Jump to ratings and reviews
Rate this book

ჯაყოს ხიზნები

Rate this book
რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.

მიხეილ ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ჯაყოს ხიზნები 1924 წელს ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისში დავწერე“. 1928 წელს ის დავით კასრაძესთან საუბარში აღნიშნავდა:„კვაჭი კვაჭანტირაძეს მივაყოლე ჯაყოს ხიზნები, ეს ქურთა–თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო. ჯერ ერთი, რუსების თქმისა არ იყოს: კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს.“

390 pages, Unknown Binding

First published January 1, 1924

50 people are currently reading
670 people want to read

About the author

Mikheil Javakhishvili

37 books159 followers
Mikheil Javakhishvili (Georgian: მიხეილ ჯავახიშვილი; other surname: Adamashvili, ადამაშვილი) (November 8, 1880 – September 30, 1937) was a Georgian novelist who is regarded as one of the top twentieth-century Georgian writers. His first story appeared in 1903, but then the writer lapsed into a long pause before returning to writing in the early 1920s. His recalcitrance to the Soviet ideological pressure cost him life: he was executed during Joseph Stalin's Great Purge and his writings were banned for nearly twenty years. In the words of the modern British scholar of Russian and Georgian literature, Donald Rayfield, "his vivid story-telling, straight in medias res, his buoyant humour, subtle irony, and moral courage merit comparison with those of Stendhal, Guy de Maupassant, and Emile Zola. In modern Georgian prose only Konstantine Gamsakhurdia could aspire to the same international level."[1]

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1,391 (53%)
4 stars
808 (30%)
3 stars
316 (12%)
2 stars
66 (2%)
1 star
37 (1%)
Displaying 1 - 30 of 111 reviews
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
May 11, 2017
საშინლად ბედნიერი ვარ ,იმიტომ რომ, ჩვენი ქვეყნის პროზის საკუთრებაა ეს წიგნი.
ძალიან მომეწონა ჯავახიშვილის მიგნებები, მისი ენა , წერის სტილი , სითამამე , გროტესკი.
ჩემთვის ,ეს წიგნია ნათელი მაგალითი იმისა ,რომ არასწორ ასაკში არ უნდა წავიკითხოთ ასეთი მნიშვნელოვანი წიგნები.

