Zaza Burchuladze (Georgian: ზაზა ბურჭულაძე) (born 9 September 1973 in Tbilisi, Georgia) is a contemporary postmodern Georgian writer and dramatist.
Zaza Burchuladze graduated the monumental and ornamental painting department of Tbilisi State Academy of Arts. Since 1998 he has been publishing his stories in Georgian newspapers and magazines such as “Arili” (Sun beam), “Alternative”, “Anabechdi” (Fingerprint), “Hot Chocolate”, “Playboy Georgia”, etc. Until 2001 published his works under a pen-name of Gregor Zamza (Zamza is the hero of Franz Kafka's story "The Metamorphosis"). Translated into Georgian books of Dostoevski, Sorokin, Elizarov, Bitov. In 2007 starred in “Jako’s boarders”, film based on Mikhail Javakhishvili’s story of the same name.
სრული ქაოსი და აბდაუბდა. სიუჟეტის თხრობის გარდა ყველაფერს მოედო და თან სიუჟეტიც ეს გახდა. უფრო სწორად, ფიქრები და შინაგანი ბრძოლებია, და ალაგ-ალაგ, მომენტებში თუ ახსენდებოდა, რომ წიგნს წერდა. მარტო იმ ირონიულ ფაქტზე გამეღიმა, რომ თბილისში უკვე იმდენი მეგრელია სიუჟეტში ნახსენები რომ არ იყოს თბილისის ქუჩები და უბნები, ეგრევე იფიქრებდა გამოუცდელი მკითხველი, რომ თხრობა სადღაც მეგრულ სოფელში მიმდინარეობს. ამაზე გამეღიმა და ისე დიდი ვერაფერი, მართლა მენტალური მასტურბაციაა და აზრთა ნთხევა.
ზაზა ბურჭულაძის “ვარდის სურნელამდელი” წიგნები მაგონებს ხელის გავარჯიშებას, ბავშვობაში ასოების გამოწერა რომ ერქვა; ანდაც თინეიჯერს, როგორიც ყველა ვყოფილვართ და რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს სხვათა ყურადღების მისაქცევად. “მინერალური ჯაზიც” თინეიჯერივით მკივანა და ბევრისთვის ნერვების მომშლელი ენითაა დაწერილი.
რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგე, რომ სასკოლო პროგრამაში ჰაგიოგრაფიის ჩანაცვლებას თანამედროვე ქართული ლიტერატურით აპირებენ და ვფიქრობდი, 14-15 წლის ბავშვს რომ პირობითად ზაზა ბურჭულაძის ნაწერების გარჩევა მოსთხოვონ, განა შუშანიკის წამებაზე მეტად არ ერთულება?
3 დღის წინ წავიკითხე და ჯერაც ვერ გამირკვევია ეს წიგნი შედევრია თუ ტრეში! :D ფაქტია, ასეთი დახვეწილი და ოსტატური თანამედროვე(!) სამწერლო ენა 21-ე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში არცერთ წიგნში არ შემხვედრია.
ლიტერატურული ხულიგნობაა ეს წიგნი, კითხვის დაწყებამდე რომანი გგონია და ნძრევა აღმოჩნდება. ნუ ეს ერთადერთი დასაფასებელი რამაა მგონი ავტორის ამ წიგნისთვის, ამიტომ +1 ვარსკვლავი.
რაღაცნაირი ტექსტია, პირველი აბზაცისა და თავის წაკითხვისას, უფრო საოცარი ენისა და თხრობის გამოისობით, გგონია, რომ მთლად ფლენ ო'ბრაიენისა და იტალო კავლინოს თუ არა, ჯულიან ბარნსის კალიბრის პოსტმოდერნისტი მწერალი მაინც გაჩითე. მერე იწყება დაუსრულებელი ესეისტურ-თეორიული რეფლექსიების ნაკადი, სიუჟეტი სადღაც ქრება და მთელ ნარატიულ სივრცეს პაროდიების და რემინისცენციები იკავებს, ენაც სულ უფრო ემსგავსება რაბლეს ქართულ თარგმანს და ის პირველი შთაბეჭდილებებიც ნელ-ნელა ხელიდანაც გისხლტება. ბოლო გვერდებისკენ მოწყენილობისგან ჩათვლემილს თითქოს ისევ გაფხიზლებენ, ოღონდ ეგ გამოფხიზლებაც ცოტა დაგვიანებულია, თითქოს უფრო ადრეც შეიძლებოდა.
მოკლედ, სამი ვარსკვლავიდან ერთი დასაწყისს, ორი კი - ენას.
პირველად წავიკითხე ბურჭულაძე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ კაცს არ უნდა, რომ მოსწონდნენ, არც თავისი წიგნი უნდა, რომ ვინმემ კარგ წიგნად აღიაროს, სამაგიეროდ არ ერიდება საკუთარი ცოდნის გამოვლინებას, ოღონდ ეს მეტიჩრობაში არ გადასდის და ამ ყველაფერს ძალიან დალაგებული, კოხტად დაწყობილი მხატვრული ენით ახერხებს, რისი მთავარი მიზეზიც ის მგონია, რომ ავტორი აშკარად თანაბრად აფასებს ტრადიციულ ქართულ წეს-ჩვეულებებსაც და თანამედროვე ყოფის ზედმიწევნით ზუსტად აღწერაც კარგად გამოსდის.
კი, სიუჟეტი აბდა-უბდაა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხაზს უსვამს მთავარი გმირის საკითს, გმირები ამ წიგნს მაინც აკლია, რის გამოც ისე დავამთავრე კითხვა, რომ ვერ გავიგე რა უნდოდა, ან რას ცდილობდა ავტორი. მიუხედავად ამისა, ადგილ-ადგილ ისეთი კარგი მომენტები აქვს დაჭერილი, რომ ფიქრობ - ამ კაცს რომ გულით სურდეს მკითხველს თავი შეაყვაროს და არ ინდომებდეს ყველასგან განსხვავებულობას, ნეტავ მაშინ რას დაწერდაო.
მოკლედ, თავის ჟანრში ალბათ ყველაფერი წესრიგში აქვს, ქართული რადგან არის და თან თანამედროვე, მეტს რომ ვითხოვთ, ესეც გასაგებია, სიუჟეტი რომ გაურკვეველია, პერსონაჟების მიზნები და მოტივცები გაუგებარი რომ არის, ესეც აშკარაა, მაგრამ მთელ ამ აბდა-უბდაში საბოლოოდ მაინც ის შთაბეჭდილება გრჩება, რომ გავა წლები და ოდნავ უფრო დაბერებული, დანაოჭებული და დაბრძენებული, აუცილებლად გადმოიღებ და ხელახლა გადაიკითხავ ამ წიგნს, რომელმაც თავის დროზე ყველაფერი ბოლომდე ვერ გაგაგებინა.