ყოჩაღ იოვანე საბანისძეს!
ასეთი მაღალი დონის პროპაგანდისტული ნაწარმოები რომ გამოძერწო, მართლა ნიჭია საჭირო.
ნუ ამ ისტორიის დიდი ნაწილი ავტორის ფანტაზია და კარგად ჩანს სახარებიდან რამდენიმე სცენის კოპირება, მაგრამ ყველაფერი ძაან მაღალ დონეზე არის შესრულებული.
საკმაოდ ძლიერი და სწორი მესიჯს ისვრის იოვანე - აგერ უცხო ტომელი მოექცა ქრისტეს რჯულზე და გაუძლო ფიზიკურ ტანჯვას და სულიერ ცდუნებას, ანუ თქვენსავით არ გაიყიდა ფოჩიან კამფეტებზე- ჰოდა თქვენ რა გეტაკათ, არც ქრისტე და არც ქართველობა რომ აღარ გახსოვთ ?
ენის და სტილის მხრივ კარგია ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების პირობაზე!
ოთხსაც დავუწერდი, უბრალოდ მაგ ოთხს აკლია რაღაცები :დ
ხო, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შუშანიკის წამებისგან განსხვავებით ორიგინალი ტექსტი, თითქმის სრულად გავიგე :დ
აქვე დავამატებ, რომ ამ ლიტერატურულ ძეგლს მხოლოდ ლიტერატურული ღირებულება არ აქვს- ის ასევე ისტორიული დოკუმენტია და ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის იმ დროინდელ ჩვენს ქვეყანაზე.