Jump to ratings and reviews
Rate this book

კაცია-ადამიანი?!

Rate this book
ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.

156 pages

First published January 1, 1863

24 people are currently reading
436 people want to read

About the author

Ilia Chavchavadze

32 books158 followers
Ilia Chavchavadze (Georgian: ილია ჭავჭავაძე; 8 November 1837 – 12 September 1907) was a Georgian writer, poet, journalist, lawyer, politicial and public figure who spearheaded the revival of the Georgian national movement in the second half of the 19th century, during the Russian rule of Georgia. Today he is widely regarded as one of the founding fathers of modern Georgia. In 1987 he was canonized as Saint Ilia the Righteous (წმინდა ილია მართალი) by the Georgian Orthodox Church. Today, Georgians revere Chavchavadze as Pater Patriae (Father of the Fatherland) of Georgia.
Inspired by the contemporary liberal movements in Europe, as a writer and a public figure, Ilia Chavchavadze directed much of his efforts toward awakening national ideals in Georgians and to the creation of a stable society in his homeland.
His most important literary works were: The Hermit, The Ghost, Otaraant Widow, Kako The Robber and Is a man a human?!. He was editor-in-chief of the Georgian periodicals Sakartvelos Moambe (1863–1877) and Iveria (1877–1905), and authored numerous articles for journals. Most of his work dealt with Georgia and Georgians. He was a devoted protector of the Georgian language and culture from Russification.
Chavchavadze was fatally wounded by a gang of assassins, led by Gigla Berbichashvili, in Tsitsamuri, outside Mtskheta. His legacy earned him theIlia Chavchavadze was born in Kvareli, a village located in the Alazani Valley, in the Kakheti province of Georgia, which was part of the Russian Empire at that time. Ilia was a tavadi, the Georgian title of prince. It is thought that the noble Chavchavadze family came from the Pshav-Khevsureti region of Georgia, and, in 1726, King Constantine II granted the Chavchavadze family the rank of Prince in recognition of their knighthood and valor to the nation. This resulted in the family moving and settling in the Alazani Gorge in Kakheti. According to King Erekle II's order, Ilia's great grandfather, Bespaz Chavchavadze was knighted when he defeated twenty thousand Persian invaders in Kvareli in 1755.
Ilia was the third son of Grigol Chavchavadze and Mariam Beburishvili. Grigol, like his father and his famous ancestors, had a military background. He, along with the local militiamen protected the village from numerous Dagestani invasions. This can be seen in the architecture of the Ilia Chavchavadze museum house in Kvareli, incorporating a Medieval castle style in the two-storey castle in the yard, which was designed to protect the house during invasions.
Ilia's mother, Mariam, died on May 4, 1848, when Ilia was ten years old, and his father asked his sister, Makrine, to help bring up the children. Aunt Makrine had a significant impact on Ilia's life, because, after 1852, when Ilia's father Grigol died, she was the only remaining caretaker of the family.
Ilia Ch'avch'avadze in 1st Gymnasium of Tbilisi, 1848
Ch'avch'avadze was educated at the elementary level by the deacon of the village before he moved to Tbilisi where he attended the prestigious Academy for Nobility in 1848. However, from an early age, Ilia was influenced by his parents who were highly educated in classical literature, Georgian history and poetry. From his parents, Ilia learned the inspiring stories of Georgian heroism in classical historical novels. In his autobiography, Ilia refers to his mother, Princess Mariam Chavchavadze, who knew most Georgian novels and poems by heart and encouraged her children to study them. Ilia also described the influence of the deacon's storytelling, which gave him an artistic inspiration, later applied in his novel writing.
In 1848, after the death of Princess Chavchavadze, Ilia was sent to Tbilisi by his father to begin his secondary education. Ilia attended a private school for three years before he entered the 1st Academy of Tbilisi in 1851. Soon after, Ilia's father died and Aunt Makrine looked after the family.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1,297 (59%)
