Jump to ratings and reviews
Rate this book

ქალი გამოვიდა საღალატოდ

Rate this book
"ერთადერთი, რაზეც იმ საბედისწერო დილით ქალის დაბნეულ გონებას შეეძლო ეფიქრა, იყო შურისძიება... შურისძიება უშეღავათო, ცივი, უსულგულო...
შურისძიება თავის თავზე, ქმარზე, შვილზე, დედ-მამაზე, ძმაზე, მეგობარზე, სოფელ-ქვეყანაზე, ყველაფერ მართალზე, ზნეობრივზე, წმიდათაწმიდაზე, ჭეშმარიტზე...
ღალატი!
ყველასი და ყველაფრის გაწირვა...
ღალატი!..
მორჩა და გათავდა. არავითარი ორჭოფობა და სინანული; არავითარი ხათრი-მათრი, სინდის-ნამუსი და უმანკოება. უკან მიბრუნება - წარსულის შეულევლობა და წინ გახედვა, რას გვიქადის მომავალი, არანაირი ყოყმანი და არავითარი შენდობა... ღალატი და მხოლოდ ღალატი...
არც...
არც ბაწარში თავის გაყრა, საწამლავები და მდინარეში გადავარდნა, არც ფანჯრიდან გადმოხტომა. ამით კი თავს დაისჯი, მაგრამ ყველა დანარჩენი, უამრავი, ახლობელი და შორებელი, ვინც და რამაც აქამდე მიგიყვანა, თავდახსნილი, თავაგდებული დარჩება...
ჩაიქირქილებს კიდეც: სულელი ყოფილა, - სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსაო..."

304 pages, Paperback

First published January 1, 1986

34 people are currently reading
424 people want to read

About the author

Otia Ioseliani

30 books27 followers
Otia Ioseliani (Georgian: ოტია იოსელიანი) (June 16, 1930 – July 14, 2011) was a Georgian prose writer and dramatist, whose plays have been successfully staged in Georgia as well as in other countries of the former Soviet Union and East Germany.
Otia Ioseliani was born in the village of Gvishtibi, Tsqaltubo District, in then-Soviet Georgia. He began writing in the mid-1950s and published his first collection of stories in 1957. The nationwide recognition came with his first novel The Falling Stars (ვარსკვლავთცვენა, 1962), which, like Ioseliani's many early works, treated the theme of World War II.[1] He then tackled in his works a great variety of themes using different artistic styles. In the 1960s and 1970s, he published popular novels such as Once There Was a Woman (იყო ერთი ქალი, 1970), Taken Prisoner by Prisoners (ტყვეთა ტყვე, 1975), and a number of stories.
In the 1960s, Ioseliani first tried his hand at screen scripts and theatre plays, resulting, among others, in the comedies Until the Ox-Cart Turns Over (სანამ ურემი გადაბრუნდება, 1969) and Six Old Maids and a Man (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი, 1971), which were successful enough to fill the theatres in East Berlin.
Ioseliani died in 2011 at the age of 81. He was buried in the yard of his own house in his native Gvishtibi according to the will of the late writer. Among his awards was Georgia's Order of Honor.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
90 (48%)
4 stars
41 (22%)
3 stars
32 (17%)
2 stars
12 (6%)
1 star
9 (4%)
Displaying 1 - 19 of 19 reviews
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
October 20, 2024
ქალი გამოვიდა საღალატოდ…

