მართალია ათას ერთი ღამის გავლენა ეტყობა და ფაბულაც ნასესხები აქვს- ასე ვთქვათ, მაგრამ ძაან მაგარია!
და ეგ კიდე არაფერია ბოლოს და ბოლოს ბოკაჩოს აქვს ათას ერთი ღამიდან ნასესხები იმდენი რამ, რომ შეგვიძლია მის ქმნილებას იტალიური ვერსიაც კი ვუწოდოთ აღმოსავლური ზღაპრების, მაგრამ მაგის გამო ბოკაჩო არავის დაუწუნებია და მისი წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით ზედმეტად აღიარებულია შედის ყველა დროის დიდ წიგნების სიაში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო- ყოჩაღ სულხან საბას! ძაან განათლებული ადამიანი იყო და იმ იშვიათი ქართველების რიცხვში შედის, რომლებიც სწორად და ჯანსაღად აზროვნებდნენ.
არ ვიცი რამდენად სიმართლეს შეეფერება ის ისტორია კათოლიკე რომ გახდა და პაპის წარმომადგენლებს ეხმარებოდა საქართველოში, მაგის გამო ქართველმა და სომეხმა სასულიერო პირებმა ცემესო.
სამწუხაროდ, არ გამიკვირდება სიმართლე რომ იყო, სულხან საბას მსგავს ხალხს ჩვენი ერი არასოდეს მიყვება, სამაგიეროდ მასზე ვინც ის იდიოტური ლექსი დაწერა, იცოცხლე ეგეთი პატრიოტები ძაან ფასობენ.
კონკრეტულად წიგნზე რა შეიძლება ითქვას: ძალიან კარგი იგავ-არაკებია, რომლებიც მართლა იძლევა გარკვეულ სიბრძნეს და ცოდნას და ამავე დროს ზუსტად ჩვენ ერს რაზე მართებს დაფიქრება, სწორედ მაგ თემას ეხმიანება საკმაოდ კარგად. ყველაზე მეტად ორი მოლას ამბავი მომეწონა <3