Jump to ratings and reviews
Rate this book

სწრაფი, ღამისიერი

Rate this book
როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო?

ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე?

შეიძლება თუ არა, რომ ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით?

კიბერპანკ რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში.

მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი და ბლოგერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა სოხუმში 1985 წელს. იგი აწყობდა პერფორმანსებს, გამოფენებს, ქმნიდა ციფრულ ინტერაქტიულ საფლავებს. იგი ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტისა „კიბერგალაკტიონი“. გარდა ამისა, მას ეკუთვნის სტარტაპი, სადაც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე.

ზურა ჯიშკარიანის პირველმა რომანმა „საღეჭი განთიადები“ მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის (2017) და ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“(2018).

179 pages, Paperback

Published January 1, 2022

12 people are currently reading
110 people want to read

About the author

Zura Jishkariani

4 books84 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
47 (34%)
4 stars
46 (33%)
3 stars
31 (22%)
2 stars
6 (4%)
1 star
6 (4%)
Displaying 1 - 30 of 32 reviews
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
June 2, 2023
წიგნის კითხვა შუადღისას დავამთავრე, მაგრამ მიმოხილვას საღამოჟამს ვწერ რადგან ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ.

„ნუ შეგაშინებს საშინელება ღამეების, ატომური ბომბი დღისით გაფრენილი...“
ზოგადად ჩემი საყვარელი ჟანრი, სამეცნირო ფანტასტიკა და კიბერპანკია, ორივე რომ აიღო და ქართულ რეალობაში გადმოიტანო თან ისე დახვეწილად როგორც ეს ზურა ჯიშკარიანმა გააკეთა ამას სასწაული ნებისყოფა და ნიჭი სჭირდება.

თითოეულ ახალ თავზე მეღიმებოდა რადგან პარალელებს ვიჭერდი ვარსკვლავურ ომებთან, პატარა პრინცთან, ფილიფ დიკთან, ძმებ სტრუგაცკებთან და რაღა თქმა უნდა ნიცშესთან.

საოცარი გრძნობაა თუ როგორ აღწერს დღევანდელ ქართულ რეალობას ზურა პოსტაპოკალიფსურ სცენარშიც კი, იქ სადაც კიდევ ვებრძვით რუსეთს ოღონდ ამ სცენარში ის იმპერიადაა მოხსენებული, იქ სადაც ყველას უნდა თბილ ევროპაში, განსაკუთრებული იყო გურიის ეპიზოდიც, ამავდროულად ავტორს ისე შევყევართ სიბნელის, უიმედობის და იმედგაცრუების მორევში, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ, დღევანდელ რეალობაში იმდენად მივეჩვიეთ ჰოლივუდის ფილმებს სადაც ბოლოში აუცილებლად ჩნდება გმირი რომელიც სამყაროს იხსნის, რომ ავტომატურად გვესახება იმედი.. თვითრწმენა, რომ ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი.. და ბოლო თავებში როდესაც იაზრებ, თუ როგორ ჩაგესმის ნიცშეს ხმა რომ ეს ცხოვრება ამაოებაა და ჯობია საერთოდ არ დაბადებულიყავი ან თუ დაიბადები ხსნა იქნება, რომ მალე წახვიდე ამ წუთისოფლიდან.. მაინც გესახება ადამიანური იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. თუმცა ნიცშემ განაცხადა: „ღმერთი მოკვდა” და ამით კაცობრიობას გაუჩინა თავის ტკივილი, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება.

ზურა წერს სრულიად ახალი, გამაოგნებელი ენით, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს რომანი აუცილებლად ბესტსელერი იქნებოდა. ეს არის სრულიად ახალი სიტყვა - ქართულ, თანამედროვე და სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურის ჟანრში.

წიგნის ფურცლებიც ისე მალე გელევა ხელში, როგორც ზაფხულის ღამით მთვარე ბნელ ცის კამარაზე.

"ცას ვიყენებ როგორც დამტენს, თანავარსკვლავედები თან დამდევს.."

Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews64 followers
March 19, 2023
ერთს ვიტყვი მარტო: რა შესანიშნავია, ზურა ჯიშკარიანი ქართულად რომ წერს. ესაა ძალიან დიდი საჩუქარი არა მარტო ქართულენოვანი მკითხველებისთვის და ჩვენი თანამედროვე ლიტერატურისთვის, არამედ ამ ძვირფასი ენის მომავლისთვისაც.
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
May 23, 2023
ძალიან გამიჭირდა 3 და 4 ვარსკვლავს შორის ამერჩია, მაგრამ თვითონ ზურასადმი პატივისცემის და მისი სხვა შემოქმედების სიყვარულიდან გამომდინარე იყოს ოთხი. ისე, ეს რომანი წმინდად სამნახევარია.

ზურას წერის სტილი, ზოგადად, ბევრი ადამიანისთვის რთულად წასაკითხი და აღსაქმელია. პირველი წიგნიდანაც მარტივია მიხვდე ამას. რაც შეეხება ამ წიგნს, პირველი ორი თავი მეც გამიჭირდა, მაგრამ მერე ავყევი და ავყევი.

ზოგადად ძალიან მაგარია ის, რომ ზურა ქართულად წერს და ჩვენი ენა და სამწერლო “პლათფორმა” ნელ-ნელა ეჩვევა ამ ახლებურ, ეგზოტიკურ, ცოტა მოდერნიზებულ ქართულს. ბევრ კარგ რამეზე დამაფიქრა ამ ტექსტით ზურამ. ეს არ არის მისი საუკეთესო ნაწერი და მჯერა, რომ ასეთი ჯერ წინაა, გზაშია, თუმცა წასაკითხად “სწრაფი, ღამისიერიც” ღირს.
Profile Image for კატო ჯოხაძე.
13 reviews3 followers
March 14, 2023
ყოველთვის მიჭირს ქართველი მწერლების წაკითხვა. თუ საყვარელ უცხოელ ავტორებს მარტივად "შევუნდობ" ისე-რა-ტექსტებს, ქართველების მიმართ პირიქით, უსამართლოდ მომთხოვნი ვარ. თითქოს მას, ვინც ქართულ ენაზე წერს, სამყაროს მიმართ მეტი პასუხისმგებლობა მართებს, ვიდრე დანარჩენს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ის ენაა, რომელზეც ვაზროვნებ, რომელ ენაზეც ვგრძნობ სამყაროს.

ჯერ იყო და "საღეჭ განთიადებს" ვუარე გარშემო, ვერ გადამეწყვიტა, გამემეტებინა თუ არა ახალი ავტორი უმოწყალო კრიტიკისთვის, მაგრამ ბოლოს გავბედე და პირველი რაც კითხვის დასრულებისთანავე გავიფიქრე იყო, ამდენი დრო ლოდონში როგორ დავკარგე-მეთქი.

"უშაქრო განთიადები" იყო ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ტექსტი, რაც წამეკითხა. და, ძალიან მაღალი სტანდარტიც. ამიტომ ვიცოდი, შემდეგი წიგნი რამხელა დილემაც იქნებოდა.

წარმოიდგინეთ, როგორ მიფრიალებდა გული "სწრაფი, ღამისიერის" პირველი გვერდების კოთხვისას. თან საშინლად ვნერვიულობდი, ვაი და ვერ ყიფილიყო "განთიადების" სადარი, თან ერთი სული მქონდა ზურა ჯიშკარიანის ახალ ნამუშევარს გავცნობოდი.

ზოგჯერ ამბები უჩვეულოდ მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს. 7-9 მარტის აქციები წესიერად ჩავლილიც არ იყო, წიგნს რომ გადავაწყდი მაღაზიის ვიტრინაში.

