მეცნიერების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება, ყველას გაგვიგია ბავშვობიდანვე და გვინახავს მოხუცი წვეროსანი კაცის სურათი. ამ კაცმა თქვა რომ ჩვენ მაიმუნისგან წარმოვიშვით. ასე იცნობს დარვინს უმეტესობა, ბევრი რელიგიური ადამიანი დარვინს ურჩხულად ხატავს, უსულო მატერიალიზმის დამცევლად და ღმერთის ბუნებიდან გამძვებელად. ბევრი უბრალოდ შეუარცხყოფილია მაიმუნი წინაპრის გამო.
ეს შესანიშნავი წიგნი, ამ ზედაპირული წარმოდგენების მიღმა, იმ მოხუცი კაცის სურათის მიღმა, რომელიც სევდიანად იყურება და გაცნობამდე მხოლოდ მაიმუნისგან ადამიანის წარმოშობის იდეას განასახიერებს, გვანახებს დარვინს როგორც გულისხმიერ ადამიანს. მოსიყვარულე მამას და მეუღლეს.
რენდელ კეინსი დარვინის შთამომავალი ცოცხლად აღწერს ჩარლზის ოჯახურ ცხოვრებას, განცდებს, ტრაგედიასა და სიხარულს. დარვინზე ტრაფარეტული წარმოდგენა, როგორც მხოლოდ წვეროსან ნატურალისტზე, იცვლება და მის უკან ხედავ დარვინს როგორც ახალგაზრდას, ენთუზისტ მეცნიერს, როგორც მამას, მეოჯახეს, ხედავ მის ტკივილს, ტრაგედიას, სიცოცხლის ხალისს, შიშებს, ავადმყოფობებს, რწმენებს, სიყვარულს. კეინსს შესანიშნავად აქვს დახატული დარვინის მრავალშვილიანი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება. ის ოქროს ხანა რომელიც ალბათ ბევრ ოჯახს აქვს. მხიარულება, შვილების განვითარება გაზრდა და ა.შ. ოქროს ხანა რომელსაც ზოგჯერ ტრაგედიები აბნელებს. დარვინის ყველაზე დიდი ტკივილი მისი 10 წლის ქალიშვილის ენის გარდაცვალებაა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიყვება და განიცდის. ეს წიგნიც გაჟღენთილია ამ სევდით, ფიქრებით, მოგონებებით, გარდაცვლილ შვილზე. მისთვის კიდევ უფრო ძნელია ეს ყველაფერი რადგან არ ჯერა თუ კიდევ ოდესმე კვლავ შევხვდება იქ, სადღაც საიქიოში.
ეს არის ჩარლზის რწმენების ევოლუციაც, სამყარო სრული და გულმოწყალეა თუ სასტიკი და დაუნდობელი? აქვს მიზანი თუ უმიზნო კანონზომიერებებია? გადარჩენისთვის ბრძოლაში ძნელია რაიმე გულისხმიერება და მორალური ძალა იპოვო. ბუნება არავის მხარეს არაა.
არაჩვეულებვრივი იყო, ბევრ რამეს დარვინთან ერთად განვიცდიდი, ვუთანაგრძნობდი და თითქოს ვგრძნობდი იმ გარემოს სადაც ჩარლზის ცხოვრება მიედინებოდა.
ყველაფერი შესანიშნავი და ემოციური იყო, უბრალოდ ჩარლზის შრომაზე და ადამიანის ევოლუციაზე გაცილებით მეტის თქმა შეიძლებოდა.