რომანი "ზებულონი" ჯემალ ქარჩხაძის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. რომანში საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე გაშლილია ადამიანური სულისშემძვრელი თავგადასავალი.
Jemal Karchkhadze (Georgian: ჯემალ ქარჩხაძე; 1936–1998) was a Georgian writer. He is the author of six novels, some short stories and essays. His works are conceptual and gained popularity after his death. His novel Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) was published in Swedish in 2013 and in Arabic in 2014.
Jemal Karchkhadze was born in 1936 in the village of Ukhuti in Vani in western Georgia. He graduated in 1960 with a degree in Georgian language and literature at Tbilisi State University. His short story Igi (იგი) was published in 1977. This was followed by his most important novels The Caravan (ქარავანი, 1984), Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) and Zebulon (ზებულონი, 1988). He died in 1998 in Tbilisi.
Jemal Karchkhadze was granted three literary awards: 1999 – Georgian State Award for Dimension (განზომილება) and for his Contribution to the National Literature; 2007 – Award “Gala” for Complete Short Stories; 2007 – Award Librarian’s Choice for a novel Antonio and David (ანტონიო და დავითი).
როგორც ყოველთვის ქარჩხაძე გლიჯავს.. და გწვავს.. მაგრამ ალბათ ამ წიგნს გულთან ყველაზე მეტად ის ადამიანები მიიტანენ ვისაც მართლა მაგრად უყვართ სამშობლო.. ამით არაფერს არ ვამბობ, მაგრამ მე რომანის დასასრულმა ჩამწვა, ჩამწყვიტა, ჩამითუთქა და დამრთგუნა.. რაც მთავარია.. მართლა და რა არის შენი ქვეყანა ისეთი, რომ ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს? რა უფლება აქვს ამის? როდესაც შენ, ზებულონი ბავშვობიდან ერიყები თანატოლებს და მუდმივად სულიერების და საწყისის ძიებაში ხარ, როდესაც გაინტერესებს არა შენხელებთან გართობა არამედ, ის თუ რატომაა ცა ცისფერი და ა. შ. შენ იკვლევ სამყაროს და შენი გონება მუდმივ განვითარებას მოითხოვს, მაგრამ ბედისწერა(თუკი არსებობს, და მე მაინც მგონია რომ მას ჩვენვე ვქმნით) ერთი ხელის მოსმით გიცვლის ცხოვრების გეზზს.. ბოლოს წიგნისა და განათლების მაგივრად ხმალი და უამრავი ადამიანის სისხლი შეგრჩება.. მთელი ცხოვრება ერთ მიზანს ემსახურები – შენს სამშობლოს და ამას მაინც ცოტა თუ ხედავს, ცოტა თუ აფასებს.. შენ რაოდენ კეთილ საქმეს არ უნდა სჩადიოდე მაინც გაგიჩნდება მტერი( ცუდას რათ უნდა მტერობაო.. ნათქვამი აქვს ერთ გენიოსს).. და ბოლოს მაინც როდესაც სიკვდილს შეხვდები, ჩაგივლის მთელი განვლილი ცხოვრება და სიყვარული, ტრაგიკული სიყვარული გახსენდება, რომელსაც სამშობლოს სამსახური ამჯობინე.. და ზებულონმა გააკეთა არჩევანი.. მძიმე, რთული, მაგრამ ალბათ მაინც სწორი.. ეს წიგნი რჩეულ ადამიანზეა, რომელმაც თავის ხალხს მთელი ცხოვრება შესწირა და როგორც კათალიკოსი იტყოდა, მას რომ ნესტანი მოეტაცებინა და სამშობლო მიეტოვებინა მაინც ვერ იქნებოდა ბედნიერი.. ასე რომ ზებულონმა სწორი არჩევანი გააკეთა და მისი ტრაგედიით ქვეყანამ ისარგებლა... ზებულონი გამორჩეული ადამიანია და სწორედ ასეთებზე დგას ქვეყანა და არა მეფეებზე, თავადებზე და ა. შ. შემთხვევითი ისიც არაა, რომ ქარჩხაძემ ისტორიული კონტექსტი მხოლოდ შესანიღბად, "საკმაზად" გამოიყენა და არცერთი ნამდვილი პიროვნება არ გამოიყვანა სიუჟეტში.. საერთოდ არ ახსენა "ბაგრატიონი", რადგან ეჩვენებინა, რომ როდესაც სახელმწიფოს უჭირს, პირველრიგში ზებულონები დგებიან მის სადარაჯოზე და არა თავადები და მეფეები.. ზებულონი კი.. ზებულონისნაირი ბევრი არაა.. ბევრი კი არა, თითქმის არავინაა.. და თქვენ თუ დადგებით ასეთივე დილემის წინაშე(როგორიც წიგნის მთავარი პერსონაჟი), თავად მიხვდებით ხართ თუ არა მისნაირი პატრიოტი.
