხმამაღლა გურამ დოჩანაშვილისთვის მადლობა იმის გამო, რომ არსებობს და ჩვენთვის წერს?
წინ კიდევ დიდი გზაა, ამ გზაზე ყველანი ჩვენ-ჩვენ კამორასა და კანუდოსს გავივლით, ბოლოს კი მარადახალი მდინარის პირას ერთი ფიქრია - "ნუთუ ყოველივე ეს?"
მეც სწორედ ეს გავიფიქრე. ნუთუ ყოველივე ეს უნდა წამეკითხა, რომ შემეგრძნო უსაზღვრო სიყვარული, სიყვარული არა კაცისა და ქალისა, არამედ სამყაროს სიყვარული, რომელიც დედამიწას ატრიალებს. ეს არის რომანი არა სიკეთეზე და ბოროტებაზე, არამედ სიყვარულზე და სიძულვილზე.
ცრემლები სიცილისაგან, ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვრულისაგან, ბედნიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. საოცრად რეალური და ამავე დროს საოცრად ირეალური, რაღაც ისეთი სამყარო აი მთელს დედამიწაზე ყველგან და არსად რომ შეიძლება იყოს… ძალიან კონკრეტული და ძალიან აბსტრაქტული, ძალიან გულუბრყვილოდ ადამიანური…
მთავარია გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათეთ და წავიდა...
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ, წინასწარ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ვერანაირი "მყარი არგუმენტი" დამარწმუნებს იმაში, რომ ეს წიგნი არ არის შედევრი შედევრთა შორის და, რომ, ეს წიგნი არ იმსახურებს საერთაშორისო აღიარებას ( დედამიწის სხვა კუთხის მცხოვრებნიც არ იმსახურებენ იმას, რომ ამ წიგნის წაუკითხველნი გამოემშვიდობონ წუთისოფელს...) რა თქმა უნდა წარსულშიც ბევრი შედევრი შექმნილა, ახლაც ბევრი იქმნება და მომავალშიც ბევრი შეიქმნება, მაგრამ "სამოსელი პირველი" ყოველთვის იქნება ინდივიდუალურად უნიკალური, ღრმა, სულში ჩამწვდომი და "შენი მეგობარი წიგნი" (ზოგჯერ შეიძლება ბრჭყალებიც არაა საჭირო ამ განსაზღვრებასთან...) "სამოსელი პირველი" არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის მთელი ცხოვრება, უწყვეტი სასიცოცხლო ციკლი, ცოცხალი არსება, სულიერი მეგობარი, რომელსაც შეუძლია ყველას მოერგოს და ნებისმიერ მკითხველს შეაყვაროს თავი.
ცუდ ხასიათზე ვარ და პირველივე წიგნს რომელიც შემხვდება დავუწერთქო ერთ ვარსკვლავს, ხოდა მაპატიოს ღმერთმა ამ შედევრის ასეთი დამცირება, რაღათქმაუნდა ეს მე შემომიბრუნდება უკანვე, მერე რა, ო დიდო სამოსელო პირველო, შედევრო და ბევრო მსგავსო, მაინც არაფრად გაგდებ, ყველა წიგნზე უფრო მაგარი წიგნი ცხოვრებაა, ნამდვილი ცხოვრება ნამდვილი პერსონაჟებით, რომლებიც ნამდვილად კლავენ და განადგურებენ, უფრო ცუდი არაფერი დამიწერია გუდრიდზე, ვეცდები შემდეგზე შემთხვევითობებს ავარიდო თავი. თუმცა მაინც მომწონს ეს ერთი ვარსკვლავი, ვარსკვალვი ხო ერთი და საუკეთესო უნდა იყოს, ხოდა მიმიფურთხებია მეორე, მესამე მეოთხე და მეხუთეებისათვის. ხოდა ვუწერ ერთ და საუკეთესო ვარსკვლავს, მერე რა რომ ყველა ვერ გამიგებს, ხო ვთქვი მსგავსი უკვე, მიმიფურთხებია ყველასათვის, სამყარო ინდივიდებზე დგას.
