წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის — სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის — პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. წიგნში პოპულარული ენითაა განხილული დიქტატორული რეჟიმების თავისებურებები, მათ შორის საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეული მაგალითები, მათი როლი სააგიტაციო სტრატეგიაში.
დიქტატორულ რეჟიმებზე აქამდე წაკითხული წიგნებიდან, მსგავსი კუთხით დანახული არც ერთი არ ყოფილა: თუ რა როლი ჰქონდა ობშჩიპიტებს საბჭოთა კავშირში, ხელოვნურად როგორ იქმნებოდა გადავსებული მაღაზიების ილუზია, რა მიზეზებით აპირებდნენ პასტის აკრძალვას მუსოლინის იტალიაში ან როგორ აერთიანებდ- საერთო-სახალხო ზეიმები გერმანელ ხალხს ნაცისტურ გერმანიაში.
ამ წიგნში, ზედაპირულ ბიოგრაფიებთან ერთად ეგ ინფორმაციებიცაა მოყვანილი.