ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები~ გიორგი მაისურაძის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ესეებს აერთიანებს.
ჩაკეტილი საზოგადოება საკუთარი ნებით ცდილობს გარესამყაროსგან მოწყვეტას და თვითიზოლაციას. ასეთი საზოგადოების ცვალებადობა მიმართულია არა სიახლისკენ, არამედ სიძველის გაცოცხლებისა და გატოტალურებისკენ, რაც მას აუცხოებს და რიყავს დანარჩენი სამყაროსაგან და ანაქრონულს ხდის საკუთარ ეპოქასთან. ადამიანები თავიანთი, შექმნილი მითების ტყვეობაში ექცევიან. გაზღაპრებული წარსული აწმყოს ადგილს იკავებს და ახლის დაბადებას უშლის ხელს.
ჩაკეტილი საზოგადოება იმართება ისტორიული თუ მითოლოგიური ფიგურებით, რომელთაც გაჩერებული დროის დაცვა და წარსულში დაბრუნების მესაჭეობა ევალებათ. მათთვის კულტმსახურებას სწორედ ჩაკეტილი საზოგადოების დარაჯები აღავლენენ, რომელთა ერთადერთი სარწმუნოება, ერთადერთი მიზანი სხვა ადამიანების მანიპულაციის ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების მოხვეჭა და განმტკიცებაა.
შევწუხდი ყოველი პოლიტიკური პირის მიღმა მითოლოგიური პარადიგმების ძიებით. საერთოდ ამ წიგნსაც რომ თავი დაავანებოთ, როდესაც საქართველოს უახლოეს წარსულს ეხება საქმე, ჩვენი ინტელიგენცია (მათ შორის ამ წიგნის ავტორიც) დაკავებულია მხოლოდ გამსახურდიას რეჟიმის კრიტიკით, ამ დროს კი ავიწყდებათ (მგონია განგებ, ვიდრე შემთხვევით) , რომ ის ხალხი ვინც პუტჩი მოაწყო და დემოკრატიულად არჩეული მმართველი ჩამოაგდო იარაღით, ვინც მთელი ქვეყანა დაისაკუთრა, ნაწილი გაყიდა, პრივატიზაციის ტალღა გააძლიერა, ახლაც დიდ კაპიტალს ფლობს და დაუსჯელი დაიარება ჩვენთან ერთად, სიმპატიაც არ აკლია ახალგაზრდებისგან. ჰოდა, აქ და ახლა არის საჭირო პირველ რიგში მათი ფუნდამენტური კრიტიკა.
პ.ს. ერთი სტუდენტებისთვის ძალიან საყვარელი ლექტორისგან და ინტელექტუალურ ელიტაში ცნობილი ტიპისგან გამიგია, შევარდნაძეს რომ დაუჩოქა ხალხმა და მერე პატრიარქმაც თხოვა დარჩენა და მთელი რიტუალები ჩატარდა, იმ აქციაზე მეც ვიყავი და ახლაც რომ მანდ დამაბრუნა, მიუხედავად ყველაფრისა, ისევ იგივე იქნებოდა ჩემი გადაწყვეტილებაო, მგონი, ამას შევარდნაძის რაციონალური აზროვნებით და ზვიადის რადიკალიზმით აპრავებდა.
ამ წიგნში დაინახავ იმ მანკიერებების ნაწილს, რომელიც ქართულ საზოგადოებას ილუზიებში აცხოვრებს და აფერხებს მის გადაქცევას ღია საზოგადოებად. თუმცა, ავტორი მხოლოდ ცალკეული თემების უარყოფით მხარეებზე საუბრობს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მათ დადებითი მხარეებიც გააჩნიათ.