Jump to ratings and reviews
Rate this book

სამანელები

Rate this book
„თან საკითხავის“ სერიით გამოცემული როსტომ ჩხეიძის მხატვრულდოკუმენტური წიგნი შეთქმულთა რაზმის „სამანის“ შესახებ ამბებს აერთიანებს. 1941 წელს, თბილისში დაარსდა არალეგალური სამხედრო-მეამბოხური ორგანიზაცია, რომელიც ახლადგაჩაღებული მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში, გერმანიის ჯარებთან ერთად, საქართველოს საბჭოთა რეჟიმისგან გამოხსნას ისახავდნენ მიზნად. 1942 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა ორგანიზაციის 33 წევრი, დანარჩენების დევნა კი თითქმის ერთი წელი გაგრძელდა.

„სამანი“ აბრევიატურაა და ასე იშიფრება – საქართველოსთვის მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაცია (ახალგაზრდა ნაციონალსოციალისტები). სამანელებმა თუშეთის მთებს შეაფარეს თავი და თავისუფლებისთვის ბრძოლაც იქიდან გააჩაღეს. „სამანის“ ერთ-ერთი მეთაური იყო პოეტი ადამ ბობღიაშვილი. კრებულში, „სამანელთა“ ისტორიასთან ერთად, ადამ ბობღიაშვილის (ფსევდონიმით ადამ ალვანელი) შემოქმედებითი თავგადასავალიცაა მოთხრობილი, რომელიც ელვარე ნიჭიერებით და თავგანწირვით, მისივე ტრაგიკული ბედის ორგანული ნაწილია...

170 pages

Published January 1, 2023

1 person want to read

About the author

Rostom Chkheidze

25 books2 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
3 (60%)
3 stars
0 (0%)
2 stars
2 (40%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
871 reviews82 followers
August 15, 2023
ბოროტების იმპერიის მესვეურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამ ბობღიაშვილისა და მისი თანამებრძოლების თავგანწირული ბრძოლა ოკუპანტის წინააღმდეგ დავიწყებას მისცემოდა ან სულ სხვა ელფერი მიეღო, თუმცა შეცდა. მაინც გავიხსენეთ ეს თავდადებული ადამიანები (ეპიზოდურად ზაირა არსენიშვილსაც აქვს მოთხრობილი თუშეთის აჯანყების ამბავი და აი სულაც ცალკე კვლევა მიეძღვნა) და არც დავივიწყებთ.
Profile Image for Nino Chikviladze.
108 reviews1 follower
August 11, 2025
ვისურვებდი ამ და 1942 წლის შეთქმულებაზე უფრო მეტ ინფორმაციას ... სიღრმისეული ნაშრომის შექმნას.
ეს ადამიანები იმსახურებენ ნამდვილად

მე კიდევ მაბედნიერებს, რომ რუსეთის იმპერიას თავიდანვე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში ვუწევდით წინააღმდეგობას.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.