კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მოდერნისტული რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა მან პირველად გამოიყენა ამ რომანში, რომლის იდეოლოგიური დაპირისპირებაა გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი. მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძეა.ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, დაივიწყა მამა და მაინც სამშობლოში დასაბრუნებელ გზებს ეძებს.
Konstantine Gamsakhurdia was a Georgian classical writer of the 20th century and a famous public benefactor, Academician of the Georgian Academy of Sciences (GAS), Ph.D. of the Berlin University, and Laureate of the Shota Rustaveli State Prize of Georgia.
Konstantine Gamsakhurdia was born in 1893, in the town of Abasha (Samegrelo, region of Western Georgia). His father was Prince Svimon Gamsakhurdia. In 1911 Konstantine graduated from the Georgian Gymnasium of Kutaisi (Western Georgia) and in 1918 from the Berlin University (Germany).
In 1918 Gamsakhurdia became a member of the Board of the Constituent Society of the Tbilisi State University (TSU) and from 1920 - 1924 served as the Associate Professor of German literature at the same University. From 1918 - 1919 Gamsakhurdia was the 1st Secretary of the Embassy of the Democratic Republic of Georgia (DRG) in Germany and in 1920, the Plenipotentiary Envoy of DRG in Italy. Between 1912 - 1919 about 30 papers of Gamsakhurdia were published in the German Press. Gamsakhurdia published two books in German; "The Caucasus and the World War" (Weimar, 1916) and "The Oriental Politics of England and Russia" (Berlin, 1917). Konstantine Gamsakhurdia was also one of the leaders of the national-liberation movement of Georgia 1921 - 1930's. From 1924 - 1925 and 1926 - 1928 he was jailed by the GPU. Gamsakhurdia was the author of several outstanding Georgian novels including "The Hand of the Great Master," "Kidnapping of the Moon," the tetralogy of " David the Builder," etc. He was also the founder of the Georgian scientific school of study of life and works of Goethe.
Konstantine Gamsakhurdia was the father of the first democratically elected President of the Republic of Georgia, Dr. Zviad Gamsakhurdia.
დიონისოს ღიმილი არის წიგნი, რომელმაც დამანახა გამსახურდიას რეალური პოტენციალი.. ის პოტენციალი, რომელიც ჩაკლეს(ან სხვადასხვა მიზეზთა გამო ჩაკვდა) ამ გენიალურ მწერალში დროთა განმავლობაში.. მარტო ბოლო სცენა რად ღირს.. სავარსამიძის ჯოჯოხეთს ჩასვლა ცალკე შეიძლება ავიღოთ და სასკოლო წიგნებში შევიტანოთ.. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კაცს აშკარად აქვს პატივმოყვარეობის მოჭარბებული დოზა.. ვერ ვხვდები, რატომ უნდა არქმევდე (რაც არ უნდა ავტობიოგრაფიული იყოს რომანი) მთავარ პერსონაჟს შენს საკუთარ სახელს.. და არა მარტო მთავარს.. ყველა მოქმედი პირის სახელი მეტისმეტად მაღალფარდოვნად ჟღერს.. ამით განსხვავდება ის რეალისტი მწერლებისგან.. ექსპრესია.. ექსპრესია.. მაგრამ გასული საუკუნის პირველი ნახევრის სამ გენიოსს პროზაიკოსს შორის მაინც რჩება ჩემთვის.. და მათთან ერთად ინაწილებს იმ იარლიყს, რომელიც აჩვენებს თუ რაოდენ დიდი პოტენციალის მქონე მწერალი დაკარგა საქართველომ.. და მიითვისა სტალინმა!!
მოდერნისტული ნაწარმოების შინაარსის მესამე პირისგან თხრობა არ ხერხდება და ან ძალიან მშრალად თუ ხდება, ვინაიდან მოდერნისტული ლიტერატურა რთული თხრობისა და წერის ტექნიკით გამოირჩევა, სადაც ავტორი თითქოს მალავს და მკითხველი ეძიებს; სადაც , პირობითად, ერთი საათი შეიძლება ორას გვერდზე იყოს გადაჭიმული, ათი წელი კი - ერთ გვერდზე. თუმცა გამსახურდიას თხრობის სტილი იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად ვრცელი და სხვადასხვაა სტილით მდიდარი, რომ ახლა თუ მე დავჯდები და მამისაგან დაწყევლილი სავარსამიძის ისტორიას თავიდან ბოლომდე მოვუყვები ვინმეს, ზედაპირულად მაინც, ყველაფერი გასაგები იქნება და არც იმაში მომედავება ვინმე, მისმა ამბავმა ასე რატომ დაგაინტერესაო.