შეიძლება ის, რომ გამუდმებით მ(გვ)ეფიქრება სამყაროს საწყისზე და სასრულზეც, ჩემი/ჩვენი როგორც ინდივიდის დანიშნულებაზე სამყაროში, ან ის, რომ საკუთარ თავს უამრავჯერ ვკითხე, თავს ვუშველო და წავიდე "ოქროს ევროპაში" მშვიდი ცხოვრებისთვის, თუ დავრჩე ქვეყანაში და "ჩემი ერთადერთი ცხოვრება მიუღწეველ უტოპიას შევწირო მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგი თაობა იმავე არჩევანის წინაშე დადგეს ისევ", გახდა მიზეზი იმისა, რომ "სწრაფი, ღამისიერი" ჩემთვის აღმოჩნდა წიგნი, რომელიც თითქოს თანამიგრძნობს; რომელიც რაღაცით მაყვარებს ქალაქს, "სიცარიელეს კორპუსებით რომ ავსებს" და შედეგად ოქროს ევროპაზე გასაცვლელად ვეღარ ვიმეტებ; რომელმაც ახალი კითხვები მაპოვნინა სამყაროს მიმართ. აღმოჩნდა წიგნი, რომელსაც მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები, თან არაერთხელ.

მიხვდებოდით - "სწრაფი, ღამისიერით" ზურა ჯიშკარიანმა კიდევ უფრო აიმაღლა თამასა.
Profile Image for Temo Sikharulidze.
49 reviews2 followers
May 19, 2023
მაპატიე ზურა, არ მომეწონა დიდად.
Profile Image for Mariam.
8 reviews
Read
August 15, 2024
Apart from the main storyline (which is quite interesting and entertaining), this book seems too personal; there are a lot of things in this book that only the author and maybe people very close to him, know and understand. It’s almost like reading someone’s diary full of keywords, memories, dreams and personal notes.
Profile Image for Tatia Torua 𓂀.
40 reviews
January 6, 2025
ეს წიგნია ყველასთვის, ვისაც გალაკტიონი, მეტაფორების მრავალფეროვნება და კაიაკატა უყვარს. იყო მომენტები, როდესაც ძალიან მომწონდა ტექსტი და ვცდილობდი სწრაფად ჩამეკითხა, ზოგჯერ მისი დინამიკა უფრო მოდუნებული იყო, და მეც, თითქოს გულგრილად ვაკვირდებოდი მოვლენებს, ზოგჯერ წინადადებები გარითმულადაც ჩამესმოდა.ავტორზე ინფორმაციამ და წიგნის პრეზენტაციაზე დასწრებამ სიმბოლოები მარტივად გაშიფრა. აი, გარდაცვლილ მამებზე ფიქრის ამომცნობი დეტექტორი ისედაც მაქვს და აქაც არ გამჭირვებია. ზურამ თქვა, რომ ეს წიგნი იყო მცდელობა მის ფემინურ ვერსიასთან დასაახლოებლად, ამიტომაც არის მთავარი გმირი ქალი, საინტერო სახელით-კიარა (არაკიარა), რომლის სახელი თავისთავად უკვე სიმბოლოებად იშლება.. ტექსტში ხშირად შეხვდებით შირაზის ვარდისა და ნარკოტიკის მოხსენიებას – არა პოზიტიურ, თუმცა, რაღაც მხრივ, მიმზიდველ კონტექსტში. საბოლოო ჯამში, წაკითხვად ღირს. 🌟
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Tekla.
31 reviews1 follower
December 3, 2023
წარმოუდგენლად შთამბეჭდავია დაწერო კიბერპანკ რომანი, რომელიც ერთდროულადაა აბსურდული, ლამაზი, სევდიანი და უკომპრომისოდ პოეტური.

ზურა ჯიშკარიანის პოეტურობაც, გამორჩეული და სულ სხვანაირია - ირონიული, ტკივილიანი, უხეში და ამავდროულად დაუჯერებლად ფაქიზი.

რომანის სიუჟეტზე უფრო მეტად, თვითონ ტექსტია შთამბეჭდავი თავის სტრუქტურით, თხრობის სტილით, შერეული ენერგეტიკითა და უცნაური მაგიური რეალიზმით.