4 stars
581 (26%)
3 stars
248 (11%)
2 stars
42 (1%)
1 star
9 (<1%)
Displaying 1 - 30 of 47 reviews
15 reviews
July 19, 2019
მგონი ლუარსაბმა და დარეჯანმა არც იცოდნენ ბავშვი საიდან ჩნდებოდა
December 13, 2016
"წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნად და სამ-სამი ადლი მიწა?"
Profile Image for Ivva Tadiashvili.
268 reviews7 followers
May 27, 2023
სკოლის მერე არ წამიკითხავს კაცია ადამიანი. მაშინ არ მეცინებოდა ამ ხუმრობებზე. ეხლა ძალიან სასაცილო იყო: “ჰგმადლობ უფალო რომ განმაძღე” და კიდევ ბევრი დასამახსოვრებელი კომიკური მომენტი იყო.
რა საყვარელი კაცია ილია. უკეთილშობილესი.
ამ ნაწარმოებზე ისე შეხედვა თითქოს ლუარსაბი და დარეჯანის ნაირი ადამიანები სხვები არიან, სიგიჟეა. ლუარსაბი და დარეჯანია ყველა ქართველი, ეს არის ჩვენი სენი, და ამას რაც უფრო ძლიერად უარვყოფთ უფრო ძლიერად შემოგვიტევს.
ილია ჭავჭავაძემ ვფიქრობ ჰიპნოზის შესახებ იცოდა. ჰიპნოზი ადრე რავი ყველამ იცოდა კბილის ექიმებმა და დალაქებმა და ილია ჭავჭავაძემაც ვფიქრობ იცოდა, როგორ მუშაობდა ჰიპნოზი და ამის საკმაოდ კარგი ხელოვანიც იყო. იმ ვერსიას რომ ილიამ არ იცოდა ჰიპნოზის შესახებ და ეს თავისთავად გამოსდიოდა, ხალხისთვის რაღაცეები შთაეგონებიმა და პარადიგმები შეეცვალა, ვერ ვადასტურებ, რადგან ილია უფრო ცნობიერი ტიპი მგონია იყო, ვიდრე ინტუიციური. მგონია რომ იცოდა კარგად რასაც აკეთებდა და ეს ჰიპნოზი რათქმაუნდა კარგი იყო ჩვენთვის.
ილომ გამოიყენე ქართველების ამაოთმორწმუნება და ისტერია. რაც უფრო ისტერიულია ადამიანი მით უფრო კარგად მუშაობს ჰიპნოზი მასზე, ასე რომ ილომ მოგვაჯადოვა და ჩაგვაფიქრა. ყველა ჯადოს და შელოცვის სჯერათ ლუარსაბს და დარეჯანს, ყველაფერი ამაოსი. და ეს გამოიყენა ილიამ ჩვენს დასაჰიპნოზებლად.
ლუარსაბს ესიზმრება რომ მკვდარია და ყველაფერს კარგავს, ნათესავები მის დაკრძალვაზე ცეკვავენ, ყველამ მიატოვა. თვითონ ლუარსაბს ეგრევე გამოცოცხლება უნდა, მაგრამ გამოცოცხლებამდე ზუსტად ჩაფიქრებაა საჭირო. ილომ მხოლოდ ჩაფიქრებით მოგვაჯადოვა, თვითონ ამ ჩაფიქრებას “გასწორების განზრახვას” უწოდებს
ბოლოსკენ დარეჯანს რომ ჰგონია რომ ფეხმძიმედაა და აღნიშნავენ, ეგ ძალიან ლამაზი კახური სცენა იყო.
“მე გავათავე და შენ რაც გინდა ქენი” ეს არის ჩაფიქრების ჰიპნოზი, გავიცინო? თუ ვიტირო? ამაზე მაინც უეჭველი ფიქრდები.
მართლა საოცარი ტექსტია, ამდენი მჩხიბავობები და ჯადოები ასეთ პატარა ნაწარმოებში ასწორებს. ბოლო ჯადოს ახსნისას ხდება კულმინაცია, ნაწარმოებში ჯადო იხსნება მაგრამ მკითხველს ჩაფიქრების ჯადო ედება. ვინმე გვჭირდე ა ილოს ნაირი ვინც მოგვხსნის ჩაფიქრების ჯადოს და გაგვანთავისუფლებს ჩაფიქრების ჰიპნოზიგან და საბოლოოდ გამოგვაფხიზლებს, მაგრამ ვის ენქება ამოდენა უპირობო სიყვარული და გასწორების განზრახვა ქართველებისთვის?
თვითონ ილია სუტ კნეინას პერსონაჟში დავინახე. ილოც მასავით მოხერხებულო მგონია იყო და თან ჰიპნოტური.
“მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეგ ღმერთმა იცის!” ძაან მშვენიერი ადამიანია ილია. მიყვარს გიჟივით, ალბათ მეც დავჰიპნოზდი.
ჰიპნოზზე რომ მოვუგონე ილოს ბოლოს მაგაზეც გამომეცნაურა: “იცინე და თანაც გაჯავრდი ამ მოთხრობის დამწერზედ და მამიგონე ჭორი - შენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარს”.
ეს მოთხრობა სარკეა სარკე.
მოკლედ მგონია რომ ილომ იცოდა ჰიპნოზი და იყენებდა ხოლმე ხშირად, მწერლობაშიც და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლადაც.
Profile Image for Nika Tkeshelashvili.
30 reviews
July 20, 2023
სასაცილოა, თუ სატირალი ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე მაგრამ ერთი ვიცი, დღემდე არაფერი შეცვლილა. ყველა ქალში ცხოვრობს დარეჯანი და ყველა კაცში-ლუარსაბი.
Profile Image for anano.
89 reviews2 followers
Read
December 27, 2024
ყველაფერი იქით იყოს და ძაან საყვარელი match კიაა
Profile Image for Kakha.
569 reviews
November 9, 2017
ილიას მხატვრული შემოქმედების ბრწყინვალე პიკი იყო ალბათ ეს დაუვიუწყარი ნაწარმოები. ამ წიგნის ყოველ გახსენებას განსაკუთრებული გრძნობები მოყვება ხოლმე და სულ მაფიქრებს ადამიანის არსებობის არსზე.
Profile Image for Elene.
73 reviews1 follower
November 26, 2023
,,წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედა-მიწის ზურგზედა.რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს,რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა?”
Profile Image for Liza Adishvili.
41 reviews5 followers
January 21, 2018
,, ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.”
Profile Image for Jeko Badalashvili.
36 reviews
May 13, 2024
"მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს, ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს."