მიყვარს ის შეგრძნება, წიგნს რომ ამთავრებ, დივანზე სიამოვნების ღიმილით რომ მიწვები (იმის მიუხედავად მოგკლა, გაწამა თუ გული ამოგგლიჯა) და აანალიზებ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოგეწონა კონკრეტულ წიგნში, წერის სტილიდან დაწყებული, უსაზღვროდ ჩამთრევი, თვალმოუშორებლად წასაკითხი ამბით დამთავრებული. ქარჩხაძე იმედებს არ აცრუებს.
ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა არ ვიცი წიგნი როგორ შევაფასო. ქარჩხაძეა, მოლოდინებს, როგორც ყოველთვის, ამართლებს ❤️
მიყვარს მისი დახვეწილი ლექსიკა და თხრობის სტილი, გამორჩეული პერსონაჟები და სულში ჩამწვდომი აღწერები.
ესეც მომეწონა... დავასრულე და ვზივარ არეულ-დარეული ფიქრებით, ნაღველით სავსე გულით და ცრებლებმომდგარი თვალებით... ვფიქრობ... ვფიქრობ ზებულონზე, მის განვლილ ცხოვრებაზე და ყველაფერზე, რასაც ეს პატარა წიგნი იტევს. მიყვარს!
დიდი ხანია პერსონაჟი არ შემყვარებია, თან ასე ძლიიერ...
"ზებულონი მიხვდა, რომ სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა, როგორც მუგუზლიდან ავარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება. ეს ნაპერწკალი შურისძიებისაა, სიყვარულისა და სიკვდილისა და ზებულონის სიცოცხლეც სხვა არა ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიებისა, განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიკვდილისა..." ❤️
ზებულონისთვის ღირს მთლიანი ქართული ენის შესწავლა და გასიგრძეგანება, რომ შემდგომ აღგაფრთოვანოს ავტორის წერის მანერამ, როგორ შეუძლია ადამიანს ასე გენიალურად აღწეროს ემოცია და მიუხედავად იმისა, რამდენი საერთო აღმოგაჩნდებათ შენ და ზებულონს, იგრძნო, რამდენად შენნაირია, უმარტივესი მიზეზით, რომ ისიც ადამიანია. არსაიდან გამოჩენილი მონოლოგებით დაუჯაბნელია ჯემალ ქარჩხაძე.
გენიალური ნაწარმოებია ყველანაირად💗 ქარჩხაძე კი თავისი საოცარი, გამორჩეული წერის სტილით მკითხველის ემოციებზე უდიდეს გავლენას ახდენს...❤️ისეთი წიგნია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს.
არ მეგონა "მდგმურის" მერე თუ კიდევ რაიმე გამაოცებდა ქარჩხაძის,მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ავტორის საუკეთესოა, რაც წავიკითხე. ქარავანს რომ ვკითხულობდი, მივხვდი რომ მწერალი უდავოდ ძალიან კარგად იცნობს თავისი ხალხის ბუნებასა და ხასიათს. პ.ს. მგონია, რო, "დიდოსტატის" მაგივრად ეს უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. 5/5 ძალიან ვისიამოვნე
სიტყვები არ მყოფნის ქარჩხაძის გენიალურობა აღვწერო. შინაარსი ხომ როგორი საინტერესოა, მაგრამ ამას გარდა ეს ყველაფერი ისე ლამაზადაა აღწერილი, რომ კითხვა არ გბეზრდება. მარტო შინაარსი არაფერია, თუ სასიამოვნოდ არ იკითხება, ამ წიგნს კი ყველაფერი აქვს რაც კარგ ნაწარმოებს უნდა ჰქონდეს.
უგემრიელესია
განსაკუთრებით ბექა ამილახვარი და კათალიკოსი მინდა გამოვყო (ზებულონი თავისთავად) საოცარი პერსონაჟები არიან.
