Jump to ratings and reviews
Rate this book

obOle

Rate this book
რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი. ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?

260 pages, Paperback

First published January 1, 2011

33 people are currently reading
535 people want to read

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
255 (45%)
4 stars
179 (31%)
3 stars
98 (17%)
2 stars
23 (4%)
1 star
7 (1%)
Displaying 1 - 30 of 61 reviews
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
May 20, 2018
თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია obOlè.

ეს რომანი ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხე და იმაზე გაცილებით მაგარი ყოფილა ვიდრე მახსოვდა. ვიცი ძაან სნობური განცხადებაა, მაგრამ ჩემთვის ეს რომანი არის ხაზი, რომ ამოიცნო ვის ესმის ლიტერატურის მთავარი სიამტკბილობები და ვის არა. ამ წიგნში თუ ხედავ დასანახს და ზოგჯერ დაუნახავსაც, ესეიგი ლიტერატურა მართლა რაღაცას ნიშნავს შენთვის.

obOlè-ში ერთი ეპიზოდია, მარანში ქვევრს მოხდიან თავს და დაიძახა საქართველომო, წერს ავტორი. მთელ წიგნში ასე იძახის საქართველო. ესაა ალბათ ყვეალზე საუცხოო ილუსტრაცია იმისა, თუ რა ვართ, რა ინერციით მოვდივართ ბოლო ერთი საუკუნეა, რა განაპირობებს ჩვენს ურთიერთობებს, სად დავიკარგეთ და სად ვიპოვეთ თავები. ძაან რთულია ამის დანახვა და ასე გამოტანა გარეთ, უბრალოდ აკა მორჩილაძეს მართლა აქვს ის უპირატესობა, რომ დისტანცირებულია საქართველოში მომხდარი მოვლენებიდან და შეუძლია ეს ყველაფერი გაიაზროს, როგორც კულტურის გარეთ მყოფმა, ასევე მის ცენტრში მდგომმა მწერალმა.

პერსონაჟები ხომ სრულიად გადასარევი. მერე რა, რომ ვიღაცები არ მოგეწონება! ისეთი სახეებია, ყველაფერი ცხადზე ცხადია პერსონაჟის გამოჩენისთანავე. და მერე ეს გმირობის ამბები, მთიან სოფელში აივანზე რომ გადმოდგები გაჯგიმული, ძველ ციხესიმაგრეს გახედავ, თვალებს დახუჭავ და თავს გმირად წარმოიდგენ, მაგ გმირობის ამბები! სულ ფუჭი და არარსებული, მთვრალი კაცების საქართველოს სადღეგრძელოსავით.

და თვითონ ობოლე <3 თოფი - პრინცესა დაიანა. თუ დატენვა არ იცი „ხოკეის კლიუშკა“ არის და მეტი არაფერი. მაგრამ თან ძილში რომ გვერდით მოიწვენ, საბანს გადააფარებ და განა იმიტომ, რომ ბაბუის საწოლზე თოფთან ერთად ჩაძინებული ამაყი ვაჟკაცის იერი გქონდეს?! არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ ხვდები ყველანი ძველი კაჟიანი თოფები რომ ვართ, რომელმაც კაცმა არ იცის ბოლოს როდის გაისროლა და ოდესმე გაისვრის თუ არა კიდეც. ამიტომაც ვართ გამოჭედილები პრინცესა დაიანასა და ხოკეის კლიუშკობას შორის.

