Jump to ratings and reviews
Rate this book

აბსურდისტანი

Rate this book
აბსურდისტანი – ეს ქვეყანაა, სადაც ყველაფერი აბსურდია: მუსიკა, გართობა, თვით ცხოვრებაც კი. ეს ქვეყანა არსებობდა. და ახლაც შეუძლია არსებობა ნებისმიერ ადგილას, სადაც არ ესმით სიტყვა –თავისუფლება.
XX საუკუნეში თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოვლინება – როკ-მუსიკა, ცივილიზებულმა სამყარომ 60-იანი წლებიდან გაითავისა. ეს ერთ-ერთი დასავლური ”სენი” იყო, რომელსაც საბჭოთა აბსურდისტანი ძალიან უფრთხოდა ადამიანებზე მისი უზომო გავლენის გამო.
ამ წიგნის მთავარი პერსონაჟიც სწორედ როკია. მაგრამ როკი არა დასავლეთში, არამედ სწორედ 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში – მეკობრული რადიოტალღებით დაჭერილი, არალეგალურად შემოტანილი, ”დაპისკებით” გავრცელებული, თავისუფლებასთან ასოცირებული მოვლენა, რომელიც საბჭოთა მელომანებისთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ მუსიკა.

152 pages, Paperback

First published January 1, 2009

8 people want to read

About the author

Basa Janikashvili

7 books5 followers
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი 1996 წელს.
1993-1995წწ. - ტელეკომპანია "მეორე არხი"-ის რეჟისორი; 1996-1998წწ. - რადიო "106"-ის მუსიკალური წამყვანი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1998-2000წწ. - ტელეკომპანია "პირველი არხი"-ის გადაცემა "კომუნიკატორი"-ს რეჟისორი და პროდიუსერი; 2000-2003წწ. - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ვის უნდა 20 000" და "ღამის კურიერი"-ის პროდიუსერი. მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები დაიდგა საქართველოში, რუსეთსა და შოტლანდიაში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (10%)
4 stars
10 (20%)
3 stars
21 (42%)
2 stars
5 (10%)
1 star
9 (18%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
July 27, 2016
საინტერესო წიგნია ალაგ-ალაგ. ჯამში დიდი ვერაფერი. ბევრად ნაკლებსაც დიდი სიამოვნებით დავუწერდი, თუმცა რაღაც ახალი ინფორმაციაც მივიღე.
მაგრამ. არის ერთი დიდი უზარმაზარი მაგრამ!
ბასა ჯანიკაშვილი უნამუსოდ აყენებს შეურაცხყოფას რამდენიმე ადამიანს და პროფესიებსაც კი.
მაგალითად: აეროპორტის მესაზღვრეებს მოიხსენიებს "ერთუჯრედიანებად" და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ პასპორტს და ბილეთეს უმოწმებენ ხოლმე და "ეჭვის თვალით უყურებენ". ვინმეს არ უმოწმებენ პასპორტს? ბასა ჯანიკაშვილი რამე გამორჩეული ზეადამიანია და არ უნდა შეუმოწმონ პასპორტი მკაცრად? არადა მესაზღვრეები მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებენ და, მე თუ მკითხავთ, მესაზღვრესა (რომელიც მოვალეობას ასრულებს) და ბასა ჯანიკაშვილს (რომელიც უბრალოდ "საგულაოდ" ჩადის ამსტერდამში) შორის "ერთუჯრედიანი" მხოლოდ ბასა ჯანიკაშვილია და არანაირი უფლება არ აქვს, რომელიმე პროფესიის წარმომადგენელს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს. არის კიდევ წიგნში მესაზღვრეებისადმი მიძღვნილი სხვა ეპითეტები "გეგონება მართლა რამეს წყვედეს", "გეგონება მართლა ეკითხებოდეს ვინმე აზრს", "ვითომ იცავენ წესრიგს" და სხვ. ეს არის უბრალოდ მარაზმი და "გრუზინული" პროვიანციალური აზროვნების მაგალითი. ჩავიდა "საგულაოდ" და ზემოდან უყურებს ვიღაცებს. გული ამერია.
ერთ-ერთ ეპიზოდში კაილი მინოუგს უწოდებს "ავსტრალიის უდიდეს შეცდომას". ბოდიში და რომელი უფრო დიდი შეცდომაა, კაილი მინოუგი თუ ბასა ჯანიკაშვილი? მე ეს უკანასკნელი უფრო მგონია, თქვენ?

სტერეოტიპული, ბანძი კლიშეებით გაჯერებული წიგნია და გადავიფიქრე, 3 ვარსკვლავი დავუწერე თავიდან, მაგრამ ახლა ერთ ვარსკვლავად გადავაკეთებ, ამაზე ნაკლებს ვერ ვუწერ!
და ეს კაცი მიმოიხილავს თანამედროვე ლიტერატურას საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მისი აზრი ავტორიტეტულად ითვლება? სირცხვილია! და ხანდახან ეთიკაზე ჯკუადარიგებებს ისვრის ხოლმე! რამხელა სინაგლეა!

წიგნი ძირითადად ეხება მუსიკას, მაგრამ ის მუსიკოსები, ვინც ბასას არ მოსწონს, თუმრე არიან "მაჯლაჯუნები". თავის შვილს თვითონ ურჩევს მუსიკას, რომ "სწორი" გემოვნება ჩამოუყალბდეს და პოპს "არ აკარებს", პოპი ხომ დაბალი მასებისთვიაა და ბასა ხომ პოპის მოყვარულებს ზემოდან უყურებს, ამ "მაჯლაჯუნებს". გული ამერია 2

ტიპი არის ჩვეულებრივი არშემდგარი ლატენტური ფაშისტი და ნაძირალა
Profile Image for la Maga De Rayuela.
139 reviews33 followers
January 8, 2015
საბჭოთა მელომანების მოსაწყენი სევდა :)))
Profile Image for Ana Ghoghoberidze.
60 reviews4 followers
June 4, 2018
იუმორით თუ მიუდგები კარგი წიგნია, ცოტა სერიოზულად თუ აღიქვამ ყველა სიტყვას მერე უკვე გამაღიზიანებელია ვიღაცის გოდება იმაზე, თუ რა არის კარგი მუსიკა და ფუუ ყველას ვინც არ ეთანხმება
Profile Image for Sofo EGRISELASHVILI.
2 reviews12 followers
June 13, 2014
თავიდან ძალიან მომწონდა. ჩემს საყვარელ შემსრულებლებზე ვკითხულობდი,იუმორიც კარგი იყო,მოკლედ ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი.მერე სულ ცოტა პოლიტიკა შემოიპარა,მერე უფრო დიდი დოზით მერე კიდევ უფრო : ))) და საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ავტორს ნაციონალური მოძრაობის მიმართ აგრესიის დაფიქსირება უფრო უნდოდა ამ წიგნით ვიდრე რამე სხვის..მოკლედ პოლიტიკა იყო ბევრი : ) მითუმეტეს მუსიკაზე და როკზე შექმნილ წიგნს არ შეეფერება. და სხვა ყველაფერი კარგი იყო
Profile Image for Lika.
2 reviews
Read
September 3, 2012
:thumbs up: ძალიან მომწონს. ალბათ ღირს რომ ინგლისურად ითარგმნოს ^^
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.