ღმერთო, ეს რა წავიკითხე ან რატომ წავიკითხე ან რატომ აქამდე არ მქონდა წაკითხული ან ან ან ან. ის დროა, კელაპტრებს ვანთებდე და სიყვარულის დიდებულების სადღეგრძელოს ვსვამდე ჩემივე სისხლით მანამ სანამ ურწმუნობის ქარტეხილები და მოჩვენებითი ერთგულების ერთგულება უმისამართოდ დააფრენს დაცალკევებულ იმ ადამიანებს, ერთმანეთის მეტი რომ სინამდვილეში არავინ ესაჭიროებათ და კარგი, თუ ღმერთი გწამს, რა ანგარიში, რა ვალდებულება, რა თავგამოდება, როცა წლებია ისედაც ღალატობ საკუთარ თავს, რა შუაშია აქ ქმრის ღალატი, შურისგება ქმრის მიმართებით კი არა, შენი დაქუცმაცებული რაობის ხელახლა შესაქმნელად გამართული სპექტაკლია და როგორ ძალიან უნდა ეწადო გასხივოსნებას, რომ ახლა მაინც არ აურიო ბინის კარები, არ დაივანო იმ საწოლში, რომლის ღალატიც კი არ გშლის ჭკუიდან, ის ფაქტი გიგიჟებს არსებას, ყველაფერი რომ დათმე და მინიმალურიც ვერ მიიღე - არ ღირს სიყვარულად არაფერი, ისეთი ნაწარმოებია, რაციონალიზმს მიკედლებულსა და გრძნობების სრულებით პათეტიკურად აღმქმელს ბოლო დროს რომ გადამავიწყდა ეს ფარსი, რასაც ვაჯერებდი ჩემსავე თავს - არ არსებობს არაფერი სიყვარულზე დიადი და რამდენად საშინელია, როგორი მარაზმია, როგორი ინსტინქტური ცხოველურობაა, დაივიწყო ყველაფერი მარადიული და დაუახლოვდე მურთხს, რომელიც ვერასდროს შეგამჩნევდა შენებურად და მისებურად, იმ ერთადერთისნაირად…

არ ვაპირებ არც დარედაქტირებას, არც უფრო მეტად კრიტიკული ელემენტების შემოტანას, რადგან ახლა, მომიტევეთ, არ მაქვს ემოციებზე უარის თქმის არც სურვილი, არც ნებისყოფა - მადლობა ოტიას, რომ კაცია და მაინც ეს დაწერა. წარმომიდგენია, ოტიას რომ დაევიწყებინა თავისი სქესისმიერი როლი მთელ ამ ნარატივში, რა სიგიჟე გამოვიდოდა, რა ფანტასმაგორია.

ეს არის პოეტური პროზისა და სიტყვის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და მიუწვდომელი გამოვლინება მთელ ქართულ ლიტერატურაში, ძალიან კარგი ფსიქოლოგიური პორტრეტების გადააზრება რომ სულ დაივიწყო, იმხელა სიამოვნებას მიიღებ კითხვით, თვეები გაგყვება ყლუპებად გაცივებულ ორგანიზმში გადაშვებული ცეცხლის ალები - რა ხანია ასეთი განცდადი და ასეთი დამდაღველი არაფერი წამიკითხავს.