ვერაა მარტივი საკითხავი, ზოგჯერ გაყვები ამ ნაკადს და დაიკარგები სადღაც, მაგრამ მთელი რომანი იუმორით სავსეა, გაძეძგილი სოფლის ხუმრობებით, ზოგჯერ რომ სულაც არაა ხუმრობა, მაგრამ მაინც იცინი, ჰოდა ეგ ამსუბუქებს რომანს. დაიწყებ და მერე რა, რომ არაა მარტივი, მაინც მარტივად მიუყვები.
მოკლედ, ბევრს მივედ-მოვედები ამ წიგნზე საუბრისას, როგორც obOlè -შივე ყვებიან ამბავს და როგორც აქ იძახიან, ქართველებმა შორიდან თუ არ მოვუარეთ, გვგონია ისე ვერავის ვერაფერს გავაგონებთო, ეგრე მემართება მეც. ჰოდა, მოკლედ რომ მოვჭრა, ასეთი დიდი რომანი იშვიათად იწერება ჩვენს ქვეყანაში და გადაშალეთ.
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews26 followers
September 7, 2020
მე-11 კლასში რომ ვიყავი სასკოლო ოლიმპიადაზე გავედი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ტექსტის ანალიზში თუ რაღაც მსგავს დავალებაში ნაწყვეტი იყო ამ წიგნიდან მოყვანილი. ნაწყვეტის მიხედვით უნდა გვემსჯელა, თუ სწორად მახსოვს, თავისუფლების საკითხზე, იდაყვებგამოხეული თავისუფლების და იმაზე, რომ ირაკლის თავისუფლება რაღაცნაირად გაექცა, მაშინ, როცა ნიკა ოდითგანვე თავისუფალი იყო. ჩემი ნაწერის, რა თქმა უნდა, ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა იდაყვებგამოხეულ თავისუფლებაზე რომ ვფიქრობდი გაღიმებული კარგა ხანს, ეგ - კი. კიდევ ის მახსოვს, რომ ვწერდი, ძალიანაც თავისუფალია ეს ირაკლი, ჩემი აზრით-მეთქი, რადგან მაშინ მეგონა, ადამიანი თუ წერდა, აპრიორი თავისუფალი იყო, რადგან წერა ღმერთების საქმეა და რაღაცა ეგეთი. მერე, რაღა აღნიშვნას საჭიროებს, რომ გავიზარდე და მივხვდი, რომ წერის უნარი და შესაძლებლობა თავისუფლების გარანტი არაა, მითუმეტეს ღმერთობის. არც კომპოზიტორობაა მაგის საფუძველი და საერთოდაც, თავისუფლება ძალიან კომპლექსური რამეა და ბევრ რამეს მივცემდი ახლა 16 წლის ქრისტინას ნაწერის წაკითხვა რომ შემეძლოს ამ ყველაფერზე.
ჩემი ბრალი არაა ამხელა შესავალი, ქართველებმა ცოტა შორიდან თუ არ მოვუარეთ, ისე რომ არ გამოგვდის, მაგაზე ხომ ვთანხმდებით?!
მაგ ამბიდან, აი, 10 წლის მერე წავიკითხე ობოლე.

საოცრად მსუბუქი და ჩამყოლი ენა აქვს მორჩილაძეს, არაფერი გეზედმეტება, არც დიალექტურ მეტყველებაში, არც - სალიტერატუროში. მეტიც, დიალექტური მეტყველების ასე უხვად გამოყენება კიდევ უფრო უკეთ ძერწავს პერსონაჟებს და დიალოგებში მათი ხმებიც კი განსხვავებულად იწყებს წარმოსახვაში ჟღერადობას. სივრცეც ხომ გადასარევია და დრო მითუმეტეს. უცებ შედიხარ თრხობაში და თან გული გიგრძნობს, ეს თხრობა მაშინ მორჩება, როცა "ზეგ" დადგება და ირაკლი თბილისში წავა. სხვანაირად არ შეიძლება, მერეც რომ იყოს, რაღაც ჩავარდება, ამიტომ გაფაციცებული ეძებ დროზე მითითებას, ხომ არ დაღამდა ან რამე და სადღაც პერსონაჟი რომ ამბობს ჯერ 4 საათიაო, შვებით ამოისუნთქავ. გამოდის ჯერ კიდევ ბევრი საათია დარჩენილი იმისთვის, რომ ბალკონზე იჯდე და მურს უყურო, თუმცა ვინ გაცდის..