მეორეს მხრივ, რა არის საინტერესო მის ამბავში, სამშობლოსაგან შორს მყოფი იმ ადამიანის ბედში, რომელმაც მამის ვენახი აჭრა, სახლი დატოვა, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა და მაინც სულ სამშობლოს დაეძებს: მისი ნოსტალგია? მისი მაძიებელგმირობა? უძღებშვილობა? დიონისურობა? ზეკაცობა? წარმართ-ქრისტიანობა? კვდომა-განახლება? თუ უბრალოდ მისი „ნასტავლობა“? საინტერესოა და მკითხველს თავადვე შეუძლია არჩევანის გაკეთება, თუ რომელი გზით წავა, თუმცა საოცარიც სწორედ ის არის, რომ თუ ყველა გზისკენ გაიხედავთ, საერთო წერტილებს მონახავთ და ყველაფერს გააერთიანებთ, მალევე მიხვდებით, რომ ხელში შესანიშნავი მოდერნისტული ტექსტი გიჭირავთ, რასაც ხშირად გვიმეორებდა ხოლმე ბატონი თემურ კობახიძე, როცა გვირჩევდა, რომ ეს წიგნი წაგვეკითხა.
ალბათ ნათელია, რომ „დიონისოს ღიმილის“ ხარაჩოებად გამსახურდიას ბერძნული მითოლოგია აქვს გამოყენებული. ამავდროულად, მითოლოგიას და წარმართობას მტკიცედ ესაზღვრება ქრისტიანობაც. წარმართი ტაია შელიას მიერ გაზრდილ სავარსამიძეში, ოჯახის და კერის უარყოფით გაბრაზებული ქრისტიანი მამის ხატი გამუდმებით ებრძვის წარმართი გამზრდელის ხატს. სწორედ ამის გამოა, რომ სავარსამიძის - ჯვარცმული დიონისეს ცხოვრებაში ყველაფერი გაორებით ხასიათდება: მას სძულს და ამასთანავე უყვარს, უიმედოა და ამასთანავე იმედით ცოცხლობს, განიცდის და ამასთანვე ხარობს, ერთ ადგილას დაფუძნებაზე ოცნებობს და ამასთანავე სიარულს ვერ ელევა, მამობა სურს და ამასთანავე აშინებს ნაყოფი, რომელიც მის საყვარელ ქალში - არც მთლად არიადნე ჯენეტში დროებით ჩაისახა, რადგან მამის წყევლა მუდამ თან დასდევს.
საინტერესოა გამსახურდიას გადაწყვეტაც მთავარი გმირის გვარის გაგრძელების უუნარობაზე. აქ ეს არ ხასიათდება არც გმირის ჰომოსექსუალობით, არც უნაყოფობით, არც გარდაცვლილი ვაჟით, როგორც ესე სხვადასხვა მოდერნისტულ რომანებში გვხვდება, არამედ მამის საშინელი წყევლით, რომელიც პერსონაჟს ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან სდევს: ჩემთვის ფავორიტია სცენა, სადაც ჯოჯოხეთს ჩასული სავარსამიძე ხვდება მამას, რომელსაც ვაჟის პირველი სატრფო კალთას უჯენია და მიწას აჭმევს.
საინტერესოა, რომ დიონისე სავარსამიძეში არასდროს იშვება ხელახლა, მიუხედავად წამიერი ხელახლა დაბადების განცდებისა. ვინაიდან როცა კი იშვა, მან თავისი ხელით შესვა იგი ველურ ცხენზე და ხრამში გადაჩეხა. ამასთანავე, სიმბოლურია, რომ ის ვინც მუდამ განახლების პროცესშია, რადგან სიკვდილი აუცილებლად ნიშნავს ხელახლა დაბადებას, მხოლოდ კვდება და კვდება. მეტი არაფერი.
ბევრი იმოგზაურა სავარსამიძემ, ვერტიკალურადაც, ჰორიზონტალურადაც, მაგრამ ტაია შელიას მეტმა არავინ იცოდა ლობიო სარს მხოლოდ მარცხნიდან რატომ უვლის და არა მარჯვნიდან. ეს ისევ მარადიულ შეკითხვად დარჩა .
