Jump to ratings and reviews
Rate this book

ანტონიო და დავითი

Rate this book
عزيزي القارئ.. يسر "الكتب خان" أن تضع بين يديك رواية تنتمي إلى الثقافة الجورجية، وتعبر عن هذه الثقافة في عصرين مختلفين؛ القرن العشرين الذي كتبت فيه الرواية، والعصر الوسيط الذي دارت فيه أحداثها.

تصور رواية "أنطونيو وديفيد" المجتمع الجورجي في العصر الوسيط، الذي يعاني من داخله من التعصب الديني ومحاكم التفتيش، ويضم رجال دين يعتبرون كل الأفكار المختلفة هرطقات، ويعاني من خارجه من حروب مع المسلمين، ووسط صراعات الداخل والخارج يصبح من الصعب معرفة الإيمان الحقيقي أو السير في الطرق المستقيمة.
السارد في الرواية هو الرحالة والتاجر بارتولوميو الذي ارتحل كثيرا وقرر في نهاية حياته كتابة ذكرياته عن البلاد التي ذهب إليها والناس الذين قابلهم، تلك الذكريات التي ضمنها في كتابه المزعوم "الحكايات والتقاليد والأخلاق؛ وصف للبلاد التي ارتحل إليها التاجر "بارتولوميو دانيتي"، ومن بين قصص الكتاب العديدة يحكي بارتولوميو هذه المرة قصة الشخصيتين البارزتين أنطونيو وديفيد

134 pages, Hardcover

First published January 1, 1987

76 people are currently reading
1387 people want to read

About the author

Jemal Karchkhadze

30 books400 followers
Jemal Karchkhadze (Georgian: ჯემალ ქარჩხაძე; 1936–1998) was a Georgian writer. He is the author of six novels, some short stories and essays. His works are conceptual and gained popularity after his death. His novel Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) was published in Swedish in 2013 and in Arabic in 2014.

Jemal Karchkhadze was born in 1936 in the village of Ukhuti in Vani in western Georgia. He graduated in 1960 with a degree in Georgian language and literature at Tbilisi State University. His short story Igi (იგი) was published in 1977. This was followed by his most important novels The Caravan (ქარავანი, 1984), Antonio and David (ანტონიო და დავითი, 1987) and Zebulon (ზებულონი, 1988). He died in 1998 in Tbilisi.

Jemal Karchkhadze was granted three literary awards: 1999 – Georgian State Award for Dimension (განზომილება) and for his Contribution to the National Literature; 2007 – Award “Gala” for Complete Short Stories; 2007 – Award Librarian’s Choice for a novel Antonio and David (ანტონიო და დავითი).

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1,259 (66%)
4 stars
456 (24%)
3 stars
138 (7%)
2 stars
24 (1%)
1 star
11 (<1%)
Displaying 1 - 30 of 132 reviews
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
December 29, 2016
პრინციპში ამ რომანზე თუ ნოველაზე (საერთოდ სად გადის ზღვარი?) ჩემი მოსაზრება სხვაგან კი დავწერე (მოთხრობების კრებულის მიმოხილვა), მაგრამ რადგან ეს აღმოჩნდა ქაჩხაძის პირველი მოზრდილი ნაწარმოები, რომელიც წავიკითხე, იმსახურებს ცოტა განვრცობას.

ხოლო ძალიან მოკლედ - ძალიან მაგარი რამეა!

ცოტა გრძლად - აი ისეთია, დასაწყისშივე რომ ჩაგითრევს და უკვე გაჩერება არ შეგიძლია. თანაც პრინციპში კი ხვდები ფინალი რაც იქნება, მაგრამ უფრო ის გაინტერესებს ეგ ფინალი როგორ მოვა, რას იფიქრებს პერსონაჟი, მაგ დროს რას განიცდის, გეშინია ხელოვნური არ აღმოჩნდეს მოტივაციები და მათზე აგებული ისტორიები, იმიტომ, რომ გინდა დაიჯერო, რომ ასეთი რამე მართლა შესაძლებელია მოხდეს, თუმცა პერიოდულად ეჭვიც გეპარება. მაგრამ ჩემი მცირე ცხოვრებისეული გამოცდილებითაც კი ვიცი - როგორ არა, თავისუფლადაა შესაძლებელი და ხდება კიდეც. და ამ მოთხრობის უუუუუუდიდესი ღირსებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ [ალბათ] თავიდან ბოლომდე გამოგონილი ისტორიაა, მაინც უფრო ნამდვილი და ნაღდია, ვიდრე თუნდაც დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ან გმირთა ვარამი ან სანიკიძის ნებისმიერი წიგნი.

