ჯემალ ქირიას ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი", რომელიც 1973–1975 წლებში დაიწერა და ოთხმოციანი წლების "ცისკარში" იბეჭდებოდა (№ 3–8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს.
თსუ-ს გამომცემლობის რედაქტორი (1970-1990წწ.), ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი, გამომცემლობა "საარი" აქვეყნებს ჯ. ქირიას ბელეტრისტიკის 11 ტომეულს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის განყოფილება, მდივანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები შიო მღვიმელის სახელობის პრემია ბაციკუკუ: ზღაპარი/ ჯემალ ქირია.–თბილისი:ნაკადული, 1991.–256გვ.
არ ვიცი, რა შეფასება უნდა დავუწერო. თავიდან იმედიანად დავიწყე, მომეწონა, მაგრამ შემდეგ იმდენად გამეწელა კითხვა, რომ წიგნის მთლიანობაში აღქმა მიჭირს. თითქოს რაღაც დააკლდა ჩემთვის.
ძალიან კარგი წიგნია. მითოლოგია და რეალობა ისეა გადაბმული, ლამისაა დავიჯერო რომ მართლა არსებობს ჯგრაგ, გუჯმახანი, ტყაში მაფა... შეიძლება მითების არსიც ესაა, რომ ჩვენში აღმოვაჩინოთ ესა თუ ის პერსონაჟი.
კარგი იქნებოდა ამ მწერლის "დიდობანას თამაში"–ც დაემატებინა ვინმეს.