გვ. 32 ნაწილი 1, თავი 1, მამასთან ორი კაცი მივიდა, აბზაცი 2; 5. "... ყოველ მტაცებელს (მცენარეს) ნამდვილი, შედარებით დიდი, მოგრძო ყვავილი აქვს, რომელიც თავის ფოთლებში არ ერევა, ყოველ შემთხვევაში, თვალით ასე ჩანს, ხანდახან ისეთი ლამაზი ყვავილია..." "ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს..." - ლტოლვილი
გვ. 34 ნაწილი 1, თავი 1, დღესასწაული, აბზაცი 1. ⭐ "დიდები, პატარები, მოხუცები, კეთილნი და ბოროტნი, გულგრილნი, მაცდურნი, შეცდენილნი, - ხალხი მოდიოდა.”
გვ. 59, ნაწილი 1, თავი 3, ფერადი ამბები, აბზაცი 11. "ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, რაცა ხარ, ზუსტად იგივე." - ანა
გვ. 69, ნაწილი 1, თავი 3, ფერადი ამბები, აბზაცი 1. ⭐ "სიკვდილი რომ არ იყოს, - ასე თქვა წინამძღოლმა, - აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი - აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი გეე, სიკვდილი რომ არ იყოს…" - ვიღაცის კომენტარი წიგნზე (ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნი იყო), ,,ღმერთმა გიშველოს სიკვდილო" - ვაჟა!
გვ. 159, ნაწილი 2, თავი 1, მესამე დღე, გასეირნება, აბზაცი 10. "ჭეშმარიტი ამხანაგობა შორს გაიგდებს სახელს და მეგობრობის შუქით გაცისკროვნდება."
გვ. 172, ნაწილი 2, თავი 1, _და ალექსანდრო, აბზაცი 7. ⭐ "ოქროს იღებენ მიწის წიაღიდან, ხოლო ცოდნას - ლაპარაკიდან" - დუილიო
გვ. 307, ნაწილი 2, თავი 4, ზაფხულის თამაშები, აბზაცი 8. "ვერც ერთი მტერი ვერასოდეს ვერ დაგიშავებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი"
გვ. 630, ნაწილი 4, თავი 4, თუ როგორ მოკვდა მეხუთე დიდი კანუდოსელი. ⭐ "დედამიწას სიყვარული ატრიალებს" ასე რომ არა დაიქცეოდა… ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.”
გვ. 632, ნაწილი 4, თავი 4, თუ როგორ მოკვდა მეხუთე დიდი კანუდოსელი, აბზაცი, 3. ⭐ "ძალაიან დიდი განსხვავება არა აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო - მაინც ეგ არის. მთავარია თუ, როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ."
თუ მოთმინების უნარი გაქვთ და შეგიძლიათ დრო დახარჯოთ გაწელილ და ჩემის აზრით უინტერესო მომენტებზე, იმისათვის რომ ბოლოს აღმოაჩინოთ ამ წიგნის ნამდვილი ფასი მაშინ გირჩევთ წაიკითხოთ! წიგნი ვითომ "უძღები შვილის" ქადაგების ავტორისეული აღქმაა, მაგამ ეს წიგნი თვით დომენიკოსაც ნაკლებად ეხება, ჩემი აზრით ეს წიგნი არის ბრძოლაზე, სულიერ სიწმინდესა და მატერიალურ გარყვნილებასა და სიბინძურეს შორის, "ბაბილონის" და "სიონის" ორთაბრძოლა კამორასა და კანუდოსის სახით.
გასაოცარია თითოეული პერსონაჟი, მათი სახელები და ქალაქები. როგორი ლამაზად პოეტური ენა ჰქონია დოჩანაშვილს, აქამდე ვერ შევნიშნე. ზოგიერთი ეპიზოდი ლექსის ინტონაციით შემომეკითხებოდა ხოლმე. რამდენჯერ ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - "სამოსელი პირველი" მართლა ცხოვრების წიგნია. ზუსტად ვიცი, რომ ამ წიგნს ისევ მივუბრუნდები.
ცხადია, ბევრად ადრე უნდა წამეკითხა და დიდ ხანს მდევდა სირცხვილად, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ხოდა, უბრალოდ მიხარია, რომ ქართულ ლიტერატურას ასეთი საგანძური აქვს.
"შენ მხოლოდ იმას ნახავ, დამონებული ავაზაკების თავო და თავო, როგორ მოკვდება თავისუფალი(!) მწყემსი".