ვუერთდები გუდრიდსის მეგობრების აზრს - ძალიან, ძალიან მაგარი ამბავია, რომ ზურა ჯიშკარიანი არის ქართველი და წერს ქართულად.
Profile Image for Nina.
61 reviews7 followers
July 27, 2023
უფრო დიდი რომ ყოფილიყო, იმაზე კარგი იქნებოდა, ვიდრე უკვე არის. თითქოს ცოტა დამაკლდა ღრმა და საინტერესო პერსონაჟები. მთელი წიგნის კითხვის დროს წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო ან როგორ დამთავრდებოდა. კი მომინდა, ფანჯრიდან მომესროლა მომენტებში. შესანიშნავადაა შერწყმული ქართულ რეალობასთან და ქვეყნის პრობლემებთან კიბერპანკის ელემენტები.
Profile Image for Lopixonkra.
19 reviews1 follower
March 4, 2024
რამდენი ვიგრძენი, რამდენი ვიარე
რამდენი სიტყვები ვწერე
ვუარე, რამდენი ვუარე იარებს
ცდისა და წვალების მერე
Profile Image for la Maga De Rayuela.
137 reviews32 followers
July 3, 2025
გამაბრუებელი ხეტიალი დროსა და სივრცეში 🩷
Profile Image for Mari Karchava.
26 reviews
August 29, 2023
ჩვენ ვმარხავთ მკვდარ სატელიტებს ედემის ბაღებში <3
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
April 14, 2023
მიუხედავად სამი (3,5/5 გულწრფელი რომ ვიყო) ვარსკვლავისა მინდა ვთქვა, რომ სწრაფი, ღამისიერი კარგი რომანია.
თუმცაღა გზადაგზა ბევრ პრობლემას, გნებავთ ბაგს წავაწყდი. პირველივე გვერდებზე გამიჩნდა განცდა, რომ რიგი პასაჟები ხელოვნური და არაბუნებრივი ენით იყო გადმოცემული, თითქოს ავტორი ხვდებოდა რას ელოდა მკითხველი და განზრახ აწვდიდა შესწავლილ პროდუქტს (რისგანაც მთლიანად დაცლილი იყო უკანასკნელი ეპიზოდები, რაც ავტორისეულ ენასაც და რომანსაც გამორჩეულად აქცევს). მეორე განცდა, რაც არ მტოვებდა კითხვის დროს იყო 2000-იანი წლების ის სამეცნიერო ფანტასტიკა და დისტოპიები, რომელსაც კინოსა და ლიტერატურის მოყვარულები კარგად იცნობენ. შესაძლოა გარკვეული პერსონაჟები თუ სიუჟეტური ხაზები სულაც არ იყო განზრახ გაწერილი ალუზია, თუმცა არც ჩალექილი ქვეცნობიერის მომენტს გამოვრიცხავ (მაგალითად გასაღებების ოსტატი მატრიციდან, შიმშილის თამაშები და ა.შ.). თითქოს ის ახალი სიტყვა და ფორმა, რაც საღეჭი განთიადების სახით ვიხილეთ, ამ რომანს აღარ დარჩა, გამოელია. მესამე და მნიშვნელოვანი განცდა კი კითხვის დასრულებისას დამეუფლა. ერთი შეხედვით ნაჩქარევს გავდა მთელი რომანი, თითქოს მართლაც „სწრაფი, ღამისიერი“ იყო.
ამ (ჩემთვის აღმოჩენილი) პრობლემების მიღმა კი ყველაფერი რიგზეა. პოეტური ენა, პოეტური მიგნებები, თანამედროვე ენა, თანამედროვე მიგნებები - კვლავ უცვლელია. იმედი მაქვს ზურასგან მომავალში მივიღებთ იმ წიგნს, რომელიც ულაპარაკოდ დაიმკვიდრებს ადგილს მკითხველთა თაროებზე, რადგან ის ყველაფერი რაც არსებულ ორ რომანში ვიხილეთ ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში მის საკმაოდ იშვიათ „დამსახურებაზე“ მაფიქრებს.
Profile Image for Onise Okriashvili.
68 reviews8 followers
March 25, 2023
ქართული ენისთვის ძალიან ეგზოტიკურია ასეთი ლიტერატურის კითხვა (რომელიც ამ ენაში შეიქმნა და არა ითარგმნა) და პირველ ეფექტს მემგონი ეგ ახდენს, თან არაჩვეულებრივად გამოსდის ამ კაცს ეგ სტილი, მართლა. სუ ფანქრით მაქვს გახაზული გვერდები ეგეთი ფრაზების დევნაში და სიამოვნებით ვკითხულობ ახლაც თავიდან.

