Jump to ratings and reviews
Rate this book

იყო და არა იყო რა

Rate this book
ამ წიგნში დათო ტურაშვილის ღიმილიანი და იმავდროულად, სევდიანი მოგონებებია თავმოყრილი, რომელიც მწერლის სტუდენტურ ცხოვრებას აღწერს. მოგონებები იმდროინდელ საქართველოზეა, რომლისგანაც თითქოს ოცი წელი გვაშორებს და მასში აღწერილი ამბებიც ზღაპარივით უნდა მოგვეჩვენოს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ძალიან ახლობელია, რადგან, ავტორისავე სიტყვებით, თავისუფლებისთვის სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ.

152 pages, Paperback

First published January 1, 2012

11 people are currently reading
139 people want to read

About the author

Dato Turashvili

30 books231 followers
David Turashvili [Georgian: დავით (დათო) ტურაშვილი] is a Georgian fiction writer.
In 1989, he was one of the leaders of the student protest action taking place at the Davidgareja monasteries in eastern Georgia, whose territory was exploited by the Soviet Union military as a training ground. His first novels, published in 1988, are based on the turmoil of those events. The premier of his play Jeans Generation was held in May 2001. Turashvili's other publications include the travelogues Katmandu (1998) and Known and Unknown America (1993), and two collections of short fiction and movie scripts; his first collection of short fiction is Merani (1991).
Besides scripts, he writes novels, short stories and plays. Dato Turashvili has published about 16 books in Georgia. His works are translated into seven languages and published in different periodical editions of various countries. His novel Jeans Generation has already been published in five European countries. He is the author of Georgian best-sellers and has participated in Alpinists’ expedition in the mountains of the Caucasus, Andes and Himalayas. Furthermore, he is the author of scientific-research letters in literary criticism and historiography. He has translated both prosaic and poetic texts from Russian , Spanish, Turkish and English languages.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
77 (35%)
4 stars
71 (33%)
3 stars
49 (22%)
2 stars
13 (6%)
1 star
5 (2%)
Displaying 1 - 21 of 21 reviews
Profile Image for Nanuka MN.
17 reviews1 follower
April 1, 2022
"რადგან დედაჩემს(ისევე, როგორც ყველა ქართველ დედას) ძალიან უნდა, რომ მისმა შვილმა ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს, მაგრამ ურჩევნია, ამ ბედნიერებისთვის სხვისმა შვილმა იბრძოლოს"
Profile Image for Nino Purtseladze.
60 reviews
March 24, 2013
"ეს წიგნი ზღაპარივით იმიტომ იწყება, რომ ეს რომანი მართლა ზღაპარივით დაიწყო და რომანი კი იმიტომ ჰქვია, რომ ეს ამბავი სინამდვილეში სიყვარულის ისტორიაა."

როგორ შეიძლება რაღაც იყოს შენგან ძალიან ახლოს და ამავდროულად შორს. როგორ შეიძლება გეგონოს, რომ ერთ დღესაც, ასე მარტივად დამთავრდება ყველაფერი და გექნება ის, რისთვისაც ამდენი ხანია იბრძვი.

თითქოს სულ რაღაც 20 წელი გვაშორებს იმ ამბებიდან, რომლებიც ახლა ზღაპარივით გვეჩვენება, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ამბების შემდეგ დავიბადე, მაინც განვიცდი და მტკივა ის, რასაც ის ხალხი მაშინ განიცდიდა.

ზოგი მაშინ უკვე ზრდასრული ადამიანი იყო, ზოგი უკვე თვლიდა, რომ მისი დრო წავიდა, თვით წიგნის ავტორი, დათო ტურაშვილი , კი სტუდენტი იყო. სწორედ სტუდენტობის დროს არ არის ადამიანი ყველაზე კარგ ასაკში?! მისთვის კარგი დრო კი საქართველოსთვის ცუდი აღმოჩნდა, ალბათ ამიტომ არის მისთვის ეს ღიმილიანი მოგონებები სევდიანი.