... და ალბათ ამაშია ქარჩხაძის გენია - მისი ისტორია უფრო ნამდვილია, ვიდრე "ნამდვილი ისტორია". ხომ თითქოს უცნაურია, მაგრამ თუ გინდათ პელევინის t წაიკითხეთ და მიხვდებით როგორ შეიძლება ერთი პერსონაჟი უფრო ნამდვილი იყოს, ვიდრე რომელიმე ავტორი. ანტონიო და დავითი (ბართოლომეც) უფრო ნამდვილი ადამიანები არიან, ვიდრე დავით აღმაშენებელი ან ერეკლე მეორე. ეხლა განა რამეს აბსტრაქტულად ვამბობ? აი ვთქვათ აქეთ გიორგი ბრწყინვალე და იქით დავითი. ორივეზე თუ რამე ვიცით, ვიცით მხოლოდ წიგნებიდან და ნუ რაღაც ძველი ეტრატებიდან, დოკუმენტებიდან... მოკლედ ნაწერ-ნაბეჭდი წყაროებიდან. ვთქვათ თუ დარწმუნებული ვართ გიორგი ბრწყინვალე შესახებ წყაროების ავთენტურობაში. მაინც, აქედან ვიღებთ მხოლოდ ზოგად და ზედაპირულ ინფორმაციას - წავიდა, მოვიდა, იბრძოლა, წააგო, მოიგო, სტრატეგია, ინტრიგა, ერისთავები, რამე, რუმე... ბევრიც არაფერი მისი გონებრივ-სულიერი მდგომარეობის შესახებ. ან საერთოდ არაფერი, რადგან თუ კიდეც არსებობს რამე, ალბათ ძირითადად შელამაზებულ-უტრირებული (ალბათ გამონაკლისია აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, მაგრამ მიდი და გაიგე - მართლა თვითონ დაწერა, თუ არა). ეხლა დავითი - ის ქნა, ეს ქნა ხომ ვიცით? ვიცით! მაგრამ ამასთან ერთად ვიცით მისი ფსიხიეისა და ფრენიის მოძრაობა - ვიცით, და რაც მთავარია გვესმის, იმიტომ რომ ქარჩხაძე უმაგრესი მწერალია, იმიტორო იმაზე მაგრად იცის ადამიანის გონება და სული როგორ არის მოწყობილი, ვიდრე იცოს გიორგი ბრწინვალემ და მისმა მემატიანემ და ისტორიკოსმა, რომელმაც მაგ ყველაფერზე დაწერა.

ეს წიგნი რომ წამეკითხა ასე 10 წლით ადრე, ეხლა ალბათ სხვა ადამიანი ვიქნებოდი, მაგრამ არ უნდა წამეკითხა 20 წლის წინ - მაშინ ვერ გავიგებდი.
Profile Image for Nona.
150 reviews77 followers
September 23, 2017
ქარჩხაძე რომ გენიაა,ორი აზრი არ არის.
საოცარი წიგნია. მიუხედავად მცირე ზომისა,მასში თავმოყრილია უამრავი საკითხი ფილოსოფიასა
და რელიგიაზე. (არამარტო,ძირითადად). კითხვის პროცესში იმდენად შეშფოთებული და მთლიანად წიგნში ჩაფლული ვიყავი,რომ ჯერაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
ვფიქრობ,ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია და , ზოგადად, ქარჩხაძე მეოცე საუკუნის აღმოჩენა.
#მეტიქარჩხაძეერო

"თუ რწმენა მკვიდრ ნიადაგზე არაა დაფუძნებული,განათლება ადვილად იქცევა ცდუნებად."

"სიცოცხლე იმად არ ღირს,მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე"

"- ცოდნა რა ადგილას მაქვს?
- გონებაში.
- გონება?
- სულში.
- სული?
- ღმერთში.
- ღმერთი სადღაა?
- ღმერთია ყველაფერი რაც არის და რაც არ არის."
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
December 29, 2016
პატარა რომ ვიყავი და დუმბაძე წავიკითხე, მაშინვე გახდა ჩემი საყვარელი ქართველი მწერალი, იგივე მოხდა თინეიჯერობისას დოჩანაშვილის წაკითხვის შემდეგ. მერე ცოტა ხნით ამირეჯიბმა დაიკავა პირველი ადგილი. ბოლო ათწლეული ჭილაძისა და დოჩანაშვილის კონკურენციით გამოირჩეოდა - გადავხედავდი სამოსელი პირველს და ავტორი პირველი ხდებოდა, გადავხედავდი ჭილაძეს (ან მე-100-ედ ვეცდებოდი დოჩანაშვილის ბოლო 2 რომანის წაკითხვას) და ჭილაძე იყო ჩარტში პირველზე... და აი ასე გრძელდებოდა, სანამ არ გადავწყვიტე მომეკითხა ერთი კარგა ხნის უნახავი მეგობარი. ეს იმიტომაა კავშირში, რომ ამ მეგობარმა 2 წლის წინ მაჩუქა ქარჩხაძის ეს წიგნი, შენ უეჭველი მოგეწონებაო, მე კიდე აქამდე წაკითხული არ მქონდა. ხოდა, სანამ მოვიკითხავდი, ვალდებულად ჩავთვალე თავი, ჯერ "ანტონიო და დავითი" წამეკითხა, მით უმეტეს, რომ ქარჩხაძეზე სუ კაები მესმოდა და ისედაც ინტერესი მკლავდა.

... და მოხდა ის, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩარტს ახალი ლიდერი ყავს, თანაც ისე, რომ ეს წოდება დებიუტშივე მოიპოვა. გასაგებია, რომ წოდებები და იარლიყები ჭეშმარიტ ხელოვნებას არ ჭირდება, მაგრამ მასე არც რევიუები ჭირიდება, და რადგან მე, მდაბალი "ობივაწელი" მაღალ ხელოვნებაზე ვწერ, ვეცდები ცოტა ჩემს დონეზე ჩამოვქაჩო სტატუსის მინიჭებით :)

მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველ რიგში, წავიკითხე რა შესავალში რომ აქ თავმოყრილია სხვადასხვა დროს სალიტერატურო პრესაში დაბეჭდილი მოთხრობები, წინასწარგანწყობის პლანკაც ცოტა დაბლა დავწიე, რადგან წიგნში არ იყო ის სათაურები, რომლებიც აქამდე ქარჩხაძესთან ასოცირდებოდა (იგი, ზებულონი, მდგმური). კი იყო "ანტონიო და დავითი", მაგრამ ბოლოში, მანამდე კი ჯერ არის 5 მოთხრობა.