საოცარი წიგნია, ბევრი რომ არ გავაგრძელო. წინაპრებში კიდევ ის უნდა ვეძებოთ ალბათ, აი, მათი ამბები და საქართველოც ხომ მართლა ეგაა, შენი ბაბუის მამა. მე მივიდვარ გზაზეო, ირაკლი, რომ ამბობს, ბაბუაჩემიც ზუსტად ასე მიდიოდა ალბათ თავის დროზეო. რა მაგარია, მე ახლა ვარ და ასი წლის წინ ჩემი დიდი ბებია იყო ჩემსავით ახლაგზარდა და სიცოცხლით სავსე, შესაძლოა ზუსტად იმ ადგილებშიც, სადაც ახლა მე ვარ ხოლმე. მე კიდე მისი სახელიც არ ვიცი, მაგრამ ასი წლის მერე ვიღაცა ჩემი იქნება ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე, იქ, სადაც ახლა მე ვარ და მე -აღარ.
თაობები კი იცვლება უწყვეტად მაგრამ ის რაღაც არ იცვლება, ობოლესავით რაც გვხვდის. რაც გვიყვარს, სწორედ იმას რომ ვერ ვუძლებთ და ვტოვებთ, რაც გვიყვარს სწორედ იმაზე რომ ვამბობთ უარს და მარადმჟამს თავისუფლების მაძიებლებს, მაინც სულ რომ დაკარგული გვაქვს თავისუფლება. რაც გინდა ის ქენი, ერთ დღეს იღვიძებ და აღარაა ეგ შენი თავისუფლება. ორი დღის წინ რომ გგონებოდა, რომ ჯიბეში გედო, მაინც. ან კიდევ არის და მართლა იდაყვებგამოხვეულია. გედოს მერე ეგ შენი ობოლე გვერდით, არავინ რომ არ იცის ოდესმე მართლა თუ გაუსვრია ან თუ გაისვრის, პრინცესა დაიანას რომ ჰგავს და დაუტენავი ხოკეის კლიუჩკა რომაა და მეტი არაფერი.
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews64 followers
March 4, 2019
ეს წიგნი იმაზეა, რისგანაც ყოველდღიურობაში ასე გაბეზრებული ვარ ბავშვობიდან: სამშობლოს სიყვარული, ღვინო, სუფრა, ხაჭაპურები, სადღეგრძელოები, ძმობა, გაგება და ასე დაუსრულებლად. მაგრამ აკა მორჩილაძემ იმაზე დამაფიქრა, რასაც ასე გავურბოდი ეს ბოლო პერიოდი: თავადაც დასავლეთ საქართველოს ერთი რაიონიდან ჩამოვეხეტე თბილისში, იქაურ ერთფეროვნებასა და ��ოწყენილობას რომ გავქცეოდი, მაგრამ რაც მეტ დროს ვატარებ აქაურ ხმაურში, მტვერსა და უცხოობაში, ხანდახან მით უფრო მენატრება იქაური სიმშვიდე, ხიდან დაკრეფილი მკვახე ტყემალი, ბებიაჩემის დასვრილი წინსაფარი თუ ქუჩებში მოზმუილე ძროხები.

თითქმის ყოველგვარი ნაციონალური სენტიმენტებისგან დაცლილ მკითხველსაც რომ გული ამიჩუყა, ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ აკა არ არის სწორხაზოვანი მწერალი, მეტიც, ხანდახან ირონიულია და თვითირონიულიც კი, რითიც ბრმად კი არ მისტირის დიდებულ წარსულს, უბრალოდ წარსულის მნიშვნელობას გვახსენებას და იმას, რომ ხშირად მაგ წარსულის გარდა არც აღარაფერი შემოგვრჩენია: განსაკუთრებით კაცებს, რომლებიც ყოვლად გამოუსადეგარ, დაჟანგულ, არქაულ იარაღებს დაემსგავსნენ.

