Психоаналитическое эссе о Гитлере, русский перевод которого предлагается читателю, подводит итог многолетним размышлениям автора над этой проблемой. Опираясь на разнообразные биографические материалы, документы и свидетельства современников, автор пытается нащупать потайные пружины личности Гитлера.
Erich Fromm, Ph.D. (Sociology, University of Heidelberg, 1922) was a German-American social psychologist, psychoanalyst, sociologist, humanistic philosopher, and democratic socialist. He was a German Jew who fled the Nazi regime and settled in the United States. He was one of the founders of The William Alanson White Institute of Psychiatry, Psychoanalysis and Psychology in New York City and was associated with the Frankfurt School of critical theory.
Fromm explored the interaction between psychology and society, and held various professorships in psychology in the U.S. and Mexico in the mid-20th century.
Fromm's theory is a rather unique blend of Freud and Marx. Freud, of course, emphasized the unconscious, biological drives, repression, and so on. In other words, Freud postulated that our characters were determined by biology. Marx, on the other hand, saw people as determined by their society, and most especially by their economic systems.
Разрушить мир — это последняя, отчаянная попытка не дать этому миру разрушить меня
Неожиданнго интресная книга о нарциссичсеко-некрофильском психотипе Адольфа. Найди десять различий между Гитлером-юношей и самим собой ахаха. Опять же, почерпнул всяческие сведения о его раннем детстве. На мой взгляд, слабо раскрыт период его пребывания на войне, т.к. все более ранние отрезки жизни довольно подробно описаны. Ну и она коротенькая совсем
მისი ბრძანებითგანხორციელებულ ნებისმიერ ნგრევას რაციონალური გამართლება ჰქონდა: ეს ყველაფერი კეთდებოდა გერმანელი ხალხის ხსნის, აყვავების და ტრიუმფსთვის და მტრებისგან - ებრალების, რუსების, შემდეგ კი ინგლისელების და ამერიკელებისგან დაცვის მიზნით. სხვა სიტყვებით, იძლეოდა რა განადგურების ბრძანებებს, ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ მისი განზრახვები კეთილშობილური იყო და რომ ის უბრალოდ ასრულებს "თავის მოვალეობებს". მაგრამ ის ჯიუტად დევნიდა თავისი ცნობიერებიდან განადგურებისკენ საკუთარ მისწრაფებას, რათა სახეში არ შეეხედა თავისი ქმედებების ნამდვილი მოტივებისთვის. გამოდევნის უფრო ეფექტიანი ხერხია გარკვეული რეაქტიული წარმონაქმნები. ეს მოვლენა კარგადაა ცნობილი კლინიკურ პრაქტიკაში: ადამიანი თითქოსდა უარყოფს თავისი ხასიათის ზოგიერთ თვისებას, ანვითარებს რა თავის თავში პირდაპირ საწინააღმდეგო თვისებებს. რეაქტიული წარმონაქმნის მაგალითი იყო ჰიტლერის ვეგეტარიენლობა. მაგრამ ყოველგვარი ვეგეტარიენლობა როდი გამოდის ასეთი ფუნქციის როლში. ჰიტლერის შემთხვევაში, როგორც ჩანს სწორედ ასე იყო. რამეთუ მან შეწყვიტა ხორცის ჭამა თავისი დისშვილის გელი რაუბალის თვითმკვლელობის შემდეგ. როგორც იმ პერიოდის მისი ქცევა გვიჩვენებს, ამ მოვლენამ მასში დანაშაულის მწვავე გრძნობა გამოიწვია [რადგან მის თვითმკვლელობაში დიდწილად სწორედ ჰიტლერს მიუძღოდა ბრალი]. ხორციან საჭმელზე უარის თქმა იყო უეჭველად დანაშაულის გამოსყიდვა და მისი მკვლელობის უუნარობის "მტკიცებულობა". შესაძლოა ამის გამო ნადირობაც არ უყვარდა. ასეთი რეაქტიული წარმონაქმნების მკაფიო გამოვლიენები შეიძლება აღმოვაჩინოთ იმ ფაქტებში, რომლებიც მოყვანილია ვ. მაზერის წიგნში. ძალაუფლების მიტაცებამდე ჰიტლერს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან არავითარ შეტაკებაში არ მიუღია მონაწილეობა. ის არასდროს ყოფილა მკვლელობის ან დასჯის მომსწრე.
