ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი პროვინციელი გლეხი კოსტაა, რომელიც მუდმივ ზეწოლას განიცდის თავის ცოლისგან. მას უჭირს საკუთარი თავის რეალიზება. თხრობა იმ მომენტიდან იწყება, როდესაც მისი ცოლის ნათესავი გოგონა ჩამოდის მათთან დასასვენებლად. ეს ყოველწლიურად გრძელდება. საბოლოოდ კოსტა გაბედავს გოგონა თავის მშობლებს ქალაქში ჩაუყვანოს. ავტობუსში მის ცოლს საუბარს გაუბამენ. ის კი ეჭვიანობას დაიწყებს. ნერვიულობის ნიადაგზე კოსტა ჭკუიდან იშლება.
Jemal Karchkhadze (Georgian: ჯემალ ქარჩხაძე; 1936–1998) was a Georgian writer. He is the author of six novels, some short stories and essays. His works are conceptual and gained popularity after his death. His novel Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) was published in Swedish in 2013 and in Arabic in 2014.
Jemal Karchkhadze was born in 1936 in the village of Ukhuti in Vani in western Georgia. He graduated in 1960 with a degree in Georgian language and literature at Tbilisi State University. His short story Igi (იგი) was published in 1977. This was followed by his most important novels The Caravan (ქარავანი, 1984), Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) and Zebulon (ზებულონი, 1988). He died in 1998 in Tbilisi.
Jemal Karchkhadze was granted three literary awards: 1999 – Georgian State Award for Dimension (განზომილება) and for his Contribution to the National Literature; 2007 – Award “Gala” for Complete Short Stories; 2007 – Award Librarian’s Choice for a novel Antonio and David (ანტონიო და დავითი).
თქვენ იცით რას ნიშნავს "yoga chitta vritti nirodhah"? ალბათ არა - ესაა პატანჯალის იოგა სუტრებიდან რიგით მეორე, ხოლო მნიშვნელობით შეიძლება სულაც პირველი, ყველაზე მთავარი და სრულყოფილი სუტრა. ზუსტად რას ნიშნავს და როგორ იხსენება ძალიან რთული თემაა, 10,000 წიგნი და 1,000,000 კომენტარი არსებობს... ბარემ აქვე გეტყვით, რომ აი ეს წიგნი იდეალურია დასავლური გონების ადამიანისთვის - The Yoga Sutras of Patanjali. ხოდა, ყველაზე პირდაპირი თარგმანით ესაა დაახლოებით: იოგა მიიღწევა როცა წყნარდება გონების ტალღები. ანუ, იოგის მთელი იდეა შემდეგია- რეალობა არის უსასრულო ოკეანე, ხოლო ამ [ილუზორულ, მატერიალურ] სამყაროს ქმნის ამ ოკენაის (ცნობიერების, გონების) ტალღები: ცნობიერებაში ჩნდება ტალღა "ადამიანი" - ჩნდება ადამიანი, ჩდნება ტალღა "ღმერთი" - ჩნდება ღმერთი... შესაბამისად ყველაფერი არის წარმავალი, რადგან როგორც ჩნდება უსასრულო ოკენადან, ისევე ერწყმის ოკეანეს, რადგან სინამდვილეში ის არის არა დროებითი ტალღა, არამედ მუდმივი ოკეანის წყალი.
რედუქციით ზუსტად იგივე პრინციპი ვრცელდება ადამიანზეც. მთლად მართალი რომ ვიყო, რედუქცია საჭირო არცაა, რადგან მთელი ეს ოკეანე, თავისი ტალღებით ზუსტადაც რომ ტალღაა ადამიანის გონებაში, მაგრამ ეხლა თავი დავანებოთ მაგას. მოკლედ ყველა ფიქრი, ემოცია, გეგმა... ყველაფერი არის ტალღები, რომლებიც ქმნის კონკრეტული ტალღისთვის (ადამიანი ხო ტალღაა) სხვა ტალღებს და იქმნება მისთვის სამყარო თავისი სხვა ტალღებით, სანამ ეს ტალღა ადრე თუ გვიან არ გაიკეთებს თავზე დიდ ან პატარა ქაფს და ცოტა ხანში არ შეუერთდება დიდ ოკეანეს და კიდევ ცოტა ხანში არ გაჩნდება სხვა ახალ ტალღად.
ეხლა ცოტა სხვაგან კი გავრეკე, მაგრამ თუ გაინტერესებთ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს ერთი ქართველი ჩვეულებრივი ადამიანის ფარგლებში, აღწერილი ძალიან გასაგებად და ასე ვთქვათ გამარტივებულად, თანაც ფრიად მხატვრულად და სახალისოდ - აუცილებლად წაიკითხეთ გუბე. ასეთ რამეს მსოფლიო ლიტერატურაში ვერ ვიხსენებ.... თუ იცით, გამახსენეთ რა! (ოღონდ დოსტოევსკიო არ მითხრათ ეხლა :) )
ზუსტად, მარტივად მოყოლილი ქართველი კაცის აზროვნების თითქმის მთელი დიაპაზონი. როგორ ლამაზად არის დალაგებული კოსტას ტვინში ე.წ. "ცუდი" და "კარგი" აზრები, როგორ მიდის ეს ყველაფერი იმ კომპლექსებთან, რომლებიც ნორმაა და მაგ გარემოში ცხოვრება ჩვეულებრივი ამბავია.
ცუდი არაა. ცუდი არაა იმის ხარჯზე რო ჯემალ ქარჩხაძე უძლიერესი მწერალია და უბრალო, მაგრამ ძალიან საინტერესო წერის მანერა აქვს, პერსონაჟების დაწერაც და განვითარებაც კარგად შეუძლია და, საერთოდ, თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პოპულარული და ჩემი საყვარელი ფიგურაც ტყუილად არაა. მოკლედ, სიუჟეტში რაც დამაკლდა ლიტერატურულ ოსტატობაში ანაზღაურდა და ამიტო bang average-ზე ოდნავ უკეთესია და 6.5-7 არის 10-დან.