საკმაოდ საინტერესო მაგალითებია მოყვანილი, რომელიც დამწყები მენეჯერებისთვის გამოცდილების კარგი გაზიარება იქნება. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომ უცხოური მაგალითების უმრავლესობა რელევანტურია ჩვენი ახლანდელი გამოწვევებისთვის და შეიძლება იქიდან სწავლა.
პრობლემა რაც აქვს ამ კატეგორიის წიგნებს, მათ შორის ამ გზამკვლევსაც, ხშირია აშკარა ჭეშმარიტების მტკიცება (და ამაზე დროის დაკარგვა) და ზოგადი ინფორმაცია, თუ რა კარგია ჰარმონიული ურთიერთობა ნებისმიერი ტიპის გუნდში. ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ, რომ დამატებითი რესურსები, ინფორმაციაც უნდა მოჰყვებოდეს, რომ გზამკვლევიდან სწორად გადახვიდე უფრო სიღრმისეულ, კვლევებითა და სამეცნიერო ფაქტებით გაჯერებულ წყაროებზე.