"ზოგს უკვირს , რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო ? იმიტომ არ იყო , ჩემი თეიმურო ,რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო , ხოლო სადაც რწმენა არ არის , იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის , ხოლო სადაც ძიება არ არის , იქ სექტაც არ იქმნის."
Profile Image for Luka Zviadauri.
91 reviews11 followers
September 6, 2022
ივანესა და თეიმურაზის დიალოგები ცალკე შედევრია. სუბიექტურად, საუკეთესო წიგნი ქართული პროზის ისტორიაში
34 reviews
October 18, 2021
თავდაპირველად მოვიშორებ და ვიტყვი ჩემს ერთადერთ მცირე კრიტიკას ამ რომანისადმი: ვფიქრობ პროზა არც ისეთი ძლიერი და ხანდახან ზედმეტად მოკლეც კია, თუმცა ვერანაირად ვიტყვი რომ ის ცუდია ან სუსტია.
ამ რომანს ძალიან, ძალიან ბევრი პლიუსი აქვს:
უპირველესად, დავიწყებ იმით, რომ მას აქვს უმაგრესი, შემთრევი სიუჟეტი. ბოლოს არ მახსოვს ასე ძალიან როდის შემითრია წიგნმა.
აღსანიშნავია ძალიან ოსტატურად დაწერილი პერსონაჟებიც, რომლებიც ხშირად ალეგორიას წარმოადგენენ სხვადასხვა რამის (ქართული იმდროინდელი პოლიტიკის, ხალხის, და ა.შ.).
ასევე ძალიან მომეწონა დიალოგები, რომლებიც მეტად საინტერესო და დამაფიქრებელნი გახლავთ.
ყველაზე მეტად კი, იმით ვისიამოვნე, რომ ამ წიგნმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. კითხვას რომ შევწყვეტდი, გონება ისევ ამ სამყაროში მქონდა და ისევ მის პერსონაჟებს, და მათ თქმულ სიტყვებს განვიხილავდი-ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები თითქმის უკვე ერთი საუკუნის წინ არის დაწერილი, მაინც ძალიან მარტივი იყო მწერლის გონებაში შესვლა და პერსონაჟების გაგებაც. ესაა პირველი ქართული რომანი, რომელმაც ჩემზე ასეთი ძლიერი ზემოქმედება იქონია. ვფიქრობ მიხეილ ჯავახიშვილი ბევრად წინ უსწრებდა იმ დროინდელ ქართულ და შეიძლება ითქვას, მსოფლიო ლიტერატურასაც კი.
უნდა ვთქვა ისიც, რომ რომანი ძალიან ბევრ თემას ფარავს: პოლიტიკას, რელიგიას, ადამიანის ფილოსოფიას, ქართველების ზნე-ჩვეულებებს, ქალთა უფლებებს და ა.შ.
ასე რომ, არაა გასაკვირი რომ ის უკვე ჩემს ფავორიტ ნამუშევრად იქცა ქართულ რომანებს შორის.
10/10
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
November 30, 2017
არ ვიცი, როდის მოასწრო ლუარსაბ თათქარიძემ ესოდენ განათლებულიყო და ხორცი დაეფერთხა. ასეთი მტკივნეული წიგნი ალბათ არ დაწერილა ქართულ რეალობაში. მწერლის ოსტატობაზე , მის უღრმეს ცოდნაზე ფსიქოლოგიიისა, აღარაფერს ვამბობ. თუმცა ორიოდ სიტყვით მაინც ღირს ამაზე დაწერა, რადგან სკოლაში ზედაპირულად გვასწავლიდნენ - თეიმურაზი, საქართველოს დასუსტებული და გადაგვარებული ინტელიგენცია, და ჯაყო, როგორც მომხდური უცხო ძალა და ა.შ. და ა.შ. ბუნებრივია, ესეც არის, მაგრამ ამის მიღმა , ბევრის გასაკვირად, ფსიქოანალიზია.
მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკში ჩანიშნულია:
* " ვიყიდო ფრეიდის ფსიხოსექსუალობა"
* " მარგო ისტერიით ავად გახდა სქესის ნიადაგზე. ჯაყომ მოარჩინა (!!!) იგი."
* " ამ ქვეყნად ყოველივე სქესია. ჩვენმა გლეხმა უხეშად და სწორედ სთქვა : " ეს ქვეყანა ... ტრიალებსო."
* "ფროიდი და აგვისტო - აი ჯაყო."
ჰოდა, კიდევ ერთხელ : ჩვენი მიხაილო იყო/არის მსოფლიო დონისა და უღრმესი აზროვნების მწერალი. აი, მას რომ გაეღწია აქედან რობაქიძის ნაცვლად... თუმცა რას გავაწყობთ, გარდა იმისა,რომ მივუბრუნდეთ, ვიკითხოთ, ვიკითხოთ, ვიკითხოთ და თან თუ გავიაზრებთ კიდეც , მთლად კარგი :)
Profile Image for Nika Meleksishvili.
99 reviews10 followers
March 2, 2022
ეს რა იყო?.. კითხვის პროცესში გული მერეოდა, მეცოდებოდა, მეტირებოდა, გული შემტკიოდა, თანავუგრძნობდი... თანაბრად მეზიზღებოდა და მეცოდებოდა ნაკაცარი თეიმურაზიც და ნათავადარი მარგოც (თვით ამაზრზენი ჯაყოც კი შემეცოდა ცოტათი იმ მომენტში, როცა რვეულში ჯაყო ხევისთავი ჩაწერა).

ჯავახიშვილმა დაწერა უნაკლო წიგნი, რომელშიც ჩადო უამრავი რამ და ჩემი სალაპარაკო არ არის ეს, უბრალოდ შთაბეჭდილებებს ვერ ვმალავ და ენა წინ მისწრებს.

