"...[ის] ჩემთვის თავისუფლებისა და მარტოობის ადგილი იყო. ასე ჩანდა ფილმებიდან და მეც ვიცოდი, რომ სადღაც, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, არსებობს ქვეყანა, სადაც იბადებიან ადამიანები, რომლებიც უკრავენ თავისუფლების მუსიკას, მღერიან სიყვარულზე და ტკივილზე, ებრძვიან დარდს და სწამთ ღმერთის, როგორც ეს ესმით", – პატარა, ომგამოვლილი საქართველოდან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარეობს ქვეყანა, რომელიც ბევრისთვის ნამდვილი თავისუფლების სიმბოლოა. ქვეყანას ამერიკა ჰქვია. ახალგაზრდა მწერლის, მარი ბექაურის მცირე რომანის მთავარი პერსონაჟი ამერიკაში ცხოვრებაზე მეოცნებე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ხან მზად არის, ამ ოცნებისთვის გაწყვიტოს ყველა ძაფი, რაც კი რეალობასთან აკავშირებს, ხანაც – პირიქით. ოცნებისა და რეალობის ჭიდილი დეპრესიაში აგდებს მას, თუმცა დეპრესიიდან გამოსავალს თავადვე პოულობს... რომანი, რომელიც ერთი მოსუნთქვით იკითხება, ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს.
Mari Bekauri, born on 8 January 1990 in Tbilisi, Georgia. She graduated from Tbilisi State University with a specialization in psychology. She actively appeared in the literary arena in 2009 when her story "Sisters" was published. Following this, she was published in various literary publications.
At the 2009 "autumn Legend" competition her short story "The Laundry Blues" was esteemed by the Tbilisi City Hall committee. In The same competition in 2010, she was nominated the "Jury's Favourite" for the short story "Walls". She won the first prizes in the "Crane" 2010 literary competition and in the 2011 "Fresh Grass" literary festival. In 2012, the short story "Sisters" was included into the "Anthology of Georgian Prose" published in the U.S. under the title "Contemporary Georgian Fiction". Mari's short stories have been included into the "15 Best Short Stories of the Year" collection, published annually by Bakur Sulakauri Publishing in Tbilisi in 2009, 2010 and 2012. Her first short story collection "Electrogeneration" was published in 2012.
ჩვენს დროში, როცა ლამის მთელი ახალგაზრდობა დასავლეთში გაქცევაზე ოცნებობს, ძაან სასიამოვნოა ვიღაც რომ ყვება ამბავს, როგორ ვერ შეძლო წასვლა და აქაურობის, საყვარელი ადამიანების მიტოვება. <3 რომ როგრ უკეთეს ქვეყანაშიც არ უნდა იყო, მაინც ყოველთვის უცხო იქნები და სახლი იქაა სადაც დაიბადე და იზრდებოდი...