Jump to ratings and reviews
Rate this book

ბრინჯაოს ქალაქი

Rate this book
პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო.
ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძალად დაიწყო ფორმირება, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება.
ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა იკარუსის ამბავი — ინტერესითა და ამბიციით გათამამებულმა როგორ გადაწყვიტა მზეს შეხებოდა და, შედეგად, საშინელი ტანჯვა იგემა… მაგრამ რა იქნებოდა, აგონიაში კი არა, ღიმილით თუ დაიფერფლებოდა? იქნებ, ასე გრანდიოზულადაც ჰქონდა წასვლა დაგეგმილი?
წარსულის ტრაგედიით გატანჯული აკეც მის მსგავსად ცდილობს შეეხოს მზეს და მაგიითა და მისტერიებით სავსე ეს გახრწნილი სამყარო, იდუმალებით მოცული არქაული არსება კაბალები და მათი მომთვინიერებელი რჩეული კაბალერები, ერთმანეთის ზიზღითა და მცდარი რწმენებით დაბრმავებული სახელმწიფოები, თვალწარმტაცი ქალაქები და მათ ქვეშ დამარხული საუკუნოვანი საიდუმლოები, არანაკლებ გახრწნილი მეთოდებით ამოატრიალოს.
დაე, შესრულდეს შემქმნელის ნება და, უსახელო აკემ, იპოვოს პასუხები
თავის ამბიციებზე!
დაე, ცეცხლმა უყოს პირი ყოველივეს!

492 pages, Paperback

Published May 1, 2023

5 people are currently reading
43 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
24 (57%)
4 stars
12 (28%)
3 stars
5 (11%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 14 of 14 reviews
Profile Image for Nutsa Khamkhadze.
245 reviews14 followers
Read
June 17, 2023
მშვენიერი დებიუტი გვაქვს ქართულ ფენტეზიში "ბრინჯაოს ქალაქის" სახით და ეს ფაქტი მახარებს. ძალიან ძალიან საინტერესო მაგიის სისტემა, გამორჩეული და სახასიათო მთავარი გმირი, რომელიც მორიგი ჩვარი პროტაგონისტი არ გახლავთ და სიუჟეტი, რომელიც შემდგომი წიგნების ინტერესს აღვივებს.

თხრობა "ყოვლისმცოდნე" მესამე პირში იყო და როგორც წესი, ასეთი პერსპექტივით დაწერილი წიგნი ზოგჯერ დისტანციას აჩენს მკითხველსა და პერსონაჟებს შორის, რადგან ყველა გმირის გრძნობებში თანაბრად გვახედებს, იმის და მიხედვით, თუ სიუჟეტის წასაწევად რომელია საჭირო. ასეთ დროს დატვირთვა ამბავზე მოდის და არა ადამიანზე და შესაბამისად მკითხველიც განყენებული ღმერთივით უყურებს წიგნში განვითარებულ მოვლენებს.
"ბრინჯაოს ქალაქში" მსგავსი შეგრძნება არ გამჩენია. იმის მიუხედავად, რომ ერთ სცენაში შეიძლებოდა აკეს აზრებიც გაგვეგო და ბარდის შეგრძნებებიც, ფიეროსიც, ვილჰელმისაც და ზელასიც, ყველაფერი სააშკარაოზე გამოტანილი არ იყო. ავტორმა მაინც დატოვა ის შეკითხვები და საიდუმლოებები, რომლებიც წიგნის კითხვის სურვილს აჩენდა. წიგნს რომ დავდებდი, ერთი სული მქონდა, თავისუფალი დრო გამომენახა და კითხვა გამეგრძელებინა.

წიგნს სტრუქტურულადვე ეტყობოდა, რომ სერიის პირველი წიგნია და არა - ცალკე მდგომი, დასრულებული ამბავი. ამიტომ ვარჯიშისა და ყველა ის სცენები, რომლებიც ტიპურ ფენტეზი წიგნის პირველ 50%-ში ხდება, აქ მეორე ნახევარში იყო თავმოყრილი. შესაბამისად ფინალიც უფრო ნაკლებ კულმინაციური იყო, ვიდრე მოველოდი. ფლოთ თვისთი გამოცნობადია, მაგრამ მაინც არაუშავს და ამ სამყაროზე მეტის გაგების სურვილს ტოვებს.

