ტუალეტი განუყოფელი ნაწილია კულტურული სივრცისა, სადაც ადამიანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი სურათია ტუალეტში საკითხავით განმარტოებული ადამიანი, რომელსაც დროის ფუჭად კარგვა ენანება და, თავის შექცევის თუ თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, გაზეთს, ჟურნალს ან სულაც, მძიმეწონიან წიგნს ეძალება. დათო ქარდავას „ტუალეტში საკითხავით“ ყველაზე მეტად ამგვარი ჩვევის მქონე ადამიანები გაიხარებენ; თუმცა წიგნში წარმოდგენილი, ტუალეტთან დაკავშირებული ლინგვისტური, ლიტერატურული თუ ისტორიული მასალა და საინტერესო ფაქტები "აკადემიურ სივრცეში" კითხვის მოყვარულ ბიბლიოფილსაც დააინტერესებს.
გავერთე :)) მაგრამ რეალურად თუკი ასე სერიოზულად უდგებოდა საქმეს ავტორი, მაშინ თავის წიგნში უნდა მიმოეხილა ისეთი იოდიომატური გამონათვამების ეტიმოლოგიაც, როგორიცაა "მთვარეზე მო*მა" და "კომპოტში ჩა*მა" :)) ხუმრობის გარეშე, მართლა ვაკრიტიკებ ამის გამო!