პირველად ეს წიგნი ოცი წლის წინ წავიკითხე. აგვისტო იყო, ბათუმში, იმ სახლში, სადაც ვისვენებდი, ძველებური ავეჯის თაროზე შემთხვევით მოვკარი თვალი. არასდროს დამავიწყდება, როგორი გატაცებით ვკითხულობდი, როგორ მოცული ვყავდი ამ წიგნს. მას შემდეგ არაერთხელ წავიკითხე, თითქოს ის ჟინი უნდა ჩამქრალიყო, რაც პირველ წაკითხვას ახლავს ხოლმე, მაგრამ არა, არაფერი იცვლება.
ამ წაკითხვაზე თითქოს თავიდან აღმოვაჩინე. არაფერი ახალი, მაგრამ მაინც, თავიდან აღმოვაჩინე. რომ “ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი წიგნი, მაგრამ არ ვიცით ხოლმე”. თუმცა მე თავიდანვე ვიცოდი, 2005 წლიდან, რომ ჩემი წიგნი ვიპოვე.
ეს წაკითხვა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან ჩვენს რეალურ დროებასთან მტკივნეული პარალელები გავავლე. უკვე დიდი ხანია, ამას ვფიქრობ, რომ საქართველო, დომენიკოსავით, პერიოდებს გადის. ლამაზ-ქალაქში ვიყავით უკვე, წლების წინ. ახლა კი, უკვე ბევრი წელია, კამორაში ვართ. კამორელების ნაწილი რომ წაიკითხოთ, იმდენად დიდია მსგავსება დღევანდელი ხალხის, იმდენად დიდი, რომ შეგძრავთ. მინდა, რომ ჩვენთვისაც მალე გამოჩნდეს კანუდოსი - მდინარის პირას გაშენებული, თეთრთიხიანი სახლებით სავსე, თავისუფალი ქალაქი.
,,მგზავრი დომენიკო” - წუთისოფლის მგზავრი , ლამაზ-ქალაქის გამორჩეული სტუმარი… და ტერეზა, ქალი, როგოც შამხათი, სიყვარულის უანგარო გამზიარებელი…
ანა-მარია - მარად მიუწვდომელი, შვლისთვალება, საოცრად მიწიერი და თან უკიდეგანოდ ღვთიური ქალი, მუსიკის დედოფალი…
ლეპოლდინო - უტყვი მსახური, უჩინარი და ზოგჯერ ,,საჭირო”, წელიწადში ერთხელ : ,,აუზთან იდგა ლეპოლდინო, გატრუნული და მომლოდინე , ლამაზ-ქალაქის წუთიერი განმგებელი და საკუთარი ღირსებით თრობა ორიოდე წუთით რომ იგემა, დიდის სიამოვნებით დაიძახა : ,,თორმეტი საათია და ყველაფერი რიგზეა-ა””
ალექსანდრო - გიჟად შერაცხილი ბრძენი, რადგან ერთია და გამორჩეული და ლამაზ- ქალაქის მკვიდრნი ცხადი და დაფარული ამბებით იმიტომ არსებობენ, რომ დომენიკომ შეიცნოს სამყარო, გაუძლოს კამორას -დიქტატორების და კაციჭამიების ქალაქს, იხილოს კანუდოსი - აღთქმული ქალაქი , თიხის ქალაქი და დაბრუნდეს უკან - მამასთან, მამა ღმერთთან იმავე გზით, ოღონდ შეცვლილი, ცოდვილი და განწმენდილი.
გენიალური წიგნია უძღები შვილის ამბებით, თვითშეცნობისა და თავისუფლების ღვთიური იდეით და გზებით…
თხრობის სტილი, გარემო, პერსონაჟები, იუმორი, ბიბლიური თემატიკა. ყველაფერი იდეალურია. ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია რაც წამიკითხავს. არადა მეზარებოდა დაწყება, ოვერ-რეითიდ მეგონა და ძალიან ვცდებოდი თურმე.
ეს ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნია, რომელიც ყველაფერს გასწავლის, ძალიან ბევრ რამეს განიცდი როცა კითხულობ ა არ აქვს მნიშვნელობა მერამდენედ კითხულობ, ისეც საოცარ შეგრძნებებს გიტოვებს. ჰყავს ძალიან საინტერესო პერსონაჟები რომელთა უმრავლესობა მაშინვე გიყვარდება. მოკლედ გენიალურია.
ეს არის ერთ ერთი იმ დიდ წიგნებს შორის რომელშიც ვიცხვრებდი!!