ძაან კაია 😭
December 23, 2018

კრიტიკულმა რეალიზმმა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისას, ყველაზე ღრმად და ცხოვლად ასახა იმ დროის ეროვნული სინამდვილე.

მოთხრობის, „კაცია-ადამიანი?!“, მთავარი სიუჟეტი ვითარდება ცოლ-ქმრის - ლუარსაბ თათქარიძისა და დარეჯანის ირგვლივ.

კიტა აბაშიძე წერდა: „ილია ჭავჭავაძე თათქარიძეთა სახით მთელი ჩვენი ერის ცუდ-თვისებათ და ნაკლოვანებას გვიხატავს“. ამრიგად, ცხადია, რომ თათქარიძეობა საერთო ქართული მოვლენა ყოფილა.

მაინც რა არის ეს ცუდი თვისება და ნაკლი? პირველი თვისება სიზარმაცეა.
ლუარსაბზე ამბობდნენ, სტუმარი ეჯავრებოდაო. მაგრამ ეს თურმე სიძუნწით არ მოსდიოდა. ილია ირონიულად შენიშნავს, სიძუნწე და ქართველი ერი ისე ვერ მოთავსდება ერთად, როგორც ცეცხლი და ყინულიო. მაშინ რატომღა ესიკვდილებოდა ლუარსაბს სტუმრის მოსვლა? „სტუმარი იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა.”

სიზარმაცის ნაირსახეობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობაცაა. ამაში ლუარსაბის თანამეცხედრეს, დარეჯანს, ტოლი არ ჰყავს. „საკვირველიც იყო და სასაცილოც იმ ჩვენის კნეინის ტყუილუბრალოდ ფაცი-ფუცი.”ეს უაზრო ბზრიალ-ტრიალი და ფაცი-ფუცი ლუარსაბს საქმე ეგონა და კმაყოფილი ბუტბუტებდა: „კაი ოჯახის ბურჯია, კაი მადლიანი დედაკაცია! გმადლობ, ჩემო გამჩენო, რომ ამისთანა შემახვედრე“.

