აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
დიდი ხანია წიგნს ყოფა არ უტირებია ჩემთვის და აჰა ამიხდა. არაა პატარა ამბავი პერსონაჟის ფიქრების უთქმელად შეაყვარო მკითხველს იგი მაგრამ ისლამ სულთანოვი რომ ძალიან მიყვარს ცხადია და კიდევ ბესოც მაგარი ტიპია. ამ ბოლოს ყველგან და ყოველთვის ჩემს ქალაქს ვეძებ და მენატრება. როცა აკას ვკითხულობ ქობულეთი დრიმლენდად მესახება და თან ისლამის სიტყვებიც მახსენდება ქირბალში რომ წავიდა საკუთარი სამშობლოს დასაბრუნებლად “ჩვენი წილი საომარი ყოველთვის ჩვენ უკან დგას. მთავარია, გადაწყვიტო.” და კიდევ “ძმას იმიტომ გეძახდი, რომ წესი არ არის, სხვის შვილს შვილი დაუძახო.” და კიდევ “იცით, როგორ ტირიან ქალები ჩვენს ქალაქში და იცით, როგორ უჩუყდებათ გული ბიჭებს, როცა მამა უკვდებათ? ქალები ჩვენს ქალაქში არ ტირიან, ისინი კივიან. ისინი ცხოვრებას ამთავრებენ, როდესაც კაცი უკვდებათ და აღარასდროს იხდიან შავს, თუ, რა თქმა უნდა სიცოცხლის გაგრძელებას აპირებენ.” მეტი არაფერი
ეს წიგნი და მისი მთავარი გმირი არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ისწავლო სიყვარული, ერთგულება, შრომა, ტოლერანტობა და ბევრი სხვა რამ - სწორად. რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა, ქალაქის და ქვეყნის სიყვარული.
ამას ემატება აკას უგემრიელესი თხრობა და ის იშვიათი გამბედაობა, ყველაფერს ქართულს რომ სინზე ალაგებს, მაგრამ არც მავნე ტრადიციაზე თითს არ იშვერს და "ფუ"-ს არ იძახის. პირიქით, ტკბილად ამბობს "ასე იცოდნენ ჩვენთან", მაგრამ თან გაგრძნობინებს, რომ ამაში კარგი არაფერია და ცვილებებიც საჭიროა.
ყველაზე მეტად კი მაინც ის აქვს "მამლუქს" გამორჩეული, რომ ერთი შეხედვით გაცვეთილ ქართულ ისტორიას 90-იანებზე, გარიგებით ქორწინებებზე, ობოლ ნაომარ ბიჭებზე, გაჭირვებასა და თბილისურ-ქუთაისურ ამბებზე, პარალელურად ეპიკურ, ჰეროიკულ სუნელებს უმატებს, ოღონდ ზუსტად იმ პორციით, რაც ეს ამ ამბისთვის არის საჭირო.
საინტერესო ისტორიაა ძველი 90-იანების დროის ფონზე და ერთ უსამშობლო კაცზე.თან რაღაცნაირად მაგიურადაა აღწერილი საქართველო.. დროისა და სივრცის შეგრძნებას კარგავ.
დასავლეთის ამბები, ძალიან ახლო და ნაცნობი იყო, კითხვისას მახსენდებოდა მსგავსი რამდენი შემთხვევა მომესმინა ან თავად მენახა....
სასიამოვნო იყო ჩემთვის წარსული ფრაგემენტების გახსენება, იმ ისტორიების წარმოდგენა რასაც უფროსებს ვთხოვდი მოეყოლათ, იმ დროებაზე რომლის ამსახველ შავ-თეთრ ფოტოებს ვათვალიერებდი ხოლმე ბავშვობაში.
სოფელში ყოფნისას, ჩემი საყვარელი საქმე ძველი ფოტოების თვალიერება და მათზე გამოსახული ადამიანების, მათი ამბების მოსმენა იყო.
ეს წიგნი ზუსტად ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის, ძალიან დიდი ინტერესითა და სევდანარევი სიამოვნებით წავიკითხე.
“ იცით, როგორ ტირიან ქალები ჩვენს ქალაქში და იცით როგორ უჩუყდებათ გული ბიჭებს როცა მამა უკვდბათ? ქალები ჩვენს ქალაქში არ ტირიან, ისინი კივიან. ისინი ცხოვრებას ამთავრებენ, როდესაც კაცი უკვდებათ და აღარასდროს იხდიან შავს, თუ, რა თქმა უნდა სიცოცხლის გაგრძელებას აპირებენ. “ - ახლაც ზუსტად ასეა, ძალიან შინაურული ტექსტია ჩემთვის, ცოტა ხნით ისევ დამაბრუნა წარსულში. 💛
ეს წიგნი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ ემოციური, შთამბეჭდავი რომანის დაწერა ანტაგონისტების გარეშეც არის შესაძლებელი. მით უფრო, რთულია დაწერო ასეთი წიგნი იმ პერიოდზე, როდესაც კარგი კაცი მართლაც სანთლით იყო საძებარი და დაწერო თან ისე, რომ არც მეორეხარისხოვანი, არცთუ წესიერი და პატიოსანი პერსონაჟები გამოჩნდნენ მაინცდამაინც ღვთის პირიდან გადავარდნილები.
