„დაკარგული კონტექსტები“ იმ მდგომარეობას შეიძლება ეწოდოს, რომელშიც თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველო იმყოფება: ის ემიჯნება თავის საბჭოთა წარსულს და მისგან გათავისუფლებას იდენტობის ახალი ფორმების ჩანაცვლებით ცდილობს. მაგრამ სწორედ ეს ახალი ფორმები შეიცავს ისეთ სააზროვნო სტერეოტიპებს – საკუთარი თავისა თუ გარესამყაროს შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც თავიანთი არსით საბჭოურია და მათი აზრის გაგება საბჭოთა კონტექსტებშია შესაძლებელი. ეს კონტექსტები საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დაიკარგა, მაგრამ ჰომო სოვიეტიკუსი განაგრძობს თავის არსებობას თანამედროვე, პოსტსაბჭოთა ქართველის ცნობიერებაში კონტექსტდაკარგული სტერეოტიპების, იდეალებისა თუ თვითგამოხატვის ფორმების სახით. ამასთან, თავად საქართველო, მისი ახალი, პოსტსაბჭოთა იდენტობაა კონტექსტდაკარგული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აღარ გააჩნია ის სცენა, რომელზედაც საკუთარ თავს სხვისთვის, გარესამყაროსათვის გასაგებად განასახიერებდა. წიგნში გაერთიანებული ნარკვევები თანამედროვე საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი და კულტურული ცვლილებების კრიტიკული ინტერპრეტაციის მცდელობებია.
ვფიქრობ, ავტორი თვითონ დაიკარგა ნაციონალზიმსა და ჰომო სოვიეტიკუსის ცნებებს შორის. რატომღაც ეროვნულობის შენარჩუნება იმპერიალიზმთან გააგივა და თურმე ფიქრობს, რომ აფხაზეთისთვის სეცესიის უფლების მიუცემლობა საბჭოთა გადმონაშთი იმპერიალისტური ზრახვების ტიპური გამოვლინება იყო. საინტერესოა, რა ჰგონია მას თავისუფლება. წარმოვიდგინოთ ადამიანი უდაბნოში: დავუშვათ, დავსვათ ვეტმფრენით და მივცეთ საკვები, წყალი და საპირისპირო სქესის ადამიანიც იქვე დავუტოვოთ ("მსხვერპლად" ), ვუთხრათ რომ თავისუფალია და მივცეთ დრო, შეიგრძნოს თავისუფლება რელიგიის, პოლიტიკის, სამშობლოს გარეშე. ჭამის და სექსის შემდეგ ის აუცილებლად დაიწყებს საუბარს, გააბამს დიალოგს და აი, შენი პოლიტიკაც. არავის სჭირდება თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე, შეზღუდვების გარეშე. ასეთი თავისუფლება უინტერესო და მოსაბეზრებელია. თუ გზა არ გაქვს, ვერც იმას გაიგებ, როგორ შეიძლება ამ გზაზე სიარულისას უმიზეზოდ დაგაბრკოლონ და მაშასადამე თავისუფლება შეგიზღუდონ. არ არსებობს გრძნობა შეგრძნების გარეშე. მე არ მჭირდება თავისუფლება თუ ბორკილები არ აირსებებს. რისთვის უნდა იბრძოლო მაშინ? თავისუფლება ჰაერზე არსებობა არ არის. გაცილებით მძიმე მოვლენაა. წიგნი ფაქტიურად ავტორის კრიტიკული მსოფლხედვის გამოვლინებაა. კარგია, რომ აკრიტიკებს, მაგრამ ცუდია, რომ მთლად სწორად ვერ აკრიტიკებს. ჩემი შეხედულება შორსაა მისეული ნაციონალიზმისა და რელიგიურობისაგან. პ.ს. ათეიზმი არ ნიშნავს რაციონალიზმს.