მართლა, შეუძლებელია ვინმემ სრულფასოვნად გადმოსცეს ამ წიგნის სიდიადე, ჯობია თავად ნახოთ. მე უდიდეს რეკომენდასიას ვუწევ .
‘’რაკი მათი გმირობა მხოლოდ ამბად გაგვიგია, ასე გვგონია, უჩვეულონი და განსაკუთრებულნი იყვნენ, შუბლზე გამორჩეულობის ბეჭედი ესვათ და სიცოცხლე არად უჩნდათ. ტყუილია. ეს ყველაფერი ჩვენივ მოგონილია. სინამდვილეში ჩვენებრ უბრალო ხალხი იყო. ჩვენსავით სიცოცხლე ერჩივნათ სიკვდილს, ჩვენსავით ეშინოდათ ტკივილისა და ზოგჯერ ჩვენსავით ჭოჭმანობდნენ. მაგრამ რა ექნათ: საქართველოში დაიბადნენ და სხვა გზა არა ჰქონდათ. მადლი უფალს, კაცი თვითონ არ ირჩევს სამშობლოს და თვითონ არა წყვეტს, თუ სად დაიბადოს, თორემ ქართლი აქამდე უდაბური და უკაცრიელი გახდებოდა. ვინ მოიწადინებდა ამგვარ სატანჯველში გაჩენას! ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და, თუ მაინცდამაინც ნადირად ქცევას მოიწადინებს, შეუძლია კიდეც ნადირად იქცეს, ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა ქართლი თავისი ზურგით უნდა ზიდოს. ‘’ "ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს." " ბედნიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, იქნებ მე და შენ ხელიც ჩაგვექნია და გვეთქვა: რაღა ჩვენ, სხვამ იფიქროს და იმტვრიოს თავი! მაგრამ ვაი რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ თუ არ ვიფიქრეთ და ყველამ თუ არ ვიზრუნეთ, მუდამ ბნელ ხაროში ვისხდებით და მზის სინათლეზე ვერასოდეს ამოვალთ" "კაცი რომ იბადება, მარტო საკუთარი თავისთვის არ იბადება." ამ ფრაზების შემდეგ რაღაა სალაპარაკო... ადამიანი გენიოსი! სასწაულად მომწონს! ბევრჯერ მიფიქრია რომ ჩვენმა წინაპრებმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს აქამდე რო მოვსულიყავით.ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა და გული საშინლად დამწყდა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენზე :(((
ყოველთვის გავურბოდი ხოლმე ამ წიგნს და აგერ , ნაირა გელაშვილს მივაყოლე და ერთ პერიოდში მომიწია ამ ორი "საშინელი" (კარგი გაგებით) ნაწარმოების წაკითხვა. რაღაც მომენტში ორივეს აქვს შტრიხები, ის შტრიხები , რომლებიც ჩემს გულთან ძალიან ახლოს მოდის და ყოველთვის იმაზე მეტად მასევდიანებს , ვიდრე სხვა ნებისმიერი დრამა. რა თქმა უნდა, სამშობლო , პატრიოტიზმი მთავარ თემებად უნდა რჩებოდეს ამ წიგნში, თუმცა ეს წიგნი ზებულობის და ნესტანის სიყვარულის ამბად მიღირს. "მე კი მეგონა, ისკანდერ-ხანს ჩემი თავი შენთვის წაართვი."
არანაირი რივიუ საჭირო არაა, უბრალოდ წაიკითხეთ, დატკბით და დანაღვლიანდით იმ 350 გვერდიანი ბედნიერებისგან, უბედურებისგან თუ გულის ტკივილისგან, რომელიც წინ გელოდებათ
ავტორი თავადვე აჯამებს ზებულონის ცხოვრებისეულ ტრაგედიას. არ ვიცი მეტი რა ვთქვა ან რა ვქნა, ისეთია, რომ ამოგატრიალებს და შეგძრავს. ტექსტი სპოილერს შეიცავს...
