"ვაის გავეყარე და უის შევეყარე" ანდაზის ჩინებული ილუსტრაციაა მთელი ეს წიგნი, რომელიც მიშასა და ბიძინას ეპოქებს აერთიანებს. თუმცა, ის, რისი გამხელაც საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო ოცწლეულის საქართველოს ისტორიის ფარგლებში, თვითცენზურის გამო წიგნის ფურცლებზე თითქმის ვერაფერი ვერ მოხვდა. შესაბამისად, ტექსტიც საკუთარ თავზე არსებული ბოროტი ხმების გაქარწყლებას უფრო ემსახურება, ვიდრე - ამ ბოროტი ხმების მიერ შექმნილი ისტორიის პირუთვნელად აღწერას.