მოკლედ, საქართველოსთვის ასე მიამიტურად, გულწრფელად და ემოციურად სიყვარული ჯერ არავის აუხსნია.
Profile Image for ირაკლი სულაძე.
244 reviews13 followers
December 7, 2020
ჯერ პირველი და სუბიექტურად მაინც უმთავრესი: ავტორი გვარად ახვლედიანი რომ არ იყოს, მთავარი გმირი დრამატურგი, მეორე გმირი კიდევ მურის ციხე, პატარა ქალაქში რიხიანი მდინარე რომ არ მოედინებოდეს, მაინც აშკარა იქნებოდა, რომ ვითარება ლეჩხუმში ვითარდება - ქვემოსვანეთთან მდებარე იმ პატარა მხარეში, სახელითაც რომ ბევრმა არ იცის დღეს.

მერე კიდევ თვითონ ამბავი: ისე ყვება, სულ ბურტყუნად ჩაგესმის. თითქოს "ფეჩთან" ზიხართ, პერიოდულად შეშას უკეთებთ, მარნიდან ამოტანილ ცოლიკოურს ან ოჯალეშს ცლით და თან ამ ობოლეს ამბებს ისმენ. ზედმეტად ბევრი მონაკვეთია, რომლებიც გამოყოფად და ხელახლა ხმამაღლა წაკითხვად ღირს.

თუ ოკრიბიდან წასულს ერთხელ მაინც გაგივლია რიკოთი დანჯღრეული "მარშრუტკით", ხელში შავ ცელოფანში გამოხვეული პირადი ნივთები გჭერია, დაშვებულხარ რიკოთიდან და მალევე მიხვეულ-მოხვეული გზებით იმ დავიწყებულ მთიან მხარეში გიმგზავრია, აუცილებლად დაეთანხმები ობოლეს ერთ-ერთ მთავარ სათქმელს, რომ საქართველო გორის ავტობანი არ არის და რომ სწორედ ის მიხვეულ-მოხვეული მთიანი გზებია. იქ კიდევ დგას მურის ციხე და ელოდება ბაბუის აივნიდან როდის გახედავ, ძილის წინ კი ლოგინში გვერდით მოიწვენ ობოლეს, რომელიც არ ისვრის.

December 8, 2021
ჩემი სოფლის გადმოსახვევს რომ მოვადგები, უჰ, წამოვიდა ჩვენებური ჰაერი-მეთქი, უმეტესად ამას ვამბობ და გული გამალებით მიცემს მოლოდინის პროცესში..
კარტოფილსაც კი არასდროს ვწვავ ჩემით, ყოველ ჯერზე ბებოს ვაწვევინებ და თან, დავაყოლებ ხოლმე, მე როგორც არ უნდა მოვინდომო და სხვამ, ნებისმიერმა როგორც არ უნდა მოინდომოს, შენნაირად ვერავინ შეწვავს-მეთქი, ახლა იფიქრებთ სიზარმაცეს აპრავებსო, ზარმაცი კი ვარ საჭმლის მომზადებაში, მაგრამ ისეთი გულწრფელი და ნამდვილი წიგნის რეცენზიას ვწერ ახლა, რომ ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ მოვიტყუები..
თუთა ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელი ხილია, თუმცა ამ ზაფხულს ბებომ თუთის მოჭრა რომ გადაწყვიტა, ვეხვეწე არ გინდა, არ მოჭრა-მეთქი, რად გინდა ეგ ხე, თუთას მაინც არასდროს ჭამო - მითხრა და მეც არ ვიცოდი დალაგებულად რატომ ვეხვეწებოდი, რა მინდოდა?
ამას წინად მეუბნება, ბებო, მე რო აღარ ვიქნები ეს სახლი არ გაყიდოო, რას ამბობ ბებო-მეთქი, ვიტკიცე, სულს უფრო ადვილად გავყიდი ვიდრე ამ სახლს-მეთქი, იყო პაუზა, მერე კარგად ვიცინეთ, მაგრამ ხუმრობაში სახეცვლილი სიმართლე ხომ ყოველთვის ურევია?
ახლა ვზივარ, ობოლეს კითხვა დავამთავრე და ვფიქრობ, რომ სოფელში არა მარტო სახლი მიყვარს თავისი კუთხე-კუნჭულით, ეზოში დარგული ყველა ხე და ყველა ყვავილიც მყვარებია თურმე, ბებოს მოყოლილი ამბებიც წარსულიდან, დღემდე რომ ტვინს ვუჭამ ბებო კიდევ რამე მომიყევი, კიდევ რამე მომიყევი-მეთქი და ამას ასე ბანალურად ვწერ აქ, პატრიოტის სულისკვეთებით, უბრალოდ, ისე ამიჩუყა გული, მატირა, მაცინა, უამრავი ემოციით ამავსო, ნოსტალგია მომგვარა, სიყვარული გამიმძაფრა ამ ჩემი პატარა მიწისა, რომ არ დავწერო უფრო არ შემიძლია..
ასე უბრალოდ, თბილად და თავისებურად სხვა ვერავინ დაწერდა ასეთ წიგნს. ძალიან კარგია.
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
January 4, 2022
რავი, ისეთ სენტიმენტებსა და სიყვარულს ამოგიტივტივებს ეს კაცი, საერთოდ თუ გქონდა მსგავსი რამ აზრზე რომ არ იყავი.