ნუთუ მართლა ეს იყო ცხოვრება? ნუთუ ზებულონი უბრალოდ ნაფოტი იყო აღელვებულ ზღვაში და ბედის ტალღები თავიანთ ნებაზე ათამაშებდნენ? ნუთუ მხოლოდ ბურთი იყო მობურთალთა ხელში? ... აკი, გონიერიაო, იოველ ბარონიშვილმა, და თუ ვინმე აანთებს წყაროსთვალში სწავლა-განათლების კელაპტარს, ეგ აანთებსო! აკი ღონეც დიდი ჰქონდა, სიმარჯვეც და მოხერხებაც! ნუთუ ღონე მხოლოდ იმისთვის მისცა ღმერთმა, რომ ვეება ლოდი, რომელსაც სხვა მის მეტი ვერავინ მოერეოდა, უსაშველო აღმართში ეთრია და ბედისწერის გამოქვაბულისთვის დაეცო, რათა იმ ლოდის სიმძიმე მერე მთელი სიცოცხლე ზუსტგით ეტარებინა!... ნეტა ყველას ასე უტრიალებს ცხოვრების ჩარხი, თუ მხოლოდ ზებულონი აირჩია განგებამ, მხოლოდ ზებულონს დაადგა თვალი?... ბექა ამილახვარმა თქვა, შე ოტროველავ, განა არ იცი, კაცი რომ იბადება, მარტო თავისთვის არ იბადებაო!... ზებულონი, ჩანს, მარტო სხვათათვის დაიბადა, რადგან თავისი ყველაფერი წააგო. მას შემდეგ, რაც ბავშვობის ტკბილ ბურანს გამოსცდა, თავისთვის ერთი წამი არ უცხოვრია. განა ეწადა დაროაშვილების დახოცვა? მაგრამ დახოცა, ვინაიდან სოფელმა ჩუმი რისხვით უბრძანა დახოცეო. განა წიგნი არ ერჩივნა ბრძოლას? მაგრამ ბრძოლაში დააღამა, ვინაიდან მანუჩარ ბატონიშვილმა უთხრა, ქვეყანას მეომარი სჭირდება და არა სწავლულიო. განა უნდოდა, ქვეყნიერებაზე სულ მარტო დარჩენილიყო, მაშინ, როცა სხვებს ოჯახები აქვთ, ფესვი და ძირი, საზრუნავი და საფიქრალი? აბა ახლა სინანული რაღა დროსია, თორემ ყველაფერი უკუღმა უკეთებია ზებულონს... არ უნდა დაეხოცა დაროაშვილები ზებულონს. ისახარს რაღას უშველიდა! სამაგიეროდ, დედა მაინც არ მოკვდებოდა ასე ჩქარა, ასე შეშუპებული, ასე გალურჯებული... უნდა მისულიყო იოველ ბატონიშვილთან ზებულონი, ვითომ რატომ არ მიიღებდა? ნესტანი არ უნდა დაეთმო ზებულონს. ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?! ან ზებულონს ვინ მისცა იმის ნება, ის, ვინც თავისი შიში, თავისი იმედი, თავისი სასოება დანდობილად ჩააბარა, ვისიმე ბრძანებით გაეწირა?
ძალიან საინტერესო, გამორჩეული. მკაფიო პერსონაჟი ძალიან ზუსტი ემოციის გადმოცემი თოთქოს მთავარია. მაგრამ მე მაინც დანარჩენმა გარემოებეა გამაოცეს. როგორ ზუსტად არის აღწერილი საზოგადოება - გარემოცვა, გაუთავებელი ღალატი, ტყუილი და ამასთან ერთგულება და სიყვარული. ძალიან მინდა რომ ეს რომანი ბევრმა წაიკითხოს საქართველოში და მის გარეთაც.
პირველად სკოლის პერიოდში წავიკითხე - ჩემმა კლასელმა მათხოვა, ისეთი წიგნი მაქვს, შენ უეჭველად მოგეწონებაო.
მართლა მომეწონა.
მას შემდეგ, სულ მინდოდა მივბრუნებოდი, მაგრამ რატომღაც ვერასდროს მოვახერხე.
მაგრამ რახან მჯერა, რომ კონკრეტულ წიგნებს იმ დროს ვკითხულობთ, როცა ყველაზე კარგი დროა (ისე, რომ შეიძლება თავადაც არ ვიცოდეთ), ალბათ, ასე იყო საჭირო. რომ მაინცდამაინც ახლა გადამეკითხა თავიდან.
იქნებ, როგორც ყველას ჰყავს თავისი სიკვდილი, ისე აქვს ყველა წიგნს თავისი დრო.
