Jump to ratings and reviews
Rate this book

საქართველოს სახელით

Rate this book
ლაშა ბუღაძის რომანი „საქართველოს სახელით“ 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი, რომელიც ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც, გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.

ავტორის ბავშვობას ემთხვევა თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული საქმე და ქვეყნის „ინტელიგენციის“ არაერთგვაროვანი რეაქცია ამ ამბებზე; რის შეეშინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სიკვდილმისჯილების შეწყალებას ხელმოწერებით ითხოვდა; რა ხდებოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის კაბინეტში 1989 წლის 9 აპრილის წინ; რის გამო შეიძულეს ხმათა უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი – ბავშვის მოგონებების პარალელურად, ამ ეპოქის ბობოქარ, ტრაგიკულ, ხმაურიან თუ მიჩქმალულ მოვლენებს სხვა პერსონაჟების პერსპექტივიდანაც ვხედავთ.

492 pages

Published January 1, 2023

2 people are currently reading
23 people want to read

About the author

Lasha Bugadze

31 books70 followers
Lasha Bugadze (Geogian: ლაშა ბუღაძე), born in Tbilisi in 1977 is a Georgian novelist and playwright. He graduated from I. Nikoladze Art College and Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University, the Faculty of Drama and Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Art. He is the author of numerous novels and of plays that have been performed in many European cities. His works have been translated into French and English. Bugadze focuses his critical and ironic attention on inter-generational relationships and describes situations in which people fall victim to their prejudices, rigid ideas or stereotypes. He won the Russia and Caucasus Region category of the BBC International Radio Playwriting Competition in 2007 and one of the two top prizes in 2011 for his play The Navigator. Bugadze is a writer and presenter of literary programs broadcast on radio and TV by the Georgian public broadcaster. He is also a gifted cartoonist. He lives and works in Tbilisi.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
17 (60%)
4 stars
8 (28%)
3 stars
2 (7%)
2 stars
1 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
839 reviews83 followers
June 28, 2023
ეს წიგნი ისტორიული ნაშრომი არ არის, თუმცა წლების შემდეგ ალბათ მეტ მნიშვნელობას შეიძენს. დისტანციიდან უფრო გამარტივდება ტყუილ-მართლის გარჩევა იმ ეპოქაზე, რომელიც ჯერაც არ გვაქვს გადააზრებული. თვითმფრინავის გატაცება, 9 აპრილი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე შუაგულ თბილისში გაჩაღებული ომი იმდენად ახლახანს იყო, რომ დაუჯერებელიც კი არის. ნუთუ ახალგაზრდა მწერალი უკვე არსებობდა მაშინ? მკითხველების უმეტესობაც? ამ ქუჩებში ჩვენც დავაბიჯებდით და ამ წიგნის გმირების პროტოტიპებიც? როგორ გადავრჩით? როგორ არ გავიქეცით ამ ქვეყნიდან? ალბათ საქართველომ არ გაგვიშვა, რომ მისი სახელით გველაპარაკა, გვეფიქრა, გვემოქმედა...
Profile Image for Waldo.
286 reviews1 follower
August 5, 2023
ძალიან მაგარია, ძალიან.
ჯერ როგორი საინტერესო პერსონაჟია ლაშა და მერე როგორი მთხრობელი!
ისე ჩამითრია ამ რომანმა, ორი დღე ჩემ გარშემო რა ხდებოდა, დიდად აღარც გამიგია.
ისტორია და სიმართლე როგორაა აღქმული, ეგ სხვებმა შეაფასონ, მაგრამ როგორც მხატვრული ტექსტი - გამორჩეულია უდავოდ.
Profile Image for Kristina.
270 reviews10 followers
August 23, 2023
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პერსონაჟების შინაგანი დიალოგების გარეშე, ალბათ ვერ გადმოცემდი იმ მრავალფეროვან პოზიციებს და მხარეთა მოსაზრებას, რაც მაშინდელ დღის წესრიგს ქმნიდა. თან ყველა (ლაშას გამოკლებით), ხომ საქართველოს სახელით ლაპარაკობს. ჭეშმარიტების სახელით, რომელიც ზოგიერთთავის სამშობლოზე მეტი იყო. ეგოიზმის, ინფანტილურობის და მამისგან ვერ განთავისუფლების მუდმივი ყოფა!
Profile Image for Voyager .
10 reviews
August 25, 2025
მილენიალს და 90_იან წლებში დაბადებულს ხშირად მაინტერესებდა და ვერ გამერკვია, რატომ იყო საქართველოში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და სისტემა განადგურებული ან არარსებული, და ზოგადად ქვეყნის ტოტალური ქაოსური და ანარქიული სიტუაცია. ეს წიგნი საინტერესო პერსონაჟებით და მოვლენების განვითარებით ძალიან კარგად ასახავს საქართველოს 20_ე საუკუნის მიწურულ მოვლენებს, რომლებმაც ესეთი გამაგრძელებელი დისტრაქციული ზეგავლინა მოახდინა ქვეყანაზე.

საინტერესოა, რატომ გვაქვს ერთმანეთის მიმართ აგრესიული, მოძულე, და ბანდიტებისადმი სიმპათიური დამოკიდებულება. როგორ შეიძლებოდა ლოგიკურად და ობიექტურად მოაზროვნე მოქალაქეებს მოეთხოვათ ციხიდან რეციდივისტი და ველური მანიაკის გამოყვანა ხელისუფლების გადასატრიალებლად. მაგრამ, ჯუღაშვილის, ბერიას, ორჯონიკიძეს, იოსელიანს, კიტოვანს და კიდევ სხვა ბევრი მსგავსი დეგრადირებული ქართველები საქართველოს ისტორიაში ხომ ყოველთვის აბეჩავებდნენ ქვეყანას რუსეთის ხელმძღვანელობით და თანდაჭერით.

მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ გვყავდა ისეთი ხელისუფლება, ვისაც საქართველოს განვითარების რეალური სტრატეგია და ინტერესები ამოძრავებდა. როდესაც ყოველი დღე იგრძნობოდა, როგორ ვითარდებოდა საქართველო და ქართველები, და ეწეოდა 21_ე საუკუნეს. მაგრამ ბოლოს ამ ხელისუფლებამაც უღალატა ადამიანურ მორალს და ქვეყნისთვის დასახულ განვითარების ინტერესებს.

სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას შეწყვიტილი აქვს საქართველოს განვითარების ეს დასახული ინერცია, და საპირისპიროდ ცდილობენ ქვეყნის დეგრადირებას ტოტალისტური მმართველობით და დემოკრატიის დაკარგვით.
მაგრამ, ეს დიდხანს ვერ უნდა გაგრძელდეს, და საქართველო შეძლებს ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, და ტექნოლოგიურ განვითარებას როგორც სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, და იაპონიამ მოახერხეს თავის პერიოდებში.

ეს წიგნი ყველასათვის ძალიან საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს, განსაკუთრებით ყველა ქართველისთვის. ლაშა ბუღაძე არის ერთ ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი.
Profile Image for Artemis.
5 reviews2 followers
Read
October 24, 2024
მე ამას ვეძახი დიდ ლიტერატურას. ყოჩაღ, ლაშა! პირველი წიგნია შენი, რაც წავიკითხე და ნელ-ნელა ამ ცოდვას მოვინანიებ.
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.