თავიდან ეს წიგნი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იყო, მაგრამ ახლა, როცა ყველა, ვინც კი სოციალურ მედიაში რამეს პოსტავს, ფაქტობრივად, მოქალაქე ჟურნალისტია, ამ წიგნის მკითხველთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. ეს არის ძალიან კარგი გზამკვლევი იმის გასაგებად, თუ როგორ მოყვე ამბავი, ზედმეტი სიტყვების, აღტყინებისა და გადაჭარბების გარეშე. როგორ არ გააუფასურო ან გააკომიკურო ამბავი და მიიტანო მკითხველამდე ზუსტად ისე, როგორც ხედავ.
მართალია, წიგნი ინგლისური ენის თავისებურებებსაც ეთმობა, მაგრამ კითხვისას, თითქმის ყველა მაგალითზე მახსენდებოდა ქართული ანალოგიაც. აქ ახსნილია ესა თუ ის სიტყვა რატომ არ არის სინონიმები ან რამდენად უადგილოა ზოგჯერ ზედსართავებისა თუ კავშირების გამოყენება, ანაც უფრო უარესი, როგორ აითქვიფა ჟურნალისტიკა და იურისპუდენცია ისე, რომ მთხრობელისა და პროცესის მონაწილის ტექსტის ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელი გახდა. მოკლედ, კარგი წიგნია მათთვის, ვისაც ჟურნალისტიკა და ამბის თხრობა აინტერესებს.