ბედნიერების მაძიებელი უფლისწული
ზემოთნახსენები მიზეზის გამო, ვეცადე გაცნობის პირველ წუთებში დასკვნები არ გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოსტ-მოდერნ ზღაპარი მაინცდამაინც არ მომეწონა. თუმცა, ისიც უნდა აღვნი��ნო, რომ იყო ერთი მომენტი, როცა გამოჩნდა გრძნობა "ვა!" და კიდევ ერთი როცა იყო "ჰმ!". მოკლედ, ეს მოთხრობა/ზღაპარი არის აი კაი ბენდის ალბომში სულ პირველი, არცბოლომდე ტრეკი რომაა ხოლმე, პროლოგივით, მაგრამ არცმთლად პროლოგი, ხანდახან ზუსტადაც იმიტომაც, რომ საერთოდ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს, გეგონოს, რომ ეხლა აი ასეთი იქნება ალბომი, მაგრამ შემდეგ იწყება მეორე კომპოზიცია და რჩები გაოგნებული და აღფრთოვანებული. ზუსტად ესე დამემართა მომდევნო მოთხრობის პირველივე გვერდებიდან!

გუბე
სოლომონიანი

ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ასე მოულოდნელად და მუხანათურად დამესხა ამათგან პირველი მოთხრობა, ამ კრებულში ყველაზე მეტად მომეწონა! პირველი გვერდები გაოგნებული ვკითხულობდი, შემდეგ ნელ-ნელა მოვედი აზრზე და ისე რომ მოთხრობა არც დამიმათავრებია ინტერნეტს მივმართე ქარჩხაძეზე რამე ინფორმაცია რომ მომეძიებინა. როგორც ჩანს ბევრი არაფერია ამ ადამიანზე ცნობილი, მაგრამ გამიჩნდა რაღაცნაირი ნიტო შეკითხვა ნიტო ეჭვი - საიდან იცის ამ კაცმა ყველაფერი ეს?!. ასეთივე შეკითხვა მქონდა ადრე დოჩანაშვილთან, მერე კაფკასთან, პელევინთანაც... მაგრამ ქარჩხაძესთან გაცილებით გააზრებული და ჩამოყალიბებული რამე ცოდნა იყო. პასუხი სულ მალე ვიპოვე ვიკიპედიაზე:
ჯემალს მწერლობის გარდა იტაცებდა იოგას ვარჯიშები. მიზეზიც ჰქონდა: როგორც თვითონ ახსნა, იოგა "ჩემი პროფესიისთვის მჭირდებოდა, რათა მომეხდინა საკუთარი ძელების კონცენტრაცია. დიდი ენერგიის პატრონი არასოდეს ვყოფილვარ და, რაც ენერგია მაქვს, მსურდა მიზანმიმართულად სწორად გამომეყენებინა"–ო.

ყველაფერი თუარა, ბევრი რამე გახდა გასაგები - ვკითხულობდი ქართველ, თანამედროვე, ძალიან ნიჭიერ, შრომისმოყვარე საბჭოთა იოგა ავტორს. აქ შეიძლება „საბჭოთა“ ცოტა ზედმეტიც იყოს, მით უმეტეს, რომ წაკითხული მოთხრობების თემატიკა ერთი შეხედვით საბჭოთასთან არაფერ შუაშია, მაგრამ რამდენიმე მოთხრობაში („გუბე“, „სოლომონიანი“ და „ბიძაჩემი იონა“) საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბჭოთა ადამიანი, საბჭოთა ქალაქი, საბჭოთა სოფელი, საბჭოთა გლეხი, საბჭოთა ვანი თუ ქუთაისი, საბჭოთა ავტობუსი, საბჭოთა მძღოლი, საბჭოთა მგზავრი, საბჭოთა ქუჩა, საბჭოთა უბანი და ა.შ. აი ზუსტად ის გარემოა, რომელშიც სულიერების ძიება, პოვნა და გარეთ გამოტანა ქმნის იმ სასწაულ კონტრასტს, რომლის შედეგადაც ჩნდება საერთოდ უნიკალური ეფექტი. აქვე დავამატებ, რომ ეს ეფექტი მოახდინა წიგნმა, რომელიც დაწერა ქარჩხაძემ და წაიკითხა მე-მ, შესაბამისად შენ-ს მიერ წაკითხულ იგივე წიგნით მიღებულ ეფექტზე ან უეფექტობაზე გარანტიებს არ ვიძლევი!

მოთხრობების დეტალებზე არ შევჩერდები, უბრალოდ ვიტყვი რომ ამ ორივე მოთხრობაში ქარჩხაზე არის ქართველი კაფკა! ცნობიერების ნაკადის ასეთი მაღალი დონე მის ჩეხ/გერმანელ კოლეგასაც მაგრად შეშურდებოდა, თანაც ამას ვკითულობდი თან ორიგინალში (არ ვიცი გერმანული), თან მშობლიურ ენაზე და [რა თქმა უნდა] ეფექტი გაათმაგდა.

მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - მიუხედავად იმისა, რომ გუბე ოდნავ უფრო მომეწონა, სოლომონიანის ფინალი არის jawdropping ("ყბაჩამომგდები" ისე კარგად ვერ გამოხატავს). ვგულისხმობ არა თვითონ ამბის კვანძის გახსნას, არამედ უშუალოდ ბოლო 2 პარაგრაფს.

რაჰათ-ლუხუმი
არ ვიცი ქარჩხაძე არის თუ არა ნამყოფი სტამბოლში, მაგრამ ამ მოთხრობაში (რომელიც ეხება ერთ ძალიან ცნობილ ქართულ ამბავს, მაგრამ დანახულს სულ სხვა, ახალი, ორიგინალური რაკურსით და მოყოლილს კიდევ უფრო სხვა პირით) ფაქტიურად 3 სიტყვით, ან სტრიქონებს შორის ისეა აღწერილი გარემო, თანაც ვიღაც ევროპელის პირით, თანაც თავიდანვე, თანაც მთელი დინამიკით, რომ თავიდანვე გადავინაცვლე XVII საუკუნის სტამბულში და მთელი ისტორიის მონაწილეს გავხდი. აი ამ მოთხრობიდანაც მაგრად ჩანს, რომ ქარჩხაძის შემთხვევაში პოსტ-მოდერნი და კრეატივი უბრალოდ სიტყვები კი არაა, ესაა მისი მწერლობის ღრმად ბუნებრივი ატრიბუტები, რომლებსაც რა ქვიათ სახელები საერთოდ მნიშვნელობა არა აქვს!

