"არქიტექტურულად მშვიდი სახლი", ხანთაძის ქუჩის N 9, ორსართულიანი და ან სამსართულიანი, სავარაუდებელი ზემო ეზოთი, თაბორიძეებისა და კულონბეგიშვილების ზიარი საპირფარეშო, სახლი, რომელიც ემიგრაციაში აღსრულებული პოლკოვნიკის, კობიევის ქვრივს ეკუთვნოდა და მერე ქირთავებმა იყიდეს. ის სახლი, რომელიც თურმე ორი სხვადასხვა სახლია, მაგრამ ერთი სახლის საპირფარეშო მეორეში შეჭრილა გულის განმგმირავ ისარივით, ისრის მოძრაობა, კი, მოგეხსენებათ, ძნელია... სარაია, სახარახურე და ფეხსალაგი, დიდი საზოგადო მოღვაწე, მთავარეპისკოპოსი, სახლმმართველობის ქაღალდები ვერდასამახსოვრებელი ნომრებით, გვარები და სახელები, რომლებიც არ არსებობს, მაგრამ რომლებიც გამოხატავს საბჭოთა საქართველოს პატარა ქუჩების საბინაო წიგნების სურნელს. ამნაირი გვარსახელები ამომიკითხავს 60–70-იანი წლების საფლავის ქვებზე და მხოლოდ რეზო ჭეიშვილის წიგნებში, სადაც გულები ისე იბზარება და მერე ისე ნელ-ნელა ტყდება, როგორც ძველი, ჩვეულებრივი ჭურჭელი, რომელიც ასევე აღარ არსებობს დღეს. ჭურჭელს წყალი გასდის, გულს კი სისხლი, ოღონდ ეს ის არ არის, უცებ რომ გადმოსჩქეფს ხოლმე. ეს წვეთ-წვეთ წამოდინების ამბავია. დარდისგან, შეუძლებლობისგან, გამოუვალობისგან, ვიწრო შუბლებისგან და ამ შუბლებში დატეული ცხოვრებისგან მომდინარე ამბავი. ქართულ წიგნებში იშვიათად აღწერენ ხოლმე სახლებს და იმ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს. იქ უფრო ფილოსოფიურ და ზოგადსაკაცობრიო ამბებს არჩევენ. გმირებს, ანუ პერსონაჟებს გმირებად წარმოსახავენ. სახლის მაგია თითქმის უცნობია ჩვენთვის და თუ ლუარსაბ თათქარიძის სახლს და კოტე ჯანდიერის “ოჯახურ ქრონიკას” არ ვახსენებთ, ისე გამოვა, თითქოს სახლი არცა ყოფილა ჩვენს წიგნებში. ამ დროს კი მთავარი ამბავი სწორედ საცხოვრებელ ფართზე მიმდინარეობს. ხანთაძის 9 სწორედ ის ადგილია, სადაც გული უნდა გასკდეს იმიტომ, რომ მეტი საბრძოლო ადამიანისთვის არც არაფერია, თუ არა საკუთარი სახლი. ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა და ჩემს ციხესიმაგრეში ზიარი საპირფარეშო არ არსებობს. ეს იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ხალხს, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის და ალბათ ეს კობიევის სახლიც, მთელი მისი კულონ-თაბორ-სტუდენტებიანად, ეკუთვნის სახელმწიფოს. ამ პატარა ქუჩაზე კიდევ, ცხოვრება მიედინება როგორც ერთი ოხერი, გვალვიანად ტანჯული, შლამნაჭამი ღელე და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი გოჯი, ყოველი ბზარი და ყოველი ლურსმანი. ეს არის მართლა “ვაიმე, ჩემო ვენახო”, მართლა ყველაფერი რომ ხელიდან გეცლება ის. თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლება ზიარი საპირფარეშოს იერით არსებობდეს, ზიარი საპირფარეშო კი ხუმრობა სულაც არ გახლავთ. ვინაიდან, ცხოვრება სულაც არ გახლავთ ხუმრობა, მით უმეტეს მაშინ, როცა მასში აღარაფერი დარჩენილა საპირფარეშო მოწყობილობის გარდა. სრულიად ჯადოსნური იმერული ინტონაციით მსუნთქავი ეს წიგნი, ყოჩაღად დარდიანი იმერული სიმღერის სამი სიტყვა რომ უდევს სათაურად, ყოველი ხელახალი გადაკითხვისას დაგაფიქრებს იმაზე, რა პატარაა ცხოვრება და რა ვიწროა ხოლმე სამყარო, როცა მასში მოხერხებულად ჩამოჯდომას დააპირებ. მე კიდევ, ოდესღაც ღამე გამითევია ისეთ სახლში, ხანთაძის 9-ში რომ მდებარეობს. ეს იყო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე. იმ ღამის ლაპარაკები, შუშაბანდიდან რომ მომესმოდა, გონებაში ჩამრჩა. მასპინძლის ცოლი სარაიების გაყოფაზე უამბობდა ბებიაჩემს, რომელსაც თავის მხრივ, ჭის თაობაზე ჰქონდა მრავალწლიანი გადაუწყვეტელობა მეზობელთან, ერთს რომელსამე პატარა ქალაქში. სწორედ ეს არის სიმყუდროვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. გარკვეული შეხედულებით, რა თქმა უნდა. რაღაც იმგვარია, შაილოკმა რომ წამოიწყო. ისე, როგორც მხოლოდ რეზო ჭეიშვილს შეუძლია, არარსებული ცხოვრების ყველაზე ზუსტ შემგრძნობსა და გადმომცემს. კედლის ბზარიდან ბაღლინჯოს გამოთრევას რომ ცდილობ და ამ თრევა-თრევაში ბაღლინჯო კი არა, ურჩხული რომ გამოდგება. აი, ეს ამბავია, თუ თავადაც ოდესმე გინახავს კობიევის სახლი. თუ არ გინახავს და მიხვდები, რა ძნელია, როცა სახლი ერთდროულად ერთიცაა და ორიც, ორსართულიანიც და სამსართულიანიც, როცა ადამიანები მხოლოდ ადამიანები არიან და მეტი ვერაფერი. აკა მორჩილაძე
სერია "ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი" წიგნი XIII აკა მორჩილაძის წინასიტყვაობით ყდის დიზაინი: სოფიო კინწურაშვილი
პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში", 1984 წლის მაისის ნომერში.
Revaz (Rezo) Cheishvili [Georgian: რევაზ (რეზო) ჭეიშვილი] was a Georgian writer and scriptwriter. He was born and grew up in the city of Kutaisi, then Georgia's second intellectual centre. He moved to the capital in 1954 to continue his studies, and in 1958 he graduated from Tbilisi State University with a degree in Georgian language and literature. In the same year, his short stories were published for the first time, in the almanac "First Ray". Rezo Cheishvili worked from 1961 to 1992 at the "Georgian Film" studio as an editor, as a member of the Film Script Administrative Board, and as a member of the Creative Association and as one of its leaders. In conjunction with this, he edited various Georgian literary journals and newspapers. Additionally, he continued to publish short stories and novels, and to write film scripts. Rezo Cheishvili has been awarded Georgia's highest honour in the field of literature, the Rustaveli Award. He has also received the Georgian State Prize. In 1984, he received the USSR State Prize for the script for "The Blue Mountains". In 2012 he received Honorary award SABA for his contribution to the literature. He wrote the script of Eldar Shengelaia's famous Blue Mountains, or Unbelievable Story (1983, Kartuli Pilmi), an adaptation of his own story which was released domestically in 1985 and brought success to his author, who soon after became a laureate of the Rustaveli Award. He is also known for the scripts of Stepmother Samanishvili (Kartuli Pilmi, 1977) by Eldar Shengelaia and Kvarkvare (Kartuli Pilmi, 1978) by Devi Abashidze. Rezo Cheishvili was elected Secretary of the Georgian Writers’ Union in 1992. From 1992 to 1995 he was an elected MP in the third Parliament of Georgia. From 2000, he served as Chairman of the Literature Foundation of Georgian Writers. Аcclaimed Georgian writer and screenwriter Revaz (Rezo) Cheishvili passed away on September 11, 2015 in Kutaisi af age of 82 and buried at the Mtsvanekvavila Pantheon.
ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ჩინებული წარმომადგენელია ჭეიშვილი. ეს კიდე არაჩვეულებრივი ნიმუში. ქარჩხაძის "ოპერაცია დეიდა ტასო" მომაგონა რაღაცნაირად და გარკვეულწილად წააგავს კიდეც.
ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირველი წაკითხვის დროს და ალბათ სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში. მწერლის ნებისმიერი სასწაულად რეალისტურია და ჩემი აზრით ამით არის ეს მოთხრობაც ძლიერი.