სანამ წავიკითხავდი სრულიად დავსპოილერდი, რადგან რუსუდან აბრამიძის გაკვეთილი მქონდა მოსმენილი სრულიად შემთხვევით და მაშინ გადავწყვიტე წამეკითხა. დაღეჭილი მოვიდა ჯაყოს ხიზნები ჩემამდე და მაინც მოახერხა და აღმაფრთოვანა.
April 26, 2021
მეშვიდე კლასში რომ მივედი, მასწავლებელი ტრადიციული როგორ გავატარე და რა წავიკითხე ზაფხულშით დამიხვდა, შემდეგ კი დაჟინებით მთხოვდა, მეთქვა რომელი წიგნი არ მომეწონა. მეც ვერცერთი ვერ გავიმეტე არმოწონების უფსკრულში გადასაძახებლად და საგონებელში ჩავარდნილმა გადავწყვიტე ჯაყოს ხიზნები გამეწირა, რომლის რამდენიმე გვერდიც შემთხვევით შემომეკითხა. სამიოდე წლის შემდეგ მართლაც წავიკითხე და იმის მერე წინარე ისტორიამ ძილისწინ საფიქრალ "სიქრინჯეებში" საკუთარი ადგილი მოიპოვა. ახლა აბიტურიენტობამ კვლავ შეგვახვედრა და კიდევ უფრო ვნანობ მაშინ ბრმად ჩადენილს...
გენიალურ.
Profile Image for Ana Japaridze.
78 reviews1 follower
January 26, 2021
აბიტურიენტობამ მოაწია ჩემს ცხოვრებაში და იძულებული გამხადა, ეს წიგნი მეორედ ამეღო ხელში.

ჩემთვის ასეთი ძლიერი რომანი ქართულ ლიტერატურას არ აქვს, თავისი სიმბოლოებით, ალუზიებით, თხრობის სტილით, რავიცი, ყველანაირად შედევრია. მეორედაც კი უემოციოდ ვერ წავიკითხე და მთელი რომანი თითქოს თეიმურაზის მსგავსად, მეც მამძიმებდა ის "ძაღლის მძორი".
Profile Image for ტუნგუსკა.
103 reviews
January 3, 2023
ანა კარენინა რომ ილიას Walmart ვერსიას დაეწერა, მ.ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" იქნებოდა.

მეგობრებმა გამლანძღეს. ძაან მაგარი ნაწარმოებიაო. კიდევ ერთხელ ვიტყვი - არ არის.
დასასრულიც ძაან მაგარი აქვსო. არ აქვს.

და არც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნაწარმოებიც არ არის.
Profile Image for Barbare kokaia.
14 reviews1 follower
November 13, 2022
კითხვისას უამრავი განცდა გიჩდება ადამიანს თეიმურაზის მიმართ. რთულია გაბრაზდე მის საქციელზე, რადგან გულის სიღრმეში იცი რომ თეიმურაზი შენ სულშიც სუფევს
თეიმურაზობა და ლუარსაბობა ქართველების მოუშორებელ სენად რჩება დღევანდელობაშიც კი.
საოცარი ოსტატობითაა დაწერილი ნაწარმოები. ეს სიოსტატე კი მის სიმარტივესა და სინამდვილეშია. მწერალი გვიხატავს რეალურ პერსონაჟებს, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის სახით შეიძლება გადაგეყაროს მოდერნიზებული სამყაროში. დღესაც დავინახავთ მარგოს, ჯაყოს და თეიმურაზს. მიხეილ ჯავახიშვილმა
შეძლო ჩვენთვის თავისი სათქმელი მოეტანა. იქნებოდა ეს პერსონაჟების დიალოგებითა თუ მათი საქციელით.

არ შეიძლება არ ვისაუბრო ნაწარმოების ბოლო თავზე. აქ უკვე იშლება თითოეული პერსონაჟი და ჩვენ თვალწინ წინ ისინი გარდაიქმნებიან: ქართველი ერის, საქართველოს და მტრის სიმბოლურ სახეებად.
დასასრულს კი იმედის ნაპერწკალი გეღვენთება სულში.
თეიმურამზა შეძლო და მოიშორა საყელოზე ჩამოკონწიალებული ლეში უამრავი შინაგანი ბრძოლის გადალახვის შედეგად.
ავტორმა არა მარტო თეიმურაზს, არამედ თითოეულ ჩვენგანს ჩაუნერგა იმედი.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Oto Bakradze.
657 reviews42 followers
April 24, 2022
ამხელა ემოცია არც ერთი ქართული ნაწარმოების კითხვისას არ მქონია, რა ემოციაც “ჯაყოს ხიზნებზე” მქონდა. ჯერ რა წერის სტილი, მერე რა პერსონაჟები და მათი ფსიქოლოგია და ბოლოს თეიმურაზის დიალოგები ივანესთან სასწაულია. 10/10