აკე ძალიან სახასიათო პროტაგონისტია. ჩვეულ, მრავალნაცად და მრავალჯერ ნანახ მთავარ გმირს საერთოდ არ ჰგავს და ეგ ძალიან მომწონს. უბრალოდ, მაგ სახასიათობიდანვე გამომდინარე, ან ძალიან შეგაყვარებს თავს, ან - შეგაძულებს. მე პირადად რეალურ ცხოვრებაში რომ გამეცნო, ჩემს მშვიდ ბუნებაში აგრესიის დაუოკებელ მორევს ათქვეფდა და მისთვის თავში წამოთაქების მუდმივ წყურვილს გააჩენდა.

პერსონაჟების რეაქციები ცოტა ხელოვნური და გაზვიადებული მეჩვენებოდა (რამდენიმე კადრი ანიმედ წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ). შეიძლება ეგ იმის ბრალი იყო, რომ აკეს ხუმრობებზე მე არ მეცინებოდა და შესაბამისად სხვების ხარხარი და სიცილისგან მუცლის ჭერაც არადამაჯერებელი ჩანდა ჩემთვის. ერთადერთი, რასაც აკეს "ფრთიანი ფრაზები" იწვევდა ჩემში ამრეზით აზიდული მარჯვენა ნესტო იყო.

მეორეხარისხოვან პერსონაჟებს რაც შეეხებათ, აკესავით გამოძერწილი არა, მაგრამ არც კარდონის ფიგურები იყვნენ. ეს ჯერ მხოლოდ პირველი წიგნია და მჯერა, შემდეგ ნაწილებში უკეთ გავიცნობთ დანარჩენებს და მათი ხასიათების თავისებურებებიც მეტად გამოჩნდება.
ასევე, მადლობელი ვარ, რომ ქალის აღწერები ტიპური კაცი ავტორისას არ ჰგავდა. წესით არ უნდა მიწევდეს მაგ ფაქტის შექება, მაგრამ ეგ ისეთი იშვიათია, აღნიშნვას მოითხოვს.

მოველი შემდეგ წიგნებსა და მოვლენების განვითარებას. დაე, თეთრმა ცეცლხმა შთანთქოს ყოველივე!

პ.ს. დიდი იმედი მაქვს, აკეს მომდევნო წიგნში მესამე მენტორიც ეყოლება, რომელიც იუმორის საფუძვლებსა და პრაქტიკულ ხუმრობებს შეასწავლის.

პ.პ.ს. ყველა თქვენგანის მშურს, ვისაც 500გვერდიანი წიგნების 3-4 საათში წაკითხვა შეგიძლიათ. როგორ?
Profile Image for ანი ჩახნაშვილი.
103 reviews4 followers
June 1, 2023
ძალიან კარგია ქართულად დაწერილი ფენტეზის კითხვა. ბუნებრივად მიდის, 3-4 საათში იკითხება წყალივით. სამყაროც საკმაოდ ორიგინალურია და საინტერესო. მოკლედ, ველოდები მეორე ნაწილს ❤️
Profile Image for Mebo Nutsubidze.
Author 1 book21 followers
May 22, 2023
დროის ჩარხი ტრიალებს და ციკლი ციკლს მისდევს, უძველესი წინასწარმეტყველება კი ახდენის პირასაა.

რას გაიღებდით, სანაცვლოდ თქვენ გარშემო გამეფებული ქაოსის სადავეების ხელში ჩაგდების, სამყაროში წესრიგისა და წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობა რომ მიგეღოთ?

სწორედ ეს სურს აკეს, ამ ფანტასტიკური წიგნის იდუმალებით მოცულ მთავარ გმირს: იქცეს განმწმენდ ტალღად, რომლის გადავლის შემდეგაც სამყარო ხელახლა დაიბადება.