რამდენჯერაც ამ წიგნს ხელში ავიღებ და აქა-იქ რაღაც მონაკვეთებს ამოვიკითხავ, იმდენჯერ უკეთესი ადამიანი მგონია თავი (დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, თუ როგორ იყო?) უამრავი ისეთი სიუჟეტური ხაზი და პერსონაჟია, ცალკე მდგომსაც რომ დავუწერდი ხუთ ვარსკვლავს, ჯერ მარტო კანუდოსის ამბავი რად ღირს...
არ მეგონა,რომ ზებულონისნაირად კიდევ შეიძლებოდა მომწონებოდა რომელიმე ნაწარმოები,მაგრამ შევცდი. იმედია ვინმე გადაიღებს სერიალს ან ფილმს ამ წიგნის მიხედვით.
იწყება საინტერესოდ. შემდეგ ლამაზ-ქალაქი იმდენად მოსაწყენია, ალექსანდრო რომ არა დიდი ალბათობით კითხვას თავს დავანებებდი. აი მერე უფრო საინტერესო რაღაცები ხდება.
ძალიან ემოციური 3 ეპიზოდია წიგნში. ერთზე ხმით ვიცინე, მეორეზე ცრემლები ვერ შევიკავე და მესამე ისეთი დიდი შეცდომაა გაპარული, რომ გვერდს ვერ აუქცევ.
ეს ეპიზოდებია:
I. და უცებ კონჩეტინა გაკაპასდა, წამოხტა და ქუსლი დაჰკრა მიწას. ალესანდროც განრისხებული გახლდათ და მოკლე-მოკლე წინადადებებს ისე სტყორცნიდნენ ერთმანეთს, თითქოს შუბს ასობდნენ ხეში: - რით დამიმცკიცებ! - რას! - სულელი რომ ვარ!! - მაგას რა დამტკიცება უნდა! - სცადეთ, აბა! - ვცადო? - დიახ! - საბუთი გნებავთ? - კი! - კი ბატონო! და ალექსანდრომ უცებ საშინლად დაიღრიალა: - აღსდექ, კუმეო!
II. შეღამებისას ნახავდით კუნთებადქცეულ, ლოდივით მოხუც სანტოსს, თავის საფლავში გულამდე მდგარს, ხელები რომ დაედო ორ მომცრო გორაკზე და ამბობდა: „ დღეს ჩვეულებრივად გათენდა, მირცა... ისეთი არაფერი მომხდარა, შვილო, მსხალი მოგიტანეთ.“
აი ეს „მსხალი მოგიტანეთ“ არის სიკვდილი და არგადარჩენა 😭😭
III. რაც შეეხება იმედგაცრუებას. დომენიკო რომ ლამაზ-ქალაქს ტოვებს, ალექსანდრო ეუბნება რომ კამორას თუ გადაურჩი, დიდებულ ქალაქს კანუდოსსაც ნახავო. და იდეაში ამ დროს კანუდოსი ჯერ არ არის შექმნილ-დაარსებული. (ბარს არ ვგულისხმობ 😁 წიგნის ქრონოლოგიაში არ ჯდება )
P.S. ერთი სიტყვის ულამაზესი და უმშვენიერესი ფორმაც ცალკე აღნიშვნის ღირსია "ირჩია" 😍
"ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს“,-ამბობს რომანის ერთ-ერთი გმირი და ალბათ „სამოსელი პირველის“ ავტორისა და მკითხველის ყველაზე დიდი სურვილიც სწორედ ესაა. იქნებ მართლაც არსებობს ქალაქი, სადაც, უყვართ საკუთარ თავზე მეტად, მეგობრის გამო თავს სწირავენ, დანაშაულს პატიობენ და სიკვდილს დასცინიან. იქნებ მართლაც არსებობს ქალაქი კანუდოსი, სადაც ნამდვილი ადამიანები თიხის სახლებში ცხოვრობენ. დომენიკოს მოგზაურობა ყალბ ლამაზ-ქალაქში, ბორო კამორაში და კეთილ კანუდოსში. საბოლოოდ მთავარი გმირი სოფელში ბრუნდება, ანუ იქ საიდანაც დაიწყო მოგზაურობა. ამ მოგზაურობისას ის ცხოვრებას სწავლობს, უყვარდება სიცოცხლე და ადამიანები.
გენიალურია სხვა რა უნდა ვთქვა არც ერთი წიგნი არ შეედრება რაც აქამდე წამიკითხავს და უკეთესს ალბათ ვერც წავიკითხავ.არ მეგონა თუ შეეძლო ერთ წიგნს ამდენი რამე ეთქვა ცხოვრებაზე.