Jump to ratings and reviews
Rate this book

ქალი ქვიშაში. ადამიანი ყუთი

Rate this book
ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს ნამდვილი სახელი და გვარია აბე კიმიფუსა. ის დაიბადა 1924 წელს ტოკიოში. ბავშვობა მანჯურიაში გაატარა და ლექსების წერაც მცირე ასაკში მანჯურიაშივე დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ ტოკიოში დაბრუნდა და იქვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1992 წელს). კობო აბეს სახელთან დაკავშირებულია XX საუკუნის 50-იანი წლების იაპონური ხელოვნების აღმავლობა. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, გაუცხოება, სულიერი მარტოობის პრობლემა და თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის თვითდამკვიდრების მცდელობა. სწორედ ამ თემებზე ააგო მან რომანები: „ქალი ქვიშაში“, „კედელი“, „უცხო სახე“, „ადამიანი-ყუთი“... „ქალი ქვიშაში“, კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. მის მიხედვით რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ 60-იან წლებში ფილმიც გადაიღო. რომანის მარტოსული გმირი, ქვიშაში ჩაფლულ სოფელში „დატყვევებული“ უბრალო მწერების შემგროვებელი ბედს არ ურიგდება და ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს, განსხვავებით „ადამიანი ყუთის“ მთავარი გმირისაგან, რომელიც საზოგადოებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაურბის, ყუთში იკეტება და ასეთი უჩვეულო ფორმით გამოხატავს პროტესტს გარე სამყაროს მიმართ.

334 pages, Hardcover

Published January 1, 2012

1 person is currently reading
116 people want to read

About the author

Kōbō Abe

215 books2,059 followers
Kōbō Abe (安部 公房 Abe Kōbō), pseudonym of Kimifusa Abe, was a Japanese writer, playwright, photographer, and inventor.

He was the son of a doctor and studied medicine at Tokyo University. He never practised however, giving it up to join a literary group that aimed to apply surrealist techniques to Marxist ideology.

Abe has been often compared to Franz Kafka and Alberto Moravia for his surreal, often nightmarish explorations of individuals in contemporary society and his modernist sensibilities.

He was first published as a poet in 1947 with Mumei shishu ("Poems of an unknown poet") and as a novelist the following year with Owarishi michi no shirube ni ("The Road Sign at the End of the Street"), which established his reputation. Though he did much work as an avant-garde novelist and playwright, it was not until the publication of The Woman in the Dunes in 1962 that he won widespread international acclaim.

In the 1960s, he collaborated with Japanese director Hiroshi Teshigahara in the film adaptations of The Pitfall, Woman in the Dunes, The Face of Another and The Ruined Map. In 1973, he founded an acting studio in Tokyo, where he trained performers and directed plays. He was elected a Foreign Honorary Member of the American Academy of Arts and Sciences in 1977.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
38 (47%)
4 stars
31 (38%)
3 stars
11 (13%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Oto Bakradze.
657 reviews42 followers
January 22, 2022
რა წავიკითხე ხუი ივო ზნაეტ, მაგრამ რაღაც მაგარი რომ წავიკითხე ფაქტია. განსაკუთრებით ადამიანი-ყუთის სიუჟეტია wtf.

“ქალი ქვიშაში” ცუდი თარგმანია და ცუდი რედაქტირებაც. ეტყობა რომ არაა ორიგინალიდან ნათარგმნი. “ადამიანი-ყუთში” არ ჩანს ეგ იმდენად.

ვერცერთ მწერალთან რომ ვერ გაავლებ პარალელს, ისეთი მწერალი აღმოჩნდა აბე. სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა tbh.
Profile Image for Tamuna Margievi.
27 reviews9 followers
August 9, 2020
ქალი ქვიშაში 5
ადამიანი ყუთი 3
Profile Image for Aleko Beridze.
45 reviews6 followers
September 16, 2018
დამაგლიჯა ნერვები! ყველანაირად ვეცადე ოპტიმიზმის შენარჩუნებას, მაგრამ ვინ გაცადა?! მიუხედავად იმისა, რომ დასასრულმა ნერვები მომიშალა, საერთო ჯამში მომეწონა და ღირდა ამდენ ნერვიულობად. საოცარი წერის სტილი აქვს ამ მწერალს, განსხვავებული, თითქოს მსუბუქად წერს, მაგრამ იმდენად მძიმე ემოციებს იტევს, რომ მკითხველი გაურკვევლობაში რჩები და არ იცი, რა იფიქრო?! უბრალოდ, ზედმეტად ცუდი პერიოდი დაემთხვა კითხვის პროცესს და შესაძლოა, სხვა დროს რომ წამეკითხა, უფრო მეტად მომწონებოდა.
,,ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ხშირად ისე უბრალოდ გამოიყურება, სისულელე გეგონება. თუ სიძნელეებისა არ შეგეშინდება, თუკი კაცურად იბრძოლებ... მაშინ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული."
,,დიახ, შრომა ეხმარება ადამიანს, მსრბოლავ დროს შეურიგდეს მაშინაც კი, როცა იგი უმიზნოდ მიქრის."
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
July 22, 2012
თუ დაუსრულებლად ლოკე დაუსრულებლად შეუხორცებელი ჭრილობები, ენისგან აღარფაერი დარჩება.

"სიმარტოვის ჯოჯოხეთი" - სიმარტივე - ეს ოცნების დაუოკებელი წყურვილია.

მეორედ წავიკითხე ქალი ქვიშაში, ჩემთვის ეს რომანი გაცილებით მნიშვნელოვანი და დიდია.

რაც შეეხება "ადამიანი-ყუთს" საინტერესოდ იყო დაწერილი, საკმაოდ სიურეალისტურად (ზოგადად დამახასიათებელი აბესთვის), თუმცა იმას ვერ შევადრი.
გამიხარდა, რომ მწერლის კიდევ ერთი რომანი წავიკითხე.
Profile Image for Tamari.
57 reviews4 followers
June 30, 2018
მართალია ამ წიგნმა ჩემი კლაუსტროფობია გაამძაფრა, მაგრამ ყველას ვურჩევ, გვერდი არ აუაროს. 🙄 იშვიათი სიცხადის რომანია
22 reviews
August 8, 2025
კარგი იქნება, ორიგინალიდან ნათარგმნიც რომ გვქონდეს ეს ნაწარმოებები და არა საბჭოთა, რუსული თარგმანების გადმოქართულებული ვერსიები.
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.