What do you think?

Минеральный джаз
- GenresGeorgian
208 pages, Hardcover
First published January 1, 2003
About the author
Zaza Burchuladze
11 books52 followersZaza Burchuladze (Georgian: ზაზა ბურჭულაძე) (born 9 September 1973 in Tbilisi, Georgia) is a contemporary postmodern Georgian writer and dramatist.
Zaza Burchuladze graduated the monumental and ornamental painting department of Tbilisi State Academy of Arts.
Since 1998 he has been publishing his stories in Georgian newspapers and magazines such as “Arili” (Sun beam), “Alternative”, “Anabechdi” (Fingerprint), “Hot Chocolate”, “Playboy Georgia”, etc. Until 2001 published his works under a pen-name of Gregor Zamza (Zamza is the hero of Franz Kafka's story "The Metamorphosis"). Translated into Georgian books of Dostoevski, Sorokin, Elizarov, Bitov.
In 2007 starred in “Jako’s boarders”, film based on Mikhail Javakhishvili’s story of the same name.
source: http://en.wikipedia.org/wiki/Zaza_Bur...

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 15 of 15 reviews
September 15, 2022
სრული ქაოსი და აბდაუბდა. სიუჟეტის თხრობის გარდა ყველაფერს მოედო და თან სიუჟეტიც ეს გახდა. უფრო სწორად, ფიქრები და შინაგანი ბრძოლებია, და ალაგ-ალაგ, მომენტებში თუ ახსენდებოდა, რომ წიგნს წერდა.
მარტო იმ ირონიულ ფაქტზე გამეღიმა, რომ თბილისში უკვე იმდენი მეგრელია სიუჟეტში ნახსენები რომ არ იყოს თბილისის ქუჩები და უბნები, ეგრევე იფიქრებდა გამოუცდელი მკითხველი, რომ თხრობა სადღაც მეგრულ სოფელში მიმდინარეობს. ამაზე გამეღიმა და ისე დიდი ვერაფერი, მართლა მენტალური მასტურბაციაა და აზრთა ნთხევა.

February 24, 2024
ზაზა ბურჭულაძის “ვარდის სურნელამდელი” წიგნები მაგონებს ხელის გავარჯიშებას, ბავშვობაში ასოების გამოწერა რომ ერქვა; ანდაც თინეიჯერს, როგორიც ყველა ვყოფილვართ და რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს სხვათა ყურადღების მისაქცევად.
“მინერალური ჯაზიც” თინეიჯერივით მკივანა და ბევრისთვის ნერვების მომშლელი ენითაა დაწერილი.
რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგე, რომ სასკოლო პროგრამაში ჰაგიოგრაფიის ჩანაცვლებას თანამედროვე ქართული ლიტერატურით აპირებენ და ვფიქრობდი, 14-15 წლის ბავშვს რომ პირობითად ზაზა ბურჭულაძის ნაწერების გარჩევა მოსთხოვონ, განა შუშანიკის წამებაზე მეტად არ ერთულება?