და ის ამ მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზად არის.

„ბრინჯაოს ქალაქი“ ქაოსის ქრონიკების პირველი წიგნია, ამაზე კარგ დასაწყისს კი ნამდვილად ვერ ინატრებდით: წინ გელით დაუვიწყარი მოგზაურობა სრულიად ახალ და ზღაპრულ სამყაროში, რომელსაც თავისი ქაოსი და წესრიგი აქვს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება სიკეთე და ბოროტება, ნათელი და ბნელი და სადაც, ეს-ესაა უნდა გადაწყდეს, ვინ გახდება გამარჯვებული.

წიგნში ყველაფერია, რაც ასე გვიტაცებს ფენტეზი ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს: უძველესი წინასწარმეტყველება და მითიური არსებები, გამორჩეული ხასიათის მქონე მთავარი გმირი და მისი ერთგული თანამგზავრები, კაბალა და კაბალერები, ქურუმები და ლეალინები, ზღაპრული სამეფოები, გიგანტური ქალაქები, ჯადოსნური შელოცვები, მრავალფეროვანი იარაღები და ხელჩართული ეპიკური ბრძოლები.

ამავდროულად, ეს ის წიგნია, რომელიც აუცილებლად გაგხდით ფენტეზი ლიტერატურის მოყვარულს, თუ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ ხართ ასეთი ადამიანების რიცხვში.

ისევ ავტორის სიტყვებს მოვიშველიებ: ყველას გვყავს „ადამიანი, რომელიც შენი ღუზაა და სამყაროს ქაოსიც მის გარშემო ტრიალებს“.

ეს კი სწორედ ის წიგნია, რომელიც აუცილებლად იქცევა ჩვენთვის ჯადოსნური აღტაცებისა და ჰარმონიის მომტან ღუზად, რომლის გარშემოც სამყაროს ქაოსიც კი მშვიდად დაიწყებს ტრიალს.

თანაც გახსოვდეთ: ეს დიდი მოგზაურობის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია!
Profile Image for Natalia Adamashvili.
144 reviews6 followers
May 29, 2023
ახლა დავხურე წიგნი, ცოტა მიჭირს დალაგებული და მოზომილი რივიუს დაწერა, რადგან ბოლო 3-4 საათია თავაუღებლად ვკითხულობ, ცოტა გაბრუებული და ცხელი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.

მოკლე შინაარსი: შესანიშნავი ახალი ქართული ფენტეზი შეიქმნა.

წიგნი პირდაპირ ამბის შუაგულში გაგდებს პერსონაჟების გვერდით, რაც განსაკუთრებით გეხმარება, რომ სამყარო მათი თვალიდან დაინახო და არა ენციკლოპედიური ინფორმაციის ზღვა დაგატყდეს. ავტორს ეტყობა ანიმეს გავლენა და ეს უდიდესი კომპლიმენტია - ანიმეს შეუძლია პერსონაჟები ხელშესახებად აქციოს და შეგაყვაროს, მათი ყოველდღიური ინტერაქციის გზით, ურთიერთობის თითქოს წვრილმანი დეტალებით, მაგრამ ამგვარი დეტალები ქმნიან პერსონაჟის პროფილს და აცოცხლებენ მათ. ამიტომ, სხვადასხვა ანიმეს მიმართ პარალელ��� ვავლებდი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არც ერთი ეს პარალელი არ ყოფილა კოპირება ან პირდაპირი გადმოტანა.

ამ წიგნში ფენტეზის უამრავ ტროპის შეხვდებით, მაგრამ ფენტეზი ხომ სწორედ ამგვარი ტროპების გამო გვიყვარს. და ყოველი ახალი ფენტეზი ნაწარმოები ახალი სამყაროა, რომელსაც პერსონაჟებთან ერთად ეცნობი. მათ შორის მაგიის ძალიან საინტერესო სისტემას, რომელიც წიგნში ნელ-ნელა იშლება, რაც მკითხველს ეხმარება, რომ თანდათან შეეგუოს და უკეთ აღიქვას.