ღმერთო ჩემო
Profile Image for Eurydice.
53 reviews5 followers
December 11, 2024
ეჰ, ოტია, ოტია, ცუდი კაცი ხარ შენ. დაიწვას ქალის გაჩენა - შენთან ერთად.
ქალი გამოვიდა საღალატოდ. უცოდველი, გულუბრყვილო, ნაღალატევი, მანდილსამოფარებული, გაუბედავი, ერთგული, მეგობრისთვის თავგადადებული, მორიდებული, შეყვარებული, მორჩილი. ქალი გამოვიდა საღალატოდ.
საკუთარი თავისთვისაც კი ვერგანდობილი სურვილები ვერ იქნება მტკიცებულება დანაშაულისა, ვერ იქნება საბუთი დამნაშავეობის, ვერ იქნება ეს ქალი ქვეყნის დამქცევი და ყველას ცოდვაში ფეხჩადგმული. მე ასე მგონია. რამდენიც არ უნდა ეცადო, ოტია, რამდენიც არ უნდა წერო, რამდენიც არ უნდა მოიგონო, სადამდეც არ უნდა ჩახვიდე მაგ ქალის გულში, გულის გულამდე ჩადი, თუ გინდა, არ არის ნუცა ცოდვილი არავისთან, გარდა საკუთარი თავისა. უნამუსობაა ყველას უბედურების თავად და თავად ნუცას მოაზრება. არ გეკადრება თეატრში ნამყოფ-ნაშემოქმედარ კაცს, არ მიგეტევება ეგ შეცდომა, მით უმეტეს არ გეპატიება გადამეტებული პათეტიკური მოძღვრება. თავიდან კი მაფიქრებინე, კაცმა ქალის წიაღში ასე როგორ ჩააღწია, ეს კაცმა როგორ დაწერა-მეთქი. შემაცდინე, ბატონო, ცუდი კაცი ხარ შენ (მაგრამ მაინც მიყვარხარ ცოტათი). ნუცაზე დიდი მსხვერპლი არავინ არის ამ რომანში, მე ასე მწამს და ნუ დავაბრალებთ ამას იმ თვალნათელ მსგავსებას, რომელსაც საკუთარ თავთან ვხედავ. წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომელიც ოდესმე წამიკითხავს, თუმცა არ იმსახურებს 4-ს - არც 3-ისთვის მემეტება.
სიყვარულზე მე ვერ ვილაპარაკებ. ერთს იმას ვიტყვი - საკუთარი თავის ღალატზე უარესი არაფერი არსებობს და რაც არ უნდა რთული იყოს გულით მოქმედება, ,,გაწირეთ” თქვენი თავი და ისე არ მოიქცეთ, როგორც თქვენი თავი გკარნახობთ (პირდაპირი მნიშვნელობით).
რა ვიცი, რა ვიცი…
Profile Image for Nutsa Lephsaia.
17 reviews1 follower
January 31, 2025
შოკური მდგომარეობიდან გამოსვლას ველი სიტყვების ამოსათქმელად…
Profile Image for Totoro.
26 reviews2 followers
June 1, 2025
წაიკითხეთ!
Profile Image for Elenee.
24 reviews
July 29, 2023
მიუხედავად უამრავი კითხვის ნიშნისა, უამრავი დაუთანხმებლობისა ავტორთან, გაბრაზებისა და გაურკვევლობისა, მაინც ძალიან ემოციური აღმოჩნდა... არ ვიცი, შეიძლება ასაკის ბრალია და უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ საერთოდ სხვანაირად შევხედო წიგნს და ისტორიას, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ახლა ძალიან კმაყოფილი და ემოციებით სავსე ვარ. დასასრულიც ძალიან მომეწონა და მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო, სხვანაირი ფინალი გულს დამწყვეტდა.
მადლობა ავტორს ჩემი ფაქტებით გაუმყარებელი რწმენის გაძლიერებისთვის, რომ არსებობს ნამდვილი სიყვარული, ნამდვილზე უფრო წრფელი და რომ მეც აუცილებლად ვიპოვი ერთ დღეს ჩემთვის გაჩენილ ადამიანს და ჩვენი სული უპრობლემოდ მოერგება, გაუგებს ერთმანეთს...
მოკლედ, ძალიან, ძალიან მომეწონა და ის ერთი ვარსკვლავიც იმის გამო, რომ ყველაფერი ქალის ბრალი არ არის და ყველაფერი კაცის გარშემო არ ტრიალებს. <3
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Shako M.
61 reviews28 followers
December 6, 2024
'ჩვენს დროში "რომანტიკასა" და "რომანტიკოსებს" ლექსიკონში ვეძებთ ან ძველ რომანებში და სათავგადასავლო წიგნებში. დღეს ჩვენ პრაქტიკოსები ვართ, "გავნათლდით", ანგარიში ვისწავლეთ, მაგრამ ახლადგამომცხვარ სპეციალისტებს თავიდან ჰგონიათ ან ახალგაზრდებს მძინარე თავმოყვარეობა, სანამ ცხოვრება წყალს არ გადაუწურავს, ახსენებს, რომ რაღაცა ხალხისთვისაც უნდა აკეთოს. მარტო თავის სტომაქში ცქერა ცხოველურია, კაცი, ბოლოს და ბოლოს, საქმით ფასდება (ვინც, რა თქმა უნდა, თავისი თავის ფასი იცის).'