ერთადერთი რაც დამაკლდა არის წიგნის მოცულობა. ანუ როცა ამხელა სამყაროს მაცნობ სადაც არის იმპერია, წინააღმდეგობა, მესიმზრეები, კორპუსების ქალაქი და ფაზისი, ცოტა უფრო მეტად მინდა ჩამიშალოს ავტორმა თითოეულის მოტივაციები, ფილოსოფია და იქ მაცხოვრებელი ხალხის ზოგადი კულტურა. 170 გვერდი არაა საკმარისი :/

ისე, ერთგან ეწერა, ახალი მწერლები პირველ რომანში ეპიკურობას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ისტორიის ფუნქციონალობასო. უნდა ვთქვა, რომ მის შემთხვევაში მართალია: სწრაფი, ღამისიერი ბევრად უფრო სტრუქტურირებული და გააზრებული ისტორიაა, ვიდრე საღეჭი განთიადები. ოღონდ, ჰო, დააკლდა სიუჟეტური სიღრმე. ფილოსოფიურ სიღრმეებზე ვერაფერს ვიტყვი, ფილოსოფიური პასაჟები ხშირ შემთხვევაში არც მესმის ასეთ ტექსტებში ;დ უი და არ ვიცი რატო, მაგრამ რენეს პერსონაჟი კითხვის განმავლობაში სულ პატარა უფლისწულად წარმომედგინა თავში. ძველ ქართულ გამოცემას ყდაზე როგორიც ახატია, ისეთი.

მიყვარს ზურა. ჩემს თინეიჯერობას ყველაზე ტკბილი მელანქოლიით მისი ხმა და ძველი სიმღერები მაგონებს.