ამ გამოცემაში " დიონისოს ღიმილის" გარდა შედის ნოველები, თუმცა მათ არ შევეხები. თავად რომანი კი საოცარია ! კონსტანტინე გამსახურდია ჩინებულად ახდენს სხვადასხვა ფილოსოფიური ხედვის, ევროპული და აზიური სიბრძნის, ქართული წარმართულ-მისტიკური თქმულებების თავმოყრას . რომანი ასახავს ეპოქის სულს, ადამიანს რომელსაც არ გააჩნია "შინ", იგი გადაგდებულია. იგი უცხოა "შინაურობაშიც" და ბუნებრივია, რომ უცხოა უცხო ქვეყნებშიც. სხვისი მიწა, სხვისი სამხედრო ფორმა, სხვათა აზრები და ჰაერი. ვინ არის კონსტანტინე სავარსამიძე? ჰერ სავარსამ? ქართველი? ევროპელი? კონსტანტინე გამსახურდია მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში წერს - "იგი უკანასკნელი მოჰიკანია ქართული აზნაურობისა". იგი ისაა რაც იყო და აღარ არის და აღარც უნდა იყოს. იგი ისაა, ვინც უნდა გადაილახოს - აქ ხედვა ნიცშეანური, ჭეშმარიტად ნიცშეანური. ცალკე საკითხია ენა, რომლითაც დაწერილია რომანი. კონსტანტინე გამსახურდია ნამდვილად სიტყვის ოსტატია, ქურუმია. უწინ უპირატესობას გრიგოლ რობაქიძეს ვანიჭებდი, მაგრამ იგი გაიცრიცა. მგონია, რომ გამსახურდია ამ რომანით ერთი თავით აღემატა რობაქიძეს. აქვე მახსენდება, თუ არ ვცდები, 3 წლის შემდეგ გამოიცა რობაქიძის გველის პერანგი ( ჩემი უსაყვარლესი და რობაქიძის ერთადერთი ჭეშმარიტად ღირებული წიგნი), ანუ 1928 წელს, თითქოს პასუხი გამსახურდიას. კონსტანტინე სავარსამიძე და არჩიბალდ მეკეში. ორი გაუცხოება და ორი დაბრუნება... გამიჩნდა სურვილი "გველის პერანგის" მესამედ წაკითხვისა, წინასწარი "შიშით", რომ "დიონისოს ღიმილი" დაჩრდილავს მას. ბოლოს კი - ჩემს ფავორიტ წიგნებს კიდევ ერთი ჩინებული და მეორე ქართული წიგნი შეემატა.
თავმომწონე და ენამჭევრი მუსიე კონსტანტენ. მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველი, ვაზი რომ აჩეხა, მამული გაყიდა, სამშობლოდან გაიქცა და ევროპებიდან მოსტირის მიტოვებულ საქართველოს. სხვის ცოლებს მოკიდებული, სხვისი ქმრებისგან დამალული, ღმერთობას შეპოტინებული, სხვის გვარსახელებს ამოფარებული, ევროპა- აზიაში მბორგალი, მოსწავლე, მსწავლელი, მკვლევარი, მაძიებელი. დეზებიანი მამლაყინწა აზნაური, ყველას და ყველაფერს რომ ედება და წყევლად გამხდარა ამ ყველასთვის. ვინ წარგვიდგინა, ვის დასცინოდა გამსახურდია თავისი რითმაგაწყობილი მრავალფერი ქართულით?
This entire review has been hidden because of spoilers.
Konstantine, you men whore. ეს იყო პროზა, პოეზიის შურით დამთვრალი. Მაგრამ შუიდან მოვიწყინე, თან ძალიან. ერთი ამას ჰქონდა იდენტობის კრიზისი უინტერესოდ და მეორე ჰოლდენ კოლფილდს. Იქნებ გამსახუდიას დაწყება ამ წიგნით არ ღირდა...
ვფიქრობ, გამსახურდიაზე განათლებული და ფართომასშტაბური კაცი საქართველოს არ ჰყოლია. ყოველი მისი ნაწარმოები ამას ამტკიცებს. არც სავარსამიძის მსგავსი პერსონაჟი ჰყოლია ქართულ ლიტერატურას. ნუთუ ცხოვრების ნახევარგზაზე არ შემოაღამდა თითოეულ ჩვენგანს?!