'- ერთგულება არაა ყოველგვარ ჭეშმარიტ ურთიერთობათა სათავე?
- უსათუოდ!'

'ბოროტებას მუდამ სიკეთე უდგა დარაჯად და ქურდს პატიოსანი. მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ეს გამართლება გგონია?'

'ადამიანი სანამ ცოცხალია, ან უყვარს, ან სიყვარულის მოლოდინით სულდგმულობს.'

'ადამიანი გარემოების საყვირია ან ჭური და რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს? რა თავანკარა ღვინით აავსებ, იმით გიმასპინძლებს ან რა მთხლესაც ჩაასხამ, იმით "გაამებს?"'

'მონის "ფილოსოფიაა" - რა ვქნა, სვე-ბედმა ასე დამსაჯაო... და ბატონისაგან მიგდებულ გახრულ ძვლებს ლოკავს.'

3.5/5
Profile Image for Eliza Beth.
112 reviews5 followers
February 17, 2020
კაცის თვალით დანახული ქალის სამყარო. მიწყევლა და საკუთარი თავის ან ქმრის ჯანდაბაში გაშვებაც ალბათ კაცის აზრით გარდაუვლად ქალური თვისებაა. ამბის დასასრულიც ადვილი გამოსაცნობია. ყველაფერი ცოტა ზედაპირული და არააუთენტურია, მაგრამ შიგადაშიგ არის საინტერესო დასკვნებიც. მოკლედ არაუშავს რა. ალბათ ჩემი მოლოდინი იყო გაზვიადებული.





"ქალი, პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი, სიყვარულშიც საბრალოა და სიძულვილშიც. ღალატშიც და გსუტანლობაშიც ხომ ცოდვაა და ცოდვა. იქნებ მამაკაცსაც ენანებოდა ასე დაკაბალებული და შევიწროვებული თავისივე ნახევარი, ყოველ შემთხვევაში, მათშორის უკეთესს მაინც... და ვითომ ცდილობდნენ მის განთავისუფლებას, გათანაბრებას, მაგრამ რა გამოდიოდა? - არაფერი. თვით მდედრის ბუნება, თავისივე თავი იყო და არის მტერი, დამთრგუნველი, დამმდაბლებელი..."


"ზოგჯერ ისე ძალიან გვინდა, ვინმემ გვინდომოს, გვგონია, ვიჯერებთ, რომ გვინდომა, მაგრამ ეს ხშირად ჩვენივე წადილია, სიცარიელეს რომ შეასკდა და უკან დაგვიბრუნდა."


"ადამიანი სანამ ცოცხალია, ან უყვარს, ან სიყვარულის მოლოდინით სულდგმულობს."


"კეთილი და გულმოწყალე მპყრობელია უბოროტესი მტერი პყრობილისა. იგი მოწყალისა და მიმტევებლის ნიღაბს ამოფარებული ადუნებს, აჩლუნგებს დამონებულს, ნელ-ნელა აჩვევს ბორკილებს და სისხლს უწყალებს. რამდენადაც ავი და დაუნდობელია ბატონი, იმდენად ფხიზელი და მეამბოხეა მონა."



"ჩვენ წარსულზეც ისე ვართ ჯაჭვით ჩაბმული, როგორც მომავალზე და საკუთარი ნება-სურვილის კარნახით ცხოვრების უფლება არა გვაქვს".






