Jump to ratings and reviews
Rate this book

სანტა ესპერანსა

Rate this book
მწერლის მიერ გამოგონილი ქვეყანა - სანტა ესპერანსა - ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

766 pages, Hardcover

First published December 31, 2008

24 people are currently reading
374 people want to read

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
91 (54%)
4 stars
43 (25%)
3 stars
25 (14%)
2 stars
7 (4%)
1 star
2 (1%)
Displaying 1 - 20 of 20 reviews
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews63 followers
March 14, 2017
წიგნის კითხვისას ყოველი თავიდან თავამდე ვრწმუნდებოდი, თუ როგორი დიდი მწერალია აკა მორჩილაძე და ამის საპირწონედ, მაინც როგორ არასათანადოდ დაფასებული ისევ ჩვენთან, საქართველოში.
ამ რომანში, სადაც ერთმანეთშია შეზავებული ფიქცია და რეალობა, შეხვდებით სხვადასხვა კულტურის - ქართველების, იტალიელების, ინგლისელებისა თუ ოსმალოების - თანაცხოვრების უჩვეულო დეტალებს გამოგონილ სახელმწიფოში, რომელშიც ყოველ პერსონაჟს თავისი დიდი და უნიკალური ისტორია აქვს. ავტორი ახერხებს ერთნაირი ოსტატობით აამეტყველოს კაცი თუ ქალი პერსონაჟი სხვადასხვა კილოთი და მანერით და ეს მეტყველება იყოს პირველ, მესამე და მეორე პირშიც კი. ასევე, თხრობის ფორმად გამოყენებული აქვს სტატიის, წერილის, პიესის, დღიურისა და ინტერნეტბლოგის სახე. ამდენნაირი ექსპერიმენტის მიუხედავად, წიგნი მაინც სავსეა ყოველმხრივ საინტერესო გმირებით, რომელთან ერთადაც უყოყმანოდ ითამაშებთ ბანქოს დაუსრულებლად, მოუსმენთ აკრძალულ სადარდო სიმღერებს ზღვის პირას და შეიყვარებთ იმას, ვისი შეყვარებაც უსიტყვოდ აგიკრძალეს.
მოკლედ, ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გამოგონილი ადგილი ისე გაჯადოვებს, რომ დიდი სიამოვნებით გადაცხოვრდებოდი შავ ზღვის ამ სამ 'წმინდა იმედზე'.
Profile Image for Nika Meleksishvili.
99 reviews10 followers
August 16, 2024
ალბათ, ყოველ სამშობლოზე გულშემატკივარ ქართველს უფიქრია (და თუ არ უფიქრია, გონში მაინც გაკრთომია მიამიტური აზრი), რა იქნებოდა, უგულვებელგვეყო (ან რაც უფრო გვეხერხება - ჩვენზე მოგვერგო) სამყაროს ყველა არსებული კანონი, აგვეღო ეს წალკოტი საქართველო და რაღაცნაირად შეგვეცურა ზღვაში, ჩვენი საყვარელი მეზობლებისგან ოდნავ მოშორებით. დაახლოებით ამ პროექტის აკა მორჩილაძისეული განხორციელებაა სანტა ესპერანსა - ისტორიულ კონტექსტში ჩასმული გამოგონილი მიწა, უშრეტი ფანტაზიით და ჯადოსნური მშვენიერებით გაწყობილი გემოვნებიან ქარგაზე. ისტორიული ალეგორიებით დატვირთული და ლიტერატურული ალუზიებით შეკმაზული ამბავი იმაზე, რომ მაინც ასეთივენი ვიქნებოდით - მაინც “ყურესა ამა ქუეყანისასა” დასახლებულ დასავლურ-აღმოსავლურ დივნად ვიქცეოდით, მაინც ხან ოსმალო ჩაგვიგდებდა ხელში და ხან ინგლისი (თუ რუსეთი არა), მაინც დავკარგავდით მთელ რიგ ღირსებებს (თუმცა სხვა ნაწილს შემოვინახავდით), მაინც დავეხარბებოდით ძალაუფლებას და სიმდიდრეს, მაინც ვერასდროს გავერთიანდებოდით და თუ გავერთიანდებოდით - ისიც მოჩვენებითად, მაინც ავტეხდით არავისთვის საჭირო, ყოვლად უაზრო ძმათა მკვლელ ომს და დარჩებოდა ერთადერთი გზა - გაქცევა (ინტი). არადა, ისეთი მაგრები ვართ, წინდაწინ ვიცით ხოლმე, რა და როგორ მოხდება, მაგრამ, მიუხედავად ამ ანგარიშისა, ბანქოს ჩვენდა სასარგებლოდ მაინც ვერ ვმართავთ. “სანტა ესპერანსამ”მაგრძნობინა თავი საქართველოში ტურისტად ჩამოსულ ევროპელად - რამდენადაც ნაცნობი იყო, იმდენადვე ეგზოტიკური, ამიტომაც ყველას, ვინც მზადაა, საკუთარი “ობოლე” სამშობლოს წარსულ-აწმყოზე დაფიქრდეს, სანამ მის ფუნქციებს ჩაუღრმავდება, ვურჩევ, ეს წიგნი გადაშალოს.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
February 28, 2019
მიუხედავად ნაკლოვანებებისა, მიუხედავად ცოტა გაწელილობის, მიუხედავად ზედმეტად აშკარა ექსპერიმენტისა და ასევე ზომის გამო რაღაცა უზუსტესობებისა - მაინც ძალიან კარგია.

