Lasha Bugadze (Geogian: ლაშა ბუღაძე), born in Tbilisi in 1977 is a Georgian novelist and playwright. He graduated from I. Nikoladze Art College and Shota Rustaveli Theatre and Film Georgian State University, the Faculty of Drama and Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Art. He is the author of numerous novels and of plays that have been performed in many European cities. His works have been translated into French and English. Bugadze focuses his critical and ironic attention on inter-generational relationships and describes situations in which people fall victim to their prejudices, rigid ideas or stereotypes. He won the Russia and Caucasus Region category of the BBC International Radio Playwriting Competition in 2007 and one of the two top prizes in 2011 for his play The Navigator. Bugadze is a writer and presenter of literary programs broadcast on radio and TV by the Georgian public broadcaster. He is also a gifted cartoonist. He lives and works in Tbilisi.
საცოდაობაა, ამ წიგნს რომ ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს აქ. არადა ძალიან სასაცილო რამეა. ერთია, რომ სკოლის პერიოდის საყოველთაო სიშტერისა და 90-იანების სისასტიკის ნაზავით გროტესკულ კარნავალს ქმნის, იქვე გენდერული როლების თამაშები და თბილისური ელიტიზმის გულისრევაც სულ ნედლადაა აღწერილი ზუსტად იმ ასაკში, როცა ამ ყველაფრის დასწავლა ხდება და მერე უკვე ზრდასრულობაში უმეტესობისთვის განუყოფელია კიდეც.
ნინჩო არის ჩემი TOP პერსონაჟი!
"ნინჩო ახირებული გოგონა გახლდათ. სძულდა ისეთი ბიჭები, რომელნიც სახლში თავად იღებდნენ ყურმილს. და, რასაკვირველია, სძულდა ისეთი ბიჭებიც, რომელნიც სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდნენ. აი, პროსტაო, ამბობდა, ძაან ლამაზი რო იყოსო, ძაან კაი ტიპიო, მაგრა რო მომეწონოსო, მაგრამ რო დავინახო, რო სახლში მარშუტკით მიდის, დედა მომიკვდეს, თუ არ შემზიზღდესო".
კარგი საკითხავი სატირაა სკოლის პერიოდზე და მიუხედავად იმისა, რომ 15 წელი გავიდა, მეეჭვება არსობრივად რამე შეცვლილიყო. ასევე მომწონს ბუღაძის მზაკვრული დამოკიდებულება საკუთარი პერსონაჟების მიმართ და გაკილვა განურჩევლად ასაკისა, სქესისა, რასისა და პირველხარისხოვან-მეორეხარისხოვნობისა. დასასრული უკეთესი შეიძლებოდა, რაც ამ რევიუზეც თამამად შეიძლება ითქვას.
კითხვის დაწყებისას გგონია, რომ სრულ უაზრობას კითხულობ, რაც რაღაც მხრივ მართალიცაა, უბრალოდ დაახლოებით 25 გვერდის წაკითხვის მერე ხვდები, რომ თუ სხვანაირი კუთხით შეხედავ ნაწარმოებს ბევრ რამეზე გულიანად გაგეცინება. დასასრულმა მეც გამიცრუა იმედი, თუმცა საბოლოო ჯამში ჩემთვის სასურველი ენდგეიმის ალტერნატივული ვარიანტის ხსნებითაც კმაყოფილი დავრჩი.
აი, პროსტააა, ეს რა იყოო... დედა მომიკვდეს, იმდენი ვიცინე, რო რავი... აუ, აი, ბუღაძე, მაგარი საყვარელი ხარ, რაა!"
ამას ნინჩო იტყოდა :დ
ჩემი აზრით, მომეწონა :დ მეც ბევრი ვიცინე, აი, შეუძლებელია ზოგ რამეზე არ გაგეცინოს გემრიელად. ეს წიგნი ზუსტად ისევე წავიკითხე, აი, 11-12 წლის ასაკში რომ ვკითხულობდი "სარკის" რუბრიკებს ქალებისა და თინეიჯერების პრობლემებზე :დ სიუჟეტი არაა ამაღელვებელი, უბრალოდ ძალიან ახლოა ეს ყვრლაფერი რეალობასთან და ბუღაძეს ყოჩაღ, პირველი წიგნია მისი ავტორობით რაც წავიკითხე და უკვე კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა.