ასევე შესანიშნავია ის მცირე დეტალები, როგორიცაა გემრიელი საჭმელის მირთმევა (რომელიც, რა თქმა უნდა, შევნიშნე და განსაკუთრებით დავაფასე - ქურუმი რა მოგრძო ბალახიან სუპს ჭამდა ხოლმე?? I need answers), რაც როგორც პერსონაჟებისთვის მძიმე დღის, ასევე მკითხველისთვის დაძაბული ამბის შემდეგ საუკეთესო განტვირთვაა და შეგრძნება გაქვს, რომ ფუნდუკში შენც მათთან ერთად ზიხარ და ცხელ-ცხელ წვნიანს შეექცევი.

მოუთმენლად ველი აკეს ამბების გაგრძელებას, რომელიც ლუფის მახსენებს, არადა One Piece ჯერ ნანახიც არ მაქვს!
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
July 29, 2023
ვისაც ჰაი ფენტეზის (High Fantasy) ჟანრი მოგწონთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! ამ წიგნში ყველაფერია, რაც ჟანრის მოყვარულებს მოეწონებათ. ჯადოქრობა, სპეციფიკური ტექნოლოგია, ჯადოსნური არსებები, ალტერნატიული სამყარო, ძალიან სახასიათო და ძლიერი, გამოკვეთილი ხასიათის მქონე პერსონაჟები და თავისთავად ძალიან, ძალიან საინტერესო სიუჟეტი. ცალკე აღსანიშნავია მთავარი გმირი და მისი ხასიათი. აკეს ხასიათის ნიშანთვისებები ცალკე პერსონაჟია მგონი კიდევ :))) პლუს კარგი იუმორი. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ვერ მოვწყდი. ყოჩაღ გიორგი კვიტატიანს და ყოჩაღ გამომცემლობა "მედუზას"! დღეიდან შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოშიც იწერება უმაღლესი ხარისხის ფენტეზი! იმედია, მალე იქნება შემდეგი ნაწილიც.
ეს წიგნი რომ ამერიკაში ან ინგლისში დაწერილიყო, ახლა მსოფლიო ბესტსელერი იქნებოდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ვთვლი, რომ ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, ყველა გზა უნდა ვცადოთ, რომ "ბრინჯაოს ქალაქი" ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდეს. აუცილებლად წარმატებული იქნება ინგლისურენოვან აუდიტორიაში. ფილმიც კარგი იქნება და კომპიუტერული თამაშიც <3 რაღაც დიდის მომსწრენი ვართ, მგონი.
Profile Image for Giorgi Tsereteli.
14 reviews10 followers
September 27, 2023
ამბავს აშკარად აქვს საინტერესოდ განვითარების წინაპირობა და ქართული ეპიკური ფენტეზის წინსვლა მახარებს, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ძალიან შესამჩნევია, რომ დამწყებ ავტორთან გვაქვს საქმე.
გადმოცემის ენა გაჯერებულია მხატვრული ხერხებით, უმეტესად შედარებით, რომელთა დახუნძლულობაც ტექსტსაც ამძიმებს და ვიზუალსაც. ძალიან ვეცადე მიჩვევას, მაგრამ ბოლომდე მაწუხებდა აღწერების ეს არასაჭირო დეტალიზაცია. ხშირად მოკლედ ნათქვამ ერთ სწორ სიტყვას შეუძლია, რომ ბევრად ძლიერი გავლენა ჰქონდეს მკითხველზე.
ასევე ჩემთვის პერსონაჟებს ცოტა სიღრმე დააკლდათ, სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანია წიგნში და მათი ცხოვრებისა თუ ინტერესების შესახებაც კი ძალიან ცოტას ვიგებთ, რაც ართულებს მათთვის ძლიერი იდენტობის ჩამოყალიბებას. სამყაროს შენების, მითოლოგიის და მაგიური სისტემის ნაწილში ბევრი კარგი ელემენტია, მაგრამ ქაოსის ქრონიკების პირველ წიგნს ჩემთვის აშკარა იდენტობა არ გააჩნია რითაც ჟანრის სხვა წარმომადგენლების გვერდით დასამახსოვრებელი გახდებოდა. იმედი მაქვს მომავალში ავტორის პროზაც განვითარდება და ეს სამყაროც შეიძენს მეტ თვითმყოფადობას. გულახდილად რომ ვთქვა, ამ წიგნმა საკმაოდ მაწვალა, მაგრამ მეორე ნაწილს მაინც შევეჭიდები როცა/თუ გამოვა. წარმატებები!
Profile Image for Nina Lobjanidze.
65 reviews2 followers
June 12, 2023
ქართულად დაწერილი ფენტეზი ნატო დავითაშვილმა შემაყვარა და მას მერე გაფაციცებით ვადევნებ თვალს ჩვენთან ამ ჟანრის განვითარებას.