ბიძაჩემი იონა
მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკეთესო მოთხრობა არ არის (მაგრამ არც ყველაზე სუსტი), ამას აქვს რაღაც ისეთი, რაც არ არის სხვაგან - იუმორი. არა, იუმორი სხვაგანაც როგორ არაა (განსაკუთრებით გუბეში და სოლომონიანში), მაგრამ აქ იუმორი მთავარ როლშია, თანაც მრავალი იპოსტასით -ტონკი, უხეში, ცოტა ბილწი (მაგრამ არა უზრდელი), ქართული, ინტენაციონალური, სულიერი, სოციალური - ყველანაირი იუმორია აქ. მე პირადად ქართულ მწერლობაში დუმბაძის შემდეგ ასეთი ცოცხალი და ასეთი ბევრი იუმორი ხშირად არ შემხვედრია (მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მწერლებს უყვართ და გამოსდით კიდეც კარგი ხუმრობა).

ანტონიო და დავითი
ალბათ ამ მოზრდილი მოთხრობის გამო იყო მეგობარმა წიგნი რომ მაჩუქა და შეიძლება დანარჩენი მოთხრობები წაკითხული არც ქონდეს. ძალიან მაგარი რამეა. ისეთია, დასაწყისშივე რომ ჩაგითრევს და უკვე გაჩერება არ შეგიძლია. თანაც პრინციპში კი ხვდები ფინალი რაც იქნება, მაგრამ უფრო ის გაინტერესებს ეგ ფინალი როგორ მოვა, რას იფიქრებს პერსონაჟი, მაგ დროს რას განიცდის, გეშინია ხელოვნური არ აღმოჩნდეს მოტივაციები და ამბები, იმიტომ, რომ გინდა დაიჯერო, რომ ასეთი რამე მართლა შესაძლებელია მოხდეს. მაგრამ ჩემი მცირე ცხოვრებისეული გამოცდილებითაც კი ვიცი - როგორ არა, თავისუფლადაა შესაძლებელი და ხდება კიდეც. და ამ მოთხრობის უუუუუუდიდესი ღირსებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ [ალბათ] თავიდან ბოლომდე გამოგონილი ისტორიაა, მაინც უფრო ნამდვილი და ნაღდია, ვიდრე თუნდაც დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა ან გმირთა ვარამი ან სანიკიძის ნებისმიერი წიგნი.

ქარჩხაძე ეროვნებით ქართველი მწერალია, და როგორც ჩანს ეროვნებით ქართველებზე წერს ძირითადად, მაგრამ ის ქართველი მწერეალი მაინც არაა - საერთაშორისო მწერალია. მე, როგორც ქართველს არც მაქვს დიდი უპირატესობა, რომ ჩემს ენაზე წერს - ნაკლი მაქვს ძალიან ბევრი, მისი რომ კარგად გავიგო. მაგრამ იმდენი ალბათ ღირსებებიც მაქვს, რომ ყოველი შემდეგი წაკითხვა ამ ნაკლს ცოტა შეამცირებს, წაკითხულის გაცნობიერება - უფრო მეტად, ხოლო თუ ამ გაცნობიერებულს ცხოვრებაშიც გავატარებ - რაღა მიჭირს. დანარჩენი მწერლები რომც არ არსებობდნენ, ქარჩხაძეს რეალურად შეუძლია შეცვალოს მთელი ერი, მაგრამ სამწუხაროდ მწერლებს ეს არ შეუძლიათ და საერთოდ ეს შუძლებელია, რადგან არ არსებობს სოციალური სული და მისი მოძრაობა, ტრუხაა ეგ. სამაგიეროდ არსებობს ინდივიდუალური ადამიანი და მისი სულიერება, რომლის შეცვლაც მთელს სამყაროს ცვლის. აი ეს კი ძალიან კარგად შეუძლია ქარჩხაძეს. თუმცა, კარგ მარცვალს კარგი ნიადაგიც უნდა - ესეცაა.

P.S. გუშინ დავიწყე თბილისის წიგნების მაღაზიებში ქარჩხაძის ყველაფრის ძებნა (მოლის ბიბლუსში არაფერი აქვთ საერთოდ!)
Profile Image for Anri.
2 reviews2 followers
August 13, 2023
პირველი წიგნია, რომელზეც რევიუს დავწერ. ქარჩხაძეს სჩვევია ჩვენი დასევდიანება და ემოციების კორიანტელში გახვევა. მსგავსი ძლიერი ნაწარმოები დიდი ხანია არ წამიკითხავს. უდავოდ მშვენიერი ნამუშევარი და კარგი საკითხავია. ადამიანს ბევრ რამეზე დააფიქრებს და ბევრი რამის გააზრებასაც აიძულებს. ქარჩხაძესა თუ მის ნაწარმოებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში! ❤️
Profile Image for Elene.
73 reviews1 follower
July 29, 2023
ქარჩხაძე რომ გენიალურია ამაზე არავინ არ ვდაობთ.

დამათენდა წიგნის კითხვაში,ტელეფონის ფანრის შუქზე რომ ვკითხულობდი და წიგნის სიუჟეტივით ხან,რომ ჩაქრებოდა და ხან ანათდებოდა.აღარ დავწერ მეტს არაფერს.უბრალოდ მშვენიერი ნაწარმოებია გულდასაწყვეტი და თავისუფლების მომგვრელი დასასრულით.

