მეურმე უტუ ობოლია, მამა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა, მისი მშობლიური სოფელი ფსოუ - ქალაქს შეუერთდა. ფსოუს ძველმა მკვიდრებმა ახალ სოელს მიაშურეს. უტუ მამისეულ ფუძეს ვერ შეელია და ზღვაზე მაშველად დაიწყო მუშაობა. თანასოფლელებთან განშორებით გამოწვეული სულიერი განცდები და ჭიდილია გადმოცემული მურმან ქოიავა ამ ნაწარმოებში.
შინაარსობრივად დიდი არაფერი. პატარა მოთხრობებია ერთი პერსონაჟის გარშემო. რომელსაც ცხოვრებამ ახალი პროფესიის არჩევა აიძულა. მალე მისი ძველი პროფესია საერთოდ არარელევანტური და არასჭირო აღმოჩნდება. იმ ეპოქის შესაბამისად ცოტა ჩამორჩენილია ეს ტიპი. საყვარელი ქალი შიშველი თუ დაინახა პლიაზე, შეზიზღდება. :) ამ წიგნის ერთადერთი პლიუსი ისაა, რომ იმ სამყაროს აღწერს, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს. აფხაზეთი, სადაც აფხაზი, მეგრელი და ქართველი შეხმატკბილებულად ცხოვრობს. მწერალი აფხაზეთში მოღვაწე იყო და 1977 წელს გარდაიცვალა. საინტერესოა, რა აზრის იქნებოდა 90-იანი წლების სეპარატიზმსა და რუსულ ოკუპაციას რომ ოსწრებოდა. ალბათ ისიც ერთ-ერთი ლტოლვილი იქნებოდა, რომელაც ვერ წარმოედგინა, რაც მოხდა.