ვულოცავ ავტორს, დებიუტანტობაც ასეთი უნდა!

წერის სტილი ძალიან დახვეწილია. იმაზე რომ აღარაფერი ითქვას როგორი საინტერესო სამყაროა, განსაკუთრებით მომხიბლა იუმორმა, საინტერესოდ და კარგად მიგნებულმა შედარებებმა, დროის განსაზღვრის ფორმამ და ცხოველების (განსაკუთრებით კატების) მიმართ სიყვარულმა. გმირები ძალიან რეალურები და ადამიანურები არიან, ისე გემრიელად მიირთმევენ, გეგონება, ცოტაც და ერთ ულუფას შენც გიწილადებენო.
კითხვისას, ალუზიები ფენტეზის სხვადასხვა ნაწარმოებებზეც გაჩნდება, თუმცა, იმდენად ორგანულად ერწყმის ერთი მეორეს, მხოლოდ ბედნიერი ღიმილი თუ გადაგკრავთ სახეზე.

კითხვისას არ მოაკლდებათ ემოციებისა და განცდების ზღვა - სიცილი, გულის მოწურვა, შეცბუნება და ირონიური ჩაღიმებები.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. აკესთან ერთად წინ კიდევ დიდი თავგადასავლები გველოდება.

დაე, შემქმენელი გვწყალობდეს!
Profile Image for Tiko Kachlishvili.
23 reviews28 followers
October 27, 2023
საუკეთესო ქართული ჰაი ფენტეზია, საცოდაობა იქნება მსოფლიომ რომ ვერ გაიცნოს :|
Profile Image for Ana.
54 reviews2 followers
March 25, 2024
3.5. +1 ვარსკვლავი, რადგან ქართულია.
ძალიან სასიამოვნოა ქართული ფენტეზის კითხვა და მიუხედავად განსხვავებული სახელებისა, წიგნში მაინც ქართული სამყარო იგრძნობოდა. თავიდან მდორედ მიედინებოდა და გამიჭირდა პერსონაჟებთან ემოციური კავშირი. იუმორი და შედარებები ცოტა ბანალური და ხელოვნური მეჩვენა, თუმცა წიგნის ბოლოს უფრო რეზონირდა ყველაფერი და ბევრად ჩამთრევი გახდა ისტორიაც.
მამამ მითხრა რამე კარგი "ფეტნეზი" (დღემდე ასე ეძახის) მირჩიეო და ორ საღამოში ჩაამთავრა. ვგონებ, ჩემზე მეტად მოიხიბლა დასაწყისით.
Profile Image for Tamuna.
3 reviews3 followers
March 31, 2024
სანამ ამ წიგნს წავიკითხავდი, მისი ქება მქონდა მოსმენილი, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლა.
პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო ქართული ენის სათანადო დონეზე ვერ ფლობა. ამაში ვგულისხმობ შეცდომებს, რომლებიც არ უნდა დაუშვას ადამიანმა, რომელსაც მწერლობაზე აქვს პრეტენზია ("მეთქი"-სა და "თქო"-ს ვერ გარჩევა, "ერთი და იგივე"-სა და "ერთსა და იმავე"-ს ერთმანეთში არევა), გამოთქმები და ეპითეტები, რომლებიც ინგლისური ენიდან სიტყვასიტყვით ნათარგ��ნის შთაბეჭდილებას ტოვებს და ქართულ ენაში არაბუნებრივად ჟღერს (მაგ.: ქართულ ენაში თვალი და გონება მახვილია და არა ბასრი, თუმცა ინგლისურად ორივე sharp იქნება, "საუკუნეები და საუკუნეები" და სხვ.), ბრუნვის, ან უღლების არასწორი გამოყენება ("ფეის ყუთი ჩაებღაუჭა", როცა იგულისხმება "ფეი ყუთს ჩაბღაუჭებოდა"). ამ ყველაფერს ფეისბუქის პოსტებში კიდევ როგორმე აიტანს ადამიანი, მაგრამ გამოცდილი მკითხველისთვის წიგნის დიდი ნაკლია.
