ისევე როგორც მადათოვის წინა რომანებში, მკითხველი აქაც მრავალ ისტორიულ, თუ მწერლის ფანტაზიით შექმნილ პერსონაჟს შეხვდება და წარსულის სურათებსაც გაიხსენებს, მაგრამ წინა წიგნებისგან განსხვავებით, ეს რომანი ორი ნაწილისგან შედგება. რომანის მეორე ნაწილში მწერალი ახალ რეალობას ქმნის, რომლის ფინალშიც მკითხველი ხვდება, რომ მადათოვის ოცდაათწლიანი ისტორია სინამდვილეში ვირტუალური რეალობა, ოცდამეერთე საუკუნეში შექმნილი კომპიუტერული თამაში "მეჯიქ პოლისი" ყოფილა.
აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
შთამბეჭდავი დასასრულია. მოულოდნელი, მოსალოდნელზე ბევრად ორიგინალური და უჩვეულო. ბოლო გვერდების შემდეგ ყველაფერი გასაგები და ცხადი მეჩვენება და საერთოდ არ მაინტერესებს, რამდენად ემთხვევა ავტორის ჩანაფიქრს ჩემი ინტერპრეტაცია. საბოლოოდ როგორც შევკარი სამივე ნაწილი, მაფიქრებინებს, რომ არაჩვეულებრივი რომანი წავიკითხე... უფრო სწორად, ვუყურე, რა არაჩვეულებრივად თამაშობდა ავტორი.
... წინებს ჯობდა: პირველი ნაწილიც ჯობდა და მეორე ნაწილიც. ზოგადად აკას უყვარს ექსპერიმენტები, შეიძლება ცოტა ზედმეტადაც კი. ამ ტრილოგიაში კი სულ ექსპერიმენტებია - უფრო სხვადასხვა ლინკები ქართველ თუ არაქართველ მწერლებთან და იმათ ნაწარმოებებთან. ტრილოგიის ბოლო წიგნმა კი ძალიან კონკრეტული ასოციაცები გამიჩინა და არანაირად მელვილთან (წაკითხულიც კი არ მაქვს :) ): პირველი ნაწილი ძალიან მეაკუნინა, მეორე კიდე სულაც მეპელევინა. ალბათ არ იყო ეს მორჩილაძის ჩანაფიქრი, მაგრამ ჩემს სამყაროში მასე კი გამოუვიდა :) თუმცა, შეიძლება იყო კიდეც...
არ ვიცი, ცოტა დავიბენი. წიგნის მეორე ნაწილი საინტერესოა უდაოდ, უბრალოდ ძალიან დამწყდა გული, რომ ასე დამთავრდა ყველაფერი. მე მინდოდა ისევ ძველი თბილისის ამბებით, მადათოვის კუნძულით დასრულებულიყო. ველოდი რომ ამ კუნძულზე დამთავრდებოდა საბჭოთა კავშირის ამბავი. კი, მადათოვით დამთავრდა, მაგრამ მე პირველი ნაწილში მოთხრობილი ამბის გაგრძელება მინდოდა. იმერლიშვილის წარმოდგენის გასამართავად შერჩეული ადგილის ამბავი? ხმლის ამბავი? თუ უბრალოდ ამ ცვლილებებს აზრი აღარ ჰქონდა და მწერალმაც აღარ ჩათვალა საჭიროდ ფანტაზიით გაეგრძელებიდა რომანი და უბრალოდ ისტორიას მიანება. კი მაგრამ, მადათოვის კუნძულიც, ხომ ისტორიული ამბავია... საბჭოეთმა კი ბევრი მადათოვისნაირი რამ გააქრო და მოსპო, როგორც ვეშაპმა "მეჯიქ პოლისი".
მე ისეთი ასოციაცია დამრჩა, რომ ორი სხვადასხვა ისტორიის ნაძალადევად დაკავშირებული ფრაგმენტები წავიკითხე. ერთს დასასრული აკლდა, მეორეს - დასაწყისი.
ცალ-ცალკე ორივე კარგი ამბავი იქნებოდა. ან თუნდაც ერთად, მაგრამ მეტ-ნაკლებად სრული სახით და +200 გვერდით (დაახლოებით).
ეს პარალელები და რამე-რუმეები გასაგებია, მაგრამ წიგნის კითხვისას კარგი ამბის მოსმენა ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველაფერი დანარჩენი. შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანიც. ზოგისთვის ეს შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. ჰო, გეთანხმებით, პერსონაჟის განვითარება, სიმბოლიზმი, ლიტერატურული ფასეულობები და აქეთური და იქეთური. მაგრამ მხატვრული ნაწარმოებია და კარგი ისტორიის მოსმენაც მინდა. კარგი ამბავი კი არის აქ, თან ორი ცალი, მაგრამ დასრულებულ ამბებად ვერ აღვიქვი.