იდეა ხომ საერთოდ ძალიან მაგარია, ძალიან! მაგრამ შესრულება ცოტა ქაოტურია, ლოგიკური ჯაჭვები ვერაა მყარი, მაგრამ მაინც საოცარი ფანტაზიის სამყაროა, სადაც "რეალობა" ისეა ჩახლართული ფიქციასთან, რომ განსხვავება ძალიან ძნელია. მომეწონა, რომ არცერთ უკიდურესობაში არ გადადის მორჩილაძე - არც ზედმეტად ქართულ-პატრიოტულია, არც ზედმეტად ევროპულ-ლიბერალური. თითქოს აი მართლა რომ არსებობდეს მასეთი კუნძულები, ზუსტად მასეთი საზოგადოება და ზუსტად მასეთი სოციალური კავშირები იქნებოდა. ვიღაცას ეწერა პიუზოს ნათლიას გავსო, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ - ერთ (სამ) პატარა კუნძულზე ქართველები, იტალიელები და თურქები - რა თქმა უნდა მაფიოზობანას თამაში დაიწყება ადრე თუ გვიან :)

მაგრამ, იმ ზე-აღტაცებასაც ვერ დავეთანხმები, რომელიც გამოსვლისას გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში - რო აი მორჩილაზე ამ წიგნით ისევე გაუკვალავს გზას ქართულ მწერლობას ევროპაში, როგორც ფამუკმა გაუკვალა თურქ მწერლებსო. ჯერ ფამუკმა არ ვიცი თავისი თავის გარდა ვის გაუკვალა გზა, მაგრამ ამ წიგნმა ის ნაღდად ვერ შეძლო, რაც უმანკოების მუზეუმმა... და მგონი ძალიანაც კარგი - იმიტომ, რომ რა გასაკვირია - მართლა მაგარი წიგნი მასებისთვის პოპულარული ნუ ვერ გახდება ასე სწრაფად. ან სუსტი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, ან დრო უნდა გავიდეს, ნელ-ნელა მოიპოვოს პოპულარობა და მერე უკვე გახდეს მასებისთვის იმ დონეზე პოპულარული, რომ უბრალოდ იმიტომ წაიკითხონ, რომ წაკითხული მაქო იმით იმარიაჟონ. მაგრამ, ეს ეხლა სხვაგან წავედი.

კარგია წიგნია მოკლედ და რაღაც spin-off-იც არსებობს თურმე და იმასაც წავიკითხავ.
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
June 18, 2023
რატომ მიყვარს აკა მორჩილაძე? (Nobody in the whole universe. Me: აა, თქვენ გაინტერესებთ, რატომ მიყვარს აკა მორჩილაძე? კარგი, ახლავე...).

იმიტომ რომ აკა მორჩილაძეს აქვს რაღაც უზარმაზარი ტომარა, სადაც უყრია სულ ნამდვილი, როგორც იტყვიან ნაღდი მაგრამ ამავდროულად ჯადოსნური, ხელებზე პაწაწუნა თმების ამშლელი ამბები. ჰოდა, მიყვარს მე ამბები, და რა გავაკეთო?! მაგრამ ამბავი ერთია და ამ ტომრიდან როგორ ამოიღებ და მომაწვდი ამბავს მეორე. ესეც რომ იდეალურად გამოსდის ამ კაცს?! ჩემი მოკრძალებული აზრით, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ქართულ ენას ისე ვერავინ ფლობს, როგორც ბატონი აკა. ამის დამსახურებაა სწორედ რომ მისი წიგნების კითხვა ერთი სიამოვნებაა. მაგრამ გადავდოთ გვერდით სხვა წიგნები, სანტა ესპერანსაზე ვსაუბრობ ახლა.