აკას წიგნებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია ბუხრის წინ ვსხედვართ, ცეცხლი ტკაცუნობს, პაწა ღვინოსაც ვწრუპავთ და მიყვება ჩემს წინ მჯდომი კაცი ამბებს, ისე დახვეწილად, ისე ლამაზად, ისე მაგიურად რომ საერთოდ ვიკარგები სადღაც სხვაგან. ჰოდა, ოსტატობაა, აბა სხვა რა არის?!

და ჰო, i want so much to be that damn Georgian sometimes!
Profile Image for Rezi Tchitanava.
58 reviews5 followers
January 26, 2018
გამაწვალა,მაგრამ ფინალია ისეთი,დაგავიწყებს იმ წვალებას და ყველაფერს.
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
January 27, 2018
მეორედ გადავიკითხე უკვე და მიმაჩნია რომ ყველა თავმოყვარე თბილისში ჩამოხეტებული იმერლის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს.
Profile Image for Nino_ withnO.
106 reviews4 followers
April 27, 2023
ეს წიგნი ჩემთვის არის “well,yes,but actually no.” აწმყო-წარსული სიუჟეტში ისე აირია,ნახევრად ვერაფერი გავიგე,მაგრამ ბოლოში იმდენად საინტერესო და დაძაბული გახდა,რომ არ ვინანე ამის შუაში არგაწყვეტა. მოკლედ,ერთხელ წასაკითხად უეჭველია.
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
118 reviews5 followers
January 4, 2023
რა ირონიულად სასიხარულო და მტკივნეულია წიგნის დასასრულს მინაწერი:

ლონდონი. 2011 წ. 💛
Profile Image for თათო.
21 reviews
May 29, 2023
ღამის პეპლების ტრიალი აივნის ნათურის გარშემო, ხაჭაპურებით გამოტენილი ჩანთა, ბავშვობის ისტორიები, ჭიების მიერ ცოტათი შეჭმული ავეჯი, ცივი წყლით პირის დაბანა ყავის დალევამდე, უკვე ზესტაფონს რომ გასცდები, ეგ გრძნობაა ეს წიგნი.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews51 followers
September 14, 2015
ესმის ამ კაცს წერა. სტილი თითქოს სულ ერთფეროვანია, მამენტ. კი, არის. მარა არ გბეზრდება, იმნაირია რაღაცნაირი.
Profile Image for Luka Khatiashvili.
97 reviews
May 30, 2025
აკას გადაკითხვა, პირველად წაკითხვაზე არანაკლებ სასიამოვნო ყოფილა.

