ქარჩხაძის გენიალურობა ყოველგვარ საზღავრს სცდება. ყველაზე მეტად მისი თითოეული სიტყვის წაკითხვის დროს ვგრძნობ საკუთარ თავს. ეს კაცი მისი ნაწარმოებებიანად ლიტერატურის დეფინიციაა ჩემთვის.
“საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.”
“ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს ���ადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი.”