"ყველაზე ენაჭარტალა ადამიანებიც ძალზე ძუნწად თუ ამხელენ თავიანთ ფიქრს. ადამიანი ფიქრში მოქმედებს გულახდილად და თავისუფლად, პირდაპირია და პირუთვნელი. მისი საფიქრალი სამყაროა, უკიდეგანო სამყარო. ადამიანი ფიქრისას უსწორდება ყველას, საუბრობს ღმერთთან და თავის თავთან. ადამიანი ფიქრში იძლევა იმაზე მეტს, რაც მართლა შეუძლია გაიღოს. იმაზე უფრო სასტიკია ვიდრე სინამდვილეში ან იმაზე მეტად ლმობიერი, ვიდრე ამის ძალა შესწევს. ადამიანებს აღელვებს ფიქრი და ასევე ფიქრი ამშვიდებს." ( ჯარისკაცი დაბრუნდა).




"ადამიანები ეხმარებიან ადამიანებს ხვნაში, სახლის შენებაში, ჭირშიაც, ჭირში მით უმეტეს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები მარტო რჩებიან დიდ ტვირთთან და მარტო უნდა მოერიონ." (ჯარისკაცი დაბრუნდა)



"სამსახურიდან რომ წამოვიდა ისე გაივლის მთელი თვე, არც გაახსენდებათ. რიმ დაბრუნდება, მერეღა მოხვდებათ თვალში და ზრდილობისთვის თუ ჰკითხავენ, სად იყავიო და ზოგი გამხდარხარო ეტყვის, სხვები - მოგიმატნიაო." (ქალი აგარაკზე)


"მიდიოდა გზა და მიჰყვებოდნენ, ასე შეიძლება დაუსრულებლივ იარო და არ იკითხო სად მიდიხარ, არის გზა - მიდი და იარე: სოფლიდან - სოფელში, ქალაქიდან - ქალაქში, მთიდან - ბარში, ბარიდან - მთაში... გზა იმიტომაა, რომ უნდა იარო." (ქალი აგარაკზე)
May 12, 2023
ვისაც ოდესმე წერის სურვილი გასჩენია მაინც, არ შეიძლება არ აღფრთოვანდეს თუ როგორ ოსტატურად აწყობს სიტყვებს და აშენებს წინადადებებს ეს დიდებული კაცი. კარგი პროზა, პოეზიაში გარდამავალი, რა მძიმეც არ უნდა იყოს იგი, სულს უთუოდ მალამოდ მოედება. მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა თარგმნო ეს წიგნი ისე, რომ ტექნიკური ღირსების ნახევარიც კი შეუნარჩუნო, ალბათ შეუძლებელია.

შინაარსი მართლა მძიმეა და ბევრი შეიძლება არასწორ მხარეს გაიტყუოს, მაგრამ ბატონ ოტიას შეუძლებელი შეუძლია და საკუთარ ფილოსოფიაში არ ახლართულია. შეიძლება მწერალს რაღაცაში შევედავოთ და არ დავეთანხმოთ, მაგრამ პერსონაჟთან ჩხუბი გაგონილა?! ყველა მაინც საკუთარ ანარეკლს კითხულობს, მე კი ისე ამოვიკითხე საკუთარი, რომ ლამის ავტორს პლაგიატში დავდე ბრალი.

