წიგნი ეძღვნება ძველი რომის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს_ძვ. წ. II საუკუნის ბოლო წლებიდან ახ. წ. პირველი საუკუნის დამდეგ წლებამდე. ეს არის რომაული "რესპუბლიკის" კრიზისის, დაცემისა და "იმპერიის" ჩამოყალიბების უაღრესად დრამატული პროცესი, რომელსაც ავტორმა კეისარიადა უწოდა, რამდენადაც მისი მთავარი გმირი არის სწორედ გაიუს იულიუს კეისარი _ სახელოვანი რომაელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო, სამხედრო მოღვაწე და კულტურის რეფორმატორი. განკუთვნილია სპეციალისტების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
უსაშველოდ დიდი ინტერესით წავაკითხე ეს სწორუპოვარი წიგნი ძალიან ბევრი წლის წინ. ახლაც მძაფრად მახსოვს ის შთაბეჭდილებები. შეუძლებელია ამ ნაშრომს 5 ვარსკვლავზე ნაკლები შეფასება მისცეს ყურადღებიანმა, ნამდვილმა მკითხველმა. წიგნი ერთ რომელიმე წყაროს კი არ ეყრდნობა. არა. ავტორს უზარმაზარი შრომა აქვს გაწეული "კეისარიადის" შექმნისთვის; მოძიებული აქვს ბევრი ისტორიული წყარო, ერთმანეთში აქვს მერე ისინი შეჯერებული და, შედეგად, ალბათ ყველაზე სარწმუნო ცნობებს აწვდის მკითხველს. მერე როგორი ბრწყინვალე მხატვრული სალიტერატურო აქვს ლევან სანიკიძეს... ერთი დიდი სიამოვნებაა ასეთი წიგნის წაკითხვა. გაუმართლა იმას, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და ჯერ კიდევ წინ აქვს ეს დიდი სიამოვნება.
რამდენად სწორია ისტორიულად, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ბავშვობაში ძალიანაც სახალისოდ იკითხებოდა! თანაც მახსოვს როდის შევნიშნე: წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდა იქ, მაგრამ ქ. რუსთავის მე-4 მუსიკალურ სკოლაში, ერთ-ერთ საკლასო ოთახში კედელზე იყო გაკრული ამ წიგნის მარტო ყდა(!). მიიქცია ყურადღება და ერთხელაც შევნიშნე, რომ სახლშიც გვაქვს... ხოდა მეთქი ნიშანია უეჭველი და ვეტაკე :)
გამახსენდა როგორი ინტერესით ვკითხულობდი ბავშვობაში. ნოსტალგიების მთელმა ტალღამ შემომიტია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ღირებულება თითქმის არ გააჩნია, მაინც მშვენიერი საკითხავია და ალბათ ჩემს გარდა კიდევ ბევრის ბავშვობა გახადა უფრო მეტად საინტერესო.