ეს არის ძალიან კარგი წიგნი. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი რამ ცხოვრებაში წამიკითხავს (უკვე ორჯერ).
ეს არის ტრაგიკული ისტორია კაცისა, რომელიც თურმე მარტო სხვათათვის დაბადებულა - რომელმაც ყველასთვის იცხოვრა, საკუთარი თავის გარდა. და ამ ამბის კითხვისას, ხვდები, რომ ისეთი კაცი იყო, სხვანაირად ვერც იქნებოდა. რომ სხვანაირად ვერც ერთ თავგადასავალში ვერ მოიქცეოდა. და მაინც, რა მტკივნეულია.
რომ თავს ვერ დააღწევდა იმ განუწყვეტელ, ყოველწამიერ შურისძიებას, განუწყვეტელ, ყოველწამიერ სიყვარულს და განუწყვეტელ, ყოველწამიერ სიკვდილს…
როგორ შეძლო ამ კაცმა, რომ ნაცხოვრები ცხოვრება მოეყოლა და მე კი მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდეს, ის უცხოვრებელი ცხოვრებები როგორი იქნებოდა.
იმ მთაზე ასვლის რომ არ მორიდებოდა. რომ ეთქვა, რომ მართლა საკუთარი თავისთვის წაართვა მისი თავი ისკანდერ-ხანს. რომ გაქცეულიყო. ერთხელაც რომ შეევლო თვალი. იმ გამოქვაბულში რომ ქვა არ ჩაეგდო.
დიდი ამბები ტრიალებს ამ წიგნში. და მე ყველა ეს ამბავი გულს მტკენს და მასევდიანებს, თუმცა ვხვდები, რამდენად გენიალურია.
„და ზებულონი მიხვდა, რომ სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა, როგორც მუგუზალიდან ავარდნილო ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება.”
This entire review has been hidden because of spoilers.
არ შეიძლება, თავის ნაქარგ სიტყვებს კითხულობდე და თავად შენც არ იქარგებოდე. ამ კაცს შეუძლია, დაგანახოს რა არის მხატვრული ლიტერატურა! გაბრუებს, გხვევს თავის ნაფერებ სიტყვებში.♥️
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მართლაც ძალიან კარგია, უაღრესად დამაფიქრებელი, მაინც ზოგიერთ მომენტში გაწელილი მეჩვენა, ამიტომაც კითხვა ძალიან დიდიხანს გამიგრძელდა.
შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ ჩემთვის "ბექა ამილახვარი" საყვარელი პერსონაჟი გახდა: თავისი დინჯი ხასიათით, სხარტი, ჭკვიანური გადაწყვეტილებებით, ქვეყნისადმი ერთგულებით, უღალატო პერსონაჟი იყო, ასე ვთვლი.
ზებულონი ეს ის პერსონაჟია, რომელმაც ხან გამაბრაზა, ხან გამაღიმა ბოლოს კი სევდაც მომიტანა. ზებულონს ვერ ვაპატიე, ორ საუკეთესო მეგობრის (ბროლასა და ლომიას) გაწირვა. და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ავტორმა, თუ რამხელა გული აქვთ ცხოველებს.🥹♥️ დოროაშვილების დახოცვასთან დაკავშირებით, გამიჭირდება რამის თქმა, რადგან არავინ ვიცით, რას მოვიქმოდებთ, როცა აბსურდული მიზეზის გამო, საყვარელ ადამიანს უმოწყალოდ გვიკლავენ. ასევე ძალიან ფაქისად იყო გადმოცემული ზებულონის გრძნობები ნესტანისადმი. რა თქმა უნდა! ქარჩხაძეს ეს როგორ შეეშლებოდა.
"და ზებულონი მიხვდა, რომ სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა, როგორც მუგუზლიდან აბარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება."
"ზოგჯერ მწარე გაკვირვებით გაიფიქრებდა, ამდენი სიკვდილი რომ გამოვიარე, ნეტავ ცოცხალი როგორღა ვარო."
მადლობა ჯემალ ქარჩხაძეს, ამ დიდი დანატოვარისთვის♥️ სიყვარულია!