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. აი დავჯექი და არ ავმდგარვარ. ზუსტად 3 საათში. იმდენად გამართო, რომ რავიცი, made my day ! აღმოჩენებიც მყავს, აი მაგალითად ბუტია ნუციკო და სექსოლოგიის მასწავლებელი - 70 წლის ყოფილი რელიგიის ლექტორი ვლადიმერ დოჩია. კიდევ, მორწმუნე პოპვარსკვლავი - ჯამბულა და კიდევ სცენები, აი მამაო კლუბში რომ იჩითება და ნადრიკუჩა სამოთხის კარიბჭესთან რომ ჩაცუცქულა და რა უბნრლი ხარო, სულებს რომ ეკითხება :დ
რაღაცნაირად გურამ მაცხონაშვილის "გლდანს" შევადარე, მაგრამ ის უფრო ტრაგიკულია, ეს წმინდა სარკაზმი და ირონია იყო. ეს უკანასკნელი სტილი უფრო მიზიდავს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ "გლდანი" უფრო სუბიექტურად "მეახლოვა". 5 ვარსკვლავი ჰომ არასდროს იწერება ობიექტურად, 4-ისგან განსხვავებით :)
ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ვიცინე ამ წიგნის კითხვისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს რომანი საქართველოს უახლოესი წარსულის საკმაოდ ბნელ მხარეს წარმოაჩენს და მასში აღწერილი მოვლენები ნამდვილად არ არის სასაცილო და საამაყო, იმდენად დიდი დოზითაა სარკაზმი, რომ შეუძლებელია ძალიან ბევრმა ფრაზამ ან შემთხვევამ გულიანად არ გაცინოს ( ან თავად პერსონაჟმაც, მაგალითად ნუციკო ჩემთვის აღმოჩენა იყო და ყველაზე საყვარელი პერსონაჟია საკუთარი "მონო-დიალოგებით") რომანს არც ამაღელვებელი ან ეპატაჟური დასასრული არ აქვს, მაგრამ ესეც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეალობა სულ სხვანაირია. ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ზღაპარში.
როგორც აწ უკვე აბიტურიენტი და ბოლო ზარის მოლოდინში მყოფი დაბნეული ქართველი ახალგაზრდა, მიხარია რომ ყოველი თაობა განსხვავდება ერთმანეთისგან, ჩემთვის ყველა სიუჟეტი ნაცნობი იყო მაგრამ მაინც ვერ ვაიგივებდი ჩემი თაობის თინეიჯერებთან , ჩვენ ხომ კაი ტიპობის და სვეცკობის თავი არ გვაქვს- უბრალოდ დეპრესიულები ვართ. მიხარია რომ წიგნში გაქილიკებული ჩვევების და ქცევების ნახევარი მაინც აღმოიფხვრა (ან მე ვცხოვრობ პლასმასის ბუშტში და აზრზე არ ვარ გარეთ რა ხდება). ძალიან სახალისო წიგნია და გირჩევთ წაკითხვას, ქართული 2000-იანების რეალობის შესაცნობად მაინც.
ავტორი ირონიულად მშვენივრად აღწერს სკოლის პერიოდის დროს, თინეიჯერების ურთიერთობები და გრძნობები, 90 იანების შავბნელ ქართულ რეალობას. გოგონები "აფრენდნენ" კაი ბიჭებზე (რაც დიდად არ შეცვლილა ათწლეულების მერეც) და დემურის ნაირი ბიჭები ცდილობდნენ კაი ბიჭობას და ქუჩაში ფურთხის გუბეების დაყენებას, რათა ეს გოგონები მოეხიბლათ. მთლიანი წიგნი სატირაა ამ რეალობის.
პირადად მე, როგორც თინეიჯერს მომეწონა წიგნი, სასიამოვნო წასაკითხი იყო, თანაც სკოლის ბოლო წელი მაქვს და უფრო გავაიგივე ჩემი რეალობა წიგნთან ამ მხრივ, ასევე გავაიგივე თინეიჯერული ურთიერთობის თემებიც რაც მსგავსად ხდება ამ დროსაც, როცა გოგონები (უმეტესობა) ისევ იხიბლებიან კაი ბიჭებით და ზედაც არ უყურებენ დემურის ნაირ "ლუზერებს".
ახლო წარსულის და ქართული თინეიჯერული ამბების შესაცნობად ღირს წაკითხვად.
