ყველაფერი „პლანეტის ფინანსური თუ პოლიტიკური ცენტრებისგან მოშორებით, იმერეთის ერთ პატარა სოფელში, ერთ უცნაურ კაცთან საუბრის შემდეგ“ იწყება… ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSOD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა. დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს.
ონ.ჯი-ზე ტესტმა ამომიგდო საზაფხულო წიგნებში, ხოდა მთელი მონდომებით დავიწყე კითხვა და იმედებიც არ გაუცრუებია: წიგნი დახვეწილი,მსუბუქი, სალიტერატურო-სამეცნიერო ენითაა დაწერილი და პირველივე გვერდებიდან “ითრევს” მკითხველს. სიუჟეტი სუსის დაქირავებულ თანამშრომელ, ლაშას ,ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ერთი მისია აქვს: ამოხსნას იმერეთის პატარა სოფლის უცნაური მკვიდრის, იესე კაკაბაძის, ზესაიდუმლო. რაღაც მომენტში წიგნმა მარველის კინოსამყაროც გამახსენა, “გალაქტიკის მცველების(vol.3)” სიუჟეტი, ზეადამიანებისა და დახვეწილი ინტელექტის შექმნის, ეპისტემე და დოქსა ცოდნის მსოფლიო გადანაწილების საკითხი. მოკლედ, მშვენიერია, მაგრამ ძალიან მალე მორჩა და ჩემი აზრით, უფრო მეტი და დამაინტრიგებელი plot-twistის შესაძლებლობა ჰქონდა ავტორს, ბოლო ფურცელმა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა. ამიტომ, 4/5.
Goodreads-ზე რომ რევიუები არ დამხვდა, გული დამწყდა, მაგრამ წიგნი ხომ ახალია, 2022 წელს გამოცემული და ესაა ალბათ მიზეზი. მეც ხომ წარმოდგენა არ მექნებოდა მასზე, რომ არა “ლიტჰაიკერი”. დღეს 10 მაისია, დილით გავიღვიძე, ყავა დავლიე და კითხვა დავიწყე. ამჯერად ყველა დეტალი უნდა დავიმახსოვრო: იესეს მანქანა - Mazda CX5; როგორია ტარიელ ლორია, სად მუშაობს; ლაშას ყოველი სიტყვა; იმერეთში ჩასვლისას შემხვედრი მოხუცი კაცი, ლიზი თუ პატარა მწვანეკაბიანი, თეთრწინდებიანი, მუხლებგადაყვლეფილი თიკო. ყველაზე მეტად, ლეგენდის იქით, ავტორის თხრობის სტილი მომწონს. სიუჟეტი დაძაბულია. მკითხველს ისეთივე ინფორმაცია აქვს იესე კაკაბაძეზე, როგორც მისი ამბის მაძიებელ ლაშას, ამიტომ ინტრიგა დიდია. მომწონს პერსონაჟების დახასიათება, გარემოს აღწერა და ყველაზე მეტად - ლაშაში გაცხადებული ავტორის იუმორი. ეპიზოდი, როცა ჩალისფერი ძაღლი ლაშას სტუმართმოყვარეობის თუ კეთილგანწყობის გამოჩენის მიზნით, უკან აედევნება ტალახში ამოგანგლული კუდის ქიცინით. ან ის ეპიზოდი, როცა თიკო დემნას ანცობის ამბებს ყვება, ცხადია საკუთარი თავი უფრო ჭკვიანი ჰგონია. ავტორი კი წერს, რომ თიკოს გადაყვეფილი მუხლები და თვალებში მოციმციმე ეშმაკუნები იგივეს არ მეტყველებდნენ. სიუჟეტის განვითარება გაგაოცებთ და წიგნის გვერდებს თვალს ვეღარ მოსწყვეტთ. ადამიანები მართლა მოდიან ჩვენს ცხოვრებაში და დაუკითხავად გვცდიან. საინტერესოა, თუ გაუძლებს ჩვენი გონება ამ გამოცდას ან თავად გამომცდელს რა დონემდე მიიყვანს. რომანში ჩემთვის ყველაზე საინტერესო თინეიჯერის ოთახში გაკრული სალვადორ დალის Cristo De San Juan De la cruz იყო. ნახატის ნახვამ მცირე ხნით საგონებელში ჩამაგდო. So, ნახატის დაძებნასაც გირჩევთ და ამ წიგნის წაკითხვასაც, რომელზე ფილმიც იდეალური გამოვიდოდა.
წიგნი ძალიან მსუბუქად და რასაც ქვია ულტრაბგერითი სიჩქარით იკითხება, შინარსიც საკმაოდ საინტერესო და ჩამთრევი. იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში ყველაფერი თავზე მეყარა 10-15 წუთს მუდმივად ვპოულობდი რამდენიმე გვერდის წასაკითხად, რომ ცოტახნით მაინც დამეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა.
წიგნი, რომ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა ამას ისიც ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი 'საბას' წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის იბრძოლებს.