სიზარმაცის, ცრუაქტიურობისა და ცრუსაქმიანობის შედეგი ნათელია. ამის უტყუარი მაგალითია ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარი. დახატულია სრული გაპარტახებისა და ნგრევის სურათი. ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს და თავდაუზოგავად იშრომოს. თუმცა თათქარიძე უზომოდ თვითკმაყოფილია და კვეხნის დაუოკებელი სურვილით აღსავსე. კიდევ ერთი ნაკლი თათქარიძეებისა: თვითკმაყოფილება და კვეხნაა.
თათქარიძეებს უყვართ ტრაბახიც. კვეხნის საინტერესო მხარე კი ის არის, რომ ამ ტრაბახის არავის სჯერა, გარდა თავად ლუარსაბისა და დარეჯანისა.ტყუილი მათი არსებობის პრინციპია.
იბადება კითხვა – სიზარმაცის, ცრუსაქმიანობის, ტყუილის, თვითკმაყოფილების, კვეხნისა და პირფერობის ატმოსფეროში რა უნდა აკეთოს ადამიანმა? ჭამოს...და ლუარსაბიც და დარეჯანიც ჭამენ. „ხვალ რა ვჭამოთ, – იტყოდნენ საღამოზედ. ეს იყო იმათი აზრის აღებ-მიცემობა“.
თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია, მაგრამ ასეთ ცხოვრებას რა უნდა მოჰყვეს, როგორ უნდა გაგრძელდეს იგი? ილია მკაფიო პასუხს იძლევა – სრული უნაყოფობაა ასეთი ცხოვრების დასასრული. რამდენი იწვალეს ლუარსაბმა და დარეჯანმა, რამდენი არ ილოცეს, როგორ არ შეაწუხეს ღმერთი მაგრამ არ იქნა და არა: არ შეეძინა ლუარსაბს შვილი.ამ ფაქტს ალეგორიული ხასიათი აქვს. ილიას აზრით, მათნაირი უმოქმედო ხალხი არ უნდა გამრავლდეს.
„მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ“.
შემიძლია თამამად დავასკვნა, რომ თათქარიძეობა არის ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა, თვითკმაყოფილება, ბაქიაობა, მატყუარობა, პირფერობა, თვალთმაქცობა, ღორმუცელობა და უნაყოფობა. სად არის მათი სხნა? რაღა თქმა უნდა, მოქმედებაში.
„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის სიცოცხლისა და ღონის მიმცემი“ - ეს არის ილიას მთელი შემოქმედების მთავარი სათქმელი.
Profile Image for Asuka.
28 reviews1 follower
February 9, 2024
ამაზე კარგი დაწერილა საერთოდ რამე?!
Profile Image for TANTO.
13 reviews
February 7, 2024
კლასიკა lowkey underrated couple, forced proximity და მერე მართლა შუყვარდათ ერთმანეთი :’) ტიპები არაფერს აკეთებენ და ბედნიერად არიან თავისთვის, რას ერჩის ეს ხალხი ამ თათქარიძეობას თუ გამეგოს. (გულიმერევა)❗️❗️❗️
Profile Image for Shako Mikabadze.
40 reviews
July 20, 2025
"შენ სცხოვრობ რომ სვა და სჭამო და არა იმისთვის სჭამ და სვამ რომ იცხოვრო"
2 reviews
November 3, 2023
“ მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგო ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე…
რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე…”

უბრალოდ შედევრი არის❤️ ყველა ქართველს რომ უნდა ჰქონდეს წაკითხული ისეთი ნაწარმოებია♥️