წიგნი თინეიჯერების გარკვეულ კატეგორიას აღწერს, რომელიც მთელ მსოფლიოშია მოდებული. კერძოდ, დებილი გოგოები, რომლებსაც კრიმინალი და უხეში ბიჭები მოსწონთ, სულელი ბიჭები, რომლებიც კრიმინალობაზე ოცნებობენ და ერთი შეხედვით ჭკვიანი და წესიერი ბიჭები, რომლებიც საბოლოოდ ისეთივე სულელები აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან 24 საათი სულელ გოგოებს დასდევენ. ბუღაძე ამ ყველასათვის ნაცნობ ტიპაჟებს თბილისური სპეციფიკით გვიხატავს. ამას ემატება ჩვენი ტაქსისტების ისტორიები და სხვა ნაცნობი დეტალები. მაგაილთად, მუსიკაზე სიარული :) პ.ს.: მხოლოდ უღიმღამო ფინალმა გამიცრუა იმედი.
კარგი იუმორით დაწერილი ნაწარმოებია 16-17 წლის მოზარდების ცხოვრებაზე. ძალიან ტიპური მომენტებია დაჭერილი და ამის გამო, ხალისით წავიკითხე.. ახლა, მგონი, შეცვლილია ბევრი რაღაც, რაც იმდროინდელ გოგო-ბიჭობას ახასიათებდა :) თუმცა, ალბათ, მომავალ თაობებსაც უნდა გამოუჩნდეთ თავიანთი ლაშა ბუღაძე...
უკეთეს დასასრულს ველოდი,მაგრამ მთლიანობაში არ იყო ცუდი წიგნი,სასაცილო და ამასთანავე სატირალ ამბებს გვიყვება ავტორი. დროის გასაყვანად კარგი ვარიანტია...
ძალიან სევდიანი წიგნია, პირქუში ამბით, რომელიც თითქოს იუმორითაა მოთხრობილი, მაგრამ გამუდმებული ხუმრობის მცდელობების მიუხედავად, არაფერია, რაზეც თუნდაც წამიერად გაგეღიმება. გაღეზიანებული ვკითხულობდი და ეს იყო კიდეც ალბათ ავტორის მიზანი. უნდა გაგაღეზიანოს იმ სიბრიყვემ, რისი მსხვერპლიც პერსონაჟები არიან. არანაირი თანაგრძნობა ან სიმპათია, აქ არავინაა, ვინც ოდნავ მაინც მოგეწონება. მამშვიდებს მხოლოდ ის, რომ ჩემი სკოლა, კლასელები და ჩემო ბოლო ზარი მკვეთრად განსხვავდება აქ აღწერილი რეალობისგან. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კუთხით სადღაც უკან და სიბნელეში ვართ, რამდენიმე ნაბიჯით წინ მაინც წავსულვართ და როგორც საზოგადოებას, რაღაცები გადაგვილახავს.
ტექსტში არაერთი სიმართლე ეწერა, ჩემი აზრით, გამუქებული და გაზვიადებული (რაც აპრობირებული ხერხია სათქმელის მკითხველამდე უკეთ მისატანად და არც ვამტყუვნებ ავტორს), მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ამ რომანმა უნდა გვასწავლოს, ლოცვაა. ყველაზე საჭირო ლოცვა დღეს:
"ღმერთო, დაიფარე თინეიჯერები!". სანამ თინეიჯერები არიან, ჯერ კიდევ არის შანსი მათი გადარჩენის ყველაფრისაგან, რაც ზრდასრულობისას უკურნებელ სენად იქცევა. დაიფარე ისინი იმ ქვეყნისა და საზოგადოებისგან, რომელშიც ცხოვრობენ, თუ შეგიძლია.
რომანი – სარკეა.;D რაღაცით კაცია ადამიანი გამახსენა. ყოჩაღ ბუღაძეს, პირველივე რომანი ასეთი მაგარი რომ დაწერა.. თითქოს ყველაფერი გაშარჟებული და სარკაზმით გაჯერებულია, მაგრამ სამწუხაროდ სიმართლეა. მე მგონია, რომ რომანში არსებული პრობლემები ისეთივე ნამდვილია, როგორიც თუნდაც "თათქარიძეობა". ფაქტიურად ბუღაძე დღევანდელობის ილია გამოდის. ;D