ღმერთო ჩემო. ახლა დავტირი 64 წლის წინათ გარდაცვლილ კაცს. ჭირისუფალივით მაქვს თმა გაწეწილი და დახოკილი სახით, ჩაწითლებული თვალებით ვზივარ საწოლზე.
ერთადერთს ვითხოვ - მეგობრებთან ერთად ხშირად გათელილ ქუჩებს ნურასდროს ჩავივლი მარტო დარჩენილი დიდი ტკივილითა და მათზე მოგონებათა კორიანტელით. გევედრებით, ნურასდროს გამივლებს აზრი, რომ ერთადერთი დავრჩი ცოცხალი და ნუ მომიწევს თავის მოტყუება, რომ მათი ლანდები ახლა ჩემთან ერთად გადიან ამ გზას, ვინ იცის, მერამდენედ.
,,დედა, ნუ ჩამოხვალ ზღვაზე, ზღვა ძალიან ღელავს. შენ სუსტი ხარ, დედა, ზღვა დაგახრჩობს შენ, მე თოლია ვარ, ქარს და ტალღებს ვეთამაშები…” ამას რომ კაცი დაწერ და მეორე დღეს ზღვა დაგახრჩობს, არ ვიცი, რა მეთქმის, ღმერთმანი, მართლა არაფერი მესმის.