წარმოიდგინეთ, ეს წიგნი არის რაღაც უზარმაზარი სამყარო, სადაც უხვადაა სწორედ ის რის გამოც ყველაზე მეტად მიყვარს ეს კაცი: უამრავი ამბავი და უამრავი ენა. ამხელა მასშტაბის წიგნი წარმოუდგენელია. აქ არის ძალიან ბევრი პერსონაჟი, თავიანთი ისტორიებით, გვარები, წიგნები, ხალხები, სიყვარული, სიძულვილი, ომი, მშვიდობა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, დასავლეთი, აღმოსავლეთი... არ ვიცი, მართლა წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის წიგნია! როგორც წესი, ამხელა მასშტაბის წიგნს რაღაც მომენტებში აქვს ცოტათი გაწელილობისა ან over-ის შეგრძებაც, თუმცა თვალშისაცემად არა. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ თითქოს „პაწაზე“ სიამაყის შეგრძნებას ვგრძნობ, რომ ეს წიგნი სულ ახლახანს დაიწერა ჩვენს ლიტერატურაში…

პ.ს. ტელეფონი სავსე მაქვს სანდრო და კოსტას წერილების ფოტოებით ❤️ .
Profile Image for Alexander Günther.
Author 7 books5 followers
March 31, 2017
Es handelt sich um einen historischen Roman, welcher das fiktive Inselreich “Santa Esperanza” im Schwarzen Meer zum Thema hat. Diese Inseln liegen irgendwo zwischen Georgien und der Türkei und wurden im Laufe der Jahrhunderte von den verschiedensten Völkern besucht und geprägt. Diese bunte und verworrene Geschichte, die mit leichter Hand Kaukasus und mediterrane Kultur miteinander verwebt und schließlich im Chaos und Bürgerkrieg der Gegenwart endet, ist ein lesenswerter Einstieg in eine fabulierfreudige, freundliche und absurde literarische Welt, die der realen Welt in unzähligen Details gleicht. Wir fassen zusammen: Vielleicht ein Glückstreffer, aber auch in Sachen Lektüre weiß Georgien zu überzeugen!

http://vivaperipheria.de/frisch-geles...
Profile Image for Nutzzza.
42 reviews1 follower
December 11, 2024
რაღაც ძალიან ქართულის შეგრძნება რომ მინდა,
ყოველთვის აკას ვკითხულობ.

ამაზე ქართული და თან არაქართული რამე თუ დაუწერია, ჯერ არ ვიცი.
Profile Image for KYH.
121 reviews2 followers
June 19, 2019
Zum Kauf inspiriert hat mich an diesem - noch ungelesenen - Buch der folgende Klappentext:
Die 36 Hefte lassen sich in unzähligen Kombinationen lesen, die auf unterschiedliche Weise durch das malerische Insel-Universum führen.

Es geht auf die imaginären Santa-Esperanza-Inseln im Schwarzen Meer. Aus unzähligen Fragmenten, Liebesgeschichten, Flaschenpost, Märchen, Mythen und Sagen, uralten Chroniken, aber auch E-Mails und Zeitungsartikeln entsteht ein Kosmos, in dem der Leser sich frei bewegen kann

Diese Ausgabe ist, wie auch das Bild zeigt, diesem Puzzel-Lesen besonders angepasst.
Satt einem 850 Seiten dicken Buch erhält man einen Filzschuber mit je 9 Heften in 4 Farben. "Morchiladze schlägt 16 Lesarten vor und fügt hinzu, man könne sie auch einfach durcheinander lesen."

Ich bin schon sehr gespannt!
Profile Image for Giorgi Javakhishvili.
23 reviews12 followers
May 28, 2020
ასეთი რომანი უახლეს საქართველოს არ ახსოვს. ყოველი წაკითხვის შემდეგ ვრწმუნდები რომ სანტა ესპერანსა არის აკას Magnum Opus და ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა.
Profile Image for მწვანე კოღო.
127 reviews10 followers
January 19, 2025
მოკლედ მოყოლა ალბათ გამიჭირდება, თუმცა, ვეცდები.

პირველად ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ წავიკითხე - ზუსტად არ მახსოვს და ვერ ვიტყვი. მაგრამ მაშინ ქართველი თანამედროვე მწერლების პერიოდი მქონდა და ზუსტად მაშინ შევიყვარე აკა მორჩილაძე.