,,თავისუფლებისთვის სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ”

და მე მინდა, რომ ეს ყველაფერი ისევ გრძელდებოდეს, ისევ ვიბრძოდეთ და არასოდეს გვბეზრდებოდეს თავისუფლების ძებნა. ისიც მინდა, რომ ავტორის სიტყვები გამართლდეს და ყველა მიხვდეს, თუნდაც გულის სიღრმეში მაინც, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს…

მაშ ასე, თქვენს წინაშეა წიგნი თავისუფლებაზე, ომზე და სტუდენტობაზე. სტუდენტობაზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც შედგა. სტუდენტობაზე, რომელთა ნაწილიც იმდროინდელ რეჟიმს შეეწირა. და მაინც, ეს ყველაფერი ერთი , თითქოს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა…
Profile Image for Nutsa Khamkhadze.
244 reviews14 followers
February 10, 2025
ეს წიგნი ორშაბათს, აქციაზე მიმავალმა დავიწყე და გუშინ, მეორე აქციიდან დაბრუნებულმა დავამთავრე, ჰოდა თითქოს (მინიმუმ) ამ მთელი კვირის ლაიტმოტივად მექცა. წიგნში ვკითხულობდი იმას, რაც დღესაც ჩვენს თვალწინ ჯერ კიდევ ვითარდება. ისტორია არ დამთავრებულა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამდენი წლის შემდეგაც იგივე მონსტრთან უწევს საქართველოს გამკლავება და როდის გვეღირსება ჭეშმარიტი თავისუფლება, არ ვიცით.
Profile Image for Duda Somerhalder.
1 review1 follower
February 14, 2015
ისიც მიფიქრია, რომ შეიძლება სხვებისთვის თავისუფლების მიღწევას სულაც არ დასჭირვებია ამდენი თავგანწირვა და სისხლი თუ ცრემლი, რაც ქართველებმა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საუკუნეების მანძილზე გაიღეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ.
უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და მგონი იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი მაინც ხვდება (შინაგანი ინტუიციით მაინც), რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს…
Profile Image for Shako Mikabadze.
44 reviews
November 7, 2025
"როგორც ჩანს, პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მონები კი რჩებიან და ჩვენი უბედურებაც სწორედ ეგ არის, რომ მონები ყოველთვის ახალ ბელადს თუ არა, ახალ პრეზიდენტს მაინც ეძებენ და თუ ვერ პოულობენ, თვითონვე ქმნიან." სამწუხარო რეალობა, რომლის გამო საბჭოთა კავშირიდან საქართველო კი არა მისი აჩრდილი გამოვიდა და თავად საქართველო ისევ წარსულში ძალიან ღრმადაა ჩაკარგული
February 4, 2022
კარგი წიგნია. გადმოცემულია მკითხველისთვის მარტივ, და ტურაშვილისთვის დამახასიათებელ ლაღ ენაზე. წიგნი კარგად გვაჩვენებს საბჭოთა სისტემის დამახინჯებულ (ისეთი როგორიც ის რეალურად იყო) სახეს და კარგია ახალი თაობებისთვის, რათა გაიგონ, თუ რა გამოიარა საქართველომ "სსრკს" პერიოდში.
Profile Image for Alexa Stark.
95 reviews29 followers
March 16, 2015
არ ვიცი რომელ გვერდამდე მივედი და ვუთმინე ))) მაგრამ აი, მურაბის ხარშვაზე რომ "სიბრძნე" დაახეთქა იქ მივხვდი ვეღარ ავიტანდი ამ სისულელეს...
3 reviews10 followers
Read
August 5, 2024
ქართველი აქტიური სტუდენტის თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორიის (1987-1991) ქრონიკები. საქართველოს ეროვნული მოძრაობის წევრების (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი) და იმ პერიოდის სხვა ქართველების (ჯუმბერ პატიაშვილი, ედუარდ შევარდნაძე და სხვა), მათი მოქმედებების ახლოდან დანახვა არის შესაძლებელი ამ წიგნით.

მაგრამ ამბის თხრობა არა ქრონოლოგიურად, მხოლოდ მშრალი ფაქტებით, არამედ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ავტორი ძალიან გახსნილად საუბრობს იმ აქტუალურ თემებზე, რომლებიც საქართველოსთვის გარდამტეხ პერიოდში იცვლებოდა იმდროინდელ ყოველდღიურობაში. ეს თემები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია: ლექტორების დამოკიდებულებები სტუდენტების მიმართ, საბჭოთა კავშირის მიდგომები ეროვნულ წარმოებასთან დაკავშირებით (საღეჭი რეზინის ქარხნის ერევანში გახსნა), ქართულ საზოგადოებაში სექსის აღქმის თავისებურებები, ტყემლისა და მურაბების დამზადების ტრადიცია, ქართველები თავისუფლებასა და ძალაუფლებას შორის არჩევანის გაკეთების პროცესში და ა.შ.

