აკა მორჩილაძის ნამდვილი სახელი და გვარია გიორგი ახვლედიანი. დაიბადა თბილისში 1966 წელს. თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტში ასწავლიდა საქართველოს ისტორიას, მუშაობდა ჟურნალისტად რამდენიმე გაზეთში. გამოცემული აქვს 20–ზე მეტი წიგნი. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის 2003, 2005, 2006, 2008 წლებში მიიღო ,,საბა" წლის საუკეთესო რპმანისთვის. 2010 წელს მიიღო ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია რომანისთვის ,,მამლუქი". ,,გაქრები მადათოვზე'' ტრილოგიის მეორე წიგნია. აქ ყველაზე ცნობილი ქართული რომანების გმირები ერთმანეთს მადათოვის კუნძულზე ხვდებიან.რომანშმი ავტორი საინტერესოდ და ოსტატურად აცოცხლებს XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს.
აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
რა თქმა უნდა იმ პერიოდში დაბრუნების ამბავში ძალიან კარგია, თანაც არა უბრალოდ იმ პერიოდში, არამედ ფიქციისა და რეალობის ასეთ ნაზავში. მაგრამ თვითონ ამბავი ისეთი ქაოტურია, ეს მორჩლაძის მიზანმიმართული სურვილიც რომ იყოს, ნამეტანი გაურკვეველი და ცოტაც ლოგიკურ ჯაჭვებს მოკლებულია. არა უშავს ჯამში, წაკითხვად ცალსახად ღირდა.
ნუ არ ვიცი, ეს კაცი გიჟია :დ სხვა სიამოვნებაა, როდესაც ერთდროულად კითხულობ დეტექტიურ, ისტორიულ, სასიყვარულო, ფენტეზის ჟანრების ერთობლიობას, და თან ეს ყველაფერი შენი ქალაქის ისტორიითაა მოთხრობილი, გმირებიც ქართველები არიან, ნახევრად ისტორიული პერსონაჟები. როგორ ახერხერხებს ამდენი რამის გადააზრებას აკა, ნამდვილად შესაშური სამუშაო. და ყველაზე მაგარი, თუ რომელი წიგნის ირგვლივ ვითარდება ჩახლართული ისტორია, ეს ცალკე სიურპრიზია!