ზუსტად მაშინ გავიგე, რომ ამ წიგნის პირველი გამოცემა, თურმე, რვეულებად ყოფილა - მას შემდეგ ბევრი ვეძებე და ვერსად ვიპოვე რვეულებიანი ვერსია, სანამ შარშან ახალი ტირაჟი არ გამოვიდა.

პირდაპირ ვიტყვი - ერთ წიგნად ამის წაკითხვა და რვეულებად წაკითხვა სულ სხვა გამოცდილება ყოფილა.

არის რაღაცები, რაც დიდად არ მეპიტნავა - ოდნავ გაწელილობა, მიფუჩეჩებულისმსგავსი დასასრული, ზოგი პერსონაჟის ზედაპირულობა.

თუმცა, კარგზე უფრო მინდა ახლა საუბარი, ვიდრე იმაზე, რა არ მომეწონა.

პირველ რიგში, ვიტყვი რომ თანამედროვე ქართულ მწერლობაში, მე არ წამიკითხავს რამე ამაზე უკეთესი (ეს, რა თქმა უნდა, სუბიექტურია).

ინტი - ეს ბორდგეიმი რომ არ არსებობს, დანაშაულია.

სანტა ესპერანსა - ის, რომ ეს იდეა ბევრი ადამიანის გონებაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩენილა, კი ვიცით - „საქართველოს გაცურების”. ეს არის ძალიან კარგად შექმნილი სამყარო, სამი კუნძული, მათი განაწილება, მათი კავშირები, მათი ისტორია და რაც მთავარია, მათი ურთიერთობა ერთმანეთთან და სხვებთან. ზუსტად ვიცი, როგორ ვითამაშებდი ინტს (ალბათ ძალიან ცუდად და ვიქნებოდი თავდამსხმელებს შორის), როგორ დავჯდებოდი ბასილას ჩიბუხში ყავის დასალევად და როგორ ვივლიდი ყალიონ სტრიტზე (ბუნგალოლენდში და ტურისტულებში არ მინდა).

საგვარეულოები, გვარები და წოდებები, ქონება და გავლენა - სერიალიც რომ გადასაღებია, ესეც ფაქტია (სანდრო და კოსტასთვის ნეტფლიქსმა რომ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება გამოიმეტოს).

სადარდოები და მოდარდე ქალები - უკომენტაროდ.

ჩემთვის, ეს არის წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად ავტორის ფანტაზიაზე მეუბნება. შემდეგ კი, ყველაფერ დანარჩენზე - სიმბოლოებზე, მონატრებაზე, სიყვარულზე, სიძულვილზე, მეგობრობაზე, მტრობაზე, წარსულსა და მომავალზე.
Profile Image for Lily Saladze.
50 reviews3 followers
September 8, 2021
საოცარი ამბებით, პერსონაჟებითა და ლეგენდებით სავსე წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ კითხვის პროცესში ბევრი დეტალი მავიწყდებოდა და ამის გამო შესაბამისი "რვეულის" მოძებნა მიწევდა, მაინც ძალიან ვისიამოვნე.
არ ვიცი როგორ უნდა მოახერხო მწერალმა ის, რომ მკითხველს პერსონაჟი დასახელების გარეშე ამოაცნობინო დიალოგში. კაია ვისრამიანი ძალიან მივამგვანე სერსეი ლანისტერს და საერთოდ ამ წიგნის კითხვისას ყველაზე ხშირად სამეფო კარის თამაშებზე მეფიქრებოდა. თამაშიც, ინტი, მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამაგიდო თამაში იქნებოდა.
მოდარდე ქალების სიმღერა ნეტავ ყველაზე მეტად რომელ სიმღერას ჰგავს?
Profile Image for Sandro.
13 reviews1 follower
March 7, 2024
იმედები გამიცრუა. საქართველოს ისტორიის ასეთი უსუსური გადმოცემა, ასეთი ზოგადი მიმოხილვა დამაბნეველი და სავალალოა. რომანს აკლია სიღრმისეული განხილვა. კითხვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სანტა-სიტის ზემოდან დავცქეროდი, ვერ ვგრძნობდი, რომ ამ ქალაქის მოქალაქე ვიყავი, ვერ დავამყარე კავშირი პერსონაჟებთან და ვერ გავიზიარე მათი ტკივილი თუ სიხარული. უკეთესი იქნებოდა, ერთ ან ორ პერსონაჟზე კონცენტრირება და არა საგის სტილში თხრობა.
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
April 12, 2021
300 გვერდის იქით ვეღარ გავქაჩე... ვიცი, მეთვითონ შოკში ვარ, მაგრამ ესეთი უინტერესო და უსულგულო არაფერი წამიკითხავს. მორჩილაძეზე ამ სიტყვებს როგორც ვწერ :დ დრამა იდგმება. რატომ იწვალა საერთოდ ამდენი ვერ გავიგე მართლა, დიდი ტანჯვა და წვალება. შეიძლება სხვა დროს მივუბრუნდე?..
Profile Image for Nino Chikviladze.
105 reviews1 follower
September 5, 2025
ძალიან overrated არის ჩემთვის.
დიდი ქაოსის და აურზაურის განწყობა დამიტოვა, ოღონდ ეს ქაოსი არ იყო სასიამოვნო.
უფრო აჯაფსანდალი იყო... ცუდად გაკეთებული უგემური აჯაფსანდალი.