მსგავსი ნაწარმოებები ძალიან კარგია ქართველი ხალხის ხასიათის აღმოსაჩენად და ამას ავტორი ძალიან ბევრ ეპიზოდში ახერხებს:

“დედაჩემს (ისევე,როგორც ყველა ქართველ დედას) ძალიან უნდა,რომ მისმა შვილმა ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს,მაგრამ ურჩევნია (როგორც ყველა ქართველ დედას),ამ ბედნიერებისთვის სხვისმა შვილმა იბრძოლოს.”

"1990 წლის 27 ოქტომბერს, სწორედ არჩევნების წინა საღამოს, ჭავჭავაძის პროსპექტზე ჩავლილ შავ ვოლგას (შიგ მჯდომ საბჭოთა ჩინოვნიკს) ჩემმა მეგო��არმა მიაძახა - ხვალიდან აღარ იარსებებთო ! მოულოდნელად კი იქვე მდგარმა საკმაოდ ასაკოვანმა ქალბატონმა გაკვირვებით შეგვათვალიერა და მშვიდ���დ გვკითხა: კი, მაგრამ, ამ შავ ვოლგებში ხვალიდან ხომ სხვები ჩასხდებიანო."

"რუსებმა, რასაკვირველია, მათთვის ძალიან წარმატებით გამოიყენეს ქართული ხასიათის რამდენიმე თავისებურება და საერთო ქართული სისუსტეები: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომები, ქართული ამბიციები და ამპარტავნობა, სულსწრაფობა და მოკლემხედველობა, შური და გაუტანლობა, სიზარმაცე და გაუნათლებლობა".
Profile Image for ელენე..
13 reviews
April 7, 2023
“რომ თურმე ადამიანებს და მათ შორის ქართველებს უფლებები გააჩნიათ, მათ შორის არჩევნის უფლება- იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში” “სულ ვიბრძვით და მობიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ. უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და მგონი, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი ხვდება, თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს.”

თითქმის 8წელი გავიდა (ან 7) რაც დათო ტურაშვილმა ეს წიგნი დაწერა, მაგრამ ყვებოდა იმ ამბავს, რომელიც თითქოს უკვე განვლილი იყო. დღეს 2023 წელია (7აპრილი), როდესაც კითხვა დავიწყე მეგონა რომ მეც იქ ვიყავი, ოღონდ ახლა იმიტომ, რომ ყვებოდა იმას რასაც დღესაც ვებრძვით, რასაც მუდამ ებრძოდნენ, იმ ხელებით, რომელსაც იარაღიც კი არ მიკარებია, როგორც თვითონ ამბობს. შიშველი ხელებით მიიღეს ის რასაც ყველა მოუთმელად ელოდა, თავისუფლება და მართლაც რომ ხალხი პოულობს და საბოლოოდ მაინც კარგავს თავისუფლებას<\3
4 reviews
October 23, 2023
დათო ტურაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია, რომელსაც შეუძლია, რომ საბჭოურ რეჟიმს გაგაცნოს და დაგანახოს მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით და თვალებზე აგაფაროს ის ფაქტი,რომ კიდევ შემოგვრჩა იმ დროის დანატოვარი საშინელებები.
ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს იმ ფენამ, რომელის ფიქრობს, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია და ოდესმე რამეში გამოგვადგა.
წიგნმა თვალნათლივ დამანახა თუ როგორია ნამდვილი ქართველი კაცი, რომელიც იბრძვის და არ ნებდება.


