აკა მორჩილაძის რომანი ”Maid in Tiflis” ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს. ცამეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს. აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის, ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.
აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
მომკლავს ეს კაცი ერთ დღესაც იქნება. ბრილიანტი წიგნია!
აი, თან ისეთია სიუჟეტის მოყოლა რომ მოგინდეს, ვერც მოყვები დიდად დალაგებულად. მაგრამ აკას ისეთი ბომბები აქვს რომანში ჩადებული, ისე გიფეთქებს ხოლმე, რომ შეუძლებელია რაღაცები არ აგემღვრეს ტვინში და მთელ სხეულში.
და კიდევ... ქუთაისურად მოყოლილი ამსტერდამის ამბები არის შედევრი.
და მოგელა <3 ოქრო პერსონაჟია <3 როგორ ჰყავს დახატული! <3
ასეთი ძველმოდური, ასეთი იდაყვებაპრიალებული, ასეთი ჰალსტუხგახუნებული, ასეთი ბაბუის ტელევიზორთან დანამთქნარევი და ასეთი ჩანათვლემზე ხელიდან გაზეთგამოცურებული ამბავი არ გენახოთ.
ტიპიური აკას წიგნია- თავისი გმირებით, ამბებით, იუმორით და ადამიანური ურთიერთობებით და, რა თქმა უნდა, მთავარი მოქმედი გმირი საქართველო და მისი ტანჯული დედაქალაქი თბილისი.
სუფთა პოსტმოდერნისტული ლიტერატურაა, სადაც აკამ ყველაფერი ჩააკვეხა, რისი ჩაკვეხებაც შესაძლებელი იყო.
ბევრს ევასება წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი პლეხანოველი მოგელა, რომელიც ტიპიური თბილისელი ვაჟკაცია 90-იან წლებში რომ გაქაჩა და 2000-იანებში რაღაცის ძიებაშია და თავადაც არ იცის რას ეძებს. ფაქტობრივად ტარიელია, რომელიც ნესტან-დარეჯანს უკვე აღარ დაეძებს უფრო დიდი მიზნები აქვს. რაც შეეხება ავთანდილს, რომელიც წარმოდგენილია ბარნოველი ლევიკოს სახით ისიც აპირებდა ძებნას ან მოგელას დახმარებას,მაგრამ უფრო გაქცევაში ხედავს გამოსავალს.
წიგნში შეხვდებით დანტეს ჯოჯოხეთის ქართულ ვერსიასაც, ოდისევსის დაბრუნებასაც და თვით არჩიბალდ მეკშადაც იქცევა ჩვენი მოგელა (ის არჩიბალდი არ გეგონოთ ვითომ გაუმაძღარ ძიებს რომ ებრძვი ).
მიუხედავად აკას ბევრი ექსპერიმენტისა მაინც არ მომეწონა. თავისი პროფესია, რომ გაახსენდა, ანუ ისტორიკოსი ვარო, ის საერთოდ რა საჭირო იყო ვერ ხვდები. მეგონა უქარქაშო ხმლებიდან სანიკიძე მებაზრებოდა. აი, ქართული თანამედროვე ფილმები რომ არის, სადაც ყველა პერსონაჟი ერთნაირია და ერთ ენაზე მეტყველებს, ანუ ნარკომანები, კაი ბიჭების და მათი საძმო და ა.შ. აი ეგეთი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ წიგნმა. სანტა ესპერანსას ვერც კი შევადარებ.
ისტორიულ მატჩამდე დრო გავიყვანე რაა. ბურჭულაძეს ვეთანმხები- არც საჩემო მწერალია აკა
მე პირადად აკა მორჩილაძის შემოქმედება ამ წიგნით გავიცანი და ძალიან მომეწონა ეს არის ისეთი წიგნი,რომელზეც ძალიან იცინებ თუ ჩემნაირი ცივი არ ხარ იტირებ,გაბრაზდები და მოუთმენლად წაიკითხავ იმ ამბებს რომელსაც გიყვება მთავარი პერსონაჟი პლეხანოველი მოგელა. ამ წიგნმა ძალიან დამაფიქრა არ ვიცი აკა მორჩილაძე სხვა წიგნებს როგორ ასრულებს,მაგრამ ის კი ვიცი,რომ ეს წიგნი ასე არ უნდა დაესრულებინა... თუ როგორ სრულდება ეს თავად წაიკითხეთ და შემდეგ ვიცი რომ დამეთანხმებით❤️🫡
5 წელი გასულა ამ წიგნის პირველად წაკითხვიდან და ცოტა რამ უნდა ვთქვა:
მახსოვს, პირველად რომ ვკითხულობდი, ჯავახამ შემიპირა, უეჭველად უნდა წაიკითხოო და მერე დიდხანს ვეუბნებოდი, ცოტა მეტად რომ დაგეძალებინა, იქნებადა უფრო ადრეც წამეკითხა-მეთქი.
იმ დღის შემდეგ, როცა პირველად წავიკითხე, პლეხანოველი მოგელა სულ მახსოვს და თავში სულ ერთი ფრაზა მიტრიალებს, რომელიც დღემდე ზეპირად ვიცი. რომ „პლეხანოველი მოგელა იყო კაცი, ვითარცა ფენიქსი. ჩაფერფლილი, მინავლული, შემოდგომის ბალახწაყრილი და ზედ დათოვლილ მისი ტანი მისთვისაც მოულოდნელად შეირხეოდა და სადღაც, გულ-მუცელში კვესი ჩამოჰკრავდა აბედს და პლეხანოველი მოგელა წამოიმართებოდა, ჩამოიფერთხავდა ჩამოსაფერთხს და ახალ თავგადასავალს შეუდგებოდა.”
მას არ სჯეროდა ვარსკვლავების. მას მხოლოდ ცხოვრების სჯეროდა (და ისიც ხანდახან).
მეორე წაკითხვის მერე კი ვხვდები, რომ ამაზე მეტად წიგნი არ მიყვარს.
რომ შემიძლია ნებისმიერ გვერდზე გადავშალო და ყველა გვერდი ჩემთვის ძვირფასი იქნება.
რომ ჯერ ბითლზის სიმღერები ისე არავის უთარგმნია და ისეთ ადგილას არავის მოუთავსებია, რომ გეგონოს, პლეხანოველ მოგელას და ბარნოველ ლევიკოს დაუწერია ეს სიტყვებიო.
რომ ასე ძალიან არსად მომდომებია ყოფნა, როგორც ამსტერდამში, ბურგერკინგის ზაკუსოჩნაიაში.
რომ მინდა მერქვას თამარა, რათა ინსტაგრამის ნიქნეიმად @malulatamarashemifareniavi დავიწერო.
რომ სითი ოფ პლეხანოფ ჩემი საყვარელი სითია.
რომ მეც მენდომებოდა, ვინმეს ჩემთვის რაცხაის ვარდი შეერქმია.
რომ სიყვარული ხანდახან ასეთიც არის, რომ ისე დაგეზარება სიგარეტის ამოღება, გაიფიქრებ - აღარ ვეწევიო.
რომ ცხოვრება არ უნდა შემოიკეცო.
რომ აკ�� მორჩილაძე ნამდვილად არის ჩემი საყვარელი მწერალი.