იმასღა ვისურვებდი, ცოტა გვიან დაბადებულიყო და მაინც ამგვარად ეწერა-მეთქი!
Profile Image for Tika Baramashvili.
40 reviews1 follower
February 9, 2022
შუანაწილი საინტერესო და ჩამთრევია, დანარჩენი კი, განსაკუთრებით, დასასრული საშინელებაა მართლა. ალბათ, სხვა არც უნდა მევარაუდა იმ ეპოქისდა გათვალისიწნებით, რომელშიც დაწერილია. მაგრამ მაინც, ძალიან გამიცრუვდა იმედი ბოლოს.
Profile Image for Anna.
9 reviews
December 5, 2018
შთამბეჭდავია. ოტია იოსელიანის დამახასიათებელი ლექსიკონი, უდავოდ არ დარჩება შეუმჩნევლად მკითხველს. ძალიან დრამატულია, მომეწონა...
Profile Image for გვანცა ადამაშვილი.
17 reviews3 followers
February 23, 2020
იოსელიანის შემოქმედებიდან ყველაზე ნაკლებად მომეწონა . სიმშრალის და დაუკმაყოფილებლობის განცდამ შემიბყრო .
20 reviews1 follower
December 13, 2020
არ მეგონა რომ ასეთ განსაკუთრებულ ნაწარმოებს აღმოვაჩენდი.
94 reviews1 follower
January 13, 2022
ბატონო ოტია, იქნებ დიალოგში ერთი ბრძენი საკმარისი კი არა ზედმეტიცაა?
Profile Image for Nikusha .
75 reviews2 followers
May 26, 2020
Თითქოს არაფერი განსაკუთრებული და აქამდე გაუგონარი ამბავი არ მომხდარა - ცოლმა ქმარი ღალატში ამხილა. Ესეც ძალიან გაბრაზდა, შურისძიებით აივსო და გადაწყვიტა ღალატითვე იძიოს შური.

Სწორედ აქ იწყება საკუთარ თავში ჩაფიქრება და მთელი შეგნებული ცხოვრების გადაქექვა.
Რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? Ვისი ბრალია? Ვინ დაუშვა შეცდომა? Სადაა პრობლემის თავი და თავი?
Რას მოიტანს შურისძიება? Იგრძნობ შვებას? Თუ პირიქით, განადგურდები როგორც პიროვნება?

Მაინც მგონია და ვფიქრობ რო დღეს ამდენს არ ფიქრობს ადამიანი როცა ამ გზაზე დადჰომას აპირებს.
Ოტიაც ამბობს და, ალბათ, ასეცაა, რომ ადვილი არასოდესაა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და სისრულეში მოყვანა...

Მოთხრობები:

1. Ბასარა - ამბავი თავმოყვარე ძაღლზე.
2. Ჩქარი მატარებლიდან - არის მომენტი, შეგრძნება თუ დამოკიდებულება, როდესაც "მას" ხელით არ უნდა შეეხო, არ უნდა "დაისაკუთრო". Ესაა Შორით ტრფობის ერთგვარი ხიბლი. დარწმუნებული ვარ ბევრი საერთოდ სხვაგვარ განვითარებას ისურვებდა. Სიბრაზესაც კი იწვევს მომხდარი. Გიჩნდება კითხვა: რატო? Რისთვის? Აბა ეგაა მთელი მუღამი?
3. Წყლის ქალი - ბევრისთვის ნაცნობი მოთხრობად გადაქცეული "ლეგენდა". Ასევე თითქმის ყველა სოფელში მოიძებნება ერთი ადამიანი ვისაც ცოცხლად უნახავს ჭინკა )))
4. Ლახტი - მორიგი სევდიანი ამბავი.
5. Თეთრი ქალიშვილი - ძლივს მოთხრობა სევდის გარეშე ))
6. Ქვრივის ცრემლები - უკაცრავად ვარ, ქალბატონო, და ხომ არ? Ჰა? Არა? Თუმცა, ნხოლოდ თქვენი თქვენი ბრალიც არაა.
7. Მოთხრობები ოჯახზე - nothing special.
8. Ცეცხლთან თამაში - არაფრისგან აგორებული ემოციური ამბავი.
Profile Image for AnRy Shengelia.
128 reviews
December 22, 2016
,,ქალი გამოვიდა საღალატოდ", ქართული პროზის ერთ-ერთი თვალსაჩინო საგანძურია. ოტია იოსელიანის ორიგინალუი კალამი,როგორც ყოველთვის არ ტოვებს მკითხველს გულგრილს .
.....
მიდი და გეტყვის.... აი,ნახე, თუ ერთადერთი სიტყვის მეტი გითხრას;
,,მოხვედი?"
და შენც ასევე ერთადერთი სიტყვით შეგიძლია უპასუხო:
,,მოვედი"
Displaying 1 - 19 of 19 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.