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია, ჰიტლერი იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ კითხულობდა არაფერს, რაც ეწინააღმდეგებოდა მის იდეოლოგიურ განწყობებს ან მოითხოვდა კრიტიკულ და ობიექტურ განსჯას. ასეთი იყო მისი პიროვნების სტრუქტურა: კითხივს ძირითადი მოტივი იყო არა ცოდნის შეძენა, არამედ სულ ახალი და ახალი საშუალებების მოპოვება ტავისი თავის და სხვების დასარწმუნებლად. მას უნდოდა, რომ მის მიერ წაკითხულს აეღელვებინა, და ყველაფერში მხოლოდ იმას ეძებდა და პოულობდა, რაც ადასტურებდა მის იდეებს, და ეს მას უზარმაზარ ემოციურ კმაყოფილებას ანიჭებდა. მას არ აინტერესებდა ბახის ან მოცარტის მუსიკა და მხოლოდ ვაგნერის ოპერებს უსმენდა, არ კითხულობდა წიგნებს, რომლებიც დიდ ყურადღებას და ღრმად ჩაფიქრებას მოითხოვდნენ, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმოდნენ ჭეშმარიტება და სილამაზე. ის ნაბეჭდ ფურცლებს ხარბად კითხულობდა, მაგრამ ძალიან პრაგმატული განწყობით. შეუძლებელია რამდენადმე სერიოზული წიგნების ასეთნაირად კითხვა. ამისთვის გამოდგებოდა პოლიტიკური პამფლეტები და სამეცნიერო პოპულარული თხზულებები, მაგალიტად გობინოს ან ჩემბერლენის წიგნები რასობრივ პრობლემებზე, ან პოპულარული ბროშურები დარვინიზმში, სადაც ჰიტლერს ზუსტად ის შეეძლო ამოეკითხა, რაც მას სჭირდებოდა. შესაძლოა, ის კითხულობდა ლიტერატურას იმ საკითხებზე, რომლებიც მას მართლა აინტერესებდა, ანუ არქიტექტურაში და სამხედრო ისტორიაში, მაგრამ თუ რამდენად სერიოზულად - ეს ჩვენ არ ვიცით. როგორც ჩანს, ჰიტლერი მხოლოდ პოპულარულ ლიტერატურას (პამფლეტების ჩათვლით) კითხულობდა, სადაც ის პოულობდა ციტატებს უფრო სერიოზული წყაროებიდან, იმახსოვრებდა მათ და საჭირო მომენტებში წარმოთქვამდა, ქმნიდა რა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მისთვის პირველწყაროები ცნობილია.
ჰიტლერმა მსჯელობებში რეალიზმის უქონლობა აშშ-სთან მიმართებაშიც გამოავლინა. მან არსებითად არაფერი იცოდა ამ ქვეყნის შესახებ და რაც მთავარია, არც კი ცდილობდა გაეგო. როგორც ექსპერტები თვლიან, მისი თვალსაზრისი შტატებზე მხოლოდ ცრურწმენებით განისაზღრებოდა. ის მაგალითად მიიჩნევდა, რომ ამერიკელები თავიანთი სისუსტის გამო კარგ ჯარისკაცებად არ გამოდგებოდნენ, რომ ამერიკაში ყველაფრის ავან-ჩავანი ებრაელები არიან და რომ ამერიკის მთავრობა ვერ გარისკავს ომში ჩაბმას, რამეთუ ამ ქვეყანაში არსებული შინაგანი კონფლიქტების გამო შესაძლოა რევოლუციასაც ჰქონოდა ადგილი.