იშვიათი სიამოვნებაა ქართული ლიტერატურით ასე ისიამოვნო, დარჩე სასიამოვნოდ გაოცებული და მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტმა არც მეტი და არც ნაკლები საკმარისად განვითარდა და თავისი კულიმინაციური მომენტებიც ჰქონდა დამიტოვა უკმარისობის შეგრძნება ოღონდ არა ცუდი გაგებით, როცა ხვდები რომ წიგნს რაღაც დააკლდა არამედ შეგრძნება, რომ კითხვის დასრულება არ გინდა.
სადღაც შემომხვდა ირაკლი მაჩიტაძეზე - რა კარგი მწერალი დაბადებულა ჩვენს გვერდით, ჩვენს ქალაქში, ჩვენს შორის-ო ჰოდა ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანები ქმნიან დღეს ქართულ თანამედროვე ლიტერატურას.
როგორც ყოველთვის ამ წიგნის კითხვამაც ძალზედ დიდი დრო წაიღო, და ეს დრო მართლაც რომ ტყუილდ არ დამიხარჯავს. სიკვდილის ლურჯი ეკრანი ანუ (bsd) არის მოქმედება რომელიც პერსონალურ მოწყობილობას რესტარტს უკეთებს, ზუსტად იგივე რამ ემართება მთავარ მოქმედ პერსონაჟ ლაშას რომელიც სრულიად ახალ საქმეში ლორიას დახმარებით ეხლართება. წიგნი მართლაც რომ საინტერესოდ არის დაწერილი და კარგი კონგლუმენტებიც არის მოყვანილი საუბრებში, ასევე განხილულია დღევანდელი სამყაროს პრობლემები და მათი ბრჭყალებში მოყვანილი ხერხები თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს ისინი. იესე კაკაბიძე პერსონაჟი რომელიც ირაკლის გამართულად ყავს აღწერილი მართლაც რომ საინტერესო პიროვნებაა. წიგნის კითხვის პროცესში ბევრი ემოცია მეხვეოდა თავს და იმ სამყაროშიც მისვრიდა ხოლმე რომელიც ირაკლი მაჩიტაძემ შექმნა. ასევე მინდა ვთქვა ისიც რომ ირაკლის ზუსტად აქვს აღწერილი იმერული გარემოება და ყოფა ხალხისა. წიგნი არის მარტივად წასაკითხი მაგრამ აქვს თავისი კუთხე რომელიც ჩაგაფიქრიანებთ.
ბევრი რომ არ დავწერო, ვიტყვი რომ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია რაც კი წამიკითხავს (ქართული თანამედროვე ლიტერატურიდან). მარტივი და კარგად გასაგები ენით დაწერილი, ასევე ძალიან საინტერესო ისტორიით სავსე წიგნია.. 💕 რაც შეეხება იესეს, he is such a related character of the story 🫶🏻
8/10 ,,სიკვდილის ლურჯი ეკრანი" დიდი ხანი ვფიქრობ რა დავწეროდა როგორ,ეს არის წიგნი რომლის შესახებაც რეზიუმეს დაწერა გამიჭირდა.თითქოს აზრებს ვერ ვაკოწიწებდი,ახლაც ძალიან დაბნეული ვარ... ეს წიგნი მოგვითხრობს ადამიანზე რომელის ეხმარება შსს-ს,ასრულებს მათ მიერ მოწოდებულ დავალებებს და იძიებს იმ ადამიანებს რომლებიც არიან ეჭვმიტანილნი,ასეთი თითქოსდა არც ისე საინტერესო ცხოვრების დროს გამოჩნდება იესე კაკაბაძე,რომელზეც ინფორმაცია უნდა გაიგოს ლაშამ,შსს-ს დავალებით... იესე ძალიან საინტერესო ადამიანია,საინტერესოა მის შესახებ თითოეული დეტალი რასაც ლაშა(მთავარი გმირი) გაარკვევს.ამ წიგნის კითხვისას ერთდროულად იგრძნობთ სიამოვნებას,დაძაბულობას და ამასთან ერთად გახდებით დეტექტივები.ხშირად მარტივია წინასწარ იავარაუდო თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ თავში,მაგრამ ეს წიგნი სულ სხვა,რადიკალურად განსხვავებული ისტორიაა.უნდა წაიკითხოთ და ისიამოვნოთ,მაგრამ ჩემსავით თუ დაიბნევით არ გაგიკვირდეთ,მთლიანი წიგნი ხომ სიამოვნებაა მაგრამ, ბოლო გვერი სულ აგირევთ თავ-გზას. ,,ტვინი-ესაა სამყაროში ჩვენთვის ცნობილი,ყველაზე რთული კომპიუტერუ,რომელსაც მომხმარებლის ინსტრუქცია არ მოჰყვა".🧠. ,,აზროვნება,ინტელექტი თავადაა სიკეთე და ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი გვაქვს💗💻 წაიკითხეთ და ისიამოვნეთ...