Read
May 29, 20173 დღის წინ წავიკითხე და ჯერაც ვერ გამირკვევია ეს წიგნი შედევრია თუ ტრეში! :D
ფაქტია, ასეთი დახვეწილი და ოსტატური თანამედროვე(!) სამწერლო ენა 21-ე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში არცერთ წიგნში არ შემხვედრია.
ფაქტია, ასეთი დახვეწილი და ოსტატური თანამედროვე(!) სამწერლო ენა 21-ე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში არცერთ წიგნში არ შემხვედრია.
August 10, 2018
ლიტერატურული ხულიგნობაა ეს წიგნი, კითხვის დაწყებამდე რომანი გგონია და ნძრევა აღმოჩნდება. ნუ ეს ერთადერთი დასაფასებელი რამაა მგონი ავტორის ამ წიგნისთვის, ამიტომ +1 ვარსკვლავი.
July 5, 2021
რაღაცნაირი ტექსტია, პირველი აბზაცისა და თავის წაკითხვისას, უფრო საოცარი ენისა და თხრობის გამოისობით, გგონია, რომ მთლად ფლენ ო'ბრაიენისა და იტალო კავლინოს თუ არა, ჯულიან ბარნსის კალიბრის პოსტმოდერნისტი მწერალი მაინც გაჩითე. მერე იწყება დაუსრულებელი ესეისტურ-თეორიული რეფლექსიების ნაკადი, სიუჟეტი სადღაც ქრება და მთელ ნარატიულ სივრცეს პაროდიების და რემინისცენციები იკავებს, ენაც სულ უფრო ემსგავსება რაბლეს ქართულ თარგმანს და ის პირველი შთაბეჭდილებებიც ნელ-ნელა ხელიდანაც გისხლტება. ბოლო გვერდებისკენ მოწყენილობისგან ჩათვლემილს თითქოს ისევ გაფხიზლებენ, ოღონდ ეგ გამოფხიზლებაც ცოტა დაგვიანებულია, თითქოს უფრო ადრეც შეიძლებოდა.
მოკლედ, სამი ვარსკვლავიდან ერთი დასაწყისს, ორი კი - ენას.
მოკლედ, სამი ვარსკვლავიდან ერთი დასაწყისს, ორი კი - ენას.
August 15, 2019
ცუდი წიგნი არაა და წაკითხვად ღირს, მაგრამ ამავე ავტორის "სახარება ვირისასთან" ახლოსაც კი ვერ მოვა.
February 21, 2024
პირველად წავიკითხე ბურჭულაძე და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ კაცს არ უნდა, რომ მოსწონდნენ, არც თავისი წიგნი უნდა, რომ ვინმემ კარგ წიგნად აღიაროს, სამაგიეროდ არ ერიდება საკუთარი ცოდნის გამოვლინებას, ოღონდ ეს მეტიჩრობაში არ გადასდის და ამ ყველაფერს ძალიან დალაგებული, კოხტად დაწყობილი მხატვრული ენით ახერხებს, რისი მთავარი მიზეზიც ის მგონია, რომ ავტორი აშკარად თანაბრად აფასებს ტრადიციულ ქართულ წეს-ჩვეულებებსაც და თანამედროვე ყოფის ზედმიწევნით ზუსტად აღწერაც კარგად გამოსდის.
კი, სიუჟეტი აბდა-უბდაა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხაზს უსვამს მთავარი გმირის საკითს, გმირები ამ წიგნს მაინც აკლია, რის გამოც ისე დავამთავრე კითხვა, რომ ვერ გავიგე რა უნდოდა, ან რას ცდილობდა ავტორი. მიუხედავად ამისა, ადგილ-ადგილ ისეთი კარგი მომენტები აქვს დაჭერილი, რომ ფიქრობ - ამ კაცს რომ გულით სურდეს მკითხველს თავი შეაყვაროს და არ ინდომებდეს ყველასგან განსხვავებულობას, ნეტავ მაშინ რას დაწერდაო.
მოკლედ, თავის ჟანრში ალბათ ყველაფერი წესრიგში აქვს,
ქართული რადგან არის და თან თანამედროვე, მეტს რომ ვითხოვთ, ესეც გასაგებია,
სიუჟეტი რომ გაურკვეველია, პერსონაჟების მიზნები და მოტივცები გაუგებარი რომ არის, ესეც აშკარაა, მაგრამ
მთელ ამ აბდა-უბდაში საბოლოოდ მაინც ის შთაბეჭდილება გრჩება, რომ გავა წლები და ოდნავ უფრო დაბერებული, დანაოჭებული და დაბრძენებული, აუცილებლად გადმოიღებ და ხელახლა გადაიკითხავ ამ წიგნს, რომელმაც თავის დროზე ყველაფერი ბოლომდე ვერ გაგაგებინა.

December 24, 2018
რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა დაჭერილი, თორემ 2 ვარსკვლავიც ნაჩუქარი იქნებოდა.
March 22, 2020
გასაგებია რომ ჯაზი და გაზიანი წყალი, მარა...
ისე მწერლური ენა კი უმაგრესი აქვს!
ისე მწერლური ენა კი უმაგრესი აქვს!
November 25, 2021
წვალება. ეს წიგნი შევა იმ უიშვიათესი წიგნების სიაში რომელიც ვერ და არ დავასრულე.
November 23, 2022
ძალიან კარგი საკითხავია და თაღლითური მოულოდნელობებით სავსე. რიგ ეპიზოდებში გვარიანად ვიცინე.
March 20, 2025
zaza miyvarxar
October 7, 2025
ზაზა, შე უკიდეგანოდ განათლებულო ონანისტო!
August 1, 2026
ლიტერატურული ნძრევა.
February 17, 2017
ოღონდაცარა
Displaying 1 - 15 of 15 reviews