და ბოლოს

თქვენ სად გაქვთ სული?
Profile Image for Promethea.
327 reviews10 followers
September 13, 2022
3.5
ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი in the multiverse of madness
80 reviews6 followers
April 11, 2020
ამ წიგნში -

ღირსება და დიდსულოვნება,
სიბრძნე და შემეცნება,
რწმენა და ურჯულოება,
ლაჩრობა და შიში,
გულმოწყალება და თანადგომა,
სიამაყე და თავმდაბლობა,
ცხოვრება და სიცოცხლე,

კოლხურ გზაჯვარედინზე შეეჩეხნენ ერთმანეთს..
Profile Image for sawsan bhaa.
297 reviews33 followers
October 9, 2019
أول تجربة مع الادب الجورجي (اصلا معرفش فين جورجيا دي) ولا حتى عارفة انطق اسم الكاتب
بعد دعبسة مطولة في وسط بياعين الكتب المستعملة في معرض الاسكندرية اللي فات طلعت بالكتاب ده مع كام كتاب تانيين
قد يكون شدني فيه كلمة محاكم التفتيش اللي ع الغلاف لاني مهتمة بيها وتوقعت يكون الكتاب عن الاندلس
بس طلعت احداثها في بلد تانية اصلا وبتتكلم ع محاكم التفتيش للمسحين اللي كانوا بيفكروا وبيحالوا يعدلا على تعاليم الكنيسة
الراوي هو بارتولميو الرحالة التجارة اللي قرر يجمع كل تجاربه في كتاب قبل ما يموت
بيحكي عن قصة شخصين أنطونيو وديفيد أنطونيو هو قس الكنيسة مابتحبوش لانه عنده اراء مخالفة ليها
ديفيد هو لص وقاطع طريق مؤسس عصابة
هتنشأ بين التلاتة دول (بارتولوميو وديفيد وانطونيو) علاقة صداقة او اخوية بالرغم من امتعاض باقي أهل البلد اللي هما فيها
هتحصل احداث كتير تجمعهم وتفرق بينهم هنشوف افكار كتير هتتعرض في الراية عن التوبة والمغفرة والعقاب عن الخير والشر الرواية بالرغم من صغر حجمها بس حسيت فيها بأفكار دسمة كتير
الرواية 200 صفحة وفلسفية كمان بس خلصت في قعدتين الترجمة كانت سلسة واسلوب الحكي نفسه مشوق حسيت فيها جدا بروح "نيكوس كازانتزاكيس" الجميل جدا يعني
Profile Image for Mariam Okromchedlishvili.
30 reviews
August 22, 2018
"სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე."

"ვინც ცდუნებას ემალება, ის უძლურია. ძლიერი ის არის, ვინც ცდუნებას ამარცხებს."

ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებს ყველანაირი ემოცია აღძრას მკითხველში. რანაირად არ უნდა გიყვარდეს?
Profile Image for هارون.
474 reviews18 followers
April 24, 2023
بداية غير موفقة مع الأدب الجورجي توقفت عند الصفحة ٦٨
Profile Image for Dati Kopadze.
50 reviews86 followers
December 5, 2024
“სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე” და დღეს ეს ყველას უნდა გვქონდეს სულში გამჯდარი, რა რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენი დასაწვავი მთავრობის ხელში.

სცადეთ და შემომივარდით სახლში, თქვენზე ცოფიანი ძაღლი მყავს და კარებში დაგხვდებათ!
Profile Image for Tamo Oniani.
5 reviews4 followers
October 1, 2014
"...-ნუთუ ღმერთი მართლა ყოველივეს ხედავს და მაინც ითმენს?!..."
Profile Image for Calzean.
2,770 reviews1 follower
July 9, 2018
Set in the 17th Century, a group of Italians go to Georgia as emissaries of their government. The one trader in this group narrates a story covering Antonio, an ex-priest travelling with him who is accused of devil worship, and David a local Georgian bandit. They met in a remote mountain principality where the local Prince (David's brother-in-law) is a lacklustre and cowardly leader.
The book is packed with debates on the value of Christianity, considers how good people suffer when ruled by the inept, and of Georgian life. Revenge, cowardice, slavery and power are also featured.
The quality of the writing was evident as I wasn't sure whether this was written in the 18th Century, if it was the retelling of a Georgian folk tale or a fictional account of a real event. It was written in 1987 by a talented Georgian wordsmith.
Profile Image for Nino.
Author 2 books26 followers
January 26, 2013
ჩემი საყვარელი წიგნი :) ვგიჟდები ამ წიგნზე. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ!

რა ლამაზადაა აღწერილი საქართველოს გაურკვეველი პერიოდის (ჩემი აზრით მოვლენები ერეკლე II მეფობის დროს ვითარდება)ისტორიული ყოფიერება, რამდენად ძლიერი,დიდსულოვანნი არიან მისი ისტორიული გმირები.

თითქმის განადგურებულია საქართველო, მაგრამ მისი სული ისევ ცოცხალია ამ წიგნის უკვდავ გმირებში. შესაბამისად საქართველოც უკვადვია!

იტირეთ, ისიამოვნეთ და იგრძენით რომ ქართველები ხართ. ყველაზე მეტად,რაც ჯემალ ქარჩხაძეს სურდა,როდესაც ამ წიგნს ქმნიდა იყო: კოლონიალიზმის ეპოქის ქართულ ლიტერატურაში ნაციონალური იდენტობის გაღვიძება და მან ეს წარმატებით შესძლო.

Profile Image for Mariam Tskhovrebashvili.
31 reviews4 followers
November 4, 2023
"განათლება,შვილო ჩემო,რწმენას არ განამტკიცებს,მეტიც:თუ რწმენა მკვიდრ ნიადაგზე არაა დაფუძნებული, განათლება ადვილად იქცევა ცდუნებად."
მიყვარს!🤍
Profile Image for dgvibi reads.
54 reviews6 followers
September 11, 2023
საოცარი წიგნია!!🥹🥹❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
149 reviews1 follower
August 15, 2022
" - განსჯა უფრო იოლი ყოფილა, ბართოლომეო, ვიდრე სხვის გულში ჩახედვა."