ობოლე / პრინცესა დიანა <3
Profile Image for Nino Giorgadze.
77 reviews14 followers
January 9, 2020
ძაან ქართული და ძაან დასავლურ-ქართული ამბები. აი მე რომ სოფელში ჩავდივარ წელიწადში ერთხელ ისეთი ამბებიც. ბევრი სიახლოვე, ბევრი სევდა. რავიცი, თუ ოდესმე ჩემს ქართულ იდენტობაში ეჭვი შემეპარება და მომინდება გახსენება "ვისი გორისა ვარ" ვიცი რასაც/ვისაც უნდა მივაკითხო.
Profile Image for Tornike Bratchuli.
67 reviews7 followers
January 28, 2021
ყველა ვისაც ამბის კარგად მოყოლა შეუძლია მწერალი რომ იყოს ლევან ბერძენიშვილიც მწერ..
უფს, პროდიუსერი მატყობინებს რომ ლევან ბერძენიშვილი მწერალია..
Profile Image for Gega Khachidze.
11 reviews
August 3, 2024
ობოლე თანამედროვე ქართული ლიტერატურის მწვერვალია და რაოდენაც მომრავლდა ბოლო დროს მაკულატურა, იმდენად მარტივად გამოსარჩევია მათგან ეს წიგნი.

აკა როგორც ყოველთვის ირონიულია და ამავე დროს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, ყოველთვის გვანახებს ქართველების რეალურ სახეს, ჩვენს ურთიერთობას წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. ქვეყანა ინერციით მიდის, მუდმივად ყანყალებს, და ეს ინერცია ჩვენი, ქართველების გულებშიც მუდმივად გამოიხატება და არასდროს ჩერდება.
ქეიფები, ხაჭაპურები, პურ-მარილები, მუშაობა და პარალელურ რეჟიმში დალევები და მრავალი რამე ზედმეტად ირონიული და რეალურია დასანახად და ისეთი თემებია , რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ , ვგრძნობთ , ვწუხვართ, მაგრამ ვერ ვაჩერებთ და ვერთვებით ამ პროცესშიც.
წიგნში წარსული ნახევრად საამაყოდ, დიდებულად და ირონიულადაა წარმოჩენილი და ეს სრულებით მომეწონა- აკა ყოველთვის გამოხატავს თავის დამოკიდებულებას იმის მიმართ, რომ ვტკეპნით ჩვენს წარსულს, ჩვენს ძველ ჩვევებს და აწმყოში აღარაფერს ვაკეთებთ.

ცალკე თემაა ნოსტალგია სოფლის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულია, სოფელი (მთლიანი ფართობით ან მოცულობით) ხშირად სახლთან და კომფორტთან , ბავშვობასთან ასოცირდება, და იქ ჩასვლისას სულ წარსულის ამბების, ყრმობის წლების გახსენება მიდის, მიუხედავად იმისა, რომ სახლი შეიძლება სახურავის გარეშე იყოს 🙂

ვიქეცით თოფად , რომელიც დიდებული იყო თავის დროზე და მის შემდეგ არავის უნახავს როგორ ისვრის, მხოლოდ გადმოცემები არსებობს მის შესახებ და დევს და დევს და დევს ეს თოფი ამდენი წელი.