"მე კი მეგონა, ისკანდერ-ხანს ჩემი თავი შენთვის წაართვი!" -
ზებულონი ტრაგიკული პერსონაჟია, მთელი თავისი ღრმა ტანჯვით, დიდსულოვნებით და სიმამაცით, მაგრამ ნესტანის ქალის სახე ამ ტექსტში, ბევრად უფრო ტრაგიკულია და მისი დაუმსახურებელი ტანჯვა, რომელიც ამ ქალმა აიტანა მამაცურად და შეეგუა ბედს, რომ მზეჭაბუკები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ უფრო დიადია.
რა პასუხს გასცემს სამშობლო იმ პატარა გოგონას, ნაწნავებიანს, სანთლის შუქზე წიგნს რომ კითხულობდა და რეალური სამყაროს უგულობა აშინებდა?
ყველაფერი მესმის. სამშობლოს სიყვარულიც და ყველაფერი, ყველა პერსონაჟის ღრმა ტკივილი და მსხვერპლი, ვაფასებ, მაკვირვებს მათი სიმამაცე, სიმტკიცე, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდგომ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ კაცობრიობას პასუხი არ აქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც იმდენად წმინდაა მხოლოდ ზღაპრის პერსონაჟი შეიძლება ყოფილიყო და მაინც, რატომ გაიმეტა სამყარომ ამ ორთაბრძოლისთვის...
ნესტანებზე წიგნების წერას რომ დავიწყებთ ქართველები, მაშინ გვეშველება, თუ მართლა შველა გვინდა.
ჩემმა ერთმა მეგობარმა მეორეს ამ წიგნზე უთხრა: “წაიკითხე, სიკვდილის შიში ამან დამაძლევინაო”. იქამდეც ვაპირებდი ამ რომანის წაკითხვას, მაგრამ ამის მოსმენამ საბოლოოდ ამაღებინა ხელში.
ქარჩხაძე გენიოსია. ქართული ენის სილამაზე მასთან ასოცირდება ჩემთვის. არ მესმის როგორ შეუძლია ადამიანს ამდენად დიდი სილამაზე ჩადოს ფურცელზე დაწერილ სიტყვებში. შემზარავი, საშიში და დაუნდობელი სიკვდილის ასე ლამაზად აღწერაც ალბათ მხოლოდ მას შეეძლო.
სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ, წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ძალიან ბევრი საფიქრალი დამიტოვა ამ წიგნმა.
“ზებულონისნაირი ბევრი არ გვყავს საქართველოში! 😢” Well, მადლობა ღმერთს! შურისძიების სიმწარე ვერ გადაიტანა და საწყალ თანასოფლელ გოგოს აუპატიურებდა, მაგრამ ქართველები და კაცის სიცხოველეზე თვალის დახუჭვა კარგი, მჭიდრო დუოა. მეორე ნაწილიდან ქართლის ცხოვრებას რატომ დამიმსგავსა ქარჩხაძემ წიგნი, რომელიც სულიერ მეტამორფოზაზე შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერ გავიგე. უაზროდ გაიწელა და მხოლოდ ერთი მიზნით - ზებულონი გამოჩენილიყო პატრიოტად და ჩვენც “დავიკიდებდით” რასაც აკეთებდა თავის სოფელში?
მოკლედ, უნდა ვისწავლო, რომ ქართველების ტოპ წიგნები არასდროს არ ვარგა. რაც არ მოსწონთ, ისაა კარგი.
"ზებულონი მიხვდა, რომ სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა, როგორც მუგუზალიდან ავარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება."
წიგნი აუხდენელ ოცნებებზე. Great representation of ადამიანს რაც უყვარს, არასდროს შერჩება. ყველაზე უშუალო პერსონაჟები. ისეთი, რომ მოგინდება თავი კალთაში ჩაგიდონ და ატირდნენ, სანამ შენ თმაზე ეფერები და აწყნარებ. ცხოვრებაში თუ პრობლემა და სატკივარი, თუნდაც ემპათიის გრძნობა ოდნავ მაინც შემოგაკლდათ, გადაშალეთ ზებულონი.
მე პირადად AGAR SHEMIDZLIA
ისტორია ხო მარტო ისტორიაა ვითომ. მცოლოდ მშრალი ფაქტები. მაგრამ,რომ დაფიქრდე რამდენი ასეთი ტრაგედია მომხდარა და დარჩენილა ჩვენი თვალსაწიერის მიღმა. რამდენი ბექა, ზებულონი და ნესტანია….