ერთ–ერთი საუკეთესო ისტორიული რომანია რაც კი წამიკითხავს.. და ეს ნაწარმოებიც ქარჩხაძის შემოქმედებაში ერთ–ერთი გამორჩეული მგონია, თუნდაც იმ მიზეზით რომ ყველა იმ ისტორიული რომანიდან რაც კი წამიკითხავს, ყველაზე "არალოკალურია" და შეიძლება თავისუფლად ითარგმნოს ნებისმიერ ენაზე.. საერთოდ ქარჩხაძეც იმიტომაა გამორჩეული ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, რომ ისეთ თემატიკაზე წერს, ვერ შეატყობ რომელი ეროვნების მწერალია და საერთოდ ეს (სამწუხაროდ) ბევრი ქართველის პრობლემაა (მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ათეულობით რომანისტი გვყავს).. საკუთრივ რომანზე კი ის უნდა ითქვას, რომ ეს არაა უბრალოდ ისტორიული ფაქტების მხატვრულად გარდაქმნა.. აქ საქმე გვაქვს ძალიან სასიამოვნოდ საკითხავ ექსპრესიულ თხრობასთან და ადამიანის დამუშავებული ფსიქოლოგიის სიღრმისეულ გადმოცემასთან.. ნერონი, როგორც ცალკეული პიროვნება შესაძლებელია არსებობდა და თავისი ხაზიც დასვა ისტორიის დიდ წიგნში, თუმცა ქარჩხაძე გვანიშნებს, რომ ეს პერსონაჟი დღემდე ცოცხალია და ყოველთვის არსებობდა ჩვენს ირგვლივ, ისევე როგორც აგრიპინა, ანიკეტუსი, ბრიტანიკუსი, სენეკა და სხვები.. ამიტომაა, რომ იუპიტერი ფიქრობს თუ რა მოუხერხოს ადამიანის უბადრუკ პატივმოყვარეობას და სინანულის მორევში იძირება.
P.S.
აგრიპინა კი ერთ–ერთი ჩვეულებრივი ქალია, "რომელმაც ისტორიას კიდევ ერთი საბუთი მისცა იმისა, რომ ქალი, რაოდენ ჭკვიანიც არ უნდა იყოს, მაინც უჭკუოა" ;დ მხოლოდ ამ მონაკვეთისთვისაც კი ღირდა მთელი რომანის წაკითხვა და თანაც ასეთი რამდენი მაგარი ეპიზოდია..