ისმაილ სულთანოვი კი მართლა გამორჩეული ადამიანია. ერთდროულად საქმის კაციცაა და სიტყვისაც. ერთი ისაა, რომ მისი სიტყვები იშვიათად ისმის და მხოლოდ სხვათა გადმოცემით ვიცით, რომ ენაც უჭრის. საქმეებს კი უშუალოდ ვხედავთ და მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული სიჭარბე დიდად არც აქაა, მაინც ვხვდებით - ისმაილ სულთანოვი არაფრით ჩამოუვარდება იმ ფილმების გმირებს, რომელთა თავგადასავლების ჩვენებასაც ნახევარზე მეტი ცხოვრება მიუძღვნა.
დღეს მეორე შანსი მივეცი ამ წიგნს,[არ მომეწონა თავის დროზე] მივუბრუნდი (რა მისაბრუნებელი ესაა, სულ 100 გვერდია) თავიდან დავიწყე კითხვა. მერე ამეტირა. არ ვიცი რატომ, იქნებ იმიტომ რომ სულთანა გარდაიცვალა, რომელთან დამეგობრებაც მოვასწარი და როცა ბესოს უთხრეს მისი მკვლელობაზე, მეც ზუსტად ისე ვიკავებდი ცრემლებს როგორც ის. არ ვიცი რატომ ხდება ასე, ისე კი ავტორზე ნაწყენი ვარ. ვერ ვპატიობ რომ ახლა ასე დუმს. ეს წიგნი რომ წავიკითხე, განცდა გამიჩნდა,რომ თავის დროზე ალბათ აკამაც იცოდა რა მოხდებოდა მომავალში და სათქმელი წინასწარ თქვა. [იქნებ სულთანს ჰგავს] სხვაგვარად არ ვიცი როგორ გადავაგორო ეს წყენა, რომელსაც მისი სიჩუმე ამ ვითარებაში იწვევს. არ მინდა მისი პერსონაჟები და წიგნები ჩემი თავიდან გაქრეს, იმის გამო რომ არაფერს ამბობს. რატომ არაფერი აქვს სათქმელი? ის ხო კარგად გამახსენა, რომ ,,ჩვენი წილი საომარი ყოვეთვის ჩვენ უკან დგას"
This entire review has been hidden because of spoilers.
90-იანი წლები, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქს შეფარებული ქირბალის ხანის და იმერელი ბიჭის მეგობრობის საოცარი ამბავი. აღმოსავლური სიდინჯე და დაფიქრებულობა და ჩვენებური, ადათ-წესების და სიფიცხის ნაბადში გამოხვეული კუდაბზიკობა. ძალიან ადამიანური წიგნი, ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რაც თანამედროვე ქართულ მწერლობაში დაწერილა.
თვალს რომ ვერ წყვეტ ისეთი წიგნია. 90-იანი წლების სიბნელე გვეშლება წინ,ის პერიოდი როცა ბედნიერებაც გაეჭვებს, რადგან დაკარგვის გეშინია. ასეთი მძიმე პერიოდია აღწერილი, მაგრამ მაინც სითბოთი იკითხება, რადგან ამდენ ცუდთან ერთად, ყოველთვის არსებობენ კარგი ადამიანებიც, რომლებიც ნუგეშიც არის , მოტივაციაც , სიხარულიც და იმედიც. სწორედ ასეთი იყო ისლამ სულთანოვიც. "ყველა ადამიანს აქვს რაღაც დაფარული და ეს დაფარული შეიძლება ისეთი საოცარი გამოდგეს, რომ მერე ინანო კიდეც, რატომ არ შევამჩნიეო."
"ყველა ადამიანს აქვს რაღცა დაფარული და ეს დაფარული შეიძლება ისეთი საოცარი გამოდგეს, რომ მერე ინანო კიდეც, რატომ არ შევამჩნიეო"
ყოველი გვერდის წაკითხვის შემდეგ ვრწმუნდებოდი, საქმე გადასარევ ამბავთან და წიგნთან მქონდა. და აკას ამბავი რომ ვიცი, ფინალი მთლად გადამდგამდა ჭკუიდან. ისე აგიხდეთ ყველაფერი კაი.
ეს ნაწარმოები ერთდროულად აღწერს იმჟამინდელი საქართველოს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და ადამიანების ბუნების, ბრძოლის, სიყვარულისა და ერთგულების ამბებს. ასევე, ძალიან სასიამოვნოდ არის მასში ასახული ტოლერანტობა. ვფიქრობ, ეს ნაწარმოები ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარულს მოეწონება, განსაკუთრებით კი მათ ვისაც საქართველოს ისტორიული და კულტურული წარსულის შეცნობა სიამოვნებს. I highly recommend this book⭐️