მას სძულდა დაბალი კლასი, რადგან უწევდა იმის დამტკიცება, რომ ის ამ კლასს არ ეკუთვნის. ჰიტლერი იყო უფესვო ადამიანი, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ავსტრიელი, რომელიც თავს გერმანელად ასაღებდა. მას არ ჰქონდა ფესვები არცერთ სოციალურ კლასში. ის არ იყო არც მუშა და არც ბურჟუა. ის არათუ ფსიქოლოგიური, არამედ სოციალური აზრითაც მარტოხელა იყო. ერთადერთი, რაც მან თავის თავში აღმოაჩინა, ესაა ყველაზე არქაული ფესვები - რასისა და სისხლის ფესვები. ის აღფრთოვანება, რომელსაც ჰიტლერში მაღალი კლასი იწვევდა, - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ასეთი - როგორც წესი, ღრმად გამოდევნილი - განწყობა გვხვდება იმ პერიოდის სხვადასხვა სოციალურ მოღვაწეებთანაც. საშუალო კლასის დაბალი ფენებიდან გამოსული ეს ადამიანები სულის სიღეში ოცნებობდნენ "მიღებულნი" ყოფილიყვნენ უმაღლეს კლასში - მრეწველებისა და გენერლების კლასში. ჰიტლერის ოცნებები ამით არ შმეოიფარგლებოდა: მას უნდოდა ხელისუფალნი აეძულებინა მასთან გაეყოთ ძალაუფლება და მათზე მაღლა დამდგარიყო და მათზე ემბრძანებლა. ბუნებით მეამბოხე, მუშათა პარტიის ლიდერი, ჰიტლერი თაყვანს სცემდა მდიდრებს და მათი ცხოვრების წესს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მისმაართით არა ერთი უსიამოვნო სიტყვა წარმოთქვა ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა. ჰიტლერი თამაშობდა კეთილი და თავაზიანი ადამიანის როლს. სინამდვილეში კი ჰქონდა მხოლოდ "ჯენტლმენად" და "აღიარებულად" ყოფნის სურვილი. ჰიტლერი გარკვეული აზრით, გროტესკული ფიგურა იყო: განადგურების წყურვილით შეპყრობილი, ულმობელი და თანაგრძნობას მოკლებული ადამიანი. ეს იყო ვნებებით მდუღარე ვულკანი, და მავე დროს ადამიანი, რომელიც ცდილობს თავი მოაჩვენოს კარგად გაზრდილად.
... გულითადი, კეთილი, გულისხმიერი ადამიანის როლს ჰიტლერი ძალიან კარგად თამაშობდა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესანიშნავი მსახიობი იყო, არამედ იმიტმაც, რომ მას თვით როლი მოსწონდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო (და პირველ რიგში ს��კუტარი თავის) მოტყუება, მალავდა რა განადგურების ვნების მთელ სიღრმეს.
"მე მინდოდა მიმეთითებინა იმ გავრცელებულ ცდომილებაზე, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს შევიმეცნოთ ჩვენს გარემოცვაში პოტენციური ფიურერები მანამდე, ვიდრე ისინი თავიანთ ნამდვილ სახეს გამოავლენენ. ჩვენ რატომღაც მიგვაჩნია, რომ ბიწიერი, განადგურებისკენ მიდრეკილი ადამიანი დემონი უნდა იოს და დემონივით გამოიყურებოდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მას არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი ღირსება და დამალული კაენის სული ადვილი გამოსაცნობია. ასეთი ეშმაკისეული ბუნების ადამიანები თუმცა გვხვდებიან, მაგრამ ძალიან იშვიათად. როგორც უკვე დავრწმუნდით, დესტრუქციული პიროვნება ახდენს სათნოების, ბავშვების სიყვარულის, ზრდილობიანობის, თავაზიანობის, ოჯახის სიყვარულის, ცხოველების სიყვარულის - დემონსტრირებას. მაგრამ საქმე მარტო ამაში როდია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიძებნოს სათნოებას ან კეთილ სწრაფვას მაინც სრულიად მოკლებული ადამიანი. ასეთი ადამიანი იმყოფება შეშლილობის ზღვარზე ან, რაც პრინციპში იგივეა, წარმოადგენს "მორალურად მახინჯს". სანამ უარს არ ვიტყვით ბიწიერების შესახებ პრიმიტიულ წარმოდგენებზე, ჩვენ ვერ ვისწავლით რეალური ბოროტების გამოცნობას.
ავტორი განიხილავს ჰიტლერის ცხოვრების ყველა ეტაპს ფსიქოლოგიურ ჭრილში და ამ კუთხით გვანახებს მას. თუმცა პირადად ჩემთვის, ბევრი ფაქტი მისი ცხოვრების შესახებ უცნობი იყო. წიგნი გასაგებად იკითხება ფსიქოლოგიური განათლების არმქონე მკითხველისთვისაც. უკმარისობის გრძნობა მაინც დამრჩა, მეტი სიღრმის და დეტალების გაგების მოთხოვნილება დამიტოვა.