და გაისვრის ობოლე?
Profile Image for Natalia Adamashvili.
142 reviews6 followers
March 13, 2025
ვაჰ, როგორი იყო. ძალიან მომეწონა და ძალიან მიჭირს თქმა, კონკრეტულად - რა.
ის, რომ ჩემს სოფლის სახლს მახსენებდა ამათი სახლის ყველა მომენტი, სოფლის სიტუაციები ეგრევე ჩემს ბავშვობაში გადამისროდა და მაშინდელ ზაფხულებს მახსენებდა, ღამით ოთახში ანთებულ ნათურებს და მის გარშემო მოცეკვავე ღამის პეპლებს.
თუ ის, როგორი საინტერესო პერსონაჟები არიან ყველა, ვიღაცას რომ გაგახსენებს აუცილებლად.
ან ის, რომ საქართველოსადმი მიძღვნილი ოდაა მთელი ნაწარმოები.
Profile Image for Tikko.
12 reviews
September 13, 2025
აი რიკოთს რომ გადახვალ და გული სხვანაირად იწყებს ცემას, მაგ გრძნობის რომანია
Profile Image for Atina Bregvadze.
47 reviews2 followers
July 30, 2021
გამორჩეული წიგნია. ძალიან შინაურულ და ახლობელ ისტორიებს ისე ყვება აკა, თითქოს პირისპირ გეჯდეს. მადონა და ტიმოთე ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან.
Profile Image for Oto Bakradze.
659 reviews42 followers
August 12, 2024
ძალიან მღლის აკა მორჩილაძის პროზა: ორ სიტყვიანი წინადადებები, გაუთავებელი სასვენი ნიშნები, დიალექტური დიალოგები, ისტორიები, ისტორიები და ისტორიები.

ვაფასებ, როგორც საკუთარი წერის სტილისა და ტექნიკის მქონეს, მაგრამ ჩემს გემოვნებასთან შორსაა.

Profile Image for Megi.
226 reviews1 follower
September 25, 2019
ოდესმე დავწერ კარგ რივიუს, ან - არა, უბრალოდ, ეს წიგნი სამშობლოს სიყვარულზე, კიბატონო, არის, იყოს, მარა ჩემთვის კიდე უფრო სხვა რამეებზეა. დიდი ლიტერატურა და რამე. აეგრე.
Profile Image for Shako Mikabadze.
40 reviews
May 15, 2025
თუ სწორად მახსოვს ნოდარ დუმბაძეს აქვს მოყოლილი ასეთი ამბავი,ერთხელ ჩემ უცხოელ მეგობართან რესტორანში შევედი,სადაც სხვა მაგიდაზე მამაჩემის ახლობელი შევამჩნიე.პატივისცემის ნიშნად ერთი ბოთლი ღვინო გავუგზავნეო, ჩემმა მეგობარმა მითხრა ოჯახის ახლობელი თუა თვითონ რატო არ მიხვედი არ მიესალმეაო,მიდი და ეხა ამას აუხსენი რატო არ მივედი მე თვითონო.ობოლეც ეგეთი წიგნია მარტო ქართველი თუ გაიგებს და იგრძნობს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულება ამ წიგნის ისაა,რომ ყველასი თუ არა ბევრი ქართველის საერთო მოგონებებს ინახავს.თბილისიდან სოფელში,გინდა თბილისიდან სახლში დაბრუნება.რიკოთის გადაკვეთის ფსიქოლოგიური მომენეტი,როცა ყველა თბილისურ პრობლემას ლიხსაქეთ ტოვებ და მიემართები სოფლისკენ ლაღად. ბევრს ყავს ვარლამიესნაირი ერთი ადამიანი,რომელიც ერთ დროს სიცოცხლით სავსე,ეხლა კიდე სიცარიელისგან მოწყენილ სახლს დარაჯობს.ბევრს ყავს ერთი ნათელიკე თავისი სახელგანთქმული ხაჭაპურით.ობოლეც ყველა სახლში მოიძებნება,რომელიმე ძველი ნივთი,რომლითაც ბევრს გვიცდია ფანტაზიებში ჩვენი წინაპრების მოგონებების გაცოცხლება.

