Jump to ratings and reviews
Rate this book

წერილი ბოთლში

Rate this book
მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ქალაქში ყველამ იცის.

პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, მანამ სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება. ქალაქელები ორ ნაწილად დაიყოფიან, იმის მიხედვით ვინ რომელ ენაზე საუბრობს. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ მათი ენა უფრო ძველია და ზღვისპირა ქალაქის პირველი მკვიდრებიც სწორედ ისინი იყვნენ. ადამიანების ერთი ნაწილი თეთრი, ხოლო მეორე ნაწილი ლურჯი ყელსახვევებით დადის. პატარა გოგონა გულით ცდილობს მოახერხოს ერთმანეთზე გაბრაზებული ადამიანების შერიგება და ამისთვის ერთ ჭკვიანურ ხერხსაც მიმართავს.

80 pages, Paperback

First published January 1, 2010

8 people are currently reading
79 people want to read

About the author

თეა ლომაძე

4 books8 followers
თეა ლომაძე დაიბადა 1966 წელს ქალაქ თბილისში. სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კათედრაზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

როგორც თავად ამბობს, იზრდებოდა ოჯახში, სადაც წიგნი ყველაზე დიდ ფასეულობად ითვლებოდა. მის ბავშვობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა შვედი საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებამ და სწორედ ამ წიგნებმა ჩამოაყალიბა მგრძნობიარე, ემოციურ ნატურად.

1996 წელს გამომცემლობა ”დიოგენემ” გამოაცხადა საბავშვო პროზის კონკურსი. თეა ლომაძემ, რომელიც მანამდე მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის იგონებდა ზღაპრებს, სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერა პირველი საბავშვო მოთხრობა ”პალომა - უცნაური მეფის ასული”, რომელიც მეორე პრიზით დაჯილდოვდა და 1997 წელს გამოიცა. ამას მოჰყვა გამოცემები: ”ერთი პატარა სასწაული” (2000 წ.), ”ჩანო-ჩეა” (2001 წ.), ”ქარის მოტანილი ამბები” (2005 წ.), ”პალომა” (ორენოვანი გამოცემა, 2006 წ.), ”წერილი ბოთლში” (2010 წ.).

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
23 (47%)
4 stars
15 (31%)
3 stars
7 (14%)
2 stars
3 (6%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Loreley.
433 reviews99 followers
May 3, 2016
ძალიან ლამაზად გაფორმებული წიგნია, და სასიამოვნოდ წასაკითხი მაგრამ თან სევდიანიც. უფრო საბავშვო მეგონა და მომენტებში უფრო "სადიდო" აღმოჩნდა : ))
ნუ პალომას ვერც შეედრება <3
October 29, 2023
"... ჩემს ფორთოხლის ბაღში მინდა ვიჯდე.
და თავზე ფუტკარი დამბზუოდეს.
მინდა." 🥺❤️‍🩹

ძალიან ლამაზად გადმოცემული ძალიან სევდიანი ამბავი. ❤️‍🩹

თუ სადმე შეგხვდათ იყიდეთ და წაიკითხეთ. 💗
Profile Image for Anne.
1 review
September 5, 2024
Og thought daughter

მეორე კლასში წავიკითხე პირველად და ახლა მომინდა გახსენება. კარგია საკმაოდ, დამთრგუნველია.
Profile Image for Taiko Mikaberidze.
2 reviews
February 21, 2025
საბავშვოს ვერ დავარქმევდი )) ბავშვებისთვის ალბათ ზედმეტად მძიმეა, დიდებს გირჩევთ 😊
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.