Profile Image for Promethea.
327 reviews10 followers
March 24, 2023
კარგი მკითხველი მაშინვე იცნობს ჯავახიშვილის მიერ ჩაქსოვილ-ჩახუჭუჭებულ სიმბოლოებს დღევანდელი რეალობისა.
Profile Image for Mariam Balabanashvili.
4 reviews28 followers
January 18, 2021
"ჯაყოს ხიზნები" ეს არის წიგნი ,რომელიც წავიკითხე სამჯერ ერთ წელიწადში. პირველად მეც ისევე დავიტანჯე, როგორც თეიმურაზი და მარგო. ნუ, რა თქმა უნდა, ჯაყოს მოკვლა მინდოდა. პირველად ვერ გავიაზრე ეს ნაწარმოები მეთქი ეს რა არის! მარგო რანაირი ქალია. ეს რა დაუწერია ჯავახიშვილს და მოვიდინე ჰაი ჰუი მოკლედ, როგორც უმეცარმა ადამიანმა გარყვნილებად ავღიქვი, პირველ წაკითხვაზე. მეორედ სკოლაში მომიწია წაკითხვა ცოტა შერბილებული ემოციები მქონდა რაღაცებს ჩავწვდი მეთქი ხო აი საქართველოს ისტორიას და ეპოქას ეხება და იმდროინდელ ქვეყნის გასაჭირს აღწერს, რაც რევოლუციას,ხელისუფლების ცვლილებასა და გასაბჭოებას მოჰყვა მეთქი. მესამედ უკვე აბიტურიენტობის პერიოდში წავიკითხე ჩემ საყვარელ მარინა მასწავლებელთან ერთად და აი უკვე მან ამიხილა თვალები და თავისებური ახსნებით მიმახვედრა, რომ ჯაყო ალეგორიული პერსონაჟი და ბოროტების სიმბოლო იყო, მარგო თვით დასუსტებულ და უძლურ საქართველოს წარმოადგენდა, ხოლო თეიმურაზი იმდროინდელი ძალადაკარგული ინტელიგენციის სახე იყო,რომელიც უკვე აღარავის სჭირდებოდა და არც აღარავინ უსმენდა მათ ხოლო ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ კი აქტიურად იდევნებოდა. მერე რომ დავფიქრდი უი! მართლაც ასე იყო მარგო მართლაც საქართველო იყო იმ დროისთვის დაუძლურებული და უპატრონოდ დარჩენილი ათასმა მტერმა,რომ გადაუარა და გადმოუარა და ბოლოს საბჭოთა კავშირის ხელში ამოყო თავი, ქვეყანას ხალხის გარეშე განა რისი ძალა ექნებოდა, როგორც არანაირი ძალა აღარ ქონდა დაუძლურებულ მარგოს თეიმურის გარეშე საზიზღარი ჯაყოს ხელში?! მაგრამ არც თეიმურაზს ჰქონდა რამის თავი უკვე გაბატონებული ბოროტების სიმბოლოდ ქცეული დათვის წინააღმდეგ.
ბოლოს,რამაც რაღაც იმედის ნაპერწკალი დამიტოვა ის იყო, რომ გაბატონებული ბოროტება გამოამჟღავნეს.
წიგნის ჭია თეიმურაზმა სიმართლე დაინახა აი მარგოს მდგომარეობა კი ბოლოსკენ უკვე ცოტა დამძიმდა, მაგრამ თეიმურაზის ანუ ხალხის და ინტელიგენციის გონზე მოსვლა და სიმართლის დანახვა, რომ ებრძოლათ რაღაც იმედის ნაპერწკალს მაინც ტოვებს...
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
August 20, 2016
ესაა ნაწარმოები,რომელიც ყველა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ უნდა წაიკითხოს და გაიაზროს, უკლებლივ!!! ნომერ 1-ი საკითხავი ქართულ რომანებს შორის და საერთოდაც მსოფლიო ლიტერატურაში ჩემთვის. თუ ხარ ქართველი ეს წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული.. ჯაყო, თეიმურაზი, მარგო.. და სხვა პერსონაჟებიც ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მაცხოცრებლების სახეებია.. ჩემთვის არ არსებობს ამაზე მართალი და გულწრფელი წიგნი თუნდაც მსოფლიო ლიტერატურაში!!
Profile Image for Ana.
Author 18 books24 followers
October 5, 2021
"ჯაყოს ხიზნები" ქართული თანამედროვე პროზის გამორჩეული ნამუშევარია. ეს არაა წიგნი, რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავ, ვერც შენთვის საყვარელ პერსონაჟს იპოვი და უსიამოვნო შეგრძებასაც ვერაფერს მოუხერხებ, რომელიც სულ თან გაგყვება დასასრულამდე. ნაწარმოებში, რომელშიც გათელილია სიყვარული, ნდობა, რწმენა, ადამიანობა, ღირსება. სადაც, ადამიანების ყველა მანკიერება საჯაროდაა გამოფენილი. ესაა წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული.
Profile Image for Aihcrad.
37 reviews1 follower
August 13, 2018
აგრე იცის ჯაყომა
Profile Image for Liza Adishvili.
41 reviews5 followers
November 24, 2018
ქართულ ლიტერატურას რატომ არ კითხულობ ისე, როგორც უცხოურსო, მსაყვედურობენ სულ...