“სიკვდილის მეშინია, მშვიდად მიპასუხა ანტონიომ, “მაგრამ შიშისა კი არ მეშინია, რადგან გამოცდილებით ვიცი, რომ სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისთვის კაცი შიშს მონად გაუხდე.”

"ეს ხალხი ყველგან და ყოველთვის მღერის. სიმღერა მისი არსებობის ერთი უმთავრესი ძარღვთაგანია, შეიძლება ითქვას, თავის გატანის ერთი უმთავრესი საშუალებაც. ყველა შხამი, რაც კი ამქვეყნიური ცხოვრების სიმწარემ და ამაოებამ შეიძლება ადამიანის გულში დააგროვოს, ქართველებს სიმღერით გამოაქვთ, და ყოველგვარ გრძნობას, იქნება ეს დარდი თუ სიხარული, რისხვა თუ აღტაცება, სიყვარული თუ სიძულვილი, სიმღერაში ხარჯავენ."

"...ამ ხალხში რაღაც გაუგებარ ძალას ერთ მუშტში უჭირავს ისეთი საპირისპირო თვისებები, როგორიცაა ღალატი და თავდადება, სიძულვილი და სიყვარული, ლაჩრობა და სიმამაცე, ბოროტება და სიკეთე."

"უცნაურია, რომ კაცს დაბეჯითებით შეუძლია თქვას, რა უყვარს და რა არა."

"იესო ქრისტე დოგმებს ებრძოდა. რა იცოდა, რომ მისი მიმდევრები ძველი დოგმების ადგილას ახალს დაამკვიდრებდნენ და ძველი ფარისევლების ადგილას ახლებს დააყენებდნენ!"

"ჩემთვის დოგმაა ის, რაც უფლის ბაგეთაგან გამოსულა და რასაც წმინდა მახარებლები მოგვითხრობენ, ის კი, რაც შემდგომ
ეკლესიამ მიაბა და მიაკოწიწა, სადაო და შესამოწმებელია."

"...იგი მე მაგონებს ბნელ ჯურღმულში გამომწყვდეულ სხივს, რომელიც, რა დარწმუნდა, წყვდიადს ვერ გაარღვევდა და მზეს ვერ შეუერთდებოდა, კეთილსინდისიერად შეეცადა იმ გარემოს შეჰგუებოდა, სადაც ცხოვრება უხდებოდა, დიდხანს ფართხალებდა უვიცობისა და ინტრიგების ქსელში და ბოლოს შემაძრწუნებელი ტრაგედიით დაასრულა სიცოცხლე."

"...წამით მომეჩვენა, თითქოს ღვთაებრივი სინათლის ზღვამ გული გადამიხსნა და თავის გასხივოსნებულ უფსკრულში ჩამახედა."💫

"ადამიანის არსებობის ღრმა ფენებში, როგორც ფარული წყაროები მიწის გულში, ისეა ჩაბუდებული იმედის ამოუწურავი მარაგი, რომელიც იმითაც ჰგავს მიწისქვეშა წყაროებს, რომ არავინ იცის, როდის სად გაიჩენს სადინარს და როდის სად ამოხეთქავს გვალვისაგან გადახრუკულ უდაბნოში."💛

“ყველაფრის გეშინოდა. შიმშილის, სიცივის, ბატონის, როზგის, გაქცევის, დარჩენის, ბოქაულის, მანდატურის, სასამართლოსი, ხელისუფლების, მეფის, სახელმწიფოსი, ხალხის, სიმართლის, პატიოსნების, პირდაპირობის, ვაჟკაცობის, სიკეთის, ერთგულების, ამხანაგის, ნათესავის, მტრის, მოყვრის, გამცემის, მოღალატის, სულმდაბლის, სულმაღლის, მეკობრეთმძებნელის, დამბეზღებლის, გამვლელის, გამომვლელის, დიდის, პატარის. ყველაფრის გეშინოდა და ახლაც ყველაფრის გეშინია…”

“თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია და, ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია.”

"ჩვენ ყველანი მშიშრებად კი ვიბადებით, მაგრამ ყველანი ლაჩრები არა ვართ. შენ ლაჩარი გამოდექი და შიშის დაძლევას შიშის დამალვა ამჯობინე, რადგან შიშის დამალვა უფრო ადვილია, ვიდრე შიშის დაძლევა, მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე გადარჩენა, გაძარცვა უფრო ადვილია, ვიდრე დახმარება, წაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე წამოყენება, სიძულვილი უფრო ადვილია, ვიდრე სიყვარული."

"...სიკვდილი ყველაზე უარესი არ ყოფილა იმ საშინელებათა შორის, რაც სიცოცხლეში შეიძლება შეგემთხვეს კაცს..."

"...უილაჯობის ტკივილი, რომელიც ყველა ტკივილზე უმწვავესია, მთელ სხეულში შანთივით მივლიდა."