სამწერლობო დებიუტიც ასეთი უნდა... ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი , რომლის შემდეგაც ვეღარ ფუნქციონირებს და სჭირდება გადატვირთვა ე.წ restart ამის შემდეგ კი ბევრი რამ იცვლება... ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიის მქონე წიგნი , რომელიც მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება.. ეს არის წიგნი , რომელიშიც არც თუ ისე ბევრი პესონაჟია , თუმცა თითეულ მათგანს ვთვლი , რომ თითეულ მათგანს თანაბარი მნიშვნელობის როლი აქვს, დაწყებული ტარიელ ლორიათი , დამთავრებული პატარა თიკოთი და თავისი კატით. იმერეთის ერთი პატარა სოფელი... უჩვეულო მასწავლებელი.. წარმატებული სტუდენტების ეჭვისაღმძვრელი რაოდენობა... ინტრიგები და პასუხგაუცემელი კითხვები მრავლადააა, ყოველივე ამის პარალელურად განვითარებული ლამაზი სიყვარულის ისტორიაა... მოკლედ , ეს პატარა წიგნი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ... p.s მადლობა თსუ-ს, სულაკაურს და ,,ლიტჰაიკერს"-ს რომ , მომცა საშუალებაა გავცნობოდი ამ ნიგნს. <3
კარგი საპნის ოპერასავით წიგნია. ერთი ამოსუნთქვით იკითხებაო რომ იტყვიან, ზუსტად ეგეთი. სამ დღეში ისე წავიკითხე, რომ ოდნავი დაღლილობა არ მიგრძვნია, წყალივით მიდიოდა. მაგრამ ვისთვის ეს ღირსებაა და ვისთვის ნაკლი.
ჩემი კარგი წიგნი ცოტა რთული საკითხავი უნდა იყოს, მეტი სიღრმე ჰქონდეს. დიდად არც ამბავია ჩამთრევი, ბევრი რამ ბანალური, ლამის შაბლონურია, სერიოზული თვალით რომ შემეხედა, დავიქრინჯებოდი.
მე მაინც მგონია, რომ ავტორმა ჩანაფიქრი შეასრულა, ეს წიგნი თავის როლს მშვენივრად ირგებს, შესაბამის პრიზმაში წუნი არ დაედება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე სხვა პრიზმაში ვიყურები და ავტორთან ვერაფრით ვიკვეთები.
საინტერესო იდეური წამოწყებაა ეს წიგნი და ალბათ ცოტა კიდევ მეტი დაძაბულობითა და ექშენით უფრო მაღალ შეფასებასაც დავუწერდი. ადვილად იკითხება, არ გღლის, საინტერესო დიალოგებითა და სიტყვიერი მარაგითაა სავსე. მომეწონა. ირაკლი მაჩიტაძის "სიკვდილის ლურჯი ეკრანი" პირველი ქართველი ავტორის წიგნი იყო, რომლის კითხვაც სასიამოვნო პროცესი იყო ჩემთვის.
საბოლოო ჯამში საინტერესო იყო, მაგრამ თავისი მინუსებიც აქ რა. პირველი 100გვერდი კითხულობ კითხულობ და კი გისწორდება მარა რაღაც შუაში არი, 100გვერდის მერე უცებ გებულობ თურმე რაც ხდება და ეგრე უცებვე მთავრდება. გაშტერებს ისე ირკვევა ყველაფერი,ძაან საინტერესო კი არი და ვერც წარმოიდგენ ესეთი გაგრძელება რო შეიძლება ქონდეს. საბოლოო ჯამში წაკითხვად უეჭველი ღირს.
არ მეგონა რომ ასეთი პატარა წიგნი ასე დამაინტერესებდა. წიგნის სათაურმა დამაინტრიგა და მეთქი წავიკითხავ თქო. ძალიან საინტერესო წიგნია რომელსაც 1 დღეში მორჩებით. იესე არის ძალიან საინტერესო პიროვნება და დამაფიქრა ადამიანობზე.
თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ წიგნის მიმართ. მე პირადად თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებთან ახლოს არ ვარ და ადრე რაც წავიკითხე არ მომეწონა. შესაბამისად რაღაც მსგავს (ცუდს) ველოდი, თუმცა სასიამოვნოდ შევცდი:’) საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი აქვს და პატარა, საყვარელი მომენტებიც თავს იყრის. წიგნი მარტივი ენითაა დაწერილი, მსუბუქი და სწრაფად წასაკითხია. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი წიგნია. აი, reading slumpიდან რომ გამოგიყვანს ისეთი. მიხარია ასეთი კარგი ახალგაზრდა მწერლები რომ გვყავს!
მიყვარს წიგნები, რომლებიც პირველივე გვერდით ჩაგიჭერს და აღარსად გიშვებს სანამ ბოლო გვერდამდე არ მიხვალ. უდაოდ საინტერესო ჩამთრევი და ორიგინალური სიუჟეტი აქვს.