ზოგადად აკას სტილი არ არის ჩემი... მიდებ-მოდება... იმ მთისა ამ ბარისა... ჩამოუყალიბებელი პერსონაჟები...

მოკლედ რა...
Profile Image for Kristina.
269 reviews9 followers
March 16, 2021
ძალიან გამეწელა კითხვა და ფინალითაც ვერ მოვიხიბლე, მაგრამ იყო ბევრი ჯადოსნური მომენტი. მეორედ წასაკითხი და გასააზრებელი წიგნია.
Profile Image for Gocha Gabodze.
4 reviews1 follower
June 14, 2022
სანტა ესპერანსა ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება. ამბავი უცხო და საინტერესოა. თხრობის სტილი გამორჩეული.
Profile Image for Tatia Kobidze.
93 reviews3 followers
December 10, 2023
რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ხელახლა მიყვარდება. სანდრო და კოსტას სალომეასთვის მიწერილი ბოლო წერილი ცალკე ამბავია და საუკეთესო სასიყვარულო წერილების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. 🥰
Profile Image for Teona.
100 reviews6 followers
April 29, 2016
რატომღაც შევამჩნიე (თუმცა შეიძლება მომეჩვენა) პიუზოს "ნათლიის" გავლენა, ეს ტრივიალური იტალიურ-მოქართულო ვენდეტები, დიალოგები და საპნის ოპერის სცენები ძალიან მეზედმეტა და არ მომეწონა. ორ ვარსკვლავს კი ვუწერ ავტორის იუმორს და საოცარ, გემრიელ სიტყვაუხვობას და მჭევრმეტყველებას. ასევე ფანტაზიას, რომლითაც სასიამოვნოდ არის გაჯერებული წიგნში რამდენიმე ეპიზოდი, მონიკა უსოს წითელი ფეხსაცმელები, რომელიც შიშს ამარცხებს, მოდარდე ქალების ეპიზოდი, ზოგადად კუნძულის გარკვეული ტრადიციები და კიდევ სხვა. იუმორს რაც შეეხება რაღაცებზე ბევრი ვიცინე, თუნდაც ამაზე:
"ამ კაცს ვალოდია ნებიერიძე ერქვა. სვამდა საკმაოდ და კამპანიის გარეშე, ჰქონდა ერთი დიდი პორტფელი, რომელსაც ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე სულ თან დაატარებდა ქალაქ თბილისი ქუჩებში და გამოზრდოდამოჩეჩილი, გრძელი წვერი, რაც დიდი იშვიათობა გახლდათიმ დროის საბჭოთა საქართველოში, ვინაიდან კომუნისტურ საზოგადოებაში წვერს გლოვის, წინააღმდეგობის ან ღვთის მორწმუნეობის ნიშნად თვლიდნენ და საიდუმლო პოლიციაც მეტის ყურადღებით ათვალიერებდა წვერიანთა ცხოვრების ფურცლებს. ამიტომ წვერი არავის ჰქონდა. წვერიანად ასატანი იყო მღვდელი (თუ ჩუმად იყო), მხატვარი (თუ ის ახალგაზრდა გახლდათ) და არქეოლოგი (ისიც 70-იანი წლების შუახანებიდან და ისიც მხოლოდ ზაფხულში, როცა საველე სამუშაოები წარიმართებოდა)."
Profile Image for Ezekia.
204 reviews9 followers
February 5, 2019

"ყოველთვის ვცდილობდი ქალაქი გამომეგონა და უკვე გამოგონილი კი ყოფილიყო".(აკა მორჩილაძე. "სანტა ესპერანსა")

მინდა აქ! ♥️
Displaying 1 - 20 of 20 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.