Great book if one’s trying to feed a masochistic urge to hate on the rotting aristocracy of the 20th century. If that’s not your thing maybe not a good read then.
უმაღლესი დონის ქართული პროზა და შეიძლება ყველაზე მეტად მოდერნისტული ქართული ტექსტიც..
მიუხედავად მხატვრული ხარისხისა, არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მიტოვებს:
1) ვერმოშორებული ხელოვნურობის გრძნობა..
მთელი რომანის განმავლობაში თან მსდევს შეგრძნება, თითქოს ავტორი ბოლომდე გულწრფელი არაა, რაც უნდოს მხდის ტექსტის მიმართ. ხელოვნების ნაწარმოებში ჩემთვის ყველაზე მეტად გულწრფელობა ფასდება, გულწრფელობა არ ნიშნავს იმას, თუ რამდენად დიდია სიმართლის წილი ტექსტში, ან რამდენად ემთხვევა დაწერილი ავტორის რეალურ გამოცდილება, არამედ რაღაც ქვეცნობიერი, რომლითაც რეალურად გრძნობ რამდენად ახლოს არის ხელოვნების ნიმუში ზოგადად ადამიანთან და რამდენად ბუნებრივია ის. ხელოვნურობის შეგრძნებას რომანის ფორმაც უწყობს ხელს, რომელიც კ. გამსახურდიას თქმით ევროპული და სპარსული სამიჯნურო რომანის შერწყმით არის მიღებული. ვფიქრობ, მოდერნიზმის პერსონაჟის განცდები და ტკივილები (კონსტანტინე სავარსამიძე კი წმინდად მოდერნიზმის კაცია) არც ისე კომფორტულად ერწყმის სამყაროს მსგავსი გაფართოების მასშტაბებს, რომელშიც გმირი რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობს. ამ პერიოდის პერსონაჟის "მოგზაურობა" სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის სივრცეს ავიწროებს და აკეთებს არა გარეგან, არამედ შინაგან ნაბიჯებს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტორიც მრავლადაა რომანში, შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადისმაგვარი წიაღსვლებით, მაინც დისკომფორტს განვიცდი მისი ნაზავის მიმართ უკიდეგანო სამყაროსთან).
2) "გველის პერანგი"
ტექსტის წაკითხვამდე უკვე მქონდა ინფორმაცია "დიონისოს ღიმილისა" და "გველის პერანგის" მსგავსების შესახებ, ამას დამატებული ის ფაქტი, რომ "გველის პერანგის" გამოშტერებული დამტოვა, მვიღებთ იმას რომ რომანის კითხვის პროცესში არაცნობიერად განუწყვეტლივ (ვიმეორებ, არაცნობიერად!) ვადარებდი ამ ორ რომანს ერთმანეთს, რამაც "დიონისოს ღიმილის"გარკვეული დონით დამცრობა გამოიწვია. ძალიან რთულია "გველის პერანგის" წაკითხვის შემდეგ მსგავსი ტექსტი იმავე განწყობით წაიკითხო, როგორც ამას სხვა დროს იზამდი (ამიტომ ეცადეთ დიდი დააშორებით გააკეთოთ ეს ორი საქმე).
ეს ორი ძლიერ სუბიექტური შენიშვნაა და მათ ბევრად აღემატება მრავალი ღირსება, რომლებიც ამ რომანს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართულ ტექსტად აქცევს (უბრალოდ ეს უფრო მოკლედ და კომფორტულად დავწერე :). აუცილებლად წასაკითხი წიგნია და დიდ რეკომენდაციას ვუწევ!
ამ ცხოვრების დედაც მოვტყან, ქართველებს ასეთი წიგნი რომ მეორე აღარ დაგვიწერია:( გამსახურდიას ასე თუ შეეძლო ნაღდად არ მეგონა. საუკეთესო წიგნი რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, დაივიწყა მამა და მაინც სამშობლოს ეძებს.
ადამიანი, რომელიც მოგზაურობს პარიზში, ბერლინში, ინდოეთში, თუმცაღა მაინც უბედური და მარტოსულია. “მოგზაურობა” მისთვის საკუთარი ადგილის ძიების უშედეგო ცდაა და არა სასიამოვნო პროცესი.