რომელიმე ქართულ რომანს რომ გადავშლიდი და აღმაფრთოვანებდა, გადავწყვეტდი, მეორე დღესვე ეროვნული წამეკითხა რაიმე, მაგრამ ბოლოს ბიბლიოთეკიდან მაინც უცხოური ლიტერატურით ხელში გამოვდიოდი.

მე-12 კლასის პროგრამაზე ბევრი ვიწუწუნე, ჯაყო მეორედ გადავშალე(ამჯერად ბოლომდე მივიყვანე) და ვერანაირ მიზეზს ვერ ვპოულობ, რატომ არ მომეწონა წაკითხვის პირველივე მცდელობი��ას.. ასეთი კარგი რამე მართლა იშვიათია და ძალიან ამაყი ვარ, ეს იშვიათობა რომ ქართველმა შექმნა. ❤️

P.S. დღეს ბიბლიოთეკიდან ქართული ლიტერატურით დავბრუნდი სახლში.. მადლობა, მიხეილ!

P.P.S. თეიმურაზი არ ვიცი, მაგრამ ეს მწერალი ნამდვილად გრგვინვაა ჩემი სულისა!
Profile Image for Luka Papiashvili.
19 reviews2 followers
January 9, 2023
თუ ჩაუღრმავდებით წიგნში ჯაყოსეული ადამიანის და ეფოქის კრიტიკის გარდა ზღვა ფილოსოფიური იდეები დევს, ასევე საყურადღებოა მარგოს როლი თეიმურაზის ცხოვრებაში არა როგორც ცოლის, არამედ ერთადერთი მაკავშირებლის ხორციელებასთან.
2 reviews1 follower
August 7, 2022
დიდი ვერაფერი
December 17, 2017
ვფიქრობ, ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს, (განსაკუთრებით მათ, ვისაც რუსეთი ჩვენი ძმა და მეგობარი ჰგონიათ) ამავდროულად, ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა იამაყოს იმით, რომ ეს საოცრება ქართველმა კაცმა შექმნა.
January 5, 2019
მიხეილ ჯავახიშვილი იყო ადამიანი, რომელიც მოთხრობებითა და რომანებით ამხელდა საბჭოთა რეჟიმს. ქართულ მწერლობაში ასეთი გამბედაობა მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს გააჩნდა.
1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისათვის და სისხლის ნიაღვარში ჩაიხრჩო. ამ სისხლმა გაუყუჩებელი ტკივილი დაუტოვა მწერალს. რომანი, „ჯაყოს ხიზნები“, მართლაც, გმინვაა, ოღონდ არა მხოლოდ მწერლის, არამედ ერის სულისა.
რომანის მთავარი გმირია თეიმურაზ ხევისთავი, რომელიც კერძო, კონკრეტული ადამიანის სახეცაა და, ამავდროულად, სიმბოლურიც. ხიზნობა კი უნებობაა, ტყვეობაა…
თეიმურაზი არ არის „კრიტიკის ქარცეცხლში გასატარებელი“ პერსონაჟი. ის არის ადამიანი, რომელიც მოდის თავისი დატვირთული წარსულით და ცდილობს ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ სურათს თავისი დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. კარგავს ყველაფერს, რაც კარგვადია და ხიზანი საკუთარ მამულში ბრუნდება. თეიმურაზი სწორედ აქ აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ მშვენიერებას, რომლის ერთადერთი პატრონიც თავადაა.