როგორ შეიძლება კაცი რომელმაც სვეტიცხოველი ააგო,ვენახი გააშენა ზარმაცი იყოს.
Profile Image for |Ğ|ë⁰rgé.
4 reviews
August 30, 2019
ადამიანს კი ღმერთი ფიქრისთვის აჩენს , რომელსაც თავისუფლების სურვილი იმიტომ მოაქვს , რომ თავისუფლება ადამიანსა და პიროვნებას , ერსა და ქვეყანას საკუთარი რაობისა და თვითმყოფადობის , კულტურისა და სულიერების შესანარჩუნებლად სჭირდება . თავისუფლება არის კიდეც სიცოცხლის უზენაესი აზრი და გამართლება და თუ ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე შეცდომები დავუშვით , ეს ჩვენი ბრალია და არა თავისუფლების . მით უმეტეს , თუ ნამდვილ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ შორსაა და მის მოპოვებას ერთი თაობის თავგანწირვა შეიძლება არც ეყოს.
Profile Image for Kriss.
25 reviews
December 31, 2017
ავტორისეული იუმორით გაჟღენთილი გასული საუკუნის ისტორიები . ❤️
Profile Image for Oti Jinchveladze.
23 reviews1 follower
February 20, 2022
უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და მგონი, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს ხალხი ხვდება (შინაგანი ინტუიციით მაიმც) რომ თავიაუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში არაფერი არსებობს...
8 reviews
January 6, 2023
მხოლოდ პირველი და ბოლო თავი მომეწონა
Profile Image for Tato Baratashvili.
2 reviews
December 4, 2024
ვკითხულობდი წიგნს და მეგონა მე-20 საუკუნესთან ერთად 21-ეს აღწერდა მწერალი. დღესაც რუსთაველზე დგას ახალგაზრდობა, აპროტესტებს, ებრძვიან,სტკივათ…
Profile Image for Magda Darbaidze.
16 reviews5 followers
Read
September 19, 2016
წიგნი რომ ავტობიოგრაფიულია თავიდანვე იცი, თხრობის სტილი, რომელიც ავტორმა აირჩია მართლა ზღაპარივით უბრალო და სადაა, მაგრამ ერთი თავისებურება აქვს, ემოცია - ავტორის რომანტიკული, უფრო მეტიც - სენტიმენტალური განწყობაც კი, იმ პერიოდისადმი რომელსაც აღწერს (მე-20 საუკუნის ბოლო, 87-91 წლები). პრინციპში ალბათ ეს თავისებურებადაც არ უნდა ჩამეთვალა, მსგავსი ემოცია, ხომ ყველა ავტობიოგრაფიას მოაქვს, მაგრამ ეროვნული მოძრაობის თანამედროვეებისა და უშუალო მონაწილეების ნოსტალგიას 87-91 წლების მიმართ მაინც სხვა არომატი დაკრავს, რომელიც არაფერში აგერევა. ნოსტალგიის ეს თავისებური არომატი ყველა ყველას, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეტ-ნაკლებად აქტიური მონაწილეების მონათხობს,ზეპირსა (რომელიც მომისმენია), თუ წერილობითს (რომელიც წამიკითხავს) აერთიანებს, და სწორედ ეს არომატი ქმნის განუმეორებელს მათ ისტორიებს, მათ საპატიო რიგშია ტურაშვილის "იყო და არა იყო რა".
რამდენადაც მოუსვენარია ავტორი, იმდენად მოუსვენარია თხრობაც, ავტორის ზუსტი ანარეკლია, სწრაფად, სხაპასხუპით, ერთი სულისმოთქმით მოყოლილი მთელი ისტორია, თითოეული წვრილმანი დეტალებით, რომელიც მისთვის სუბიექტურად მნიშვნელოვანია. პრინცპიში ავტორის ემოცია გასაგებია მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაში, ცხოვრების იმ ყველაზე რომანტიულ (სტუდენტობის) პერიოდში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტი ისტორიული მომენტის არამხოლოდ მომსწრე, მეტ-ნაკლებად მონაწილეც გახდე, ამ მონაკვეთს დაუვიწყარსა და ზღაპარივით დაუჯერებელს ხდის.
Profile Image for Londako &#x1f31d;.
25 reviews
March 29, 2024
2-3 წლის წინ წავიკითხე ტურაშვილის რამდენჯმე წიგნი ერთად და მახსოვს რთული საკითხავი აღმოჩნდა ჩემთვისს დავასრულე წიგნი მაგრამ დიდად არრ მომეწონა
Profile Image for Nino Meladze.
584 reviews14 followers
April 11, 2014
Dato Turashvils zalian zustad akvs, samcuxarod, kartuli sisusteebi agcerili : mudmivi dapiridpireba, ambiciebi da ampartavnoba, shuri da sizarmatse...
Erti amosunykvit cavikitxe es cigni da gamichnda didi survili rom chvensave shecdomebs upro davukvirdet da ar gavimeorot carsuli.
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
December 13, 2015
ტურაშვვილის წიგნებს შორის ეს წიგნი ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა.
Profile Image for Mariam Shengelia.
17 reviews1 follower
March 23, 2023
დათოს და ამ წიგნის დამსახურებაა რომ პატრიოტი ვარ 🇬🇪✊
Displaying 1 - 21 of 21 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.