მომდევნო შენიშვნა შემაწუხებელ სიტყვამრავლობას ეხება. წიგნი გადატვირთულია დიდი მონდომებით მოფიქრებული მხატვრული შედარებებით. სამწუხაროდ, ეს შედარებები ტექსტს მოუხეშავობას უფრო ანიჭებს, ვიდრე გამომსახველობას და ამით ავტორი თავის ახალბედობას ამჟღავნებს.
მარტო ცუდით რომ არ შემოვიფარგლო, კარგსაც ვიტყვი. საინტერესო სიუჟეტია და მაგიური სისტემაც კარგად განვითარებული ჩანს, არც პერსონაჟების მიმართ მაქვს რამე სასაყვედურო. ავტორს პოტენციალი ნამდვილად აქვს და შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი გახდეს ამ ჟანრში. ამიტომ ვურჩევ, ქართულ ენაში დაოსტატებას დაუთმოს დრო და წარმატებებს ვუსურვებ. იმედია, შემდეგ წიგნს უყოყმანოდ დავუტოვებ ხუთ ვარსკვლავს.
Profile Image for Ana Topuridze.
1 review
June 18, 2023
ძალიან ჩამთრევი ღრმად ემოციური წასაკითხი ფენტეზი იყო. მაგიის სისტემის სულიერ სამყაროსთან და თვითშემეცნებასთან ასე გადაჯაჭვა ჩემი აზრით განსაკუთრებით საინტერესოა. პერსონაჟების ხასიათების მრავალფეროვნება, ულამაზესი ქართული სიტყვების შეთანწყობები და მოგონებებში მოგზაურობები განსაკუთრებულ მრავალფეროვან ერთიანობას ქმნის. დიდ სულიერ ტკივილთან ერთად, დიდი მეგობრობა და ადამიანური თანადგომაა ნაჩვენები, რაც ახლა ყველას გვჭირდება გმირის ცხოვრებაში ვიგრძნოთ და ველოდები ახალ თავდგადასავლებს ახალი ფერებით.. <3
Profile Image for Sandro.
61 reviews6 followers
December 12, 2023
მთელი პირველი წიგნი პროლოგად აღვიქვი. ჭადრაკის მაგიდაზე თითქმის ყველა ფიგურა განლაგდა, მეორე წიგნში დაიწყება თამაშ. ველი შემდეგ წიგნს, გიორგი კვიტატიანს კი შევაქებ, დებიუტისათვის შესანიშნავი გამოუვიდა, ვიმედოვნებ რომ შემდეგ წიგნებში დავინახავ მისი როგორც ავტორის ზრდას.
Profile Image for Ana.
68 reviews
January 2, 2025
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ფენტეზის მკითხველი, ძალიან ვისიამოვნე. საინტერესო და დინამიკური სიუჟეტი იყო, ცოცხალი პერსონაჟებით. ფენტეზის ელემენტები კი რეალობის პრობლემებით, რწმენებით და ადამიანური სისუსტეებით იკვებება, რამაც წიგნს მნიშვნელოვნება შესძინა ჩემთვის. Nice job
Profile Image for Mariam.
8 reviews
Read
August 15, 2024
Entertaining read. Looking forward to the next volume!
Displaying 1 - 14 of 14 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.