Jump to ratings and reviews

LonDon Jinx

ლონდონელი ქართველი ემიგრანტი თავის ძველ მეგობარს, ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტს გადაეყრება, რომელიც მას ბრიტანეთის გადარჩენის ოპერაციაში ჩართავს. უცნაური ტომის, ჯოსჰარლანების შეთქმულება ბრიტანეტის დასაუფლებლად წარმატებით მთავრდება, მაგრამ ყველაფერი წინაა.

აკა მორჩილაძის ახალი რომანი LonDon Jinx, რომელიც მისი ლონდონური ციკლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწარმოებია მკითხველისთვცის მხოლოდ ელექტრონული წიგნის სახითაა ხელმისაწვდომი და მხოლოდ lit.ge -ს ელექტრონული წიგნების მაღაზიაში.

ebook

First published January 1, 2011

Loading...
Loading...

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
6 (21%)
4 stars
3 (10%)
3 stars
10 (35%)
2 stars
6 (21%)
1 star
3 (10%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
July 18, 2026
თუ ძალიან არ დაგაწყდებათ ნერვები, შეიძლება კარგადაც გაერთოთ. განსაკუთრებით, თუ ჩემსავით გიყვართ ლონდონი, ალან მური და ასოციაციის თასის ფინალში კანტონას გოლით ლივერპულის დამარცხებაც გახარებთ. ძალიან უცნაური წასაკითხი კია - ქართულად მოყოლილი ალან მურისეული პოსტაპოკალიპტური, ლონდონური ურბანული ფენტეზი აღმოსავლური ზღაპრული მოტივებითა და თბილისელი 90-იანი წლების ახალგაზრდა კაცის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით. ქართული მამაპაპური პოსტმოდერნი - აკა მორჩილაძის სრულად ჩაჭერა. ძალიან საინტერესო სანახავი კია ქართველი ავტორი, რომელსაც ფუფუნება აქვს, ასეთი - ბოლომდე თავისი ხოშის წიგნი დაწეროს და გამოუქვეყნონ. მეორე ნაწილი - "ქალაქის მელიები" ბევრად მომეწონა, ვიდრე პირველი. საერთო ჯამში, ძალიან გავერთე და ვისიამოვნე - ბევრად ვიდრე "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებზე" და ოდნავ უფრო მეტად, ვიდრე ობოლეზე, მიუხედავად იმისა, რომ ობოლე უკეთესი და უფრო ღირებული წიგნია. მთავარი პერსონაჟი პიტერ ჯეფერსი უცვლელად იგივეა, რაც ირაკლი ობოლედან და ზაზა "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებიდან" - 90-იანი წლების, შეუმდგარი, ცხოვრებისგან გათელილი, გულკეთილი, მეოცნებე თბილისელი ბიჭი, უცნაური იუმორითა და კიდევ უფრო უცნაური სასიყვარულო ცხოვრებით. განა რა სახე იპოვა ასეთი ავტორმა, ყველა ნაწარმოებში რომ აღწერს და ვერ ამოწურა?! კიდე უნდა წავიკითხო აკას სხვა წიგნები, გავიგო მართლა თუ ერთი პერსონაჟის ავტორია.
113 reviews6 followers
August 29, 2020
„ჩემი ფიქრით, მთელი ღირსებაც და მთელი ნაკლიც აკას წიგნებისა, ყველა წიგნისა, იმათიც, რომლებიც მომწონს და გულზე მხვდება და სხვებისაც, დანარჩენების, არის სიხარულში შერეული დარდი, არასოდეს მეტისმეტი ტანჯვა, მგონი, და მარგილზე წამოგება, არც სიშიშვლე ჭრილობისა და ჩირქის დენა იმ ჭრილობიდან, ღია და მხოლოდ საყურებლადაც კი თვალებისდამთხრელი, არამედ დარდი, რომელსაც სიხარულმა აჯობა, ქვეყნად ყოფნის და წიგნის კითხვის და მზის და მიწის სიხარულმა, მაგრამ და ოღონდ კი ეს დარდი მაინც შეერია ამ სიხარულს და შერჩა. მთელი ოსტატობა კი მწერლისა, ამ ჩვენის, მე თუ მკითხავს ვინმე, ის არის, რომ ეგ ორი, დარდიცა და სიხარულიც, აღარ გამო ერჩევა აკას წიგნებში ერთმანეთს, მაგრამ სიხარული მაინც სიხარულია და დარდიც ისევ და მუდამ დარდი. ორივე ერთადაც არი და ცალ-ცალკეც. ჰო და კიდევ მგონია, რომ ჯადოსნობა ავტორისა, გინდა ნიჭი, ეგ არის სწორედ, რომ თამაშის დროსაც იმის სიტყვებისგან სველი გუნდა კეთდება, სველი და შავი, მიწისა“ – ზაალ ჩხეიძე.⁣
Profile Image for Bessa.
212 reviews13 followers
January 21, 2026
ლოკაციებს რუკაზე მივყვებოდი და ჰამასმით ბრიჯიდან 5 წუთის სავალზე, ქართული რესტორანი, 'SAMAIA' ვიპოვე))
Displaying 1 - 4 of 4 reviews