/watch?v=iiaVDswhWBM
Profile Image for Maryem.
14 reviews
April 10, 2023
ვარსკვლავები ნეონის მტვერივით იყვ���ენ მიმოფრქვეულები წყლის ხალიჩაზე და ვერ გაიგებდი, ეს ტბა ირეკლავდა ცას თუ პირიქით. მაგრამ ამ ციმციმის უკან მდუმარედ იცდიდა ბნელი, უსასრულო უფსკრული - ქაოსის ტბა, საიდანაც ლეგენდის მიხედვით ოდესღაც ამოვიდნენ ვარსკვლავები და სატელიტები, მცენარეები და პირველი ღმერთები.
Profile Image for CyberMonk.
66 reviews3 followers
September 6, 2023
კიბერპანკის ჟანრის ესთეტიკური და შინაარსობრივი მხარე კარგად იყო განხორციელებული რომან��ი, თუმცა მთავარი გმირის გარდა სხვაა პერსონაჟები უბრალოდ NPC-ებივით იყვნენ, არადა მათი კარგად ჩაშლა ძალიან საინტერესო იქნებოდა.
კითხვის დროს ვიზოგავდი წიგნს, ყოველ დაწყებაზე წაკითხულზე ერთი თავით ადრე ვიწყებდი, რომ კითხვის სიამოვნება დიდხანს გამეგრძელებინა.
Profile Image for Paranoid Sister.
7 reviews1 follower
September 22, 2023
"ეს ქვეყანა ყოველთვის მოითხოვდა საკუთარი შვილებისგან აბრაამულ მსხვერპლს, მარადიული საფრთხე ყოველთვის გთხოვს, გადადო საკუთარი თავი, იმედები, პროფესია და მთელი ძალა მოახმარო მთელის გადარჩენას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის იკვებებოდა საკუთარი შვილებით და ესაა მისი სიყვარულიც და გადარჩენის ფორმულაც"🔮
Profile Image for Nikusha Antadze.
4 reviews2 followers
Read
April 11, 2023
“დაღუპული ზაფხულისა და მოახლოებული ზამთრის სუსხიან მოლოდინში გინდა მოგეფერონ, შენი ისტორია მოგიყვნენ ძილის წინ, რომ ხელიდან არ გამოგეცალოს, არ დაგავიწყდეს, ვინ ხარ ამ ბურუსიან გზებზე სახლიდან ვიდრე სუპერმარკეტამდე და უკან.”
Profile Image for Asuka.
28 reviews1 follower
July 8, 2025
საინტერესო წერის სტილი აქვს ავტორს. წიგნის დასაწყისი განსაკუთრებით მომეწონა, დასასრულზე რა მოგახსენოთ, მეტს ველოდებოდი. კონცეპტი ძალიან კარგია, უკეთეს პრეზენტაციას ველოდი წიგნის დასაწყისიდაბ გამონდინარე.
Profile Image for Tekla.
1 review
April 8, 2023
ჩვეულებრივი თრიფია ))
Profile Image for Jesus 9.
1 review1 follower
July 5, 2023
მიყილებით, ნელნელა, სასცენო განათებებივით ქრებოდნენ ვარსკვლავები და ბოლოს გაქრა მათ თვალებში არეკლილი მეწამული მთვარეც.
Profile Image for Beka Kurdadze.
49 reviews1 follower
August 7, 2023
პრეზენტაციაზე ვიყავი და წიგნზე ხელი არ მომიწერა, კალამი დამრჩაო...
წინა წიგნს ცოტათი ჯობდა, მაგრამ მგონია სათვალე სადღაც დამრჩა.
Profile Image for Mariam.
3 reviews21 followers
August 8, 2023
"მომცა
ფერადი ფირები ფიქრებში /ფეთქებადსაშიშმა დღემ,
სადღაც
დაისის დათოვლილ ფიფქებში / დათვივით ჩათვლიმა მზემ"
გულში, გულში<3
Profile Image for Nina Lobjanidze.
64 reviews4 followers
Read
December 11, 2023
ვუტრიალე, შანსი მივეცი, ვიფიქრე და ბოლოს მაინც მივატოვე 🙃
Profile Image for Tamar Chartolani.
3 reviews
February 1, 2024
ჩემს გონებას "თავიდან აღიზიანებდა, მერე შეეჩვია. სადღაც გულის რომელიღაც ნაწილით შეუყვარდა კიდეც - არაფერი სჯობს მოსაუბრის დაბნეული სახის ყურებას, როცა კომუნიკაცია ექსპონენციურად კარგავს აზრს." :)
Profile Image for Ana Dumbadze.
4 reviews1 follower
June 23, 2024
“ყველანი მოვხვდებით იმ ავარიაში სულ რომ გაკარგვინებს ლოგოსს” 🏄‍♀️🏄‍♀️🔝🔝
Profile Image for anano.
89 reviews2 followers
Read
August 30, 2024
დარჩა მხოლოდღა მათრობელა, დამახრჩობელი და დაუნდობელი გონება
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
December 4, 2025
აღუწერლად წარმოუდგენლად დაუჯერებლად მიყვარს ეს წიგნი
Profile Image for Ia Khvichia.
8 reviews
November 5, 2024
ბავშვობიდან სხვანაირად მიყვარს ზურა და მისი მუსიკები,სულ რაღაც სხვა სამყაროში გადავყავდი და ცალკე ზურას ინტერვიუების და საუბრების მოსმენა ძალიან მიყვარდა, შესაბამისად დარწმუნებული ვიყავი რომ მისი წიგნები მომეწონებოდა და მართალიც ვიყავი. საღეჭი განთიადები რო წავიკითხე რამდენიმე დღე შოკში ვიყავი ისე მომეწონა))))) მგონია ზურამ რაც არუნდა დაწეროს მაინც გამოიწვევს ჩემში აღფრთოვანებას.
მიუხედავად ჩემი სუბიექტურობისა ზურას მიმართ უნდა ვაღიარო რომ ეს წიგნი გულწრფელ 3.5 ვარსკვლავს იმსახურებს. წიგნის ბოლოს მოვლენები ძალიან ააჩქარა და "მიაყარა" ბევრად უკეთესი იქნებოდა ცოტა განვრცობილი რომ ყოფილიყო. ასევე იყო რაღაც მომენტები რაც ცოტა მეზედემეტა და forced ჩანდა...
საბოლოო ჯამში წიგნით მაინც ვისიამოვნე და საკმაოდ მომეწონა. მეტი sci-fi და მეტი ზურა ჯიშკარიანი ქართულ ლიტერატურას!
Displaying 1 - 30 of 32 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.