მოთხრობები: ადამიანი–სავარძელი; ტყუპი ძმა (სიკვდილმისჯილის აღსარება ციხის მოძღვარს); წითელი ოთახი; მოგზაურობა ნახატთან ერთად; ფსიქოლოგიური ტესტი; მთვარით მონუსხულნი; ნაცარი; დანაშაულის უჩვეულო იარაღი
Hirai Tarō (平井 太郎), better known by the pseudonym Rampo Edogawa ( 江戸川 乱歩), sometimes romanized as "Ranpo Edogawa", was a Japanese author and critic who played a major role in the development of Japanese mystery fiction.
მადლობა Bungo stray dogs-ს<4321 ასევე, დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი ქართული გამოცემის ყდის დიზაინერს, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა რომ ყდაზე ნარუტო უნდა გამოესახა🤔
დავიწყოთ იქიდან,რომ happy 500th book on goodreads for me ^^ ვიუუ ;დდ მერე ის,რომ მიხარია, ამ მწერლის კრებული რომ დაემთხვა მაინცდამაინც. საოცრად მომეწონა ბატონი ედოგავას წერის სტილი,თხრობის მანერა.განსაკუთრებით გამოვყოფდი პირველ რამდენიმე მოთხრობას.თუმცა,არც დეტექტივები იყო ცუდი.მართალია,თითქოს ერთნაირი სიუჟეტი აქვს ყველას,მაგრამ ვერასდროს გამოიცნობ,რა მოხდება საბოლოოდ(უჰჰ,დასაწყისში რომ მოთხრობებია,მაგათში განსაკუთრებით ^^) ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა,რამპო.^
კლასიკური დეტექტივისგან ძალიან განსხვავდება და ამით უფრო საინტერესოა. ავტორს აინტერესებს არა ინტრიგა, არამედ დანაშაულის ფსიქოლოგია. როგორ იგეგმება, რა მოტივი და ვნებები ამოძრავებს დამნაშავეს. სწორედ მკვლელია მისი მოთხრობების ცენტრი და დანაშაულიც წინასწარა არის ხოლმე ცნობილი. "დანაშაულის უჩვეულო იარაღი" იყო ერთადერთი მოთხრობა, დეტექტივის ჟანრის კანონების დაცვით. კრებულში შედის ერთი მისტიკური მოთხრობაც, "მოგზაურობა ნახატთან ერთად" - ახლანდელი გადასახედიდან არც ძალიან მოულოდნელი განვითარებით, თუმცა თავის დროისათვის ალბათ საკმაოდ ორიგინალური. ჯამში, საკმაოდ ატმოსფერული და საინტერესო მოთხრობებია.
ეს წიგნი 5 წელია მაქვს და ეხლა შევამჩნიე რომ ნარუტო ახატია. რატო დაახატეს ნარუტო აზზე არ ვარ. ალბათ japan დაგუგლეს და ნარუტო ამოაგდო.
წიგნი საოცარი რამე აღმოჩნდა, ამდენი ხანი რატომ არ ვკითხულობდი არ ვიცი. რაც მიყვარს ცხვირწინ მქონია. დეტექტივების დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ კარგი, დეტექტივიც მიყვარს და პიესაც. ამ კრებულში ძალიან კარგი მოთხრობებია, დამნაშავეების მხრიდან დანახული და ხშირად წარმატებული დანაშაულები. განსაკუთრებით მომეწონა “წითელი ოთახი” და “მთვარით შეპყრობილი”.
მანიაკები არიან იაპონელები და მე ეს მიყვარს. ყველა იაპონელი მანიაკია და კარგია რომ ამ მანიაკალურობის, თავის ინდივიდუალიზმში გარევას ახერხებენ და მათი პიროვნების ნაწილი ხდება. ეს მიყვარს. დოსტოევსკიც მანიაკი იყო თუმცა არ მოუკლავს ვიღაც მევახშე ქალი. ო და აგატა კრისტი ნამდვილი ფსაიქო ბებო, ღმერთო აგატა.
ბოლო პერიოდში იაპონურ ეროტიულ ფილმებს ვუყურე და ეს წიგნი საკაიფოდ დააჯდა იმ ავადმყოფურ ფსიქო-გარყვნილობებს.
ყველას ვურჩევ წაიკითხოს და უფრო მეტიც, ვურჩევ შემოუერთდეს მზის იმპერიას.
დიდი ხანი ვწელავდი ამ წიგნის დაწყებას, საბოლოოდ დავიწყე და ძალიან კარგი მოთხრობები შემრჩა ხელში. რვა მოთხორბიდან შვიდი მომეწონა, ის ერთიც ნაკლებად, ისიც იმიტომ რომ ჟანრს ასცდა, მაგრამ ესთეტიკა მაგასაც დიდი ჰქონდა. მოკლედ, ყოჩაღ, ბატონო ტარო!
დეტექტივის და იუმორის ერთერთი მამამთავარი ;დ გულიანად მაცინა. ფანტაზია აქვს ძალიან მაგარი და იმედია რამპოს სხვა წიგნებსაც მოვნახავ. ყველაზემეტად მომეწონა ნაცარი და სავარძელი. დეტექტივებში ის მიყვარს, რომ მეც მიწევს დაფიქრება დანაშაულზე. მიწევს გამოთვლა ჩემით და არა ავტორით. აქედან რამდენიმე გამოვიცანი. ბოლო მოთხრობის დანაშსაული წინასწარ გამოვიცანი და მაგრად გამეცინა ჩემივე თავზე:დ
შესანიშნავიიყო, რამდენიმე მოთხრობა განსაკუთრებით :3 (მთვარით მონუსხულნი *_*) 5-ს დავუწერდი მაგრამ რამპოსეული 'გენიალური დეტექტივები' ძალიან ხელოვნურებად მომეჩვენნენ და რავქნა ><
"წითელი ოთახი" ღირს წაკითხვად. რამდენიმე მოთხრობაში გამოცნობადია რა მოხდება, მაგრამ მოთხრობების სიმოკლის გათვალისწინებით, მაინც კარგი ჩახლართულობებია. საინტერესო იყო.