რომანში ნაჩვენებია თეიმურაზ ხევისთავის უკიდურესი კრიზისული მდგომარეობა. იგი განათლებული პიროვნებაა, მაგრამ მისი ცოდნა უნიადაგოა, რამეთუ აღარავის სჭირდება. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ თეიმურაზი ვეღარ პოულობს ადგილს ქალაქში. ქალაქშივე უუცხოვდება თავის ერთადერთ მეგობარს მარგოს, რომელიც, შეიძლება ითქვას, კრებითი სახეა ზოგადად ფასეულობათა და სწორედ ამ დროს, როდესაც ქალაქში კრიზისი ახრჩობს თეიმურაზს, ჯაყო ჯივაშვილი – წინააღმდეგობის ხორცშესხმული ხატება – თეიმურაზს უბიძგებს თავისი კერისკენ. ბჭობს რა მარგოსთან ნაშინდარში დაბრუნების ავ-კარგიანობაზე, თეიმურაზი ვარაუდობს უცნაურ მომავალს.
მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ნაშინდარი არის სივრცე, სადაც თეიმურაზი დაცემითა და თვითგვემით რწმენას მოიპოვებს. ნაშინდარში იმსხვრევა ძველი თეიმურაზი, ის ტანჯვები, ის „მწარე სასუმელი“, რაც ცხოვრებამ უხვად შეასვა დამდნარ ხევისთავს, გარდაიქმნება ერთადერთ საშუალებად უკიდურესი სულიერი სიცარიელის დასაძლევად.
ჩემი აზრით, რომ არა მწერლის ამგვარი მრწამსი, თეიმურაზ ხევისთავი რწმენაში კი არ ჰპოვებდა ხსნას, არამედ ყოფითი სინამდვილე საბოლოოდ ჩაკლავდა მასში ღვთისაკენ მიმართულ მზერას.
რაც შეეხება მარგოს, მისი მხატვრული სახე არაერთმა კრიტიკოსმა საქართველოს ალეგორიადაც მიიჩნია, გადამთიელი ჯაყოს მიერ მარგოს დაპატრონება, განზოგადებულად, შეიძლება მომავალ თაობათა საგანგაშო გაფრთხილებადაც იქნეს გაგებული. პასიურმა სიკეთემ, წინდაუხედაობამ და ბედოვლათობამ ბოროტება რომ არ შვას და უფსკრულში არ გადაგვჩეხოს, ნათლად და სიღრმისეულად უნდა გავიაზროთ ჩვენიცხოვრებისეული მიზანსწრაფვა.
ჯაყოს მხატვრული სახე, მაგალითად გალაღებული ბოროტების ხორცშესხულ ხატებადაც შეიძლება მივიჩნიოთ და რევოლუციის შედეგად აღზავებული ძალადობის განსახიერებადაც. აქვე, ამასთან ერთად, არც ისაა შემთხვევითი, რომ ჯაყო ჩვენს მიწაზე შემოხიზნული უცხო ტომის წარმომადგენელია, მოხერხებულად სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით, ქვეყანას ახალ მყვლეფელად ევლინება და მგლური სიხარბით ეპატრონება თავისი ნაბატონარის ცოლსაც და მთელ ავლადიდებასაც. რაც შეეხება ჯაყოს უხვშვილიანობას, ამით ავტორი იმაზე მიგვანიშნებს, რაოდენ ძლიერია და ძნელად ამოსაკვეთი ბოროტება. იგი მრავალსახაა, საზოგადოებაში ფართოდ ფესვგართხმული და მის წინააღმდეგ ბრძოლა ამადაც ძნელდება. შეიძლება ჯაყო დაამარცხო, მის ბოროტებას წინ აღუდგე, მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. ქვეყნად მაინც რჩება მისი მრავალრიცხოვანი ნაშიერი, რომელიც სამომავლოდ მამის გენის გამგრძელებელი იქნება და არა სიკეთის ნერგის გამხარებელი.
დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი უპირველესად ეროვნულ ტრაგედიას აღწერს და ამ მდგომარეობის დაძლევას ისახავს მიზნად, ამიტომ ქვეყნის პატრონის ,თეიმურაზ ხევისთავის პიროვნული გამთლიანება , იმ დანაკარგის დაბრუნებასაც გულისხმობს, რაც მას ეკუთვნის – იგი კვლავ ხევისთავთა საგვარეულო სასახლეში ცხოვრობს და რწმენით სავსე ელოდება მარგოს.
რომანის ამგვარი ფინალი კი მკითხველსაც უღვივებს რწმენას, რომ კრიზისიდან თავის დახსნა შესაძლებელია, თუ ადამიანი ანდა მთლიანად ერი შეიმეცნებს თავის შეცდომებს და შეცოდებებს.
Profile Image for Mad_seventeen17.
9 reviews5 followers
November 10, 2020
Goodreads-ს ზაფხულის მერე აღარ ვსტუმრებივარ. ცოტა შეცვლილი დამხვდა, მაგრამ წიგნები ადგილზეა... დრო მიდის, წიგნები რჩებიან.
გამსახურდიას ვკითხულობდი და უცბათ, ჯავახიშვილი გამახსენდა. წერა მომინდა და ,,ჯაყოს ხიზნები " შემრჩა ხელთ. ემოცია განელდა, სათქმელი ბევრი დამრჩა. ვეცდები, გადმოცემას.
ასტრიდ ლინდგრენის წიგნების გარდა მეორეჯერ ვერაფერს ვერ ვკითხულობ, თუმცა, აბიტურიენტობის გადამკიდე ჯაყოს ხელმეორედ წაკითხვა მომინდა.
ოჰ, ეს დიდებული შედევრი!
როგორ მოუტრიალდა ხელი ამ ისტორიის დასაწერად?! მერე რა პერსონაჟები, სიუჟეტის ხაზი, ენა, თხრობა, კულმინაცია, ოსტატობა... ჯავახიშვილი, რომ ცოცხალი იყოს პასუხს მოვთხოვდი ჩემი ასე გამწარებისთვის. ზედმეტად რეალურად აღიქვა ჩემმა ტვინმა წიგნში შექმნილი რეალობა, უფრო მეტად მატკინა და ამაღელვა. თითოეული პერსონაჟის ნაცვლად მტანჯა. თეიმურაზის, მარგოს მაგიერ მე მრცხვენოდა.
ჯაყოს სახე...
ოხ, ეს ცხოველი არსება! ( ერთხელაც არ უწოდებია ჯავახიშვილს, ჯაყოზე ადამიანი და მე რა უფლება მაქვს ამის? იმან უწოდოს ვინც მასში ადამიანს ხედავს ^_^)
ერთმანეთზე გადაჭდობილი ადამიანები, შელახული ღირსება, თავკერძა სცენები, პიროვნებების მორალი... რას არ შეხვდები ამ წიგნში?! მთავარია, შეგეძლოს აღქმა და დანახვა.
აჰ, კიდევ ის მახსენდება. ერთხელ, ერთმა ბიჭმა, სოც.ქსელში დაიწყო, რომ თეიმურაზი უფრო საშინელი���, ვიდრე ჯაყო. სხვის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ თეიმურაზის განათლება მირჩევნია ჯაყოს არსებობას. მისი სიტყვები- ,,სხვას როგორ ვასწავლო ის, რაც მე არ მწამს". ნეტავ, მასწავლებლებს მიუქცევიათ ამ სიტყვებისთვის ყურადღება? დარწმუნებული ვარ, არა!
ასეა თუ ისე, ჩემთვის თეიმურაზი დაბეჩავებული, დაუძლურებული, უსუსური ქართველის სახეა, რომელიც შინ ძლიერია, ხოლო გარეთ უბადრუკი.
მარგო... მარგუშა... მასზე სიტყვის დაწერა მრცხვენია. რა შევკადრო? ვნებას აყოლილი ქალი? ვის აყვა ჯაყოს? კაი, რა! გულისამრევია!
ნეტავ, შემეძლოს ჯაყოს დანამუსება. შეუძლებელს ვითხოვ, ხომ?
ეჰ, ადამიანო, ადამიანო ... როგორ ჰგავხარ ჯაყოს :)


