Jump to ratings and reviews
Rate this book

1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი

Rate this book
მე დავიბადე ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, უფრო მოკლედ, საბჭოთა კავშირი, ან კიდევ უფრო მოკლედ სსრკ ერქვა. ლიტერატურაში ყოველთვის სასიამოვნოდ მაღელვებდა სტენდალისეული სათაური „წითელი და შავი“ და ცხოვრებაში ეს აბრევიატურა – სსრკ, რომელსაც სტენდალის რომანის უცნაური სათაური საუკეთესოდ დაახასიათებდა: მე დავიბადე კომუნისტურ („წითელ“) და ყოველგვარ იმედგადაწურულ („შავ“) ქვეყანაში. თვითონაც ასეთი უნდა გამოვსულიყავი, უნდა მიმეღწია სსრკ კომპარტიის წევრობისთვის და შავი საქმე მეკეთებინა. არ გამოვედი ასეთი და ამაში უამრავი ადამიანის დამსახურებაა, მშობლებიდან დაწყებული, მასწავლებლებით გაგრძელებული, უცხოური „ხმებითა“ და სამიზდატ-ტამიზდატით დამთავრებული. როდესაც საბჭოთა ბაღს, სკოლასა და უნივერსიტეტს ვიხსენებ, თვითონაც ვერ ვიჯერებ, რომ საბჭოთა განათლების სიტემა მართლა არსებობდა, რომ მათემატიკის ამოცანებშიც კი რატომღაც გაფეტიშებული ტრიგონომეტრიის გვერდით კომუნისტური პროპაგანდა იმალებოდა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით სიტყვა „დამოუკიდებლობაც“ კი არ იყო ნახსენები, ხოლო ფიზიკის სახელმძღვანელო რადიოსთან დაკავშირებით მარკონისა და ტესლას გვარებს არც ახსენებდა, ისე ანიჭებდა მისი გამომგონებლის ტიტულს პოპოვს; ბაღის ბავშვები მთელი ხმით მართლა ვუმღეროდით „ლენინს, ძია საყვარელს“, პიონერის ყელსახვევი მართლა გვეკეთა, კომკავშირში მიღებაზე თუნდაც დროებით უარს საშინლად განვიცდიდით და ერთმანეთში საუბარშიც კი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს გულწრფელად ვგმობდით, ხოლო როგორც კი ამ ჭაობიდან ამოსვლას ვიწყებდით, მეგობრებს კატასტროფული სიჩქარით ვკარგავდით. 1978 წლის 21 მაისს ოთხმა ახალგაზრდამ რესპუბლიკური პარტია ჩამოვაყალიბეთ. იმავე საღამოს 40 გრადუსი სიცხე მომცა. შემდეგ ეს ამბავი დიდი ხნით დამავიწყდა. როდესაც გამახსენდა, მის ბუნებასაც ჩავწვდი – ეს პანიკური შიში იყო. იატაკქვეშეთში პარტიას ვქმნიდით და თან გვეშინოდა, ხმას ვიღებდით და გვეშინოდა, მაგრამ გვეამაყებოდა, ხმას მაინც რომ ვიღებდით. ახლა ვუყურებ ჩემს სტუდენტებს, რომლებმაც არ იციან შიში და მიხარია, ამას მაინც რომ მივაღწიეთ. ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი მთავარი სახუმარო ტექსტი ასე იწყებოდა: „რეისი G1 2001 ჩოხატაური-პარიზი...“ და ახლა თბილისი-ბათუმის გზაზე განზრახ შემივლია კოპიტნარის აეროპორტში, რომ ჩემი თვალით მენახა სრულიად არასახუმარო „რეისი W6 2837 ქუთაისი-ვენა...“ ჩემი ოცნება ასრულდა: ავად თუ კარგად, ჩემი ქვეყანა წინ მიდის.

280 pages, Paperback

Published January 1, 2022

1 person is currently reading
22 people want to read

About the author

Levan Berdzenishvili

19 books73 followers
ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა"). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.
1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.
2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამეტის წევრი. რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
14 (70%)
4 stars
3 (15%)
3 stars
3 (15%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Nina.
Author 3 books7 followers
March 30, 2024
Great memoir to understand some parts of the Soviet Georgian history through a personal set of lenses. Berdzenishvili is erudite historian and reading this book was instructive in many ways. I wish it had a bibliography and citations.
Profile Image for Milana.
43 reviews1 follower
October 9, 2024
კარგი წიგნი იყო, იმის გასაგებად თუ რა ხდებოდა მე-20 საუკუნეში...
დაწყებული ჩერჩილის ნობელის პრემიით და დამთავრებული 9 აპრილის დღით ,როცა საბოლოოდ შეიცვალა ქართული რეალობა...
რამდენი ფსევდო პატრიოტი ჰყავს, რამდენი მტკივნეული დღე გაუვლია ქვეყანას მათ ხელში...
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.