ბევრსაც გაგაცინებს, ბევრსაც აგატირებს. დღევანდელ სამწუხარო რეალობას დაგანახებს ადამიანებისა…
Profile Image for Salo.
9 reviews
October 2, 2012
well, it's realy amazing book. i realy enjoyed of it and learned many things from this book
Profile Image for მარიამ.
47 reviews
July 28, 2016
"მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეგ ღმერთმა იცის"
Profile Image for napofastar.
58 reviews4 followers
July 6, 2024
მიყვარს ილია, ნაწარმოებიც მომეწონა, ბოლო გვერდი ყველაზე კარგი იყო, დანარჩენი დამღლელი წასაკითხი, მაგრამ, ალბათ, ესე ჰქონდა ჩაფიქრებული უსაქმური ლუარსაბი და დარეჯანი, რომ დაეხატა უკეთ.
Profile Image for Rya.
39 reviews
February 8, 2025
ნაწარმოები უპირისპირდება ავთანდილისეულ სიტყვებს "სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი." თუ რუსთაველი უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოგვიდგენს კაცისა და ადამიანის იგივეობას, ილია სვამს კითხვას, განა არის კაცი და ადამიანი ერთი და იმავე? ნუთუ არსებობა იმას ნიშნავს, რომ მართლაც ცხოვრობ? არა, არსებობა დარეჯანისა და ლუარსაბის შემთხვევაში მხოლოდ ბიოლოგიურია, რადგან მათი ყოველი მოქმედება და აზრი ემსახურება ეფემერული, მატერიალური საზრდოს მიღებას. ცოლ-ქმარს არ გააჩნია არავითარი იდეალი, რომელისთვისაც სული, რომელიც გამუდმებით უნდა მოქმედებდეს იბრძოლებს. შესაბამისად მათი სულიერი მდგომარეობა ამაზრზენია. მართალია, მათ არ მოუკლავთ, არ მოუპარიათ, მაგრამ, არც კარგი გაუკეთებიათ ამ ქვეყანაზე, ისე დაიღუპნენ რომ წუთისოფელმა ვერც კი გაიგო მათი ან მოსვლა, ან წასვლა. მათ არ დაურჩათ მომავალი რადგან უმოქმედო, უსაქმურ ცხოვრებას მომავალი არ ჰყავს, იგი არ უნდა გაგრძელდეს და წუთისოფლის ვიწრო ბილიკიდან დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთოს. თათქარიძეების სიცოცხლის დასრულების მომენტებს არავითარი სევდიანი, ემოციური განცდა არ გაუღვიძებია ჩემში, რადგან ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე დაიხოცნენ, შესაბამისად, ვერ შეგეცოდება ის, რაც შენს თვალში უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო.
Profile Image for ekse.
11 reviews6 followers
December 5, 2018
ადამიანები ყველანი ვართ. სიამოვნება ტკბილია და ადვილად ხელმისაწვდომი, და ჩვენი დღეები სიცოცხლეშივე ხრწნის და ალპობს ჩვენს სხეულს - ჭაობად დამდგარი ჩვენი სისხლის უფუნქციო რეზერვუარს.
ადამიანები ყველანი ვართ და ლოდად გვადევს ჩვენი სიცოცხლის სიმსუბუქე.
'კაცები' კი ვერ ვართ. ადამიანობა ჩვენს არსებაში 'კაცობის' ადგილს აღარ ტოვებს. ეს იდეა, ანუ მისი დამბადი გონება, ყოველ ჩვენგანზე დიდია და საკვირველი საკუთარი სივრცითა და უსაზღვროებით, საკუთარი უმოწყალო ჭეშმარიტებით.
ეს წიგნი ყოველდღე იწერება ახლიდან; ეს აზრი უკვდავია და მის შემდგომ სხვა აზრი არ დაბადებულა მისი ზომის.
Profile Image for Arabuli Mariami.
14 reviews
February 18, 2023
მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ნაწარმოებებს ჩვენს ყოველდღიურობაში, ეს მოთხრობა როგორც ძველ ასევე ახალ პერიოდს კარგად გვაჩვენებს და ზოგადად ქართული ჭირის სარკეა, რისი დანახვაც საზოგადოებას არ სურს.

ჩემთვის ადამიანი განისაზღვრება იმით თუ რას ფიქრობს ილია ჭავჭავაძეზე, მე კი ვფიქრობ რომ მსგავსი ადამიანები გვჭირდება ქვეყანაში, მსოფლიოში, რომლებსაც შეეძლებათ შეცვალობ ძალიან ბევრი რამ.

დაწყებული ადამიანის აზროვნებიდან...
Profile Image for ilovethesmellofbooks.
36 reviews
February 4, 2025
„გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა.“
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Milana.
43 reviews1 follower
April 6, 2024
ტიპმა ყველა ერთ ქვაბში მოგვხარშა და თან ისე რომ გემრიელი გამოუვიდა

,,თათქარიძეობის" გლობალური სენის გადმოცემა ასე ხუმრობა ხუმრობაში მხოლოდ ილიას შეუძლია

ისე ძაან შედევრია maybe a little bit overrated but still a good one
Profile Image for Mei.
8 reviews
Read
April 25, 2025
“ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე - თუ გინდა - მთქმელი ვიქნები. დააკვირდი იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე”
24 reviews
Read
December 27, 2025
არასდროს დაკარგავს თავის სიდიადეს, რადგან სანამ არსებობს ადამიანი, მანამ იარსებებს ლუარსაბ თათქარიძეცა და დარეჯან გძელიძე. გაუმაძღარი, უმოქმედო, დემაგოგი ღორები, რომელთა სახეები სიცილს არ უნდა ჰგვრიდეს ადამიანს, არამედ ატირებდეს, რადგან სწორედ ისინი არიან სირცხვილი ქართველი ხალხისა.
Profile Image for Medina.
17 reviews
July 1, 2018
მოყვარეს პირში უძრახე,
მტერს პირს უკანაო”.

გონიერი ანდაზა.
Profile Image for Nini.
11 reviews
August 11, 2022
ეს მოთხრობა არის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა თუ როგორია ზოგიერთი ქართველი.
Displaying 1 - 30 of 47 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.