"იქნებ ყოველივე სიცხიანის ბოდვაა?! იქნებ არაფერიც არ არსებობს?! იქნებ მთელი ქვეყანა მძიმე სენითაა შეპყრობილი და ყველაფერი – ცოდვაც, მადლიც, სიცოცხლეც, სიკვდილიც, ღმერთიც, სახარებაც, ცხადიც, სიზმარიც – ყველაფერი მხოლოდ სნეული გონების მოლანდებაა?!"
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
July 5, 2016
ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი!! მთელი ქრისტიანული სიბრძნე, ფილოსოფია და მორალი ერთად თავმოყრილი და ამ რამდენიმე პერსონაჟში გაერთიანებული.. დავითის და ანტონიოს ისტორია ესაა სულის და პიროვნების ხელახალი დაბადება.. ხელახლა გაცოცხლება.. ამ წიგნშია ჩადებული ის ყველაფერი რაც აინტერესებს ქრისტიანული სამყაროთი დაინტერესებულ ადამიანს.. ! აი ეს რომანი უნდა წაიკითხოს პირველრიგში ყველა ადამიანმა, რომელსაც ეჭვი ეპარება კეთილი სიტყვის და ზოგადად სიტყვის სიძლიერეში!! ვისაც არ წაგიკითხავთ ბევრი დაგიკარგავთ, მაგრამ თუ წაკითხვას აპირებთ უდიდესი სიამოვნება გელით წინ!!!
Profile Image for Keti.
27 reviews
April 20, 2023
ღირდა წაკითხვად
კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა. რაც დავამთავრე, დავიწყე ფიქრი იმაზე ვის ექნება წაკითხული ეს და ვის არა. თითქოს ორ კატეგორიად დამეყო(შემთხვევით) ხალხი: ანტონიო და დავითამდელები და ანტონიო და დავითის შემდეგები.
ასე კომპაქტურად პატარა წიგნში ჩადებულ ამდენ საზრდოს ჯერ არ შევხედრივარ:)
Profile Image for Elene  Nalchevanidze.
6 reviews
April 12, 2023
საოცარი წიგნია რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს.

ეს წიგნია სადაც მწერალი ადამიანს ხელოვნური დოგმებისგან ანთავისუფლებს და მიუთითებს რომ თვითონ უნდა იპოვონ გზა. წიგნია რომელიც ყველას სჭირდება, ყველას სჭირდება გაიაზროს და შემდეგ დაამარცხოს ის შიში რომელიც ჩვენ ყველას დაბადებიდანვე მოგვყვება.

ეს არის წიგნი რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო თუმცა სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად რასაც ვგრძნობ.

,,თანდაყოლილი შიში სიკვდილის შიშია და, ვინც შიშს ბატონად გაიხდის, მას ყველაზე მოსაფრთხილებელი ამ ქვეყნად თავისი სიცოცხლე ჰგონია…”
Profile Image for Tekle Kenteladze.
3 reviews
December 18, 2022
დაახლოებით 5-6 წელია ვიცი, რომ "ანტონიო და დავითი" უნდა წავიკითხო, მაგრამ არა და არ დადგა ის მომენტი. ხოდა, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და ყველაზე მეტად შევძლებდი მის გაგებას, თავისით "მოვიდა" წიგნი. სხვათაშორის, ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი წიგნი ასე უეცრად და თვითონ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში...

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯემალ ქარჩახაძე, ჯერ კიდევ, აღმოუჩენელი განძია ქართულ ლიტერატურაში და იმედია, ძალიან არ დაგვაგვიანდება მისი გაგება. (ჩვენთვისვე აჯობებს რომ არ დაგვიგვიანდეს, თორემ, მას არაფერი დააკლდება ამით).

პ.ს. ამის უფლება რომ მქონდეს, თითოელ ქართველს "მივუსჯიდი" ამ წიგნის წაკითხვას, მითუმეტეს ახლა, როცა სიკვდილის შიშს დამონებულები, ზოგჯერ, ისეთ რა���ეებს ვკადრულობთ, რომ სანანებელი გაგვიხდება, აუცილებლად, სამომავლოდ...
მაგრამ, წიგნმა თვითონ უნდა იპოვოს მკითხველი, მე კი მხოლოდ წაქეზება შემიძლია ადამიანის, რომ წაიკითხოს. ეს პოსტიც ზუსტად ამას ემსახურება 💫
Profile Image for Alexa Stark.
95 reviews29 followers
March 30, 2015
ერთი შეხედვით განსხვავებული ჯემალის სხვა ნაწარმოებებისგან, მაგრამ ბოლოში რომ გავედი საერთო ხაზი მაინც გასდევს ყველა ნაწარმოებს. პირადად მე ასე მენიშნა. ყველა პერსონაჟი თითქოს ასეთი ჰყავს ჯემალს, მწარე ცხოვრებისეული გამოცდილების "პროდუქტი" წიგნის ბოლო ფურცლებზე.
დავითი ამ შემთხვევაში, რომელიც მიახვედრეს რომ არასწორად იცხოვრა. ახდენს გადაფასებას საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამის და საკუთარ სიმართლეს ირჩევს სუბიექტური გადასახედიდან.
მდგმური, რომელიც ასევე იმდეგაცრუებული რჩება წარსული ცხოვრებით.
ზებულონი, რომელმაც მსხვერპლად გაიღო საკუთარი თავი და გვერდზე გადადო (საკითხავია რატომ, მთელი რიგი მიზეზებით) პირადი ცხოვრება. და ბოლოს ხვდება რომ ცხოვრება მოუხელთებელი რამეა.
ეს რაც გამახსენდა ის პერსონაჟებია, ანტონიო და დავითის კითხვას რომ მოვრჩი.
ისე ანტონიოს პერსონაჟი წიგნის პირველ ნაწილში უფრო მომწონს მე, ვიდრე მეორე და საფინალო ნაწილში. ბართოლომეო ბევრად მირჩევნია.
კიდე აღსანიშნავია ეს ჩვენი ქვეყნის საერთო ღარიბული და ლაჩრული ფონი. რამდენი თავადი გვყავდა ნეტა ასეთი ტრუსი, ვინ მოთვლის. )))
რელიგური მდგომარეობა ხო ცალკე თემაა. რელუგიური გაუნათლებლობა.
და ბრბო. ხალხს საითაც მიმართავ, იქეთკენ მიერეკება.
შეწუხებულა ჯემალი. )))
ბოლოს საკმაოდ საინტერესო ფრაზები გაჟღერდა, რამაც გადაწონა მთელი წიგნი და შეფასებაზეც აისახა )))
პ.ს. თუმცა მაინც ჯემალის სხვა წიგნები უფრო მომეწონა. მდგმურში, ქარავანში, ზებულონში, განსაკუთრებით ჩემთვის უფრო საინტერესო თემებს ეხება და განიხილავს.
Profile Image for Noura A Tam.
112 reviews3 followers
September 24, 2017
كونها رواية عن ثقافة جورجية مختلفة تماما عما اعتدنا أن نقرأه دائما في الروايات المترجمة. هذا بحد ذاته كفيل أن يجعلك تقرر البدء بها و استيعابها و الغوص فيها.
الرواية ترجمتها عالية و دقيقة ،، سهلة و مترابطة حتى مع طول مدة قراءتي لم أفقد/ أنسى أي جزئية سبقت
تتحدث عن الخير و الشر ... الدين و سيطرة الكنيسة
يكفيك فيها الحكمة و الجمل التي تنير عقلك . كما في صفحة
نهاية صـ٣٥
و الجزء الأول من صـ ٣٦
٤٨
صـ٧٧
الشعب يغني في كل مكان .....
صـ٧٨
عندما أكون في بلد أجنبي ....الجزئية الوسطى