ობოლეს კითხვა სულ მაგონებდა სოფელში წასვლა,ნათესავები რო დასხდებით სუფრაზე და რო დაიწყებენ ძველი ამბების გახსნებას,შენ კიდე ზიხარ და უსმენ.უსმენ და ალკოჰოლთან ერთად ნელ-ნელა გეპარება დიდი სიყვარული,გაერთიანებული სამშობლოსი,ოჯახის,ნათესავების,წინაპრების,ცხოვრების და ა.შ. სწორედ ამ დროს გრძნობ ადამიანი ყველაზე მეტად რატომ გიყვარს ასე საქართველო,გეამაყება ქართველობა , თორე ყოველდღიურ ცხოვრებაში,რუტინულ პრობლემებში გახვეულს შეიძლება სადღაც ს���მშობლოს სიყვარულიც ჩაგეკარგოს.

ბებია რო საქართველოში გამორჩეული ფენომენია მაგას აღარც უნდა ბევრი ლაპარაკი "რა მიყვარს,რა მკლავს,რა მატირებს და - ბებიების ჩახუტება,ჩემი პატარა,მჩატე , სუფთა ბებიების ჩახუტება,აწევა და დატრიალება.ეგრე გგონია,რომ რაც კარგი გქონდა ცხოვრებაში იმას ეხუტები".

"და უცებ სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო,მართალი და სასურველი,იმიტომ რომ ქართველი ვარ" ხოდა შაქარშეპარული ღვინით და ნათელიკეს სახელგანთქმული ხაჭაპურით მაგ ერთ წამს გაუმარჯოს.
Profile Image for Giorgi Bliadze.
15 reviews1 follower
March 18, 2024
საოცრად თბილი, უბრალო, სევდიანი და ამაღელვებელია...
ყველაფერს განგაცდევინებს; სიხარულს, უიმედობას, ნოსტალგიას, ოპტიმიზმს (ეს ყველაზე მეტად ენანება მკითხველისთვის) და ერთი რამის სიყვარულს, ,,დაფარვა რომ სჭირდება".
დიდებული ფინალი ჰქონდა; იმდენად უცნაური, დამაბნეველი და ორაზროვანი, რამდენადაც მრავალმხრივია თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
გენიალურია, ასე დამაჯერებლად, ლამაზად და რეალურად აღწერო პერსონაჟები, დასავლეთი და ისტორიის უახლესი პერიოდი ქვეყნისთვის, რომელიც ობელესავით ვეღარ გაისვრის (?).
ალბათ ეს მომავალი გვაქვს; გაორებული, ბუნდოვანი, ზმანებად ქცეული... (?) ჩვენ კი, სამწუხაროდ, ორბუნებოვანი და საბრალონი გავხდით და ისე დავუძლურდით, როგორც მადონე - სახე ჩვენი ქვეყნის.
Profile Image for Lika Kapanadze.
14 reviews
May 3, 2025
ისეთი წიგნია, პაუზის გარეშე უნდა წაიკითხო, თორემ თუ შეყოვნდი სადმე მერე დაიკარგები და ძნელია გამოიგნო გზა.
კითხვას მოვრჩი და ისეთი განცდა მაქვს,რომ იმერეთში ვიყავი, ბაბუცას გამომცხვარი ხაჭაპურის სუნს ვგრძნობ და ყურში ლოცვასავით ჩამესმის დიალექტებით გალამაზებული წინადადებები.

ისევ და ისევ, დიდი მადლობა აკას, ტელეპათიური წიგნებისთვის >>>
Profile Image for niyvi.
14 reviews
March 28, 2021
გემრიელი წიგნია, თითოეული წინადადება რაღაც ემოციას რომ იწვევს, ან გახსენებს და თავიდან განიცდი. ჩაღიმებულმა ჩავიკითხე.
92 reviews
February 17, 2024
რამდენად მაგარიც იყო პირველი ნახევარი, იმდენად ცუდი იყო მეორე ნახევარი. სულ სხვა მოლოდინები და წარმოდგენები მქონდა ამ წიგნზე.
Profile Image for v1nce.
23 reviews
August 18, 2025
probably the best Georgian book I read
Displaying 1 - 30 of 61 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.