https://youtu.be/wQhd6uv5v5E

დიდებული ზამთარი გვაიხლოვდება

10.XI.2020
Profile Image for Nika Tkeshelashvili.
30 reviews
November 16, 2025
მეორედ წაკითხვაც არ იყო მთლად, მაგრამ მასწავლებელთან განვიხილეთ.

საბოლოოდ, ჩემი აზრით, ამ წიგნის ზიზღს ხალხში მისი სირთულე იწვევს, მსგავსი მომენტები(მაგალითად მარგოს გაბახება) ამძაფრებს მას და, მე პირადად, მაზიზღებს იმდროინდელ საზოგადოებას.

მარგოს გაბახების ეპიზოდებს აკაკი ბაქრაძემ სატირულ-პორნოგრაფიული უწოდა. აკვდება ეს სახელი.

ილიაზე უფრო მწარედ აცნობს ჯავახა საზოგადოებას თავის თავს. რამდენად საშინელი წასაკითხიცაა, იმდენად აფხიზლებს მკითხველს. ხოდა მალადეც მიხეილას

და აქვე-teimurazis dedassheveci, jayos dedassheveci, margos dedassheveci.
Profile Image for RoseMary.
26 reviews1 follower
April 5, 2025
ისე არასდროს არც ერთ პერსონაჟს არ მოუშლიათ ჩემთვის ნერვები როგორც ჯაყოსა და თეიმურაზს.
Profile Image for Elene Kapanadze.
2 reviews1 follower
January 13, 2025
კითხვის პროცესში ყველა პერსონაჟი გეზიზღება, მაგრამ გამართლებას უძებნი მათ ქმედებებს. გესმის ჯაყოსი, რომელიც მოხერხებულობით, საკუთარი თავის წინ დაყენებით ივიწყებს მორალურ და ზნეობრივ წესს, ღმერთს და ყველა დადებით თვისებას, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. გესმის თეიმურაზის, რომელსაც ყველაფერი ხელთ გამოეცალა და მაინც პატიობს საკუთარ თავს და ცოლს დანაშაულს. გესმის მარგოსი, რომელიც ქმრის სიყვარულს ვერ მიიღებს და პირველად იგრძნობს თავს “ქალად”. ივანეს და თეიმურაზის საუბარი გაფიქრებს, რომ მხოლოდ ცოდნა ცხოვრების ჭეშმარიტებამდე ვერ მიგიყვანს. “მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესიაო”. და საბოლოოდ რა დარჩა თეიმურაზს, მარგოს ან ჯაყოს. მარგომ დაკარგა მოუწვდომელი ხილით მიღებული სიამოვნება. ჯაყომ სხვისი ვაშლის ხის ნაყოფით ბოლომდე ჩაიტკაბარუნა პირი და ბოლოს დაკარგვა ყველაფერი, რაც ისედაც არ გააჩნდა. თეიმურაზმა ბევრჯერ უღალატა თავის თავმოყვარეობას და ბოლოს ადამიანადაც აღარ ვარგოდა. საბოლოო ჯამში “ჯაყოს ხიზნებმა” მასწავლა როგორი არ უნდა ვიყო და მხოლოდ მომავალზე ფიქრით უკეთესი მომავალი ვერ შეიქმნება.

პს: მცირედია, რაც კითხვის პროცესში შეიძლება ადამიანმა გაიაზროს. (ემოციურ ფონზე ასეთი რევიუ გამოვიდა)
Profile Image for Nanuka Shakinovi.
47 reviews
August 17, 2019
"მეც ვნახე, მეც განვიცადე. ეხლაც მწამს. ეხლაც ვსტირი".
და ცხოვრების წიგნაკში წერს თეიმურაზი - განათლებული, ტვინდიდა, ჭკვიანი და სხვა მრავალი სიტყვა, ათ მცნებას და ვერ ასრულებს ვერც ერთ მათგანს, რადგან სიტყვით კარგი მოცურავეა, მხოლოდ და მხოლოდ.
Profile Image for Nika Gogichashvili.
7 reviews
April 11, 2025
როდესაც პირქუში შემიპყრობს, ამ ნაწარმოებს მივადგები ხოლმე. ერთდროულად ბრაზი, ზიზღი, სევდა და კიდევ უამრავი გრძნობა მიჩნდება ყოველი მიბრუნებისას. როდესაც დავიცლები ამ ყველაფრისგან ვხდები, რომ უნდა ვეცადო არცერთი პერსონაჟი არ უნდა ვიყო რეალურ ცხოვრებაში.
Profile Image for Elee nee.
22 reviews
May 1, 2023
შედევრი! სიტყვები არ მყოფნის!
Profile Image for liz.
36 reviews
August 15, 2023
"ვნახე. განვიცადე. მწამდა. ვსტიროდი"
Displaying 1 - 30 of 111 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.