و الكثير من الجزئيات الجميلة.
أنصح بها و بشدة 👍🏼
Profile Image for Mariam Machavariani.
38 reviews
February 16, 2014
"ადამიანის არსებობის ღრმა ფენებში, როგორც ფარული წყაროების მიწის გულში, ისეა ჩაბუდებული იმედის ამოუწურავი მარაგი, რომელიც იმითაც ჰგავს მიწისქვეშა წყაროებს, რომ არავინ იცის, როდის სად გაიჩენს სადინარს და როდის სად ამოხეთქავს გვალვისაგან გადახრუკულ უდაბნოში." <3 <3 <3
Profile Image for Jeko Badalashvili.
36 reviews
October 14, 2024
ფილოსოფიისა და რელიგიის ნარევი, "კაკრაზ" ჩემთვის იყო ეს წიგნი. უბრალო შედევრი, ბრავო ბატონო ჯემალ

( საუკეთესო წიგნი მსოფლიოში, მიყვარხარ ჯემალ )
Profile Image for Shako Mikabadze.
40 reviews
March 12, 2025
ეს წიგნი ნათელი მაგალითია რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა,ძაან ბევრ რამეზე დაგაფიქრებს ეს 135 გვერდი.

ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კი ის აქვს,რომ კითხვის დასრულების შემდეგ აუცილებლად გადახედავ და თვალს გაუსწორებ შენ შიშებს.ყველა ადამიანს აქვს რაღაცის შიში,მთავარია ამ შიშში არ ჩავკარგოთ ჩვენი სულის მნიშვნელოვანი ნაწილი.თუმცა რთულია ამ შიშის დაძლევა იქამდე,სანამ კონკრეტული მოვლენა არ დაგანახებს ეს შიში რამდენად უსუსურს და ლაჩარს გხდის. ანტონიომაც ხო სწორედ მას შემდეგ დაძლია,ამ შემთხვევაში,სიკვდილის შიში,რაც თავის პირველ განაჩენს გაექცა,დავითმაც მსგავსი პროცესი გაიარა , რომელმაც ისე მჭიდროდ მოირგო ხელოვნურად შექმნილი უძლეველობის ნიღაბი,ვერც მიხვდა რომ ყველაფერს შიშის გამო აკეთებდა.ანტონიოშიც,დავითშიც, თავადშიც და მოსახლეობაშიც კარგად ჩანს შიშმა ადამიანი როგორ უსუსურობამდე და უღირსობამდე შეიძლება მიიყვანოს.

უშუალოდ ქართველებს რამდენჯერმე ახსენებს,მაგრამ 1-2 წინადადებითაც იდეალურად აღწერს ქართველების მთელ ყოფას და ბუნებას "ამ ხალხში რაღაც გაუგებარ ძალას უჭირავს ისეთი საპირისპირო თვისებები, როგორიცაა ღალატი და თავდადება,სიძულვილი და სიყვარული,ლაჩრობა და სიმამაცე,ბოროტება და სიკეთე" , "ეს ხალხო საუკუნეების მანძილზე ურჯულოთა გარემოცვაში ცხოვროს და ერთი და იმავე ხმლით იცავს სამშობლოსაც და ქრისტეს რჯულსაც,რადგან სამშობლოსაც და ქრისტეს რჯულსაც იქ ერთი და იგივე საფრთხე ემუქრება".

რთულია "ანტონიო და დავითმა" დღევანდელი მდგომარეობა არ გაგახსენოს ,"ტანჯვაა ,ბართლომეო, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც შენ აზრს თავისუფლად არ გათქმევინებენ.რომ შეეძლოთ,თავისუფლად ფიქრსაც აგიკრძალავდნენ". ყველა ქართველმა უნდა დაიზეპიროს და გაიაზროს ეს სიტყვები "ყოველი კაცი იმას ფიქრობს, ოღონდ მე გადავრჩე და თუნდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, იმას ვეღარ ვხვდებით,რომ მოყვასმა თუ მოყვასი გაწირა , მალე მართლა ქვა ქვაზე აღარ დარჩება."

და ბოლოს,როგორ შეიძლება ქვეყანას ასეთი იდეალური რომანები გქონდეს და მხოლოდ შენთვის ინახავდეს. მსოფლიო აუცილებლად უნდა იცნობდეს( არა მარტო) "ანტონიო და დავითს" და მსგავსი შედევრებით მსოფლიო
- საქართველოს.სამწუხაროა,რომ ვერავინ ვერასდროს იცლის მსგავსი ნაწარმოებებით საქართველოს სახელი გაიტანოს საზღვრებს მიღმა.
Displaying 1 - 30 of 132 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.